რაც ჩემზე არ იცოდით
Posted by vekoo on April 24, 2011

every interesting thing is hidden
როცა არ იცი რაზე წერო, გაიხსენე გამოშვებული თაგუნიები.
ყველაზე დაფარულს უნდა ავხადო ფარდა ამ პოსტში იდეაში, ყველაფერი უნდა ვთქვა, რაც აქამდე ჩემზე არ იცოდით წესით, – ასეთია თაგ–ის ბუნება. [ აქ ანანოს პოსტის ლინკი,რომელიც ვერაფრით ჩავსვი : | და საღამოს ჩავამატებ.]
ვერაფრით ვიხსენებ რა შეიძლება იყოს ასეთი? უკვე რამდენისგან მომისმენია ორი სრულიად საპიროსპირო აზრი:
“ვაიმე, როგორ წერ ამდენს და ასე პირადულს საკუთარ თავზე, მე მასე ვერასოდეს დავწერ.”
“შენ თავზე რატო არაფერს ყვები? დავიჯერო არაფერი გაქვს მოსაყოლი? ასეთი ერთფეროვანი და უინტერესო ცხოვრება გაქვს?”
ორივე ფრაზებს განსხვავებული სოციალური წრის ადამიანები ისვრიან. მაგალითად, პირველს ამბობს ჩემი ბლოგის რეგიონელი მკითხველი, ჩემი ბლოგის უბრალოდ თავშეკავებული მკითხველი.
მეორეს? მეორე ვისგანაც მომისმენია უკვე დავწერე პოსტი – “გოგოშკური”.
![]()
ანუ რა ხდება: ერთი და იგივე ფაქტი კონკრეტული პიროვნებებისთვის განსხვავებულად აღიქმება:
ის, რაც ერთის აზრით თეთრია, მეორე თვლის, რომ შავია.
მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ მე ვიცი, რომ ის წითელი ან სულაც, ჩემი ბლოგის ფერია.
უცვლელი აქსიომები ბუნებაშიც აღარ არსებობს, ის კი რა არ გცოდნიათ არასოდეს ჩემზე, ვინმესთვის უკვე ყელში ამოსული ამბავი აღმოჩნდება, ვინმესთვის კი – ბომბა სენსაცია.
ამიტომ, მე თქვენ გულებს გავუფრთხილდები და რაც იცით იმაზე მეტს არაფერს გაგაგებინებთ :დ









Mari said
ჰმ.. არადა დიდისამბით შემოვედი, მეთქი ვეკომ რაღაცებუ უნდა აღიაროსთქო…
vekoo said
:დ ნუ, დათაგული ასეთ პოსტში ვიყავი :დ
netochka3 said
დავინტრიგდი და თურმე ამაოდ…
“ის, რაც ერთის აზრით თეთრია, მეორე თვლის, რომ შავია.”
MrsMarch said
მშვენიერი აღიარებაა ვეკოო: ))) welcome back : ))
siyvarulovna said
გოგოშკურს მაინც ვერ ეშვები <3
siyvarulovna said
მე კიდევ შენს პოსტებს :დ
სულ რომ არაფერზე წერდე მაინც მაინტერესებს
salolas said
ვეკო რა ნერვებისმომშლელი ხარ :* სიყვარულით შენი დაიკო