ადამიანის ცხოვრება მთელი თავისი არსით სისულელეა თუ სადღაც, გულის ყველაზე ბნელ ან ტვინის ყველაზე ღრმა კუნჭულში მაინც არ არის ჩამალული მისი ცხოვრების კრედო და ის მიზანი რისკენაც ცნობით თუ გაუაზრებლად მიიწევს.
ამ ქვეყნად ყველაზე პოხუისტი ადამიანიც კი მარტო დარჩენისას ისვენებს, იძინებს ან საყვარელ მუსიკას უსმენს – ამ შინაარსის იქნება სრული უმრავლესობის პასუხი კითხვაზე “თუ რას აკეთებს მარტო დარჩენისას ან თავისუფალ დროს?”
ბევრი თავს დღევანდელი დღით მეცხოვრედაც ასაღებს და მისთვის სულ ერთია რა იქნება ხვალ და მითუმეტეს თუ რა შედეგი მოყვება მათ დღევანდელობას.
ასეა ეს მართლა?
ვერ დავიჯერებ, რომ გრძელი, ყველაზე გრძელი და შორს მიმავალი ფიქრის ძაფი ყველა ადამიანის ეგოში არ არსებობდეს.
ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა იქნებოდა ხვალ,
ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა შედეგი მოყვებოდა ჩემს დღევანდელ საქციელს.
ერთ დროს ჩემთვისაც სულ ერთი იყო მომავალი, იმიტომ რომ მე თავი დავაჯერე აწმყოს სრულყოფილებაში.
მაგრამ ახლა, როცა მთლიანად გავიაზრე თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის მომავალი და რა მიმზიდველია ის დრო, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მე მინდა ნებით თუ უნებურად ხელი არ შემეშალოს დროის დინებისათვის და კლდიდან უცაბედად დაგორებული ლოდივით, რომელმაც ნაკადულს გზა გადაუკეტა და სხვა კალაპოტში გადააგდო, არ შევცვალო ის.
მე კონფორმისტი არ ვარ, არც წარსულს ვაიდეალებ და არც ვარდისფერი სათვალე მიკეთია და არც მომავალი მესახება ერთადერთ ბედნიერებად, რომელზე ფიქრის გარეშეც დღევანდელობა არარაობაა.
მე უბრალოდ ვიგრძენი რომ თითოეული ადამიანის შიგნით მისსივე მომავალი ცხოვრობს, მომავალი, რომლის გარეშეც ეს ადამიანი სულ სხვა იქნება.
ამიტომ, მე მინდა ჩემში გაგრძელებულ მომავალს შლამისგან გაწმენდილი კალაპოტი დავახვედრო გზად და იმ მძიმე ლოდებისგანაც დავიცვა, რომელსაც ცხოვრება ყველას გვიმზადებს.
საახალწლო ეიფორია უკვე გავიდა და მეც ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. სამწუხაროა, რომ ისეთი შეგრძნება ამ თარიღთან როგორც ბავშვობაში მქონდა აღარასოდეს განმეორებულა ჩემთვის. სასაცილოა, მაგრამ რომ არ ეთქვათ ისე ვერც შევამჩნევდი სიახლეს სასტუმრო ოთახში – ნათლისღებისთვის აღებული ნაძვის ხე.
სამაგიეროდ პოზიტივები მაინც უხვად ხდება საახალწლოდ , – მინდა ეს პოსტიც ღირსეული გამოსათხოვარი იყოს ამ წელიწადში.
წელს ზუსტად იცოდა რაც მინდოდა და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მაინც მაგარი სიურპრიზი გამოუვიდა – უახლესი მოდელი.
Braun 7681 Silk-Epil 7 Xpressive Pro Epilator
ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო ვიცი, მაგრამ ნეტში ოფიციალურ ვებ–გვერდზე გადავამოწმე და აფსოლიტურად ყველა ნაწილი/ნივთი/წარწერა/”კნოპკა” ადგილზეა :დ – ორიგინალი რომ არ აღმოჩენილიყო მეწყინებოდა :დ საერთო ბიუჯეტზე ვზრუნავ :დ
მართალია ყველა “თავს” არ ვიყენებ და მარტო ერთი მჭირდება ”დიდი მადლობა მედი”–ს გამო :დ მაგრამ მაინც უზომოდ მაბედნიერებს თუნდაც ის მბრჭყვინავი რაღაცეები ზედ რომ აქვს ^_^
მე ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, საბოლოოდ რაზეც ვყალიბდებოდი და ვეკითხებოდი აჩოს არაფერი არ უნდოდა და ყველაფერი სულ ერთი იყო, ამიტომ საბოლოოდ აი ეს შევურჩიე მუზეუმის კოლექციიდან:
Leonardo Da Vinch
ზომებში 67,7/47,7 სმ–ია და მთელი ცერა თითის სისქის. მართალი გითხრათ, აჩოს დანიშნულებისამებრ ჯერ არ გამოუყენებია, მაგრამ დიიიდი იმედი მაქვს ოდესმე ეს დროც მოვა :დ
და ვინჩის ყიდვისას წიგნებს გულგრილად ვერ ჩავუარე და ჩემთვისაც 3 მათგანი შემომეყიდა:
სიდნეი შელდონი.
რაიმონდ ჩანდლერი.
ჰაინერ რანკი.
ყიდვის დროს არ დავკვირვებივარ, მაგრამ სიმბოლური რიცხვები ამირჩევია : საქმე #3, საქმე #13 და საქმე #23. ძილის წინ ვერთობი ხოლმე , ისე სულ გადავეჩვიე ამ ჟანრის ლიტერატურის კითხვას , 1-2 თავის მერე ეგრევე მეძინება. ან უბრალოდ ბავშვობისგან განსხვავებით ვეღარ მაინტერესებს …
შემდეგი საჩუქარი taa.ge-ს ბლოგიდანაა, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში მოვიგე giveaway-ს საშუალებით, მაგრამ აქამდე ვერ გამოვიტანე და ეხლაც ჩემი და წავიდა სიამოვნებით და ჩამომკიდა ჩემი პირველი მოგებული ნივთი ინტერნეტ–სამყაროში.
და საბოლოოდ ყველაზე ტკბილი ლუკმა შემოვინახე: მამამთილის საჩუქარი.
თუ გავითვალისწინებ, რომ წინა ტელეფონი დეკემბრის შუა რიცხვებში მაჩუქა ყველაზე დიდი სიურპრიზი ეს იყო.
SAMSUNG B7722
ბრენდი: SAMSUNG
მოდელი: B7722 Duos გამოშვების წელი: 2010 კორპუსის ტიპი: კლასიკური კორპუსის ფერი: შავი
ეკრანის ტიპი: TFT- სენსორული ეკრანის გაფართოება: 240 x 400 პიქსელი 3,2 დიუმი ფერთა რაოდენობა: 256 ათასი ფერი სიხშირის დიაპაზონი: Dual SIM GSM 850 / 900 / 1800 / 1900 – SIM 1; GSM 850 / 900 / 1800 / 1900 – SIM 2 ; HSDPA 2100 – მხოლოდ SIM 1- ზე ზომა: 113.5 x 55.5 x 14.3 მმ წონა: 112 გრ საუბრის ხანგრძლივობა: 13 სთ ლოდინის ხანგრძლივობა: 420 სთ ელემენტის სტანდარტი: Li-Ion 1200 mAh შიდა მეხსიერება: 30 მბ მეხსიერების გაზრდა შესაძლებელი დამატებითი მეხსიერების ბარათის microSD საშუალებით მოდელი აღჭურვილი 5.2 მეგაპიქსელიანი ფოტო კამერით გამოძახების სიგნალი :
პოლიფონიური ზარები
MP-3 მელოდიების მხარდაჭერა
ვიბრო – ზარი
მობილური ინტერნეტი და კომუნიკაცია
ინტერფეისი : USB v2.0, Bluetooth 2.1 A2DP პროფილის მხარდაჭერით, ინტერნეტთან კავშირი WAP 2.0/xHTML, HTML; HSDPA 3.6 მბ/წმ; EDGE – Class 12, GPRS – Class 12; Wi-Fi 802.11 b/g
პერსონალურ კომპიუტერტან სინქრონიზაცია
შეტყობინება
SMS
MMS
Email – კლიენტი
ეკრანი
ეკრანის ტიპი: TFT – 256 ათასი ფერი (სენსორული)
გამოსახულება: 240 x 400 პიქსელი 3,2 დიუმი
მულტიმედიაფოტო კამერა: 5.2 მპ (2560х1920 პიქსელი)
ვიდეო რგოლის გადაღების საშუალება QVGA@30 კადრი წამში
მეორე კამერა ვიდეო ზარებისთვის
აუდიო
სტანდარტული მუსიკალური პლეერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP3/WAV/WMA/eAAC+ ფორმატები
მეხსიერება
შიდა მეხსიერება: 30 მგ
დამატებითი მეხსიერების ბარათი microSD
კვების წყარო
კვების წყარო (ელემენტი):
მოცულობა : Li-Ion 1200 mAh
საუბრის რეჟიმი : 13 სთ
ლოდინის რეჟიმი : 420 სთ
ორგანაიზერი
კალენდარი
კალკულატორი
დიქტოფონი
დამგეგმავი
მაღვიძარა
P.S. კვების წყაროს (ელემენტი) მუშაობის ხანგძლივობა დამოკიდებული შემდეგ გარემოებებზე :
2011 წელი ძალიან, ძალიან მშვენიერი გამოდგა ჩემთვის, უამრავი სასიამოვნო სიახლე შეემატა ჩემს ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, რომ 2011 წელი სიახლეების წელი იყო, უმთავრესს გამოვყოფ:
ჩემი და აჩოს ქორწილი,
რიგით მეორე უნივერსიტეტის დამთავრებაა
ჩემთვის დიდი მიღწევა იყო ამ წელს მერიის საფინანსოში სტაჟირებაზე აყვანა
შემდეგ ადგილს ბიგ–ბენ სქულის დამთავრებას მივანიჭებდი
ლოგიკურად შემდეგ ადგილზე ბაფის ბუღალტერიის დამთვრება უნდა იდგეს :დ
და უკვე შემდეგ მოდის მუშაობის დამთავრება ლიბერთი ბანკში :დდდდ
და საბოლოო ადგილს იკავებს მუშაობის დაწყება ლიბერთი ბანკში :დ
ამ სიაში კიდევ არის ერთი ადგილი ასევე უმნიშვნელოვანი მოვლენისათვის, მაგრამ ამაზე შემდეგ, ჯობია ჯერ ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე.
სამაგიეროდ 7 თებერვალს იყო უმნიშვნელოვანესი თარიღი და ამ დღეს პირველად ინატრა აჩოს მამამ კიდევ ერთი შვილი – ნეტა მარტო 1 არ მყოლოდაო– თეთრი ბინტები… და ტრადიციულად საჩუქრები სიყვარულის დღეს.
მარტი 2011წ.:
დავფიქრდი იმაზე თუ რას ვაკეთებ და ვინ არიან საერთოდ ბლოგერები – დასკვნებს რაც შეეხება ზოგჯერ აფსოლიტურად ვეთანხმები , ზოგსაც კატეგორიულად არა და ეხლა რომ წავიკითხე კარგად დავცინე საკუთარ თავს. მაგრამ ესეც ჩემი ფიქრები იყო 10 თვის წინ.
როგორც ჩანს, მარტის თვე კრიტიკის სურვილის გაღვივების პიკი იყო ჩემ თავში და კიდევ ერთხელ გადავწვდი ამჯერად უკვე მოდას უაზროდ აყოლილ ადამიანებს, თუმცა, არც უნებისყოფობისგან გასიებულები გამომრჩენია : (
თებერვალში დავწერე ჩემი ყველაზე დიდი ზიზღით სავსე პოსტი–ფართოდ გაფარჩხული ფეხები და ეხლა რომ წავიკითხე ჩემი თავის შემრცხვა: ზრდილობიანად რომ ვთქვა, რა ჩემი საქმე იყო … მემგონი მარტის თვე ცუდად მოქმედებდა ჩემზე :დ
ჰო, გაიღვიძა ბუნებამ და მეც ახალი საფიქრალი გამომიჩნდა ბუჩქებში ‘მონარნარე’ წყვილების სახით, ამის მიზეზი კი საქართველოში ასე ფართოდ ფესვგადგმული სტერეოტიპებია :/ .
ამ თვით დაიწყო ჩემი “შრომითი აღმაფრენა”, თუმცა იქამდე კი აქტიურად დავიწყე ზრუნვა რიქვესთების შესრულებაზე და რამოდენიმე ბლოგერს დავეხმარე გაეხადათ თავისი ბლოგი პოპულარული. საკუთარი თავის “გა–პოპულარულებისათვის” ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ვიზუალზე ზრუნვაა და გაზაფხულის დასაწყისში მეც აქტიურად ვსტუმრობდი სოლარიუმს ანანოსთან ერთად. ასე გამიტაცა ჭეშმარიტად გოგოშკურმა ამბებმა და საბოლოოდ ის მივიღე რომ გადავიწვი :დ და ჯგუფიდანაც გამოვვარდი : )) “ჭეშმარიტი გოგოშკა” კი დღესასწაულების გარეშე წარმოუდგენელია და მეც შესაბამისად აღვნიშნე ჩემი და აჩოს სიყვარულის 2 წელი.
რაც შეეხება საქმიან ნაწილს, აპრილში დამირეკეს ლიბერთი ბანკიდან და გასაუბრებაზე დამაიბარეს, ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ ბანკის გამო მერიიდან წამოვედი, სადაც საფინანსო განყოფილებაში ვიყავი სტაჟიორად და საბოლოოდ დარჩენის შანსი მქონდა (თურმე), მაგრამ მაინც წამოვედი და ამას ეხლა ვნანობ :დ
სასაცილო დამთხვევაა, მაგრამ ამ თვეში პირველი ორი პოსტი ჩემი ფიქრებია სასურველ სახლზე, სასურველ ტექნიკაზე- ნელ-ნელა ქვეცნობიერად ვემსგავსებოდი ქმრის დამყაჩაღებელ ცოლს :დ 12 ივნისს ოჯახით ვიყავით სტუმრად აჩოსთან და ყველამ ერთად დავთქვით ქორწილის თარიღი. ამ დღიდან დაიწყო ჩემი საქორწილო ციებ-ცხელება და გამიჩნდა უამრავი საზრუნავირესტორანსა თუ საქორწილო კაბაზე. როცა ყველაფერმა უკვე ხელშესახები სახე მიიღო, უკვე დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ დაიწყო ჩემსა და აჩოს შორის ყველაფერი …
ივლისი 2011წ.:
სადღესასწაული თვეც დადგა :დ მცხუნვარე და სიხარულით გაჯერებული : )) ამ თვეში სულ 4ჯერ დავპოსტე ბლოგზე, ერთ-ერთი ოძისში ”ვოიაჟი” იყო და მგონი ამ დროს გაგაცანით პირველად ჩემი ძმაც- სანდრო.
31 ივლისს აჩოს და მე გვქონდა ქორწილი ყველაფერი მშვენიერი იყო, ამაზე ვრცლად უკვე შემდეგ თვეებში ვყვებოდი … აგვისტო, სექტემებრი, ოქტომბერი ფაქტიურად არაფერი დამიწერია ბლოგზე … ჩემი ცხოვრება ამ დროს გიჟურ რიტმში მიმდინარეობდა …
ოქტომბერი 2011წ.: ოქრომბრის ბოლოს ისევ გამოვჩნდი ბლოგოსფეროში სიმბოლური პოსტით Reborn და ბევრი არაფერი, მაგრამ იმდროინდელი ემოციებიც დავამახსოვრე დროს.
ნოემბერში 3 თვიანი პაუზის მერე ისევ ერთი თვით დავიკარგე და დეკემბერში ისევ აღვადგინე ბლოგზე პოსტვის ტრადიცია.
დეკემბერი 2011წ.:
6 დეკემბერს მეღირსა და წამოვედი ლიბერთი ბანკიდან, ასე ძალიან იქ მუშაობის დაწყება არ გამხარებია, როგორც წამოსვლა გამიხარდა. მერე უკვე მოვიცალე და ქორწილის შთაბეჭდილებებზე დავიწყე წერა, თუმცა მხოლოდ დავიწყე და გაგრძელება ჯერ კიდევ დასაწერი მაქვს :დ
არანაირი საახალწლო განწყობა, მოწამლული ვარ და პირშიც ‘ლუკმა არ ჩამდის’.
პირველად მაქვს მგონი ასეთი მუდო წინასაახალწლო განწყობა. ეხლა ერთადერთი, რაც მახსენებს რომ საახალწლო დღეებია ის ქალია ეხლა ოთახიდან ოთახში რომ დადის და ‘საპრაზნიკო უბორკას’ გვიკეთებს.
წეღან ტექნო ბუმში გავედი – ჩემთან ახლოსაა და ამიტომ, კარებშივე კალათით ხელში წითლად ჩაცმული გოგო შემომეღიმილა და ყველაზე იაფფასიანი კამფეტები შემომთავაზა– ტბ–ის მარკეტინგის განყოფილებავ , თუკი მყიდველების განწყობაზე ზრუნავთ იქნებ უკეთესი ტკბილეული შეგერჩიათ და ვაშლის ჯემიანი საწუწნი კამფეტების ნაცვლად შოკოლადის კამფეტებით დაგეწყოთ.
ამაზე ეხლა ბებიაჩემი და მისი ოქროსფოჩებიანი შოკოლადის კამფეტები გამახსენდა– ესეთი ეხლა რატომღაც არსად შემხვედრია– გემო არ მახსოვს მაგრამ ულამაზესი ოქროსფერი ფოჩები ქონდა და ახალი წელი მის გარეშე ვერც წარმომედგინა.
უსაქმურ–მოწყენილობით რომ მოვკვდი გუშინ 8ზე სასეირნოთ გამოვედით, აღარასოდეს დავუჯერებ რჩევებს– ეხლა უარესად ვარ , ყველაფერი მტკივა, მშია და არაფერის ჭამა არ მინდა.
დღეს ჩემ ექიმსაც დავურეკე და მობაილ დიაგნოზი – მოწამვლა დამისვა.
დასაზუსტებლად და სამკურნალოდ მისვლა ეხლა მესიკვდილება, ისედაც ცუდად ვიგრძენი თავი დღეს მანქანაში.
არ ვიცი, ოდნავ მაინც რაც გამაჩნდა საახალწლო განწყობილება ისიც გამიქრა. არაფერი არ მინდა და ამავე დროს ვგრძნობ რომ ყველაფერი მაკლია.
საერთოდ აღარ მინდა(შემიძლია) წერა, მითუმეტეს წეღან ფბ-ზე ისიც ვერ გავარკვიე ონლაინ ფრენდები როგორ გადმომეტანა მარჯვნიდან მარცხნივ. აი, ასე დავ-სოციალ-დეგრადირდი.
როგორც ყველა დასაწყისი ესეც კვერცხობა იქნება – გადავეჩვიე პოსტების წერას, მაგრამ მაინც უნდა დავიწყო.
არც ვიცი რაზე გელაპარაკოთ, ვიცი თვითონ მოვა სათქმელი, – აქამდე თუ ‘უსახლშიწესიერინტერნეტობით’ ვიმართლებდი თავს ეხლა მაინც მაქვს ნორმალური ნეტი და wp-ს მონა-მორჩილსაც მეტი აღარაფერი დარჩენია ბლადუნზე გელაპარაკოთ.
ჰო, სტანდარტულად ახალ წელს მოგილოცავთ, არადა სულაც არ მელოცვინება და და ჯერ ვერ მიხარია აჭრელებული ნათურები, სახლში არც თოვლის ბაბუა დამიდგავს და ჯერ არც საახალწლო საჩუქრები მიყიდია.
ჰო, საახალწლო საჩუქრებზე გამახსენდა- მთლად საჩუქარიც არ არის, მაგრამ საახალწლოდ უმშვენიერი სიურპრიზი მომიწყო კეთილმა ბატონმა ზურაბმა/არჩილმა- ნეტი + Wi-Fi >>> სამსახურიდან წამოხვედი და სახლში ძალიან რომ არ მოიწყინოვო.
სიმართლე გითხრა, უსაქმობის გამო მოწყენასაც არ ვუჩივი, ჯერ არ მომბეზრებია როცა მინდა გაღვიძება/ჭამა/ჩაცმა/დახურვა და 2ს ნახევარზე სამსახურიდან დაბრუნებული ოჯახის წევრების გამასპინძლება.
როგორი დიასახლისი ვარ ? საჭმელების კეთება ჯერაც არ დამიწყია, ჯერ მხოლოდ სტანდარტული როგორც ყველამ იცით კარტოფილი-კვერცხი-შეწვა-მოხრაკვა-სალათებით ვერთობი, ისიც ძალიან რომ მომიდება. არც მაღაზიაში დავდივარ, არც რამე საქმეებზე და არ მოგატყუებ და ცოტაც და გულის სიღრმეში შემომეპარება შიში- ფქვილში ამოსვრილ ცოლად არ ვიქცე. მარა ამის ჯერ 1% შანსიც კი არ არის.
სამაგიეროდ ასეთი უსაქმურობის შედეგი სახეზეა +10 კილოგრამის სახით და დიდი იმედი მაქვს ამ ზაფხულს მთლიანად დავაგდებ წონას და ჩვენ ფორმაში ჩავდგები.
სხვა? ბლოგი მომენატრა, პოსტები მომენატრა და ის შეგრძნება დეშბორდში შემოსულს დაუდასტურებელი კომენტარების ზღვა რომ გხვდება.
ხო, ამ გახსენებაზე ზღვა გვენატრება კიდე მე და აჩოს, მაშინ ვერ ვხვდებოდით რა ბედნიერები ვიყავით…
ეხლა წავედი, დაველოდები იქნებ ვინმეს კიდევ გიგდიათ ჩემი ბლოგის ლინკი სადმე რიდერში, მკითხველებს ველოდები.
მოკლედ, წამოვედი.
მართლა წამოვედი. 26ში დავწერე განცხადება და სამსახური დავტოვე- ეხლა ჩიტივით თავისუფალი ვარ.
თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ჩემი ეხლანდელი განცდა ბოლოს როდის მქონდა აღარც კი მახსოვს უკვე.
ერთგულ მკითხველებს გეცოდინებათ როგორი სიხარულით დავიწყე თავის დროზე მუშაობა ლიბერთი ბანკში, მაგრამ ძალებმა მეტი ვეღარ გამიქაჩა.
უამრავი, მართლა უამრავი მიზეზი იყო რის გამოც მე დღეს დროებით უმუშევარი ვარ (სწორად გაიგეთ, დროებით :პ ) და თან უზომოდ ბედნიერიც!
პირველ რიგში სამსახური ჩემში ასოცირდება დახარჯული შრომის პირდაპირპროპორციულ თუ არა ნახევარპროპორციულ ანაზღაურებასთან და სასიამოვნო გარემოსთან, – ეს ის მინიმალური მოთხოვნაა რასაც ნებისმიერ წინადადებას წავუყენებ. ლიბერთი ბანკმა ეს მინმუმიც ვერ გაქაჩა!
უამრავი მიზეზი მაქვს საკუთარ თავს რომ შევახსენო ხოლმე როცა სახლში ჯდომა მომწყინდება და ჩემი ქცევა გავამართლო.
დღეს თავისუფლების პირველი დღე მაქვს, დღე, როდესაც აღარ მომიწია დილით უთენია აფხეკა საწოლიდან , არადა ჩემს ეხლანდელ პერიოდში დილის ნებივრობაზე მეტად ცოტა რამე თუ მსიამოვნებს.
პირველი დღეა, როცა დილით თეთრი ფითქინა პერანგი არ მაცვია და უსახურ შავ კლასიკურ შარვალში/კაბაში გამოწყობილი აღარ ვიძირები სავარძელში, რომ წითლად შეღებილ ოთხ კედელში გამოვიკეტო და საღამოს 6ს ნახევრამდე თავაუღებლივ ვიმუშავო. (ალბათ უკვე გესმით როგორ მეზიზღება ჩემი ყოფილი სამუშაო)
ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში მოვიარე ლიბერთი ბანკის 5 სერვის ცენტრი და 1 ფილიალი . ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 1 სამუშაო დღე მქონდა ჩაგდება, განსხვავებით სხვა რეზერვებისა, რომლებსაც თვეობით უწევთ სახლში ჯდომა სასურველ პოზიციაზე გამოძახების ლოდინში. თავიდან მიკვირდა ასე რატომ მტვირთავენთქო, მაგრამ აფსოლიტურად ყველა ს/ც-ში მმართველი თუ მენეჯერი სათითაოდ რომ წერდა წერილს კადრების განყოფილებას ჩემი მათთან დატოვების მოთხოვნით მერე მივხვდი – ამ ბანკს (გამოცდილს ვერ დავარქმევდი მაშინ თავს) მაგრამ მოთხოვნასთან შესაფერისი კადრი უჭირდა!
ეხლა ნამდვილად არ მაქვს სურვილი ყველა იმ პრობლემაზე ვწერო, რაც ჩემნაირ რიგით თანამშრომლებს აწუხებთ, არ ღირს იმაზე მოვყვე ჩემ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ და რამდენ უსიამოვნებას ავარიდე თავი წამოსვლით. – ჩემს უშუალო კოლეგებს რომ ჩემი ”ბედი შეშურდათქო” ვერ ვიტყვი , ცუდი ტონია, მაგრამ აფსოლიტურად ყველას სურს თავს დროზე უშველოს სხვა ვარიანტი არ აქვთ, თორე აქ გამჩერებელი არავინაა”. იმავე ანაზღაურებიან სამსახურეც კი ყველა თანახმაა, ოღონდ თავი დააღწიოს ლიბერთის.
ჰოდა, გვეყო უსიამოვნო თემებზე საუბარი, დღეს მე ბედნიერი ვარ და უსაქმრობით ვტკბები, კატასტროფულად მომენატრა თავისუფლება. კოშმარია, როცა თაფლობის თვეს მარტო იმიტომ წყვეტ დროზე ადრე, რომ ბანკს კვალიფიციური კადრები გაურბიან გაუსაძლისი პირობების გამო და ახალი თანამშრომლები უჭირს.
დღეს მე არ მეშინია უმუშევრობის, ზუსტად ვიცი რომ ასე იმდენ ხანს გაგრძელდება რამდენსაც თავად გადავწყვეტ.
ეხლა დრო მოვიდა საკუთარ თავს უფრო მეტად ვუერთგულო და მოვუარო, საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს. 9დეკემბერს ჩემი ძმის სანდროს დაბადების დღეა, 10დეკემბერს აჩოსი. მინდა ამ 2 დღისთვის განსაკუთრებულად მოვემზადო და მაქსიმალურად ვასიამოვნო ჩემი საყვარელი ადამიანები.
დაგვიანებული პოსტია, დიდი ხანია მინდა დავწერო რას ვგრძნობ, რას განვიცდი და რა ხდება ჩემ თავს, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც “მაგრამ” და მე ჩუმად ვარ.
გავთხოვდი- 2011 წლის 31 ივლისს მე და აჩიკო დავქორწინდით.
უბედნიერესი დღე მქონდა, ყველაფერი ისეთი ლამაზი და სასიამოვნო იყო.
შეგრძნება, როცა ბედნიერი ხარ ყველას ქონია, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ამაღლებულად ვიყავი ამ დღეს, ყველაფერი ჩემ სიზმარში ხდებოდა.
სიტყვები მეკარგება როცა ამ დღეზე ვყვები, არადა, მეგონა მჭერმეტყველი ვიქნებოდი. ამიტომ, რადგანაც “მხატვრულად ვერ ვაფორმებ” განვლილ მოვლენებს, ფაქტებს მივყვები, რომ ეს დღეები ჩემს ისტორიას შემოვუნახო.
31 ივლისს დილაადრიან გამეღვიძა, სალონში როგორც ყოველთვის დავიგვიანე მთელი 35 წუთით. ვარცხნილობა? აზრზე არ ვიყავი კონკრეტულად როგორი მინდოდა, თავში უამრავი ვარიანტები დაფუთფუთებდნენ და “იმ ერთადერთს” ვერაფრთით ვარჩევდი. ბაზისი ვიცოდი როგორიც მინდოდა, ეს გაითვალისწინეს და საბოლოოდ ისეთი ვარცხილობა გამომივიდა მეც არ მოველოდი.
1 საათზე უკვე აჩო უნდა მოსულიყო ჩემთან, მე კი მაკიაჟი ჯერ კიდევ გასაკეთებელი მქონდა 12სთვის. დრო გადავწიეთ და ყველაფერი მოვასწარი. თან აჩო მირეკავდა მაჩქარებდა და თან სახლიდან მირეკავდნენ ამდენი ხანი რატო ვიგვიანებდი.
სანამ მე საბოლოოდ მოვწესრიგდი, მაყრიონმაც გაალამაზა მანქანები და ჩემი სახლისაკენ ერთდროულად დავიძარით.
ნუ, რა თქმა უნდა, მე მივასწარი აჩიკოს, საქორწილო თეთრი კაბა ჩავიცვი და სასტუმრო ოთახში ტრადიციულად ველოდებოდი, თან კი მეგობრებთან გრეით-ფოტოსესიას ვმართავდი.
მანქანის საყვრების ხმა რომ გაისმა და აჩო სახლში შემოვიდა ყველაფერი ილუზიური მეგონა, ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავზე და რეალურად ხდებოდა.
“- ძალიან ლამაზი წყვილი, როგორ უხდებით ერთმანეთს, როგორ გიყვართ ერთმანეთი, გაიხარეთ, გამრავლდით, იბედნიერეთ….” ყველა გვლოცავდა.
ოთახიდან მელოდიური ჰანგები იღვრებოდა და შამპანურის ქაფის ფონზე ჩვენ ვცეკვავდით.
მიყვარს, მიყვარს, ძალიან მიყვარს!
საქორწილო ბეჭდების გაცვლა, მენდელსონის ვალსი და წამოვედით ჩემი სახლიდან, ვსო, უკვე ეზოში ვარ და მეზობლების მილოცვასაც ვიღებ, თავი სიზმარში მგონია და აჩოს ვეხუგტები, არ მინდა ხელი გამიშვას ამ დროს.
საყვირები, საყვირები, დავიძარით.
გზაში სიარულისას მეგობრები ფანჯრიდან შუშხუნა სასმელს გვაწოდებდნენ, მანქანიდან გოგოების კივილი და ბოლო ხმაზე სიმღერა, აჩო ართმევს და ბოლომდე ცლის – დღეს არაფერი მათრობსო. ისევ უკან გადავაწოდეთ ცარიელი ჭიქა და არ ვაკოცნინეთ მანქანებს ერთმანეთისთვის.
სიონში 2 საათის მაგივრად 4 ხდებოდა რომ მივედით. იქაც იმდენი ხალხი დაგვხვდა. ტაძრის ეზოში ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღო.
ეხლა რომ ვიხსენებ, სელებრითი წყვილი ვართ უამრავი პაპარაცით :დ უამრავი ფოტოაპარატმომარჯვებული ადამიანი და მე ძალიან ბედნიერი ვარ.
ჯვრისწერა დაიწყო, თავზე გვირგვინები დაგვადგეს – მეფე-დედოფალი ვართ.
მერე ბეჭდებიც მოვირგეთ ხელზე, ნაკურთხი ღვინო დავლიეთ და ჩვენი ერთობა უკვე ღვთისგან იკურთხა და ცოლ-ქმარნი ვართ.
მილოცვების მერე ისევ მსვლელობა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი და გზა ხელის მოწერამდე, უკვე ყველგან გვაგვიანდება და ამიტომ სხვაგან აღარ გაგვისეირნია და პირდაპირ ქორწინების სახლში მივედით.
ჩვენი დროც მოვიდა და რიტუალი დაიწყო.
ხელს ვინც გვაწერინებდა ის გოგონა რაღაცას საინტერესოდ მოგვითხრობდა, სიამოვნებით ვუსმენ და თან ვცდილობ მუსიკიდან სიტყვები დავიჭირო, – ფრენკ სინატრა რაღაცას სიყვარულზე მღერის, ძალიან ტკბილია, სიმბოლურად აქაც ბეჭდები, აუცილებელი რიტუალი – ხელის მოწერა დასტურის ნიშნად და პირველსაქორწილო ცეკვა.
ჩვენ უკვე კანონიერი ცოლ-ქმარნი ვართ!
არ მახსოვს რას ვცეკვავდით, ვინძრეოდით კი საერთოდ? იმ დღის ყველა დეტალი ბუნდოვანია და ნელ-ნელა ვიხსენებ.
ტრიალისას სარკეში ვხედავ ხალხს: დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს და-ძმას, ნათესავებს, მეგობრებს, ჩემს მომავლ კიარადა უკვე ახალ ოჯახს და სიამოვნებისგან უფრო მეტად ვეკვრი აჩოს.
მელოდია დასრულდა და ჩემი უტოპიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაღრმავდა, აჩომ ამიყვანა და ამაფრიალა, უკვე ხალხიც გავიდა და მე კიდევ ჰაერში ვარ, მის ხელებში…
მერე საყვარელი ადამიანებისგან საგანგებოდ შექმნილი დერეფანი და ჰაერზე გამოვდივართ.
ისტორიული აკორდეონი- ამ დღეს ასეთ ნიუანსებსაც თავისებური ხიბლი აქვს.
მკოცნიან და მილოცავენ – ღმერთო ჩემო, ჩემი მაკიაჟი? :დ
იოჩემი ბლოგი, როგორ მომნატრებია.
ეხლა ჩემს ოთახში ვზივარ, ჩემს კომპიუტერთან და ჩემს დასვრილ კლავიატურაზე ვბლოგავ. ჩემი, ჩემი ყველაფერი ჩემია.
ასე მგონია კარგა ხანი გავიდა აქ ბოლო პოსტის დაწერიდან. მას მერე? მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.
ბევრი ჩემს ახალ ჩანაწერებს ელოდებოდა, ვიცი .
დავწერ, მართლა დავწერ და ყველაფერს ასე თუ ისე დეტალურად გავიხსენებ. ეხლა? ეხლა სავსე ვარ, ყველა ასპექტში…
ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.
ბლოგის ფერი აღარ მომწონს, სავარაუდოდ შევცვლი.
სხვა სიახლეები? ყველაფერი ახალია, განსაკუთრებული- სიახლეებს მარტივად ვეგუები …
როგორია 3 თვის მერე ჩემი ცხოვრება ამაზე ოდესმე აუცილებლად დავწერ პოსტს, იქამდე კი მინდა ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე, სანამ სრულად დამავიწყდება კლავიატურაზე დაუხედავად ელმავალივით სწრაფი წერა.
ბოლო პერიოდი ყველაფერი მეზარებოდა ნეტს რაც ეხებოდა, სურვილიც არ მქონდა ფბ-ზე შესვლის, აქ პოსტის წერის, ვინმეს კითხვის.
მერე ნელ-ნელა საყვარელი ბლოგების კითხვას მოვუხშირე : ასეთებისთვის ხელის თითებიც ზედმეტია ჩამოსათვლელად, ფაქტიურად რამოდენიმესაც კი არ ვკითხულობ.
მერე ნელ-ნელა ბლოგლავინსაც შევეპარე და ყველა ძველი ნაწერები გადავიკითხე, კიდევ და კიდევ ვკითხულობდი ახლებს, ფბ-სთანაც აღვადგინე კონტაქტი : D აქ რთი პოსტიც გამოვაცხვე, მაგრამ ვანილი მაქვს მოსაყრელი, ამიტომაც ჯერ არ ვდებ და საბოლოოდ რეაბილიტაციის კურსიც მგონი, რომ დამთავრებულია.
დღეს დილით ერთი სასაცილო ვიდეო ვიპოვე, უყურეთ და დილას ხალისიანად დაიწყებთ.
პ.ს. აუცილებლად დავწერ გაგრძელებას. ვგრძნობ, რომ ჩემ ცხოვრებაზე წერა მომენატრა. ასე რომ შემდეგი პოსტი უკვე საინტერესო და დატვირთული იქნება. და რაც მთავარია, აუცილებლად იქნება.
მოგესალმებით ყველას, ვინც მიცნობთ და არ მიცნობთ, ყოველი შემთხვევისთვის დასაწყისშივე გეტყვით, რომ მე MrsMarch ვარ, ვეკოს მეგობარი. ჩემს შესახებ რამდენიმეჯერ ახსენა კიდეც პოსტებში და ალბათ თქვენ, ვინც მე არ მიცნობთ, შეძლებთ ჩემს გახსენებას. ეს ისე, შესავლის მაგივრად.
ჩემი თვალით დანახული სამზადისი რა თქმა უნდა ვერ იქნება სრულყოფილი, მაგრამ ბლოგის ავტორი და თვით ქორწინების ეპიცენტრი ვეკო მოგიყვებათ. ეს პოსტი კი მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოიწყინოთ.
ყოველ დღე რამდენიმე საათის მანძილზე ვეკონტაქტები ვეკოს და ისიც მთელი მონდომებითა და სისწრაფით ცდილობს მოასწროს ყოველი წვრილმანის მოყოლა. მოკლედ, სიტუაცია ასეთია: მოდის ვეკო, მიყვება, ვმსჯელობთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავდივართ (მაგ. მე: – აჩომ ჩაკვრები უნდა გააკეთოს ცეკვის დროს? ვეკო: – კი. მაგას გასმები ქვია ოღონდ. ქართულ ცეკვაში ჩაკვრები არაა.) და ბოლოს გვიხარია, გვიხარია! ვეკოს უხარია, რომ აჩოსთან ერთად იცხოვრებს, მე მიხარია რომ ახლოს იქნება, ვეკოსაც უხარია ეს და მოკლედ ვრჩებით გაღიმებულები!
ამჟამად ვეკო ნერვიულობის სტადიაშია, აჩო ამშვიდებს. =]
დარბის, დარბის, დარბის!
კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა ვეკოს თავის ბლოგზე ექსკლუზივის უფლება წავართვა. მეც ერთი სული მაქვს როდის დადგება ეს ნანატრი დღე!
ვეკო! იმედია არ გაბრაზდები როცა შენს ბლოგზე შემოსული ამ პოსტს წაიკითხავ, ეს ჩემი პირველი გესთპოსტია, რომელიც შემოპარვით დაგიწერე :* დილამშვიდობისა ვეკო! მიყვარხარ!
მემგონი მორჩა და დასრულდა ჩემი კვირაზე დიდხნიანი გლოვის ეპოქა : D
დღეს ანანომ დამირეკა და უუუუძალიანმაგრესი რაღაცა მითხრა : ))
მომენტალურად მომეხსნა ყველა დაძაბულობა და მგონი მართლა პირველად გავიღიმე მთელი ამ დროის მანძილზე. ხვალ საღამოსთვის უკვე დაზუსტებით მეცოდინება ყველაფერი და აქაც მერე დავწერ რა ხდება და როგორ …
და კიდევ ერთი პოზიტივი ^_^
დღეს ვიგრძენი რა არის “ექშენი” და “მოუვმენთი” ნაზავში : D
პირველად ვიჯექი სკუტერზე და აი ძაააააააააააან მაგარი იყო!
აი, ხო არც ისე დიდ პერიფერიაზე ვატარებდი,- კოსტავაზე გეპეიდან მაკდონალდსამდე და უკან წრეზე – მაგრამ ააააააააააააააააააააა ვიგრძენი ძააან ბევრი ადრენალინი.
ამდენი მანქანითაც არ მიგრძვნია ვიწრო ქუჩაში ადგილიდან მომენტალურად ძალიან სწრაფად რომ ვძრავ ან უცებ გაზს რომ დავადგავ და გამაფრენს ხოლმე.
აი, დღევანდელი საერთოდ საერთოდ სხვა შეგრძნება იყო. სახელურებზე ხელს ვატრიალებდი – ანუ გაზს ვაძლევდი და წამიერად მივფრინავდი. ძალიან მაგრად გამისწორდა, მითუმეტეს რომ პირველად ვატარებდი.
ხოდა, აჩოს რაც ვიცნობ სულ უნდა მოტოს ყიდვა და მე მეშინოდა რომ არ დამტვრეულიყო, ამიტომ თავს იკავებდა, მაგრამ ეხლა უკვე ვიცი რა სასიამოვნოა ქალაქში ორბორბალზე სიარული, ამიტომ თანახმა ვარ : D
სახლში რომ მოვედი ინეტში დავსერჩე და ისეთი წყლის სკუტერი ვიპოვე, ზღაპრული ქალთევზები და სირინოზები მონაგონია : D
ძააან მაგარია, თან ძალიან ძვირიც არ ღირს. ამიტომ ვისაც უნდა შეუძლია ეხლავე გამოიწეროს და ამ სეზონზე უკვე მოასწრებს ამითი ტალღებში ნებივრობას : ))
ამჯერად ველოსიპედები უკვე აღარ გვყოფნის და ოდესმე- სულ მალე მოვა დრო როცა ასე მოვივლით საქართველოს : D
როგორ დავიწყო არ ვიცი, ნოუთებში წერა არ გამომდის ხოლმე, მაგრამ სახლში კომპი არ მაქვს : (( სამაგიეროდ მაქვს ინტერნეტი, რომელსაც ვერაფერში ვიყენებ : ((
ამიტომ ეხლა ავტობანიდან ერთ-ერთ გადასახვევში დიდი ალვის ხის ძირში ვწერ ამ პოსტს ნოუთში.
დილით მე, აჩო, სალო და სანდრო სოფელში წავედით. სოფელს ქვია ოძისი და თბილისიდან ძალიან ახლოს– ახალგორის რაიონში მდებარეობს, – სულ 5 წუთის სავალია ჩემი ჭიშკრიდან იქამდე.
ახალგორში ეხლა ქართველებს აღარ დაგვედგომება,- რუსის “ცუდი ბიძიები” ბატონობენ. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც სულ რაღაც 3-4 წლის წინ ყოველ ღამე დავსეირნობდით ხოლმე ბირჟიდან წამოშლილი ბავშვები, სადაც ზაფხულის ყოველ მცხუნვარე დღეს არხის სათავეზე ვაღამებდით ხოლმე გოგო-ბიჭები, სადაც ტბაზე სათევზაოდ დავდიოდით, მთაში სოკოს ან მაყვლის მოსაკრეფად, დღეს რუსის ჯარი დგას და მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ პიროვნებებს უშვებს იმ ტერიტორიაზე. :პატრიოტი:
ამიტომ ბავშვობის მოგონებები კარგად უნდა შევინახო, სანამ ჩვენი პრეზიდენტი რამეს მოახერხებს და დაუბრუნებს ჩემ საყვარელ ადგილებს საქართველოს ტერიტორიას.
ოძისზე ადრეც ვწერდი ხოლმე ბლოგზე, აჩოც უკვე კარგად იცნობს – მე-3 ზაფხულია ხშირად უწევს ჩამოსვლა….
ჰოდა, მშვენიერ განწყობაზე მივიოდით და მივიმღეროდით
,
გზად ველოსიპედისტების ჯგუფს გადავეყარეთ, იქვე გზის პირად წყაროც აღმოვაჩინეთ და ერთად განვაგრძეთ გზა, ოღონდ ამჯერად უკვე მე ვიჯექი საჭესთან. ასე მივაღწიეთ სახლამდე.
ჩვენი ერთად ნახვა ყველას გაუხარდა, აჩოს შიშველი უცხოელივით უყურებდნენ მეზობლები :დ სმა-ჭამა დიდად შესარიგის შემდეგ წავედით ეკლესიაში – რაც იყო მიზანი ჩვენი ვოიაჟისა: ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, როცა პირველად დაველაპარკე მოძღვარს აჩოზე, მაშინ მთხოვა გამაცანიო და მას მერე მხოლოდ ეხლა მოვახერხეთ ერთად ჩასვლა.
აღსარება ჩავაბარე მამა დავითს და ისეთი, ისეთი ჰაეროვანი და რაღაცნაირი ამაღლებული განწყობით ვიყავი რომ გამოვედი , რომ მეგონა დავფრინავდი. ბევრ რამეზე ვესაუბრე მამაოს, რჩევაც ვკითხე ერთი გადაუწყვეტელი საკითხის შესახებ – ჯვრისწერა – და დამეხმარა : )) ისეთი საყვარელი და სათნო მამაოა მამა დავითი…
მერე აჩოც გავაცანი და გაესაუბრა და ზოგადად მღვდლებისადმი აჩოს სკეპტიკური განწყობის მიუხედავად აჩოც დადებითად განწყობილი გამოვიდა კელიიდან: მომეწონა შენი მოძღვარიო ….
მალე აჩოც ჩემი სულიერი ძმა გახდება : ))
ძალიან “სავსე” გამოვედით ეკლესიიდან, ემოციურად სასიამოვნოდ დამუხტულები : ))
იქიდან წყაროზე ჩავისეირნეთ და ცოტა დავუბრუნდით რეალობას:
მე და ფონზე აჩო და სანდრო ; მე და აჩო ჩახუტებულები
ესეც ჩემი ძმაა, ჩემი საყვარელი სანდრო : ))
სანდრო, მე და სანდრო .
სალო – ჩემი და
ესეც ჩემი ბოდი გარდი ყველგან და ყველა სიტუაციაში.
საღამოობით აქ ჩამოსვლა ყველაზე მეტად გვიყვარს ხოლმე, ადრე აქ გზის პირას ლამაზი სკამები იყო და ყველაზე მიმზიდველი ადგილიც საბირჟაოდ ^_^ ეხლა? ეხლა გზა მოასწორეს და ბირჟაც დაიშალა :დ
ერთმანეთს ღიპებს უსინჯავენ
და ბოლოს როგორც იქნა დავბრუნდით სახლში, სადაც კიდევ ერთხელ გაშლილი სუფრა დაგვახვედრეს :დ მაგრამ ამჯერად მხოლოდ სალოს გაკეთებული ტორტით დავნაყრდი, და უნდა ვთქვა, რომ უგემრიელესი იყო. საალ, გაღიარებ :*
მერე უფროსებმა აჩოს მცირე ექსკურსი ჩაუტარეს მინი ადგილ-მამულების ამბავში :დ მეც გამოვიცვალე სამოსი და “ახალგაზრდობა გავიხსენე” : ))
ესეც სამი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი – შუაში ალექსანდრე : )) ჩემი პაპა (მე მყავს პაპა და მყავდა ბაბუაც- სახელებს ორივეს კუთხის მიხედვით ვეძახი/ვეძახდი)
და ბოლოს, რა იქნებოდა პოსტი თივის ზვინთან გადაღებული სურათიც რომ არ დამედო დესერტად :დ
სალო და სანდრო სოფელში დარჩნენ, ჩვენ კი წამოვედით, გზა ფანტასტიური იყო ერთად, თან ცოტა შემოგვაღამდა და საყვარელი მუსიჯის თანლებით მგზავრობა ორივეს მაგრად გვისწორდებოდა, მითუმეტეს, რომ სუუულ სულ ცოტა წვიმამაც დაცხო მეტი რომანტიკის შესამატებლად :დ
უჭუკლესი ჭუკლი ბლოგინგის აქტიურ რეჟიმში გადავიდა. ყველაფერი კი ერთმა საინტერესო და მნიშნველოვანმა დღემ გამოაცოცხლა.
ყველა მკითხველს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: როდისაა ქორწილის თარიღი.
მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ:
ყველაფერი 2 წლის, 2 თვისა და 2 დღის წინ დაიწყო – ასე ამბობს ჩემი სტიკერი .
ზუსტად მახსოვს სამშაბათი იყო , ისე რა შუაშია, მაგრამ 1990 წლის 15 მაისს მეც სამშაბათ დღეს დავიბადე :დ
2009 წლის 14 აპრილს კი მე და აჩო პირველად შევხვდით ერთმანეთს. როგორც უბრალოდ ნაცნობები ისე არა, უკვე ორივეს მოგვწონად ერთმანეთი , მაგრამ ლაივში არცერთს არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი :დ ტიპიური XXI საუკუნე
აუ, ეხლაც ძალიან მაგრად მახსოვს ყველაფერი იმ დღეს. ლექციაზე ვიყავი და რომ დამიმთავრდა მაღლივში უნდა დამხვედროდა. მე-6 სართულზე დავიბარე :დ ნუ, მოგვიანებით უკვე თვითონაც მიხვდა რატო მეექვსეზე :დ – იმ პერიოდში მთელ მაღლივში მხოლოდ მეექვსეზე იყო დიდი სარკე, მეც გულმოდგინებით ვიპრანჭებოდი და ვტკბებოდი სარკეში ჩემი თავით :დ სადაც დამპატიჟა არსად არ გავყევი, – რაღაცნაირი კომპლექსები : D
ის ადგილი დღეს რელიქვიაა :დ კიბეებთან მოაჯირზე მელოდებოდა, მეც გამოვკუსკუსდი და კაი ნაცნობივით გადავკოცნე-მოვიკითხე.
მერე დაბლა ჩამოვედით და იქვე შემოგარენში ჩემთვის ე.წ. ‘სადრაკონეთში’ წავედით და იქ ვმასლაათობდით…. ნუ, ძირითადად მე ვაქტიურობდი, ამიტომ იმ დღეს რაღაცნაირი თავშეკავებული მეჩვენა აჩო ქცევებში :დ მეგონა მორიდების მომენტი იყო და სახლამდე რომ მივდიოდით ვუთხარი:
-’შებოჭილი ნუ ხარ, გაიხსენი-მეთქი’
-’შებოჭილი არ ვარ, მაგრამ კაი, განახებ გახსნასო’ :დ
და როგორც კი გადმოვედით ტაქსიდან იქვე მებრდღვნა და ჩამეხუტა :დ მეც ნაგლად ვუპასუხე ‘გახსნაში ეგ კი არ მიგულისხმიათქო’ და უცებ
გამიშვა ხელი :დ
აუ,ეხლა ძაან მაგრად ვკაიფობ რომ მახსენდება ყველაფერი :დ
მერე იქვე ნინი დამხვდა, მანქანით იყო და ერთგან მივდიოდით ჯგუფელები.
-’ხვალაც ხო გნახავო?’ – დამშვიდობებისას ისე ეშმაკურად მკითხა აჩომ მეთქი ეეეეეეეეეეე :დ საყვარლობა იყო.
იქიდან მე და ნინიმ სხვებსაც გავუარეთ _ მაშინ ნინო თავისი მერსედესით იყო :დ ჯერ კიდევ დაუმტვრეველით :დ და ყველანი მელიქიშვილზე ზვიკისთან წავედით .
ბლა ბლა ბლა გვიან საღამომდე იქ ვიყავით, ნინო ადრე წავიდა და წამოსვლისას ფეხით უნდა ჩამოგვესეირნა გმირთა მოედნამდე.
პირველი კორპუსთან ვარაზისხევზე გადმოსასვლელთან შუქნიშანზე რომ გადავდიოდით თაცამ დაიძახა ე, აჩოვო :დ პირველი კორპუსის ეზოში სალოთაოდ იყო დარჩენილი ჩელესთან :დ
მერე მეც უცებ დავინახე აჩოც შუქნიშანზე ჩვენ მხარეს გადმოდიოდა . ხოდა, მაშინ წარმოიშვა პირველად ის ლეგენდარული ტერმინი ‘საყვარლად დაკრუგა’.
როგორც კი შეგვამჩნია აჩომ ‘რეზკად დაკრუგა’ და მაშინ კიდევ ერთხელ ვნახე, უკვე ისე ახლობელი და თბილი იყო ჩემთვის, გაშვება აღარ მინდოდა. მაგრამ ამდენი ხანიც ვეღარ ვიდგებოდით იქ ისე, თან ბავშვები მელოდებოდნენ, ამიტომ აჩო რუსთაველისკენ გაუყვა გზას და მე ბავშვებს გავყევი ….
მაშინ პოლ ენდ შარკის ლურჯი ფერის კურტკა ეცვა, ძალიან მიმზიდველი მომეჩვენა :დ ამიტომაც ის კურტკა 2 წლის მერე დღემდე მიყვარს და მახსოვს.
აი, ასეთი წვრილმანი დეტალები ახსოვს ჩემ მეხსიერებას.
აქედან დაიწყო ჩვენი გზა და მოვედით დღემდე.
ჩვენი ქორწილი 31 ივლისაა დანიშნული, წლის ყველაზე ცხელ და მხურვალე დღეს :დ
დღეს იქამდე ზუსტად 1 თვე და 1 დღეღა დარჩა. ☀
ახლა აჩო ჩემი ნაწილია და თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ყველაფრით ჩემია.
ცეცხლი დანთებულია და რბოლის სიჩქარე მის გარშემო უფრო და უფრო მატულობს
წინა პოსტში რესტორანზე ვწუწუნებდი და ეხლა ერთი ნაბიჯით წინ ვართ: ეს საკითხი გადაჭრილია : ))
მშობლიური პალემების ჩრდილში, წყლის შხეფების ფონზე და ბრიზის თანხლებით გაიმართება ჩვენი ქორწილი : ))
ეხლა ეს ყველაფერი ისე აღვწერე, დიდი იმედი მაქვს რამე ნიუანსი არ გამოგვრჩა და ყველაფერი მართლა ასე კარგად ჩაივლის.
დარბაზის დიზაინიც შერჩეულია, მაგრამ მემგონი მე მომიწევს მისვლა და საბოლოო დირექტივების შეტანა.
ეხლა რაც შეეხება კაბას, რასაც წინა პოსტში დაგპირდით.
2 დღე დავუთმე მარჯანიშვილზე სრულიად მაღაზიების შემოვლას და რაც მომეწონა ყველა კაბა მოვისინჯე, უამრავი სილუეტი დავტესტე და რაც ამ ეტაპზე ბაზარზეა ყველანაირი კაბა ვნახე ჩემ ტანზე.
პირველ დღეს აჩი და ნინი მყავდა წაყვანილი , თამთაც იქვე MacDonalds-თან შეგვხვდა სრულიად შემთხვევით და ყველანი ერთად ერთობლივი ძალებით შევუდექით დალაშქვრის ოპერაციას : D
იმ დღეს სულ 3 მაღაზიაში ვიყავი, იმიტომ რომ უკვე გვიანი იყო, კვირა დღის საღამოს 8 საათი და უმრავლესობა უკვე დაკეტილი დაგვხვდა. ამ დღეს მოვიზომე სულ 4 კაბა, და იქიდან სულ სულ პირველად მოზომებული ყველაზე მეტად მომეწონა.
დიზაინერის შერჩევაში ანანო დამეხმარა და დამაკავშირა აკა ნანიტაშვილთან, მას თავის სადიზაინერო სალონში (თუ როგორც ქვია) ვესტუმრეთ, ვესაუბრე რა მინდოდა და როგორ, იქამდე facebook-ზე დავუკავშირდი და ვანახე სურათები თუ როგორი მინდოდა და მაღაზიებში გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა ტიპის და სირთულის კაბა მომწონდა. ამიტომ აკამ შემომთავაზა, რომ კიდევ ერთხელ გამევლო და ამომერჩია რა მინდოდა, შემდეგ კი ისეთს შემიკერავდა.
შემდეგ წასვლაზე უკვე დედა წავიყვანე, – სამოსის არჩევისას არასოდეს ვითვალისწინებ მის აზრს რომელი ვიყიდო, მაგრამ ამ საქმე ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ეხება და მომინდა მისი აზრიც მომეწმინა. მე, აჩო და დედა წავედით და ამჯერად უკვე ყველა მაღაზია შემოვიარეთ, იმ დღეს მართლა უამრავი კაბა ვნახე და საბოლოო ვარიანტზეც ჩამოვყალიბდი.
სხვათა შორის, საბოლოო ვარიანტი ისეთ მაღაზიაში ვიპოვე, ძალიან რომ ვერ წარმოვიდგენდი
მეორე დღეს შევხვდი და ვანახე ამორჩეული 2 ვარიანტი, საიდანაც ერთის გულ-მკერდის ფორმა ავარჩიე და მეორის- წელს ქვემოთ გაშლილობა და დიზაინი.
გუშინ უკვე ვიყავი და ზომებიც ამიღეს, ამ დღეებში ნაჭრის ამოსარჩევადაც ერთად წავალთ და უკვე დაიწყებენ კერვას.
ძაან კი ვნერვიულობდი, მაგრამ კაბაც ფაქტიურად მაქვს უკვე. ძალიან საყვარელი გოგოა აკა, აფსოლიტურად ვენდობი და ვაიმე, დიდი იმედიც მაქვს, რომ ეს ნდობა ცუდად არ შემომიტრიალდება : D
ერთი ისაა, რომ გამყიდველებისთვის ძალიან პრობლემატური მყიდველი ვარ და ეჭვი მაქვს ასევე ვიქნები შეკერვის პროცესშიც და თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ და არ მინდა ამ მხრივ რამე ნიტო იყოს ამ ეტაპზე აფსოლიტურად ყველაფრით საჭიროზე მეტად კმაყოფილიც კი ვარ კაბის თემას რაც შეეხება და მინდა ბოლომდე ასე გაგრძელდეს : ))
წინა დღეებში ვიყავით ქორწინების სახლში, გავარკვიეთ პირობები , რა საბუთები თუ თანხა იყო საჭირო და აღმოჩნდა, რომ პირადობის მოწმობის და 150 ლარიანი სალაროს შემოსავლის ორდერის გარდა (ეს ჩემთვის, თქვენთვის 150 ლარიანი ქვითარი უბრალოდ : D ) არაფერი ყოფილა საჭირო.
რადგანაც რესტორანი და დღე უკვე ვიცი, უკვე შემიძლია როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ გავუაროთ და ხელის მოწერის კონკრეტულ დროზეც შევთანხმდეთ, თორე არ მინდა დამაგვიანდეს და მერე ვინმე ჩაჯდეს ჩემ შერჩეულ დროში : ))
ბონუსად მინდოდა ფლეშ-მობის ვიდეო დამედო, თუ როგორ ვაწერთ მე და აჩო ხელს , მერე კი გენერალურ საქორწილო ვალსს ვასრულებთ და ბოლოს გამგელებული მკოცნის მაგრამ რაღაც ჭედავს ჩემ ინეტი და არაფრით იტვირთება იუთუბზე.
წინა-საქორწილო ციებ-ცხელება ნელ-ნელა გადადის პიკის სტადიაში.
ნელ-ნელა იმიტომ, რომ ლამის ყოველ საღამოს 12 საათამდე გამწარებულები დავრბივართ და ყველაფერს ვნახულობთ, ყველაფერს ვაფასებთ, ყველა შესაძლო შემთხვევებს განვიხილავთ … ვხვდებით საჭირო ადამიანებს, ვათვალიერებთ საჭირო ნივთებს. ერთი სიტყვით სრული აურ-ზაური იწყება ჩემთან და აჩოსთან საღამოს 4-5 საათის მერე.
მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი ნული : /
ჯერ რესტორანიც კი ვერ შევარჩიეთ რა გვინდა, სად გვინდა და როგორ გვინდა.
პარალელურ რეჟიმში არჩევს აჩოს მამაც, 2-3 დღის მერე ვხვდებით და ჩვენ-ჩვენ ვარიანტებს ვცვლით ხოლმე. მერე შემდეგ საღამოს მივდივართ და ერთმანეთის არჩეულ რესტორნებს დავივლით.
საბოლოოდ სულ ხდება, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენ რაღაც გვაკლდება, რაღაც დაგვრჩენია გასათვალისიწნებელი, მის არჩევანსაც ძირითადად ინტერიერ-ექსტერიერის გამო ვიწუნებთ და ბოლოს ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს.
ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ყოფილა საბანკეტო დარბაზის არჩევა. არ მეგონა ამდენი დეტალის გათვალისწინება თუ მოგვიწევდა, მაგალითად
ზოგან სკამის საზურგეებს ვიწუნებთ
ზოგან სკამზე გადასაფარებლებს და
ზოგგან საერთოდ ზოგადად სუფრის გადასაფარებლებს.
ზოგან ჭურჭელი არ მოგვწონს
ზოგან მაგიდის შესაძლო განლაგებები
ზოგან საერთოდაც რესტორნის ფართია შეუსაბამო
ზოგან პარკირების ფართი აქვთ ნული.
ზოგან , ახლა უკვე ხო თბილისსა და მცხეთაში ლამის უკვე ყველა რესტორანი შემოვიარეთ და ყველაფრის თვითღირებულებაში უკვე მაგრად ვერკვევით, ხოდა ყველაფერი მისაღებია – დარბაზი არც ისეთი ლამაზი და ფართოა, მაგრამ ჯანდაბას, სცენის მდებარეობაც, მუსიკოსები საკაიფოდ უკრავენ, საჭმელების გაფორმება მისაღებია, პარკირებაც, დიზაინერიც ნორმალური ყავთ, მაგრამ ერთი ისაა, რომ ყველაფერი მაინც არაა იმ დონეზე, როგორიც გვინდა, რომ ჩვენ ქორწილში იყოს, ანუ უფრო დაბალი ხარისხისაა ერთი შეხედვით, მაგრამ არა უშავს, ამაზეც თანახმა ვართ, ოღონდაც რამე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმხელა ფასს ითხოვენ, რომ აი პროსტა სისულელეა ბაზარზე არსებულ ფასებთა შედარებით. ამ კონკრეტულ რესტორნებს არ დავასახელებთ, ასეთი რამოდენიმე შეგვხვდა თბილისსში არაფრით რომ არ ბრწყინავენ და გამოირჩევიან სხვებისგან, მაგრამ აი ფასები აქვთ, გულიანად მეცინება ხოლმე.
ეტალონად მყავს ‘კრუიზი’ და მის ფასებსაც კი აჭარბებენ, რაც სრული სისულელეა, აი, ძაან მარაზმი, კაკ მინიმუმ ‘კრუიზზე’ 1/3-ედით ნაკლები მაინც უნდა ღირდეს წესით. ამიტომ აქამც ვსტოპდებით.
რაც შეეხება კრუიზს, ჩვენ რიცხვში უკვე დაგეგმილია ქორწილი, ოღონდ მათაც ბე ჯერ არ მიუტანიათ, ამიტომ საბოლოოდ პასუხი ჯერ არ იციან, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი ის კლიენტები არიან, რადგანაც პირველად მათთან შეთანხმდნენ. რამოდენიმე დღე დარჩა სანამ მათთან საბოლოოდ გაარკვევენ სიტუაციას.
ამიტომ მაინც ვარჩევთ სხვა ვარიანტებს და რა ცუდია, რომ აი პროსტა გიჟს ვგავარ რა, ყველფრით მისაღები ვერ შევარჩიეთ. გუშინ საერთოდ ვფიქრობდი, დავიკიდოთ ქორწილითქო არც ამაზე ვარ უარზე უკვე
დღეს ვრჩები კაბის პირველ ეტაპს, ამაზე მომდევნო პოსტში ვისაუბრებ ^_^
წესით ეხლა ყველაზე მეტს უნდა ვბლოგავდე, ისეთ პერიოდი მაქვს ცხელ–ცხელი და მნიშვნელოვანი ნიუსები ხდება ჩემთან.
ჩემ მომავალს ფრთები შეესხა^_^ როგორ ვთქვა არ ვიცი, არც ის მინდა ასე სახალხოდ გამოჭენებით და განხილვით ჩემი რაცაა სხვასაც გავუყო ^_^ მაგრამ სანთელს ხომ ბრწყინვალება ამით არ დააკლდება ?..
ბედნიერი დღეები მაქვს, ბოლო პერიოდისრულყოფილიცხოვრებით ვცხოვრობ : )) ყველაფერი საჭიროზე კარგადაც მაქვს პირადშიც და საქმეშიც .
გუშინ (12 ივნისს) მთელი ოჯახით აჩოსთან ვიყავით სახლში, _ კიდევ ერთი თბილი ოჯახური საღამო გვქონდა : )) სმა–ჭამა დიდად შესარგი და გულახდილი საუბრები ამ საღამოს ძალიან მოუხდა.
ჩემ სახლში მისი ოჯახის ყოფნა რას ნიშნავდა ხო განვიცადე დაორმაგად მაგარიგრძნობა ყოფილა მასთან რომ ჩემი ოჯახით ვიყავი :დ თავი საკუთარ სახლში მეგონა ყველა საყვარელი და უახლოესი ადამიანით გარშემორტყმული : ))
აჩოს ფანტასტიურ ჯდომას არ მივაქცევთ ყურადღებას :დ და მე ჭის წყალი ძალიან მეგემრიელა, ყინულივით ცივი იყო ^_^ პროსტა, მაინც თბილისია და "ისეთი" ვერ იყო.
კონკრეტიკას მოითხოვთ ვიცი, ამიტომაც მეც შეძლებისდაგვარად ვეცდები. მხოლოდ 3 ყველაზე მემორეიბლ ფაქტს გამოვარჩევ:
ნუ, მართალია ეს ბოლოს იყო, მაგრამ პირველი და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ როგორც იქნა 2 წლიანი “მოყოლის” მერე ვიგემე როგორია აჩოს ხელით შემწვარი უგემრიელესი მწვადის გემო. ბავშვობაში პაპაჩემს წყალს რომ მივუტანდი დასალევად მეტყოდა ხოლმე : შენი მოტანილი რა გემრიელიაო. დაახლოებით ასე იყო ამ შემთხვევაში :დ აჩოს შემწვარი რომ იყო იმიტომაც მეგემრიელა ასე :დ
კიდე ძაან ბევრი ვიცინე ქუთაისური სთორი თბილისშიც რომ განმეორდა – სალომე, სანდრო და აჩიკო ცარიელ ბასეინში თავით გადახტნენ და ცურაობდნენ :დ ვიდეოც გადავუღე , მაგრამ მათი თხოვნით არ დავდებ :დ შეჯიბრი მოაწყვეს ვინ უფრო მაგრად და სწრაფად გაცურავდა და სტარტთან დაბრუნდებოდა. ძაან სახალისო იყო და სანამ ცეცხლისგან ნაკვერჩხალი გაჩნდებოდა დრო მხიარულად გავიყვანეთ.
ხო, კიდე აჩომ გამომაშტერა ისეთ ტრიუკებს აკეთებდა ველოთი: მეგონა მარტო წვრილი და მოცუცქნული ტიპი ახერხებდნენ ველოსიპედის ცალ ბორბალზე ტრიალს, მაგრამ ლამის ყბა ჩამომივარდა რომ ვუყურებდი აჩოს ჯერ როგორ იდგა გაჩერებულ ველიკზე და მერე როგორ დადიოდა ხან მარტო წინა და ხან მარტო უკანა ბორბლით, კიდე რაღაცნაირად უცნაურად დახტუნაობდა . ბოლოს ისეთი აკრიფა და ჩემკენ გამოქანდა მეთქი, ან მე შემასკდება ან კედელსთქო და სულ ბოლო წუთს მანქანა რომ სრიალდება ისე მოასრიალა უკანა ბორბლით და ჩემ წინ ზუსტად ნახევარ ნაბიჯში გვერდულად დააყენა. აჩო, გაღიარებ : დ
და მესამე ფაქტი ეხლა ვფიქრობ რა გამოვყო, იმიტომ რომ აღსანიშნავი მართლა ძალიან ბევრი რაღაც იყო. თან ისეთი უნდა ვთქვა ბლოგის თემატიკიდანაც რომ არ ამოვარდეს. ამიტომ უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანს ამოვარჩევ და მოკლედ ვიტყვი :
დავნიშნეთ ქორწილის თარიღი.
ეხლა უკვე კონკრეტული ამოცანებია ჩემს წინაშე, რაც დარჩენილ დროში აუცილებლად უნდა მოვაგვარო, თუ მინდა, რომ ეს დღე ყველაზე ლამაზი გამოვიდეს. სერიოზულად ვაპირებ წინა–საცერემონიო ორომტრიალში თავით გადაშვებას და მთავარი დიზაინერ–დამგეგმავიც მე ვიქნები.
წარმატებები მისურვეთ და სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებს რესტორნის, კაბის, ვარცხნილობის თუ სხვა ნიუანსის საკითხში.
მე კი ჩემთვის უკვე შერჩეული მაქვს თითოეული მათგანი და დროგამოშვებით ბლოგზეც შემოგთავაზებთ ^_^
სასწრაფოდ მჭირდება ლეპტოპი. უკვე სუნთქვაც მიჭირს მის გარეშე.
ამიტომ მზად ვარ თავაუღებლივ დავიწყო მუშაობა მის მოსაპოვებლად.
წარმოვიდგენ ხოლმე რა სიამოვნებით ჩავიგორებ ლოგინში და იქიდან ვესტუმრები საყვარელ საიტებს:
სიამოვნებით მოვივლი ონლაინ–შოპებს.
უაზროდ ბევრს დავწერ ბლოგზე თითოეულ შეგრძნებებსა და ფაქტებზე.
დაღლილი და დაქანცული წამოვგორდები და ვუყურებ ფილმს.
წავაკუსკუსებ სადაც წავალ და “ფანჯრებში” შევძვები ხოლმე შიგნით ^_^
ქალაქგარეთ გასვლისას მოწყენის საშუალება აღარ მექნება.
სურათებს რასაც გადავიღებ უცებ შევყრი და იქვე ვნახავ.
ლეპტოპის გარეშე უკვე ძალიან მიჭირს.
ნუ, მართალია ყველა მნიშვნელოვან ადგილას აჩო იჩენს გულისხმიერებას და თავისი მიგვაქვს ხოლმე, მაგრამ მე ჩემი მჭირდება, თანაც სასწრაფოდ.
აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ქონდეს ძალიან, ძალიან დიდი მეხსიერება : ))
ხო, და თუ ოდესმე მართლა საკუთარი გამომუშავებით მოვახერხე და ყიდვა დავაპირე, საქართველოში არ ვიყიდი : ))
აუცილებლად ჩამოვატანინებ უცხოეთიდან _ ამას აქვს თავისი უზარმაზარი პლიუსი:
საქართველოში ე.წ. “ჩაწოლილი” საქონელის ყიდვას მირჩევნია უახლესი შესაძლებობით აღჭურვილი შევისყიდო, თანაც ბევრად მისაღებ ფასად. ამის რამოდენიმე პრეცენდენტი ჩემ თვალწინაც მომხდარა, ტაკ შტო, ვენდობი : ))
ყველა თვალშისაცემ ადგილზე უზარმაზარი სარკეებით, ზოგგანაც პატარ–პატარა საყვარელი ორნამენტული სარკეთი. ვგიჟდები ისე მიყვარს ადამიანის ეს ქმნილება, მის გარეშე უბრალოდ დღე საგიჟეთია.
არის მომენტები, როცა ჩემი თავი ძალიან ლამაზი მეჩვენება, ამ დროს თმა აუცილებლად საკაიფოდ მაქვს დალაგებული, სახეც ასე თუ ისე წესრიგში, თვალები შეღებილი და ტუჩებზე გემრიელი პომადა. ზოგჯერ კი მათხოჯს ვგავარ : (( ამ დროს ვერ ვიტან ხოლმე ჩემ თავს :დ
ამიტომ, ბევრი სარკე გამიადვილებს სიცოცხლეს:
ყველა ჩახედვისას ჩემი ლამაზი ორეული თუ შემომეფეთა , გამიღიმა და დღე მშვიდობისა მისურვა, მერე სიცოცხლეც უფრო ხალისიანი გამოვა.
ხოლო თუ კრუელამ შემომცინა ანარეკლიდან დაგრუზვის მაგივრად სასწრაფოდ აბაზანაში გავქანდები და კარგად და დიდხანს ვიბანავებ. ასე მგონია, რომ წყალი უარყოფით ენერგიას ჩამომრეცხავს და შედეგად მეც გავლამაზდები :დ იდიოტური აზრებია, მაგრამ ჩემზე მოქმედებს.
ნუ, ეს პუნქტი ჩემთვის დიდად პრობლემატური არ არის, მაგრამ პრევენციისათვის გამომადგება: ნებისმიერ მომენტში ჩემი ანარეკლის ნახვა რომ შემეძლოს ავტომატურად გავაკონტროლებდი წონას ^_^ უფრო და უფრო შემიყვარდებოდა ჩემი თავი და უფრო მეტად ვეცდებოდი სხეულის სრულყოფას .
ნუ, ეს რაც შეეხება აუცილებელ ატრიბუტს სარკეებს. ყველა დანარჩენი, რაზეც შეიძლება იზრუნო ადამიანმა, მოგვარებულია და ამ პუნქტის გამოსწორებაზე აუცილებლად ვიზრუნებ :დ