ჩემი “კუმირები”
Posted by vekoo on March 22, 2011
ანულიას შევპირდი და მეც მოვყვები ჩემზე.
ყველაზე მეტად რაც მაკლდა ბოლო პერიოდში მიზანდასახულობა და საქმის კეთების სურვილი იყო, მომავლის მოწყობაზე მხოლოდ ვოცნებობდი და არ ვფიქრობდი.
საბედნიეროდ, ჩემს რეალობაში არის 2 ქალბატონი, რომლის ცხოვრების წესიც (ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვხედავ და რასაც ისინი გვანახებენ) მისაბაძია ჩემთვისაც:
თაა და ანანო, მანცვიფრებს თქვენი მიზანდასახულობა!

თაა From www.taa.ge
თაამ უკვე აიწყო კარიერა, მაგრამ კვლავაც არ ჩერდება და სულ მეტს და მეტს ითხოვს ცხოვრებისგან, მემგონი ამიტომაცაა მისი პოსტები ჩემთვის საინტერესო – ვიგებ უამრავ სახალისო ქალურ ამბებს, ვხედავ საქმიანი ქალის ცხოვრებას, რომელსაც ყავს საყვარელი ოჯახი და აქვს საყვარელი საქმე. +ამ ყველაფერს მიაღწია საკუთარი მონდომებით.
მიყვარს თაა შენი სთაილიშ ბლოგი ♥

ანანო From www.mrsMarch.wordpress.com
ანანო, – იგივე ანულია, იგივე Coffee, იგივე სანუკვარი will be მეზობელი
- ყავს ოჯახი და she’s her own boss :ბოლი: ამ გოგოში ყველაზე მეტად რაც იწვევს ჩემს აღფრთოვანებას, არის მისი ულევი ენერგია. ნუ, რაც მართალია მართალია , მე მისი შემართების შედეგზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ აქვს ზღვა ფანტაზია. საერთოდაც, რისკიანი ლეიდია და ენთუზიაზმით სავსე. როცა თავის საქმეზე ყვება ვუყურებ და მიკვირს: ნუთუ 21 წლის გოგოს ველაპარაკები?!
დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს, მიყვარს და ძალიან მინდა ხშირად ვნახო ხოლმე, მაგრამ ვერ ვახერხებ : ((
თავის შესახებ ის უკეთ საუბრობს “ჩემი პრობლემა ისაა, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად მოთმინება არ მყოფნის, დაწყება კი ძალიან მიყვარს. რომელიმე კაპიტალისტურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, გავხსნიდი კომპანიას, რომელიც მზა ბიზნესებს ჩააბარებდა კლიენტს : )”
რაც არ უნდა იყოს, ანანო, მე შენი მიზადასახულობით აღფრთოვანებული ვარ და ასე გააგრძელე
ანანოსაც და თასაც ყავთ საყვარელი შვილიკოები ♥ , საყვარელი საქმე და გვერდით მზრუნველი მეუღლე, – ერთი შეხედვით ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ქალს ჭირდება ბედნიერებისათვის.
მე გისურვებთ, ეს ბედნიერება საუკუნოდ გაგრძელდეს, გისურვებთ თქვენი თავი არ დაგეკარგოთ ცხოვრებაში და ყველაფერი უკვე კარგად იქნება ♥ ♥ ♥








Mari said
ერთ დროს, ასეთივე კუმირი იყავი შენ ჩემთვის.
vekoo said
ერთ დროს???
: ( :* :* :*
აუ, რა კარგი კომპლიმენტია : )) ეხლა მივხვდი პოსტის ადრესატეი რას იგრძნობენ : )) thanks
Archilly said
me egeti kumiri ar myavs
))) metviton var chemi tavis kumiri ogond “chemi tavis momavalshi”
dzalian mjera chemi tavis da yvelaze mozgi mgonia amqveynad
DDDD
vekoo said
შენ გჯერა და მე დარწმუნებული ვარ შენში :*
Archilly said
iasnia
samyaro xo chem garshemo trialebs
))))
MrsMarch said
ეხლა ის ვიგრძენი რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან : )) Blush <— აი ეს, მაინც დამაწერინე :შ
ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, შენგან არ ველოდი ასეთ შეფასებას :*:*
ეხლა რაც შეეხება რა ხდება შენკენს… ეს მგონი არ უნდა იყოს პასუხი ჩემს პოსტზე, ასე რომ ველოდები შემდეგს : )
p.s "ნუ, რაც მართალია მართალია , მე მისი შემართების შედეგზე ბევრი არაფერი ვიცი" (ც) ვეკო, არც თვითონ არ იცის
)
vekoo said
რატო არ ელოდი ჩემგან ასეთ შეფასებას? :დ შედეგს რაც შეეხება, ამის შესახებ შემდეგ პოსტში ვისაუბრებ : ))
და მაინტერესებს შენი აზრიც მერე ამის შესახებ
MrsMarch said
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი თაგის არსი თქვენგან ან ვერც ერთმა ვერ გაიგო ან უბრალოდ დაიკიდეთ : )) ნუ, ნათიამ დაწერა რას აპირებს (დაარა რა ხდება მასთან), შენ დაწერე ვინ აღგაფრთოვანებს, მარი კი საერთოდ დუმს : ))))
Taa said
სიტყვები არ მყოფნის
აი მართლა
გავთბი ამ გაყინულ ამინდში
უდიდესი მადლობა, შენ არ იცი თითოეული შენნაირი ადამიანი რამხელა სტიმულია ჩემთვის რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და კიდევ მეტი ვწერო და კიდევ მეტს მივაღწიო ცხოვრებაში
მე გისურვებ ყველაზე დიდ წარმატებებს, სრულყოფილ და მრავალფეროვან ცხოვრებას
და დამიჯერე ეს პოსტი ამ ყველაფრის დასაწყისია, იმიტომ რომ ზუსტად გამოხატე შენ რა გინდა და რისკენ ისწრაფვი
ახლა უკვე :ბევრი სწავლა და ბევრი მუშაობა შინდა შენ თავზე – რომ სხვებისთვის გახდე ის რაც ეხლა დაწერე ჩვენზე
უდიდესი მადლობა
vekoo said
: )) მიხარია თუ გაგახარე : ))
ჰო, ჩემ თავზე მართლა ბევრი სამუშაო მაქვს და თან უკვე დავიწყე
ამის შესახებ შეძლებისდაგვარად დეტალურად მოვყვები შემდეგ პოსტში და საინტერესო იქნება შენი შეფასებებიც
რას მირჩევ, სწორად განვსაზღვრე თუ არა მიზნისკენ გზები და ა.შ.
არაფრის, თაა : ))