15 მაისი ♥ ♥ ♥
Posted by vekoo on May 18, 2011
შესავლის მაგიერ:
უკვე 3 დღეა მინდა დავწერო ძალიან, ძალიან ბევრი ბლოგზე, მაგრამ ვიზღუდები, რადგან ჩემმა მეზობლებმა უკვე იმაზე მეტი იციან ჩემზე, ვიდრე თვითონ მე ვიცი :დ
ამიტომაც ვამკაცრებ ცენზურას და ზოგადი დეტალებით შემოვიფარგლები.
15 მაისი ჩემი უსაყვარლესი დღეა, – დაბადების დღე მაქვს, და წელს ის იმაზე მაგარი გამოვიდა, ვიდრე ველოდი.
მყავდნენ უახლოესი მეგობრები, ოჯახის წევრები, 1–2 ნათესავი და აჩო.
ნუ, მთავარი რაზეც ყურადღების გამახვილებას ვაპირებ არის ის, რომ არ დავნიშნულვარ. :დ

ტაკ შტო, სიცრუეა მოარული ხმები :დ

უბრალოდ, ლამაზი საღამო მქონდა, სადაც ჩემი რამოდენიმე საყვარელი ადამიანი ერთად შევკრიბე და ამ დღით სიამოვნება მივიღე. ვისიამოვნე თვითონ იმ ურთიერთობებით, ჩემ ოჯახსა და სტუმრებს შორის იყო…
საჩუქრები ბევრს აინტერესებს წინა წლის პოსტების გამოცდილებიდან ვიცი :დ მაგრამ არ ვიცი რამდენად ეთიკურია ამაზე საუბარი, ამიტომ პირადად ვანახებ ვინც მკითხავს :დ უბრალოდ, აჩომ ამ დღეს ჩემი განცვიფრება შეძლო :დ გაოგნება და სულში ჩაძრომა :დ თან არა ერთმაგად და ორმაგად,დაჟე ხუთმაგად :დ რომ გავყიდო ყველაფერი კუკუშკა მანქანა მომივა :დ ჩემთვის უკვე რელიქვიად იქცა ყველაფერი ! აქედანაც მადლობა შენ და შენ ოჯახს : ))
დანარჩენი, ძალიან გამაბედნიერა ძველი მეგობრების ერთად დანახვამ, იმ სითმობ, რაც მათგან მოდიოდა და გამიღვივდა რწმენა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და მე ყველაფრის გამოსწორებას შევძლებ!
რამოდენიმე სურათი ფბ–ზე ალბომში მიდევს და შეგიძლიათ იხილოთ.
დღის ბოლოზეც მინდა დავწერო, მაგრამ ისევ და ისევ თავში ნათქვამი მიზეზის გამო მომიწევს თავი შევიკავო , მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერმა ზეფანტასტიურად ჩაიარა და ასევე ფანტასტიური იყო 14 მაისიც.
14–ში ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღე მქონდა, რაც გარკვეულწილად განაპირობებდა 15–ში როგორ იქნებოდა ყველაფერი იმას…
ნუ, პოპულარული ბლოგი არც ისე კარგი ყოფილა, რადგან ერთგულ მკითხველებს ინფორმაციულ ვაკუუმში ვსვავ, მაგრამ არ გამინაწყენდეთ, მთავარია, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ბედნიერება მე სიცოცხლის ხალისს მაძლევს!
დაინტერესდი? გაუზიარე სხვასაც :
Like this:
4 bloggers like this post.
This entry was posted on May 18, 2011 at 10:51 pm and is filed under ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მეგობრები, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე.
Tagged: აჩო, ბედნიერი ვარ., დაბ დღე, მეგობრები, საჩუქარი. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed.
You can leave a response, or trackback from your own site.
MrsMarch said
^^ : ) so Sweet
LiLaC said
ვეკო, აქ კი გვსვამ ინფორმაციულ ვაკუუმში, მაგრამ სხვა ბლოგებზე რაღაც საეჭვო კომენტარებს ტოვებ : ))) :>:>
vekoo said
იმ დღესაც გეძებდი ჩატში მინდოდა მომეწერა (ბოლო კომენტარი რომ დამიტოვე იმ დღეს) , მაგრამ რატომღაც ერთმანეთს ვერ ვემთხვევით :დ
“სხვა ბლოგებში” რომელს გულისხმობ, “მოიასამნისფრო მოვარდისფრო”ს? ქამელეონივით რომ იცვლის ფერს… სახელს არ ვიტყვი აქ :დ
LiLaC said
დიახ, დიახ, მაგას :* (ფბ გაუქმებული მაქვს მაისის ბოლომდე და…) სახელი სულ არ თქვი ფაქტობრივად : )))
მოკლედ, ვეკო, კი გადმოვდექი აქ არამკითხე მოამბავით, მაგრამ მართლა, გულწრფელად მიხარია შენი ბედნიერება… იმიტომ, რომ ვთვლი, კარგად გიცნობ, თან ჩვენი ბლოგები ხომ მეგობრები არიან. <3
vekoo said
უი, გააუქმე? მე ყველაზე დიდი 1 კვირამდე გამიძლია უ–ფბ–ოდ : ((
და “როგორ გავიგოთო” ამას რაც შეეხება, პირდაპირ :დ ოღონდ რიცხვი “1″ შეცვალე რიცხვით “2″ ^_^
kevana said
შენ რომ ბედნიერი ხარ, ჩვენც გვიხარია : )
vekoo said
♥ ♥ ♥
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] 15 მაისი ♥ ♥ ♥ [...]