ოფიციალური ვიზიტით
Posted by vekoo on January 11, 2011
I საკითხი : დღევანდელი პოსტის მერე ბევრი შეწუხებული მესიჯი თუ პმ მივიღე, ზოგმაც FB ჩატში მომწერა და დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით, რისთვისაც ყველას მადლობას გიხდით. – რომ რაღაც დოზით შეგეხოთ ჩემი გასაჭირი.
ეხლა უკვე მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, სახეზე დასიება დამიცხრა, სიწითლემაც გადამიარა, გამონაყარიც გაუფერულდა და ოდნავაა, მაგრამ ქავილი მაინც დამრჩა და ხვალ წავალ ექიმთან.
დღის მთავარი მოვლენა.
როგორც იქნა, დადგა ეს “ღვთაებრივი დღე” და ოფიციალური ვიზიტი შედგა :დ
2009 წლის შემოდგომის მერე ამაოდ ითხოვდა ბატონი არჩილი სახლში მიმდინარე სტატუსით სტუმრობაზე და მამაჩემის ოფიციალურ გაცნობაზე,
მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა თუ წელმა/თვემ ჩაიარა, გაილია ის შემოდგომაც, მერე ზამთარი და გაზაფხულის, ბოლოს ზაფხული და მეორე შემოდგომაც მოვიდა და ეხლა უკვე მეორე ზამთარიც მიდის და დღეს მოვაბი თავი და ამჯერად უკვე მაშინ დავაპატიჟე სახლში, როცა მამაც აქვე იყო.
საღამოს შეფასება : იდეალური 10/10-ში.
საერთოდ, ბოლომდე კმაყოფილი თითქმის არაფერში არ ვარ ხოლმე, მაგრამ ამჯერად მართლა ყველაფერი იმაზე უკეთესადაც კი იყო, ვიდრე ოდესმე წამომედგინა.
მეტისმეტად ბევრს ვფიქრობდი თუ განვიცდიდი როგორ ჩაივლიდა ეს ოფიციალური მხარე- ერთმანეთის გაცნობა და სულ ვაჯანჯლებდი. მაგრამ თურმე, სულ ტყუილად.
გუშინ რომ ვუთხარით მე და დედამ აჩოს მოსვლა უნდათქო, ჩემდა გასაკვირად, ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვის თუ ემოციის გარეშე მიიღო ყველაფერი. მარტო მოდისო? მარტო ეს იკითხა :დ ანუ , ეგონა უკვე მშობლებიც და რამე :დ
დღეს დილით მე და დედამ გავამზადეთ საჭმელები, უგელმრიელესი საფირმო ფახლავაც, თითების ჩასკვნეტი აჩმა, გოზინაყიც კი :დ
შევწვით ორიგინალურ სადგამზე გამზადებული ბადექონში გახვეული მწვადი და კიდე რაღაც-რაღაცები :დ
17:43 მოვიდა აჩო.
ჩემდა გასაკვირად, უკვე აჩოს მანქანა რომ დავინახე ფანჯრის ქვემოთ არ მინერვიულია :დ არადა, სულ მეგონა, რომ ამ დროს გული ნასკებში გამეპარება მეთქი ემოციით, მაგრამ რაღაცნაირად მშვიდად ვიყავი .
ჩემ თავზე მეცინება ეხლა ისეთი ემოციური ვარ ამ საკითხში. ეს ალბათ იმიტომ , რომ ჩემ თავზე რამის მოყოლას ჩემებთან ყოველთვის გავურბოდი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მათი არსებობაც უნდა გავითვალისწინო :დ
ვგიჟდები იმ მომენტზე, როცა მას ჩემი სახლის კარებს ვუღებ :დ
შემოსვლისას დედას უზარმაზარი სისხლისფერი ვარდები მიართვა, მეც კი მომეწონა ისეთები იყო :დ ლამის ჩემხელაა ლარნაკში რომ დევს ეხლა იატაკზე )
შამპანიურები და ტკბილეული მოიტანა კიდე და სპეციალურ თუნუქის ყუთში ჩადებული Jack Deniels. ეგეთი არასოდეს მინახავს, თავისი 2 ჭიქა უდევს გვერდზე და მაგარი რაღაცაა, – მამამ “ამითი მერე მე და აჩიკო ერთად დავლევთ ვისკისო ” :დ
ასე გატყდა პირველი ნავსიც, მერე სუფრას შემოვუსხედით ყველანი და სიტუაციაც დათბა ))
როგორ მინდოდა იმ დროს მაგიდის მოპირდაპირე მხარეს კი არა, აჩოს გვერდით ვმჯდარიყავი მასზე მიხუტებული და ისე მესმინა მამაჩემისთვის,
მიდიოდა სადღეგრძელოები, არატრადიციული და ლაითი, მაგრამ გულით დალოცვები, მათ შორის შინაარსიანი საუბრები და ურთიერთობის აწყობის პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა.
ხო, პრიკოლი :დ
2-ჯერ დალოცა მამამ აჩიკო :დ არ შეშლია, თვითონაც თქვა “მეორეჯერაც დაგლოცავ, კაი კაცი ჩანხარო, ჯერ ჩანხარ და იმედია, მომავალშიც ასე იქნებაო” :დ
ძაან ვმხიარულობდი და მსიამოვნებდა ყველაფერი ასე კარგად რომ დაიწყო.
ხო, კიდე ერთ მომენტში მეთქი, ეხლა მაგიდის ქვეშიდან ფეხს მივარტყავ აჩიკოსთქო: – ერთს მეც ვიტყვიო და ჩემი სადღეგრძელო დალია :დ “ძალიან მიყვარხარხარო და რაღაცები” დაიწყო :დ მეთქი, ეხლა ამ ბიჭს პირში ბოლოკს ჩავჩრი, რას ამიჭიკჭიკდათქო :დ
ისეთი, ისეთი საყვარლობა იყო ამ დროს, რომ გამიტყდა რომ ვერ ჩავეხუტე .
ეხლა ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ რაც მთავარია, მამამ კიდე შეხვედრების დიდი სურვილი გამოთქვა :დ “ჩემთვის შენი სახლის კარი მუდამ ღიააო” და რაღაცები.
რა მიდევს ჯიბეში
რაც მათბობს და მახალისებს. მგონია, თითქოს მას რომ ხელს მოვკიდებ პატრონიც გვერდში მეყოლება :დ
ჯიბეში მანქანის გასაღები მაქვს და ძალიან თუ მომენატრება ის გათახსირებული ბიჭი, ფანჯრიდან გადავიხედავ და 3 მეტრით დაბლა შავ პიპიას დავინახავ
ეხლა ძალიან მეძინება, რაღაცნაირად ბედნიერი და სავსე ვარ.
“ხვალ ხო ისევ უნდა ამოვიდეს სახლშიო მანქანის წასაყვანად რომ მოვაო?” – მშვენიერი კითხვაა და მიმზიდველი წინადადება ჩემთვის :დ
დროებით, შემდეგ პოსტამდე
დაინტერესდი? გაუზიარე სხვასაც :
Like this:
Be the first to like this post.
This entry was posted on January 11, 2011 at 12:31 am and is filed under ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე.
Tagged: აჩო, ვიზიტი, მამა, ოფიციალური, სახლი, სუფრა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed.
You can leave a response, or trackback from your own site.
archily said
მშვენიერ პოოოსტ
:***
მშვენიერ დეი :*
tamtaia :D said
tituuu tituuu, guli amichuyda amifrialda da kido ra damemarta nu mkitxavt, brwyinvalea brwyinvale
sidze midi sidze, iqneb xval cota metzec gesaubrat
:D aa achiko aaa?
:D
Mari said
ააააააა, რა მაგარიაა :*:*:* ვეკო, გუშინ ფეისბუქზე რომ ბრძანდებოდი, აჩო მანდ იყო? ეგ არის გული ნასკებშიო და ამბავი? მეგონა აღარც არაფერი გაგახსენდებოდა
თაკნატუნა said
haha , რამაგარია, ვიხალისე,
ბედნიერებას გისურვებთ <3
siyvarulovna said
ნეტა ჩემი დაც მაგას გრძნობდა? :ფიქრ:
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] წელს 11 იანვარს პირველად იყო აჩო ჩემთან სახლში ოფიციალური ვიზიტით… [...]