კარიერისტი მე
Posted by vekoo on April 18, 2011
ტაქს, ეხლა რა ხდება, დროა დღევანდელი პოსტი დავწერო.
როგორც გუშინ ვწერდი {ერთგულ კითხველებს ეს ეცოდინებათ} , ჩემს ცხოვრებაში სიახლეებია, – ცოტა პირადში და ბეეევრი კარიერაში.
მაქვს 3 წინ გადადგმული ნაბიჯი:
-
დღეს დილის 11 საათზე მქონდა გამოცდა და ჩავაბარე <3 როგორ და რანაირად – არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ჩავაბარე” – ვწერდი 16–ში, ჰოდა, დღეს შემოვედი ფბ–ზე და Big Ben School-ის ვოლზე დამხვდა ჩაბარებული ბავშვების სია თავისი ქულებით და მე ყველაზე მაღალი შეფასება მქონდა. ვერ აღვწერ ისე გამიხარდა, მითუმეტეს, რომ დილით დამეძინა და გამოცდაზე ნახევარი საათით გვიან მივედი :დ მაინც შევძელი! ოთხშაბათს კიდევ ერთი გამოცდა მელის წინ და საბოლოდ მოვრჩები. – შედეგად გეგმის ნაწილსაც შევასრულებ და ამის სერთიფიკატსაც ავიღებ ^_^ [ უკვე ქვემიზანი ჩამომიყალიბდა – A დონე დამაკმაყოფილებს მხოლოდ, რაც უკვე მაქვს (მგონი) თუ ამ მეორე გამოცდაზე არ გავაკეთებ რამე სისულელეს.]
ლონდონი ჩემი საოცნებო ქალაქია და მე ამ ზაფხულს მაქვს შანსი, რომ ვიხილო იგი
Summer School– გაგვიჩალიჩა ეკამ, თან ძვირი სულაც არ ჯდება და აი, მართლა ღირს წასვლა, ყველანაირად კარგია , ყველანაირად და ყველაფრისთვის. პროსტა, ერთი პრობლემაა: მე ზაფხულში ერთი დიდი გეგმა მაქვს და რამდენად მოხერხდება ორივე არ ვიცი. -
II წინ გადადგმული ნაბიჯი: ხო, 1 თვეზე მეტია სტაჟირება დავიწყე მერიის საფინანსო სამსახურში, უკვე მოვიარე სამივე განყოფილება: ბიუჯეტიც, ხაზინაც და ბუღალტერიაც ^_^ რომლის მუშაობა მომეწონა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ბუღალტერიის : ))
ვგიჟდები ციფრებზე, გატარებებზე და ყველანაირ ბუღალტრულ/ეკონომიკურ პროცესზე :დ იქაურ სიტუაციას უცებ მოვერგე, გავშინაურდი და არც თანამშრომლებთან ერთად მოლხენაზე ვამბობდი უარს :დ უკვე ვფიქრობდი სტაჟირების გაგრძელებაზე და საერთოდაც, დავიწყე ფიქრი ხო არ დავსულიყავი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, მაგრამ საბოლოოდ აზრი შევიცვალე და 18 აპრილს შევწყვიტე სტაჟირება. თუ რატომ იხილეთ მე–3 ნაწილში . -
სრულიად მოულოდნელად დამირეკეს Liberty Bank–დან და გასაუბრებაზე დამიბარეს ^_^ პასუხი 20–მდე უნდა გამეგო, ხოდა, ძაან გავბლატავდი და იქაც გავედი :დ ზუსტად სიყვარულის დღეს დამირეკეს და წარმატებით გაიარეთ გასაუბრება და მობრძანდით სათაო ოფისშიო : )) დღეს პირველი ტრეინინგი უკვე მქონდა. მართალია ეს ის პოზიცია არაა რაც მე მინდა ცხოვრებაში რომ გავაგრძელო, მაგრამ დასაწყისისთვის და სამსახურის დაწყებისთვის მისაღებია. 5 მაისს რჩება ტრეინინგები და მერე უკვე ბანკის სრულუფლებიანი თანამშრომელი გავხდები ^_^








Archilly said
chemi chkviani gogo :* vamayob shenit chukli :*** yochag :****
LiLaC said
ყოჩააღ!
არჩილ, მართლაც საამაყოდ გაქვს საქმე
Archilly said
აბააა
MrsMarch said
წარმატებები ინგლისელო : ))
vekoo said
ინგლისელოოო <3 :*
kevana said
აი ქალიც შენ ყოფილხარ. ყოჩაღ :* მე ვამაყობ შენით
vekoo said
:დ მეც ვამაყობ შენით <3 :* :დ
nuca said
warmaateebeebiiii: )) :*:*zdalian kargi gogo xaar:*:*dzaliaan momwoons shenii bloogiii:*:*
vekoo said
მე ჩემი მკითხველები მიყვარს : ))
salolas said
ჰე ჰეე ჩემი და არის ეეს :დ :დ
წარამტებები ვეკ :*
magdalina said
vekoooo miyvarxar:*:*:*:*:*:
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] კარიერისტი მე [...]