2 წელია ერთად ვართ
Posted by vekoo on April 15, 2011

საიუბილეო თარიღი გვაქვს, პირადი სიყვარულის დღესასწაული.
ზუსტად 2 წლის წინ 14 აპრილს პირველად ვნახეთ რეალურად ერთმანეთი, პირველად შევხვდი ჩემს ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება შემიცვალა ♥
თბილი და სიყვარულით სავსე დღე მქონდა, დღესაც და 2 წლის წინაც ამ დროს ♥ ეხლაც წამის სიზუსტით მახსოვს ყველაფერი ♥
ამ საიუბილეო თარიღის გრანდიოზულად აღნიშვნა მინდოდა, მაგრამ მერე ისე გამოვიდა, რომ მთელი დღე დაკავებული ვიყავი : (( ამიტომაც, დავიკიდე ყველა და ყველაფერი და მთელი დღე აჩოს დავუთმე ♥
ჩავილაგეთ სასუსნავები და ამჯერად ცოტა უფრო მოშორებით წავედით ქალაქგარეთ. ვგიჟდები ერთად შორ გზაზე ერთად ბოდიალზე, მითუმეტეს, თუ გარეთ მწვანედ აფეთქებული ხეები მიცინიან და სალონში საყვარელი მელოდიები იღვრება ♥

უგემრიელესი ტორტის ნაჭრები ავარჩიეთ, წვენი, ბევრი მიწის თხილი და 2 ნოყიერი შაურმაც გზისთვის :დ კრემზე გზაში გადაფარებული პარკები მიეკრო და აგვეწიწკნა და დაგვიმახინჯდა, მაგრამ სამაგიეროდ ასეთი გემრიელი კარგა ხანია არაფერი მიჭამია ♥


თბილისიდან გასვლისთანავე პატარა წყნარი მოლი შევნიშნეთ 2 ხეს შუა ჩადგმული ხის სკამით, ისე, როგორც ჩვენს ბავშვობაში სოფლის ბირჟებზე : )) გადმოვედით, მზეზე გავთბით, მოლზე წამოვკოტრიალდი, მიწის თხილი ვაკრატუნეთ, :დ ერთი სიტყვით, დასაწყისი კარგი იყო : ))
აჩოს ანფასი ნორმალურად ვერცერთ კადრში ვერ დავიჭირე :დ ან სულ სიგარეტს ეწეოდა, ან თვალებში შეჭყიტულ მზეს ემალებოდა : )) პრინციპში, აქაც ამთქნარებს :დ

წასვლამდე მაინც ვეპაპარაცე :დ
რაღაცნაირი ფოტოებიანი პოსტი გამომდის, ამიტომ, ბარემ ექსკლუზივსაც დავდებ ბლოგზე { :დ } არსად, არცერთ ფორუმსა თუ სოც.ქსელზე არ დევს ჩემი სათვალიანი სურათი, ჰოდა, ესეც დღევანდელი სელფ–შოთი ♥









Mari said
აუუ, აღარ მახსოვდა… რომ გელაპარაკე, ტელეფონზე, მაშინაც არ გამახსენდა..
გილოცავთ გილოცავთ გილოცავთ <3 <3 <3 სულ ერთად და ბედნიერად იყავით <3
vekoo said
:* ძალიან მიყვარხარ :*
Jessie said
გილოცავთ
მე თქვენ გიცნობთ
)))))))) კარგები ხართ
)
და მშვენიერი პოსტი გამოვიდა
vekoo said
ნუუ, მეც გიცნობ შორიდან :$
არც ისეთი მშვენიერი, მშრალი პოსტია :დ
ირინა said
ოოჰჰჰ ვგიჟდები ასეთ პოსტებზე, მმმმ <3 <3 <3 <3 და ასეთ დღეებზე ხომ საერთოდ!!
vekoo said
მეც ძალიან მიყვარს თითოეული ასეთი დღე :დ
MrsMarch said
ძალიან საყვარლები ხართ <3
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] 2 წელია ერთად ვართ [...]