მარტის კატები
Posted by vekoo on March 29, 2011
ეძღვნება ყველას, ვისაც უზასავია
შენი უფლება, ხელები იქნიო, მთავრდება ჩემ ცხვირთან (ც) ჭკვიანი კაცი.
მიუხადავად ამისა, ძალიან ბევრჯერ იძულებული ვხდები, რომ სხვისი ქცევიდან გამომდინარე ვაკეთო რაღაცა .
განმარტებისთვის მცირე შესავალი:
მწვანე ამენთო თვალებში, ჩემი ოთახის ფანჯრიდან აყვავებული ატმის და გარგრის ხე მიცინის, ვარდისფერი ტოტები ლამის ოთახში შემომივარდნენ, ხელებგაწვდენილნი მოიწევენ ჩემკენ და არ შემიძლია გულგრილად ვუყურო.
აივნიდან კვირტებად აფეთქებულ ალუბალს ვხედავ, ცა ცაზე ცისფერია, ამ დროს სახურავზე ასვლა და ვერცხლისფერ საგებზე წამოწოლაზე მეტად არაფერი მინდა. ფანჯარაც სულ ღია მაქვს და გაზაფხულის სუნთქვას ვგრძნობ, ღამ–ღამობით კი უკვე მართლა მესმის რომელიღაცა ჩიტის გალობა.
სად ვცხოვრობ ამ სამოთხეში? უცნაური უბანია, ქალაქის ცენტრისგან სულ 10 წუთით დაშორებული, მაგრამ განაპირას, მტკვრის სანაპიროსკენ, სკვერებთან ახლოს.
რა გამაჩერებს სახლში ასეთ ამინდში, მინდა გარეთ გავიდე და ფეხით მოვიარო ყველა ლამაზი ადგილი, ძალიან მიყვარს ნარიყალა, მეტეხი, კუს ტბა, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩემი რუსთავის პარკიც კი.
შესავლის შემდეგ:
მაგრამ არის ერთი პრობლემა: ვისთან ერთად წავალ მე ბუნების წიაღში?
– რა თქმა უნდა, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად.
პრობლემაც ამაშია: ვინაიდან და რადგანაც მეგობრები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ დღის განმავლობაში ჩემთან ხეტიალს, ვრჩებით მე და აჩო.
და აქაა დამარხული ძაღლის თავიც.
არ მინდა და აღარც შემიძლია მასთან ერთად ავიდე თუნდაც ვაკის პარკის თავზე “ქალთან”, სულ ზევითა კიბიდან გადმოვკიდოთ ფეხები და დავტკბე სიცარიელითა და სისავსევით. ან ვისეირნო აყვავებულ/ამწვანებული ხეების ქვეშ, ან ელემენტარული, დავსხდეთ სადმე სკვერში და მიწის თხილი ვაკნატუნო.
! არ მინდა კარის მეზობელმა, მამაჩემის თანამშრომელმა, დედაჩემის ნათლიისშვილმა, ჩემი ძმის ძმაკაცებმა, ყვავი ჩხიკვის მამიდამ ამ დროს ჩვენს დანახვისას ბინძური აზრები ააფუთფუთოს ტვინში. : |
! არ მინდა იპოდრომზე შევხვდეთ ფორუმელ “მეგობრებს” და ჩამოყალიბებული სტერეოტიპის გამო, რომ წყვილები ასეთ ადგილებში მხოლოდ საზასაოდ [და არა მარტო საზასაოდ] დადიან, მე გამიტყდეს რომ ისინი იქ შემხვდნენ.
! არ მინდა ნარიყალაზე ასული მეც იმ წყვილების რიგში მოვექცე ჩამოსვლისას შემხვედრი ხალხი ამრეზით რომ უყურებენ – წმინდა ადგილს ბილწავენო.
ხალხის აზრი დაიკიდეო, რაში გაინტერესებს შენზე რას იფიქრებენო – ბევრი მეტყვით, ვიცი.
მაგრამ ეს დაკიდებაც მამძიმებს და არ შემიძლია ავიდე იმ მთის წვერზე და იქ საათობით გაუნძრევლად ვიჯდე, რომლის ქვეშაც ბუჩქებში შეყუჟულები გოგოები ბიჭებს ლოკავენ და ბიჭები ბორცვებს უზილავენ …
რაღაც რეპორტაჟი იყო ადრე: “გაღიზიანებთ თუ არა წყვილი, რომელიც ქუჩაში კოცნის ერთმანეთსო?” . ჩემი პასუხი იყო – არა!
მაგრამ ეხლა დავფიქრდი და რაღაც სტანდარტების შემოღება და თუნდაც, იძულების წესით მათდამი დამორჩილებაც აუცილებელია, თორე პოსტის დაწერის შემდგომ პარკში ვაპირებ ველოთი გასეირნებას და ნამდვილად არ გამიხარდება რომელიმე მოხვეულ ორღობეში მარტის კატებივით ერთმანეთში შეზრდილ წყვილს რომ გადავაწყდები.
-
-
-
-
-
დაინტერესდი? გაუზიარე სხვასაც :
Like this:
4 bloggers like this post.
This entry was posted on March 29, 2011 at 3:31 pm and is filed under ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, წარსულის ქრონიკები.
Tagged: ალუბალი, ატამი, ბუნება, გაზაფხული, გარგარი, ვაკის პარკი, ველოსიპედი, ზასაობა, მარტის კეტები, მეტეხი, ნარიყალა, პარკი, სკვერი, წყვილები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed.
You can leave a response, or trackback from your own site.
ჩორვენი said
hm mainc ver gavige gulistkivili am postis ra aris – is rom shen gitydeba msgavsi ragacis keteba tu is rom shen gitydeba is rom sxvebs sheuzliat ase moqceva da shen dainaxav amas??
mokled rogorc ar unda iyos ra mnishvneloba aqvs vin sad rato da rodis ?? ramdenjer da vistan ertad
yvelas aqvs ufleba hqondes ufleba imis rom miscevs tavs yvelafris ufleba mokled
vekoo said
: ჩემი გულის ტკივილი ის ნამდვილად არაა, რომ სხვებს შეუძლიათ ასე მოქცევა და მე დავინახავ ამას :დ
ლოლ, ბოლო აბზაცი მომეწონა :დ
MrsMarch said
exla kbili mtkiva, shtabechdilebebs mere davcer!:*
Mari said
ჰო… რა ვიცი აბა.. ალბათ მეც შენსავით ვიფიქრებდი.
Archilly said
xo ise martali xar
))) versad ver wavsulvart normalurad
mara eg arausahvs
:*
MrsMarch said
ხო ეხლა რაც შეეხება წასვლა არ წასვლას. შეეშვი შენი თავის სხვისი თვალებით ყურებას და გააკეთე ის რაც გინდა რო გააკეთო, ერთხელ ვცხოვრობთ და ნუ იტყვი უარს სიამოვნებაზე მეზობლის ნათლიის ბიძაშვილის მამიდაშვილის ყვავიჩხიკვის გამო. : )) თუ არადა მეორე გზაც არსებობს (: მე წამიყვანეთ:P
P.S like this one
Archilly said
MrsMarch said
xo ra
siyvarulovna said
მე მაღიზიანებს ქუჩაში მოზასავე წყვილები.
MrsMarch said
და არამოზასავე?
vekoo said
ანანო, კაი, წაგიყვან კიარადა, ერთად წავიდეთ :დ
ხო, ხვალ ზედმეტი ნახევარი საათი მაქვს და 6ს მერე ალბათ გეცლება : ))
MrsMarch said
am dgeebshi ar mcaliaaa
gfw
:P
MrsMarch said
ui es dges megona…ხოდა ვეკო კიდევ კარგი ამ პოსტშიც ჩემ თავზე არ მივიღე რამე : )) მარტიო და რავიცი
გვეშველება რამე, სენიორ პრეზიდენტო?! said
[...] ამ წარმოდგენაზე ჩივის ვეკო პოსტში მარტის კატები, რადგან „რას იტყვის ხალხი“-ს [...]
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] მარტის კატები [...]