ვინ არიან ბლოგერები?
Posted by vekoo on March 1, 2011
ბლოგერები უსაქმური ხალხია, წარუმატებლები ცხოვრებაში და სხვა პრასვეტი რომ არ აქვთ ინტერნეტში:
-
ბლოგავენ/წუწუნებენ თავიანთ განვლილ/ტანჯულ ცხოვრებაზე ან
-
ბლოგავენ თავიანთ პროგრესულ აზროვნება/ცხოვრებაზე.
-
საბედნიეროდ, არის III კატეგორიაც, ძირითადად თემატური ბლოგები, რომლებიც გარდა პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, სხვა მნიშვნელოვან ინფოსაც გვიზიარებენ მკითხველებს.

პირველ დებულებას უსაქმური, ცხოვრებაში წარუმატებელი ბლოგერების შესახებ არასოდეს ვეთანხმებოდი, ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ბლოგერი სულით ხარ : D
ჩემი მოთხოვნილებაა წერა, ხალხისთვის ჩემი ისტორიის და მერე დასკვნის გაზიარება. ჩემი ცხოვრების წესი გახდა ყოველ დღე იმაზე ფიქრი, დღეს რა დავწერო ბლოგზე და ა.შ.
და ამ ყველაფერს სულაც არ ვაკავშირებდი უსაქმურობასთან.
But
ბოლო ერთი კვირა საშინლად სტრესული მქონდა, უკვე ქრონიკული უძილობა მჭირს (ოღონდ პირიქით, მინდა, მაგრამ დრო არ მაქვს ძილისთვის), ყველა კუნთი მტკივა , სულ დაძაბული ვარ და დასაქმებული, დღის განმავლობაში სულ რაღაცით ვარ დაკავებული, ფაქტიურად, სულ გადარბენაზე ვარ, 2 დღის წინ მეგობრის ქორწილში ვიყავი და ესეც გართობა/განტვირთვასთან ერთად დიდი სტრესი იყო – მაღალ ქუსლიანებზე ცეკვისგან ეხლაც მტკივა ტერფები :დ
და ამ ერთი კვირის მანძილზე ფაქტიურად ვერ მოვიცალე ბლოგზე საპოსტად.
ყველაფრისგან შედეგად მივიღე ის, რომ იმ დოზით აღარ მაინტერესებს რა ხდება ვირტუალურ სივრცეში, მე ჩემი თავის რეალიზაციის დონე გავზარდე რეალურ ცხოვრებაში და ვირტუალური უკვე უკანა პლანზე გადავიდა.
გუშინ სახლში რომ მოვდიოდი ამ თემაზე ვფიქრობდი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ძაანაც შეიძლება გეწყინოთ, მაგრამ ბლოგვა და უსაქმურობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.
ბლოგინგი შეიძლება ჩემი პროფესიული კარიერის ბაზისიც იყოს (ოდესმე), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ მე ამით დაკავებული ვარ :დ
უბრალოდ …
დასკვნები თქვენთვის მომინდია, თქვენი აზრი კი გამოხატეთ ეთიკის ფარგლებში.








Mari said
ვეკო, ზუსტად ვიცი რისი თქმაც გინდა. ბერც შეგედავებოდი, რომ არა ერთი ფაქტი: ერთი კვირის წინ 10 საათიანი სამუშაო გრაფიკი მქონდა რამდენ ხანს მეძინა აღარც მახსოვს. ცოტაც და ქვების სროლას დავიწყებდი. ამ დროს იმდენად მჭირდებოდა ბლობზე რამე დამეწერა, საერთოდ რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მოკლედ, არის ადამიანების კატეგორია, რომელთათვისაც ბლოგი ძალიან საჭირო რამეა, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაცის თქმა გინდა და ისე ვერავის დაელაპარაკები, როგორც პოსტში იტყვი. ამის მიუხედავად, უსაქმურობის გამოც ხშირად დამიპოსტავს.
მოკლედ, ვერ დაგეთანხმები, რომ ბლოგი ერთგვარი მახათია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ეს ფუნქციაც შეუთავსო
vekoo said
შენ რაც თქვი ეგეც გაერთიანებულია I პუნქტში :დ
“ბლოგავენ/წუწუნებენ თავიანთ განვლილ/ტანჯულ ცხოვრებაზე”
ანუ აი აქ. და ამითი ჩვენ შვებას ვიღებთ.
Mariam Kavtaradze said
უბრალოდ… როცა გცალია, მაშინ წერ ბლოგზე. მგონი, არაფერია ამაში გასაკვირი… როცა ძალიან დაკავებული დღე/კვირა მაქვს, შეიძლება ერთი sms-იც ვერ მივწერო ვერავის… აქ არაფერია უცნაური, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მერე-ვირტუალურში…
თუმცა, ალბათ, ბლოგოსფეროში არსებობენ ისეთი ადამიანებიც (ალბათ ძალიან ცოტა), სწორედ ბლოგერობისთვის რომ არიან გაჩენილნი და ამით რომ ცხოვრობენ…
vekoo said
ე.ი. შენც იზიარებ შეხედულებას თავისუფალი დროის გადანაწილების შესახებ : ))
siyvarulovna said
ყველაზე უაზრო პოსტი რაც წამიკიტხავს შენს ბლოგზე <3
vekoo said
აქედან დასკვნა: არასოდეს ყოფილხარ შესაფერისად დაკავებული ^_^
siyvarulovna said
კაი ^^
Lord Vader said
ბლოგერები არიან მწვავე მენტალური დაავადების მქონენი.
vikaa said
ვეკო შენი მესმის,, მე ბლოგს იმიტომ არ ვაკეთებ რომ ვიცი დიდ დროს წამართმევს და პირიქთ ძალიან მიკვირს იმათი ვინც სწავლასაც ახერხებენ + ბლოგზე აქტიურად პოსტების წერას და ა.შ. მოკლედ, გინდ უსაქმურები იყოთ, გინდ არა– მევასებით :დ
vekoo said
ხო, ბლოგმა (ისევე როგორც ყველაფერმა რაც გისწორდება) ძალიან იცის ჩათრევა.
არ მეგონა ბლოგი თუ არ გქონდა, აბა რატო დამიმატე ფბ-ზე :დ მე ამ მიზეზით ვადასტურებ მხოლოდ უცხო რექვესთებს :დ
კიდე ერთი კითხვა მაქვს შენთან :shy:
Jazzmena said
ბლოგერები არიან სადო-მაზოხისტები…
ilyaverse said
უსაქმურებიო ? ვაიმე, ვერაფრით ვერ დაგეთანხმები …. ბლოგერების ნაწილი სკოლის მოსწავლეა, სკოლის მოსწავლეს, ცოხვრებაში წარუმატებელსა და უსაქმურს ვერ დაარქმევ, ალოგიკურია…. გარდა ამისა, ყველა ადამიანი საკუთარი თავიდან გამომდინარე მსჯელობს, აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი ყველა წუწუნებდეს იმიტომ, რომ შენ წუწუნებებდი ან წუწუნებ
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] ვინ არიან ბლოგერები? [...]