Happy Valentines Day
Posted by vekoo on February 14, 2011
ვალენტინობას გილოცავთ ♥
არ ვიცი ვის როგორ ელოცინება, მაგრამ მე გილოცავთ ♥
დღე დილიდანვე მშვენივრად დაიწყო, დილით სისხამზე ავხვეტე სხეულის ნაწილები სათითაოდ საწოლიდან, გავიპრანჭე და წავედი ))
მოედანზე გამყიდველთან ახალთახალი გაზაფხულის იები ვიყიდე, რამოდენიმე ერთად, შევაფუთინე და სადედამთილოსთვის გავამზადე ♥ ♥ ♥
3 შოკოლადის ფილაც აჩოს ვუყიდე და საჩუქრის პარკში საგულდაგულოდ ჩავმალე ორივე.
რომ მივედი ჯერ კიდევ ეძინა
სადარბაზოდან რომ დავურეკე მაშინ გაიღვიძა ♥ ახალ გაღვიძებული რა საყვარელი იყო ♥ ♥ ♥
ზარ-ზეიმით გადავეცი კუთვნილი პარკი, – 1 თვის წინ ვიყიდეთ ამ დღისთვის საჩუქრები და როგორც იქნა დადგა ეს დრო, რომ ჩემებიც ჩემთან წამომეღო ♥
ერთად ვისაუზმეთ, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ცოტა ყირაზეც დავდექით :დ
ფანტასტიური ქალია აჩოს დედა ♥ საოცრად არისტოკრატული და დახვეწილი. სიცილს ვერ ვიკავებ რომ მახსენდება როგორი იყო ჩვენი პირველი შევედრა :დ რაები მემართებოდა :დ
4ზე წამოვედით – ძაფები უნდა ამოგვეღო *_*”ზე ძერსკ” კლინიკაში [ :დ ] Fეისების ცვენა იყო :დ – ხათუნა ჟორდანია, ნინი ქარსელაძე, ნანუკა ხაზარაშე, დოდოშკა, “იდეა ფული და ერთი შანსში” ქერა რომ იყო იმის და :დ, ის კიდე :დ – ნუ ვინ გინდა გულო და სულო იქ რომ არ ნახო :დ წინაზეც ვიღაცები ვნახე – გასიებული ქალები :დ
ყველა საქმის მერე ჩვენთვის წავედით და რომანტიკული ვახშამი მოვიწყვეთ, წითელი სანთლების ფონზე :დ ნუ რა კაიფი იყო ვერ აღგიწერთ :დ მარა, კაი იყო რა ♥ ♥ ♥
სახლში ძალიან ძალიან დამაგვიანდა ♥
სასიამოვნოდ დამაგვიანდა ♥ ♥ ♥

2009 წელი, სულ ახალი დაწყებული გვაქვს აქ ყველაფერი : )) რა სასიამოვნოდ გრძელდება ♥
პ.ს. ვგიჟდები ისე მინდა სურათების დადება, მარა არაოოო :დ








salolas said
რა საყვარელიააა <3 <3 გენაცვალეთ მე თქვენ :********** სადედამთილოზე გეთანხმები, მართლა ძალიან დახვეწილი და მშვიდია, ოღონდ მე შენგან განსხვავებით "რაღაცეები" არ მემართებოდა როცა გავიცანი
p.s. მომეწონა საჩუქრები
Taa said
3 შოკოლადის ფილაც აჩოს ვუყიდე
mec minda
Tundac erti – am cutasve ogond
vekoo said
გვიან წავიკითხე, თორე გადმოვარეპორტებდი :დ
siyvarulovna said
მაინც ვერ გავიგე რა ძაფები
vekoo said
ignore
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] სამაგიეროდ 7 თებერვალს იყო უმნიშვნელოვანესი თარიღი და ამ დღეს პირველად ინატრა აჩოს მამამ კიდევ ერთი შვილი – ნეტა მარტო 1 არ მყოლოდაო– თეთრი ბინტები… და ტრადიციულად საჩუქრები სიყვარულის დღეს. [...]