just another funny day
Posted by vekoo on April 9, 2011

კიდევ ერთი გოგოშკური და მხიარული დღე მქონდა.
დილით 12საათამდე გემრიელად გამოვიძინე, რატომღაც სიზმარში ზღვაზე ვიყავი <3 მომენატრა შეზლონგზე წოლა, ტალღები და ყველაფერი ცხელი ^_^
დილის ინეტის მოვლისას ანანოს მოწვევა მომივიდა : – სოლარიუმში გეპატიჟებიო.
ჯერ იყო და გუშინდელი პოსტით გამახარა: ჩემი ასეთი დახასიათება არასოდეს მომისმენია, ადრე მარიმ და ნათამ დამიწერეს გესთ პოსტი, მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა და დღეს დილით დახვედრილი პმ: ვეკო, შენზე პოსტი დავწერე, შემოიხედეო – ჩემზე ენდორფინების ზღვა გადმოაფრქვია ^_^
გმადლობ, ანანო :*
ჰოდა, ერთი სიტყვით, ცოტა მორცხვობისა და ფიქრის მერე წავედი .
ვგიჟდეი ნამზეურზე და შოკოლადისფერ ბოდიზე .
ერთმანეთს ჭავჭავაძეზე შევხვდით და შევედით…
საერთოდ, კლაუსტროფობიის მსგავსი რაღაც მჭირს და მეშინოდა არ გამოვვარდნილიყავი დროზე ადრე :დ

არ ვიცი სხვაგან როგორ ხდება, მაგრამ იქ პატარა ოთახში შევედით და ჩავიკეტეთ და იქვე იდგა ის დიდებული სოლარიუმის აპარატი.
იქვე ვინანე ციფრული რომ არ წავიღე :დ რა ფოტოები გაიმაზა :დ შემდეგისთვის გავითვალისწინებ ^_^
ჯერ ანანო შევიდა, უუუ, რა ქალია :დ
ნერვიულობის დასაფარად ცეკვა დავიწყე :დ თან ჩემთვის დიდი დრო იყო აღებული და მეთქო, არ დავიწვათო :დ
რომ შევედი ისე მომეწონა <3
ძალიან, ძალიან ვისიამოვნე, სასიამოვნო მუსიკა და მწველი სხივები ^_^
იქიდან ეისიდში გადავინაცვლეთ, გახურებული სხეული შოკოლადიანი ნაყინითა და წვენით გავიგრილეთ და გოგოშკურად ვიჭორავეთ.
ანანოოო, შენ ჩემი სანტა კლაუსი ხარ, საჩუქრების გუდით სავსე წითლი სანტა :დ აწითლებული ლოყებით :დ
ეხლა? ეხლა მასთან ვარ. მინდოდა და პამიდორი დამახვედრა.
მმმ, რამდენი ხანია მინდა პამიდვრის სალათა :დ
ჰოდა, შევიკრიბეთ აქ ჭკუამხიარული ხალხი . უი, ხო, ანანო და მიშკა აჩოს დაბლა სართულზე ცხოვრობენ.
ჰოოოდაა, აქ ისეთი სიტუაციაა ეხლა მერევა აზრები :დ ჯობია აქ დაგემშვიდობოთ და დანარჩენი შემდეგ პოსტში იხილეთ.
დაინტერესდი? გაუზიარე სხვასაც :
Like this:
4 bloggers like this post.
This entry was posted on April 9, 2011 at 7:05 pm and is filed under ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, მეგობრები, ყველაფერი ჩემზე.
Tagged: ანანო, აჩო, მიშკა, სოლარიუმი, შოკოლადიანი ნაყინი. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed.
You can leave a response, or trackback from your own site.
MrsMarch said
never call me Ana:| მე ანანო ვარ რაც დავიბადე,
იმიტომ კიარა, რომ ანას წინააღმდეგი ვარ:| უბრალოდ არ ვარ ანა: )
ძალიან მომეწონა დღევანდელი დღე:* და ხო, მსიამოვნებს შენთან ერთად დროის გატარება: )
siyvarulovna said
სურათები? :ს
MrsMarch said
სურათებს შემდეგ წასვლაზე გადავიღებთ, მობილურით გადაღებულები არ გვინდოდა (ვეკო მობილურით მივარდებოდა კაბინაში) : ))))))
vekoo said
ეხლა გადავიტანე კაკრას :დ არ გინდა? :დ
Great Work babe « MrsMarch said
[...] როგორც ვეკომ აღნიშნა მორიგი მშვენიერი დღე იყო, რომელიც [...]
Mari said
მაგარია
კიდევ რა ვთქვა არ ვიცი. ცუდია ფოტოები რომ არ გადაიღეთ. მაინტერესებს, როგორ გამოიყურები
vekoo said
ჰო, ვინანე თან რომ არ მქონდა, მაგრამ შემდეგისთვის გამოვასწორებთ :დ
გაინტერესებს როგორია ანანო?
ქერა, მუქი, მუქი ცისფერთვალება, გამხდარი, ახლა უკვე ზომიერად გარუჯული. თმები კეფაზე აჩეხილი, წინ გრძლად დატოვებული, რაღაცა თანამედროვე ვარცხნილობა, რომელიც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მისი თმების ფერს.
უი, ისე ცისფერთვალება ხარ თუ ლურჯი? :დ მერევა ფერები:დ
MrsMarch said
ერთი ჩორტია ეგ ფერები: )) მადლობა ვეკო რაღაც ლამაზი გოგო დაახასიათე : ))
მგონი მარიმ შენზე იკითხა და არა ჩემზე )
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] just another funny day [...]