შეჯამება
Posted by vekoo on May 9, 2011

"გადმოყუდება" ყველგან მეტ–ნაკლებად გამომდის. მე–11 სართული.
აღარ გამომდის პოსტების წერა :@ რა ვქნა აღარ ვიცი, მომიწევს ბლოგი დროებით დავხურო. და ეს მაშინ, როცა ჩემ ცხოვრებაში სვით ნიუსების ტალღებია.
იმდენი სიახლეა , იმდენი სასიხარულო ამბავი, ისეთი წინსვლები და მე ამ დროს უბრალოდ ვერ ვწერ.
თუ–დუ–ლისტების წერა ჩემზე კარგად აისახება ხოლმე, ცხოვრებაშიც რაც ჩავიფიქრე აფსოლიტურად ყველაფერს მივაღწიე, ყველაფერს!
ფბ–ზე მეგობრული ჯგუფი გვაქვს “ყავა გინდა” 2 აპრილს ჩემი გეგმები ჩამოვწერე და ეხლა რომ ვუყურებ რისი დროც დადგა ყველაფერი ვადაზე ადრე მაქვს შესრულებული კომუნისტურად :დ
- 1 კვირაში “ბიგ–ბენის” გამოცდას დავწერ ზეპიზდეცუალურად. აი, დავწერ! მექნება ახალი სერთიფიკატი ^_^
- მაისის დასაწყისში ბუღლტრულ კურსებსაც მოვრჩები და ტესტირებაზე ავიღებ ძალიან, ძალიან მაღალ შედეგს. 95%–ზე ნაკლები არ მექნება! იშო აძინ სერთიფიკატ :დ
- ეს ტანჯული ჯავახიშვილი უნდა დავამთავრო. 7–ივე საგანს ჩავაბარებ, 40–ივე კრედიტს დედას მოვუდგნავ :დ მაღლივო, მშვიდობით :დ ამ დროისთვის უკვე მექნება ჯავახიშვილის ბაკალავრიატის დიპლომი ^_^
- აგვისტოში ავიღებ მართვის მოწმობას. ამისთვის ივლისიდან უნდა დავიწყო ტესტების გადახედვა.
- აქ ერთი პუნქტი ცარიელი დარჩება :დ
- ჩავაბარებ უმაღლესი დონის, უუუსაჭიროეს “ACCA-ში” , ანუ ეს გულიხმობს, რომ ვიშოვი სპონსორს, რომ დამაფინანსოს :დ არადა, არც ისე ბევრი უნდა.
1– მართლა ჩავაბარე A-ზე.
2– ამ შაბათს მქონდა ბოლო სემინარი და სამშაბათს მივდივარ ფორმალური მხარის მოსაგვარებლად და საბუთის ასაღებად.
3– ნუ, გამომდინარე იქიდან, რომ სწავლა ივლისში მთავრდება, ამ პუნქტის შესრულება ჯერ ადრეა. სამაგიეროდ, შუალედურ გამოცდებზე შემეძლო max შედეგების აღება, მაგრამ რაღატომღაც კითხვა მეზარება ხოლმე :დ ამიტომ ჩემი მოფიქრებული და ამ 4 წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნით დავწერე ეს კოლოქვიუმები. და როგორც გავიგე, არც ისე ურიგოდ – 80%–ს ყველაში ავცდი.
4– ნუ, არც აგვისტო მოსულა ჯერ, მაგრამ ეხლა ვაპირებ ცოტა ხანი, 1–2 კვირა მაინც დავისვენო და მერე მივხედავ ამ ამბავსაც.
5– ყველაზე მნიშვენლოვანი პუნქტია ამ ლისტში და 15 მაისს ჩემ დაბადების დღეს ამ პუნქტსაც შეესხმება ხორცი ….
6– აუცილებლად ჩავაბარებ და ავიღებ იმ წიგნებსაც : )) რაღაცნაირად ჩემ თავს ვუყურებ და საბუთებზე დახამებული სვავივით ვარ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არც საჭირო ნაცნობობას ვფლობ და არც ჩემიანებს შეუძლიათ კარიერაში დამეხმარონ, ერთადერთ გამოსავლად გაბერილ სივის და შესაბამისად ცოდნას ვხედავ.
ამიტომ თავს არ ვზოგავ და ყველგან ვძვრები, რაც მორალის ფარგლებშია და ვიცი, რომ ცხოვრებაში წამადგება!
ამ სიაში ცვლილებებიცაა, ანუ დაემატა პუნქტები ( საფინანსოში სტაჟირება და ბანკში სამსახური), რასაც უბრალოდ ვერ მოვიფიქრებდი შექმნის პროცესში: ერთგულმა მკითხველებმა იციან ამის შესახებ და აღარ მინდა დავწვრილმანება …
პოსტის წერისგან ამდენი ხანი იმიტომაც ვიკავებდი თავს, რომ ძალიან, ძალიან პრაგმატული გავხდი. კარიერის მეტს ვერაფერს ვხედავ ასე მგონია, რაც ძალიან მაღიზიანებს და ვიცი, რომ მოსაბეზრებელია გარე თვალისათვის საყურებლად. ამიტომ აღარაფერს ვწერდი მიმდინარე მოვლენებზე.
ეს პოსტი კი არ მინდოდა, მაგრამ მაინც გამეპარა. პერსონალურ გრძნობებზე წერა აღარ გამომდის, რაც პირადში ხდება, იმაზე “ძალიან ჩემი” პოსტებიც ბევრი დამიწერია აქ, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად ვიზღუდები ისევ და ისევ ჩემი თავის გამო.
15 მაისს ჩემი დაბადების დღეა და წინასწარ შინაგანად ვემზადები უკვე.
ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.
დაინტერესდი? გაუზიარე სხვასაც :
Like this:
4 bloggers like this post.
This entry was posted on May 9, 2011 at 1:45 pm and is filed under ივენთ-განხილვა, მომავლის პროექტი, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური.
Tagged: 15 მაისი, გეგმები, თუ–დუ–ლისტი, შედეგები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed.
You can leave a response, or trackback from your own site.
თიკა said
ვაიმე ვაიმე, სულ ყველაფერში წარმატებები :** :>
დაბადების დღეს წინასწარ გილოცავ :>
vekoo said
გმადლობ ყველაფრისთვის : ))
ჯი-ნია-ნი said
როგორ მშურს,მიზანი რომ გაქვს და არ უხვევ..
წარმატებები
vekoo said
ნუ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ <3
გმადლობ და შენც იგივეს გისურვებ : ))
magdalina said
gogo:D:D:D:Ddzalian miyvarxar …es vigrzeni am postis mere:D:D:D:*<3
vekoo said
მაგდუუუც, შენ ხარ ჩემი მგალობელი შვლის ნუკრი :დ
LiLaC said
ასე მგონია, 15 მაისს ინიშნები ^_^
vekoo said
ნუ, არც ძაან აცდი, მაგრამ არ ვინიშნები : ))
MrsMarch said
don’t do it:|
vekoo said
არ დავხურო? :ფიქრ:
MrsMarch said
ჩემ კომენტარებს რატომ შლი?:| არ დახუროთქო:|
vekoo said
არაფერი წამიშლია ანანო : )) შენ კომენტარებს კი არა, სპამებისასაც კი არ ვშლი და სპამებში ვტოვებ :დ :*
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] შეჯამება [...]