პირველი პოსტი
Posted by vekoo on January 1, 2011
ჯერ მხოლოდ საათი და 25 წუთი გავიდა ახალი წლის დაწყებიდან, არ მეგონა ასე მალევე თუ დავწერდი ახალ პოსტს.
12 საათს ჩემთვის წყნარად და სევდიანად შევხვდი.
ასეთივე განწყობა მაქვს ეხლაც.
მერე ამას დაემატა ნახევარი საათი ლინზის ამოღებაზე ვჩალიჩობდი : | ცალი თითით ვატრიალებდი და გამოღებაც ასე მინდოდა, ისევ ნათიამ მიხსნა – ძალიან შემეშალა ნათიასთან, შეცდომა დიდი არ ყოფილა, მაგრამ ამ “შეცდომის” გაგრძელება დღემდე მტკივა, იმიტომ რომ ეს გოგო აშკარად მიყვარს და მიზიდავს როგორც მეგობარს. მეგობარს, რომელსაც ყველაზე, ყველაზე ყველაზე საიდუმლო რაღაცებსაც კი გავუმხელ ^_^
ეხლა ამ პოსტის წერის დროს უბრალოდ ტირილის ხასიათზე მოვედი – წეღან არ შეიძლებოდა მეტირა.
ესეც პირველი პოსტი სრულიად ქართულ ბლოგოსფეროში.
გამარჯობა 2011-ო წელო. არც ისეთი კარგი აღმოჩნდი, არც ისე კარგად დაიწყო ყველაფერი, როგორც მეგონა.
მე კი ოთახში ისევ მარტო ვარ.








MrsMarch said
ცუდია ესე… მაგრამ უარესიც არსებობს… ზოგჯერ ესეც სასიამოვნოა
Mari said
სულ არ გავქს მიზეზი, რომ ახალ წელს სევდიანად შეხვდე. ნუ ხარ წუწუნა.
წელს ყველაზე კარგი ახალი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. არ მგონია ოდესმე უკეთესი თუ იქნება.