მებევრება
Posted by vekoo on February 2, 2011

ყოველთვის, როცა არ ხარ, უსიამოვნო შეგრძნებები მაწვება. უსიამოვნო სურვილები შემომივლის და თავიც უაზრობებით მებერება.
როგორ მებევრება დრო უშენოდ.
დაყარე კარტები, ჩემთან წამოდი.
გელოდები !თუმცა, არა, შენ ისევ თამაშობ და მე მარტოს მიწევს ბოდიალი.
უშენობით უსაქმური ვხდები.
ჩემი საქმე ხარ, ჩემი სურვილი.
ჩემი სუნთქვა და ჩემი წყურვილი.
მომენატრე, მენატრები, მენატრებოდი.
დაყარე კარტები, დაჭკნა ვარდებიც.
კვლავ მიყვარდები.
შენ გეზიზღება , მე კი – მიყვარს.
მე ვცხოვრობ ინტერნეტში, შენ – გაცხოვრებ.
თამაში გირჩევნია? ჰოდა, თამაშობ.
უბრალოდ, მარტოს ნუ მტოვებ
ძალიან მებევრები
________________________________________
ნახავ და მეტყვი: “როგორ მოგნატრებივარ, რა გეშველება უჩემოდო”.
არც არაფერი.
ჩემთან წამოდი.

2009








archily said
siyvarulovna said
რა გეშველება უცემოდ დაგავიწყდა ^^
vekoo said
Test
anna said
რა საყვარლობაა <3:დ
vekoo said
ოოო, შენც მოგენატრება და მერე მე დაგცინებ :დ
LiLaC said
აუუ, მართლა დაყარონ რა ეს კარტი, უფ!!!
LiLaC said
განვაზოგადე : )) <3
vekoo said
ჰო, მივხვდი.
მე ამჯერად იმენა ჯოკერს – კარტს ვგულისხმობდი.
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] ისევ და ისევ სიგიჟემდე მიყვარდა და მენატრებოდა – მებევრება. [...]