თავისუფლებას მაშინ აქვს მუღამი, როცა მისი გემო გესმის.
ყველაფერი ხომ აღქმაზე და გემოზეა დამკიდებული – ძალიან, ძალიან მაგარია მხარ–თეძოზე წამოწოლა და spare time–ით ტკბობა ნებისმიერ შემთხვევაშიც კი, როცა არც არასდროს გიგრძვნია დაძაბული რეჟიმით დაღლა.
მაგრამ, ვერაფერი შეედრება იმას, სახლში მოსული ტანსაცმელს ერთიანად რომ მოისვრი, ნება–ნება მასაჟორ წყალს შეეყუდები, მინიმალური სამოსით კომპთან ფეხებს მოიკეცავ და საყვარელ საიტზე შეხვალ.
როცა დაღლილ ტერფებს მაგიდაზე შემოწყობილი ასვენებ, თმებს ბოლომდე გაიშლი და თავის ნებაზე მიუშვებ– ან ბოლომდე აიკეცავ და სახეს გაინთავისუფლებ.
და ამ დროს იცი, რომ 1 საათში შესვენება არ მთავრდება და შენ შეგიძლია ნეტში გულს რომ იჯერებ, საღამოს საყვარელი სამოსი ჩაიცვა და გარეთ გასართობად გახვიდე.
მითუმეტეს, თუ გარეთ საყვარელი ადამიანი გელოდება, თუ ერთად ლამაზი გეგმა გაქვთ საღამოს გატარებისა, თუ სახლში არც არავინ გელოდება…
თქვენი არ ვიცი და ამ ყველაფრის წარმოდგენისას უკვე კბილები ამიკაწკაწდა ^_^
ლო, ყველა დედა ერთნაირია? :დ დედაჩემსაც პრობოლემა აქვს ფეხების მაგიდაზე შემოლაგებაზე : )) მაგრამ ეს ის ბედნიერი შემთხვევა იყო, როცა სახლში მარტო ვიყავი ^_^
salolas said
რა სასიამოვნოა მართლა… : ) ოღონდ ძან არ გაგიტკბეს და გაგიგრძელდეს ეგ პერიოდი :დ
vekoo said
მაგდებ? :დ
MrsMarch said
ვაიმე <3 <3 შენ კბილები და მე გული… მოდის მოდის..
vekoo said
kevana said
მე ვინ დამტოვებს უსაქმოდ. ფეხებს შემოვაწყობ მაგიდაზე და დედაჩემის კივილი მესმის: რას აკეთებ?!
ან ვზივარ ისე და: მოდი მომეხმარე…
ასე რომ მე ჯერ კიდევ ვერ მიგვრძნია თავისუფლების გემო
vekoo said
ლო, ყველა დედა ერთნაირია? :დ დედაჩემსაც პრობოლემა აქვს ფეხების მაგიდაზე შემოლაგებაზე : )) მაგრამ ეს ის ბედნიერი შემთხვევა იყო, როცა სახლში მარტო ვიყავი ^_^
Di@ said
ყველას არ შეუძლია ასეთი მდგომარეობის შეფერება…
vekoo said
მაგალითად შენ?
Di@ said
ნაწილობრივ, მეც. ერთ სულიერს ვგულისხმობდი… რომელთან ერთადაც მასეთ დღეებს შევიფერებდი დიდი სიამოვნებით.
cinikosi said
dzaan magaria
))
mec viwyeb dgeidan tavisuflebit tkbobas