მოტივირებული იდიოტი
Posted by vekoo on January 24, 2011
როგორც კი დავალებების გაკეთება დავიწყე, ეგრევე მოვედი ხასიათზე და მივხვდი (კიდევ ერთხელ) რა ჭკვიანიც ვარ :დ ხოდა, რა სასაცილო მოდეპრესიო სტატუსები/სურათები გაქვთ :დ
რაღაცა, ენერგიით დავიტვირთე, კარგად ვარ, რამდენი ხანია არაფერი მიმეცადინია, მითუმეტეს ინგლისურისთვის არ გადამიხედავს.
აუ, ეხლა მივხვდი როგორ მყვარებია ეს ენა და ამ ენაზე მეტყველება :დ
ხალხნო, ვინც სწავლას იკიდებთ და გგონიათ, რომ რაც ხართ იმითიც კარგად გახვალთ ფონს, ჩამორჩენილობა დაგღუპავთ :დ გაანძრიეთ ტაკოები და ისწავლეთ რამე.
როგორც ეკა მეუბნება ხოლმე “-ინგლისური ტვინით კი არა, ტრაკით ისწავლებაო” :დ
ერთი შეხედგვით უცნაურია ხო? :დ მარა ასეა ))
უნდა იჯდე და იკითხო, უყურო ფილმებს და გქონდეს კონტაქტი საჭირო ხალხთან.
ეს პოსტი პირველ რიგში მე მეხება, არაფერი პირადული ვინმესთან, მინდა ეს მოტივაცია დიდხანს შევინარჩუნო, არაფერია მოტივირებულ ადამიანზე ძლიერი და არაფერია მონდომებული ადამიანისთვის შეუძლებელი.
არასოდეს დაივიწყოთ მიზნის დასახვა და მერე დასახეთ გზები ამ მიზნის მისაღწევად. მე რატომღაც დავივიწყე ეს დებულება და იქ გავიყინე სადაც უნივერსიტეტში ჩავაბარე გამიზნულ ფაკულტეტზე და გამიზნული 100%იანი გრანტით.
-
მიზანი – ესაა სურვილს+ კონკრეტულობა, რომელიც მოქცეულია დროის სასურველ ჩარჩოში და გამოსახულია ფურცელზე.
ამიტომ კარგად მუშაობს to do list-ების ჩამოწერა და ყველაფრის საფეხურებრივად შესრულება. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც, აი ეს. ყველაზე მარტივი მაგალითი.
-
მოტივაცია კი სხვა არაფერია, თუ არა მიზნების მისაღწევად საკუთარი ან სხვათა მოქმედებების წახალისება.









siyvarulovna said
ცოტა მსხივილი შიფტით წერე თორე დამეთხარა თვალები ^^
salolas said
მე როდის მოვახერხებ ნეტა რო ასე გემრიელად ჩავუჯდე სწავლას
აი ხვალ გამოცდა მაქვს, 1 პურცელიც არ წამიკითხავს წესიერად და მაინც აქ დავბოდიალობდ ა გიკომენტარებ, არ ვარ ეხლა მე მოტივირებულ იდიოტზე მეტი?
MrsMarch said
ესეთი ვეკო მიზიდავს : ) რამეს აპირებ? : ))
vekoo said
http://vekoo.wordpress.com/2011/03/27/too-busy-lady/
თურმე ამისთვის ვემზადებოდი და არ ვიცოდი
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] თვე კი არა წლის პირველივე დღე ძალიან სევდიანი იყო ჩემთვის, სამაგიეროდ ამ თვეში ვისწავლე როგორ ამოვიღო ლინზა თვალიდან, რამდენია მეგობრის ფასი, რა ძნელია გადარჩე მთებში მოტეხილი ფეხით, უმთავრესი მაკროეკონომიკა– ვაზელინი საგანი და კიდევ უფრო უმთავრესი– ჯუნგლის კანონი კაცობა მორყეულ კაცებზე. კიდე ვისწავლე, რომ მოტივაცია, როგორც ასეთი, საკმარისი არა, თუკი ჩვენს წინაშეა იდიოტი და ჩვენ მას …. [...]