3 ნაბიჯით წინ, 1 ნაბიჯით – უკან
Posted by vekoo on February 3, 2011
დანაკარგები ჩემი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა სულ.
ვკარგავ ხან მეგობრებს და ხანაც ნივთებს.- ფულს, საფულეს, აიპოდს , მეგობარს (ამას არ გავლინკავ) , ჩიპიან გასაღებს და ათას წვრილმან რაღაცას.
აქ ჩამოვედი, ხიდზე ავედი და 1-2 სურათი გადავიღე (ჩემებს მერე დავდებ) .
მერე ბამბის ქუჩას ავუყევი, ლესელიძიდან თავისუფლების მოედანზე ავისეირნე და იქ პუშკინის სკვერთან აჩო ვნახე.
იქვე მე შოკოლადიანი რაღაცა და აჩომ ფენოვან ცომში გახვეული ყველი დააგემოვნა, ზედ მე არომატული ჩაი , მან – რაღაც გაზიანი დააყოლა. მერე გარეთ შაურმა დავამატეთ ♥
მეტეხის ხიდი გადავირბინეთ, აბო თბილელის ეკლესიასთან ჩავედით. სულ ერთი ხელის – სინამდვილეში ფეხის :დ – გაწვდენაზე იყო მტკვარი
დასაშვებ ზონას გადავცდი, ჯებირების იქით კლდეზე გადავირბინე, მტკვართან სულ ახლოს ვიყავი – რამდენჯერ მიოცნებია იქ ყოფნაზე როცა გზის მხრიდან შევხედავდი ხოლმე მეტეხს ♥ ♥ ♥
ამიხდა ♥ თან სურათებიც გადავიღე ♥
სული უკაწკაწებდა აჩოს , აი, ეხლა გადავარდები, აი ეხლა ჩაგიტყდება ეგ ლოდი, ეგ ლოდი წყალში რომ ტივტივებს მტკვარს გაყვება, ზედ ნუ დგები და ა.შ. :დ როგორ გაუხარდა რომ წამოვედით :დ
გზად მარშუტკაში ხელთათმანები დამრჩა : (( + აჩოს ქუდი : ((

სხვა სურათები ვერ ვნახე უკეთესად რომ ჩანდეს. ისე, ისე დამწყდა გული რომ ჩამოვედით. ლამის სირბილით დავწეოდი მანქანას. – მეგონა შუქნიშანზე გადავიდოდი და ისე ჩავიდოდით, მაგრამ მანამდე მოგვიწია და სიჩქარეში დამრჩა : ((
სამაგიეროდ, მერე ეკასგან რომ გამოვედით შევიარეთ მაღაზიებში და ორივესთვის რაღაცები ვიყიდეთ :დ ნუ, იდეაში სა-14 თებერვალოდ :დ სიყვარულის დღეა ტი შტოო :დ თან 14 თებერვალს 1 წელი და 11 თვე გვისრულდება ზუსტად, რაც ერთად ვართ ))

ჩემთვის 1 ზედა – ზუსტად ისეთი, როგორიც ზაფხულის მერე მინდა და ვერ ვიყიდე რაღატომღაც :დ და 1 მთლიანი კაბა, ძალიან მოკლე და შავია, ის აღარ ვიყიდე რაზეც წინაზე ჩავიციკლე - აღარ მოგვეწონა :დ
და 1 თავისუფალი ზედაც აჩოსთვის, რაღაცა “ნიგერულ ვიდზე” :დ
კაით, ხო, ხამი არ ვარ და არც ყველა შენაძენს ვწერ ბლოგზე, მარა ეს ერთობლივი შოპინგები მციკლავს :დ ძალიან მიყვარს და რომ არ დავწერო, არ ძალმიძს ))
მე აჩოს პარკი წამოვიღე , იმას ჩემები გავატანე და 14მდე არ გავცვლით :დ
პ.ს. იმედია, იქამდე კიდე რაღაცებს დავამატებ :დ








anna said
მე3 ნაბიჯი რაღა იყო?:დ
ნუ ის ერთი დანაკარგი ;დ
vekoo said
3 ახალი შენაძენი და 2 დანაკარგი :დ სათაურში შეცდომაა :დ
anna said
აააა :დ გასაგებ არს ^_^
sofo said
როგორ მახსოვს ტყავის ხელთათმანები ვიყიდე ძალიან ლამაზი რაღაც ორნამენტებით ძალიან მომწონდა და პირველივე დღეს ერთი ცალი დამრჩა ქალაქის მარშუტკაში
ისე მწარედ დამწყდა გული რატომღაც, ის ერთი ცალი კი მაქვს, მაგრამ რა ხეირი
vekoo said
აუ, რა საშინელებაა, ვერ ვიტან მაგ მომენტს – როცა აანალიზებ, რომ რაღაცა სადღაც დაგრჩა, რომ დაკარგე და აღარ გაქვს
აუ, ცალი რომ მქონდეს სულ გავრეკავდი, სულ გამახსენდებოდა რომ დავკარგე : (
siyvarulovna said
პირველად რომ მივედი აბო თბილელის ეკლესიასთან მეც დაახლოებით ეგრე ვიყავი <3 მტკვარში რომ ჩავვარდნილიყავი არ ვინანებდი :პ
ეგ ის ხელტათმანებია აჩომ რომ გაჩუქა და ბანწიკი თუ ყვავილი რომ ჰქონდა?
არაუშავს ^^
vekoo said
ჰოო, ეგ ხელთათმანებია
ზარალი ვარ რა
შენ როდის იყავი იქ? სურათები?
siyvarulovna said
2-3 wlis win, ufro 2 ^^ suratebi ar maqvs :fiqr: chemi megobari igebda da ki ar mucia
salolas said
სწრაფად მოიტანე სახლში გოგო მაინტერესებს ეგ კაბა
რავიცი იქნებ მეც ჩამეტიოს
Happy Valentines Day « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] 3 ნაბიჯით წინ, 1 ნაბიჯით – უკან [...]
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] გადავდგი 3 ნაბიჯი წინ, 2 ნაბიჯი უკან და გავაკეთე საკუთარი [...]