თსუ–ს თვითმმართველობას მაგისტრებისთვის ბანკეტის ფული არ აქვს ?
Posted by vekoo on May 23, 2011
პოსტი აგებულია უნივერსიტეტის თვითთმმართველობის წევრთან პირად საუბარაზე, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა!
ერთადერთი ნათელი წერტილი მე–4 კურსელი სტუდენტებისთვის წლის ბოლოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი წვეულებაა, სადაც ძირითადად რედისონში იკრიბებიან სტუდენტები და ერთად ზეიმობენ ბაკალავრიატის დახურვას.
2011 წელს კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს დიდი შანსია, რომ ამის საშუალება აღარ მიეცეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ
-
ფაკულტეტის თვითმმართველობას ბანკეტისათვის სახსრები არ აქვს/ არ ემეტება.
-
ბანკეტზე დასადები 100 ლარი ყველას არ აქვს , ამიტომ ყველა არ წამოვა.

ნუ, ჯერ კიდევ გასარკვევია ამ ე.წ. “100 ლარის” ამბავი, რადგანაც პოსტის წერის მომენტში მე არ ვფლობ უტყუარ ინფორმაციას რეალურად ნამდვილად იკრიბება თუ არა სტუდენტებისგან ფულადი სახსრები და კონკრეტულად რამდენი, და სამწუხაროდ, არც სტატისტიკური მონაცემები დადებულა სადმე თუ რამდენი კურსდამთავრებული ესწრებოდა გასული წლების დამამთავრებელ წვეულებებს.
ფაქტი კი ფაქტად რჩება და მწარე რეალობაა, რომ დიდი შანსია 2011 წლის ჯავახიშვილის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავერებულებზე უნივერსიტეტმა არ იზრუნოს.
ბუნებრივია, 750 კაცი წვეულებაზე ვერ/არ წამოვიდოდა, მაგრამ ის კონტიგენტი, რომელიც ელოდებოდა ამ დღეს, მოწოდებული ინფორმაციით გაოგნებულია.
შემეხო თუ არა ეს პრობლემა მე?

ჯავახიშვილის მმართველმა წრეებმა ერთი ვითომ “კეთილი” საქმე გაუკეთეს სტუდენტებს: ჯგუფები დაშალეს და ყოველ სემესტრში მინიმუმ 180 (6*30) ახალ ჯგუფელთან აქვთ სტუდენტებს შეხება, რაც “ძველებურად” დაახლოების შანსს კატასტროფულად ამცირებს. მაგრამ მე მაინც მოვახერხე და შევინარჩუნე ძველი ჯგუფელები და ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ ვიქირაოთ კერძო ბინა თბილისის შორიახლოს და აუცილებელი მოთხოვნაც გვაქვს: ის აუცილებლად აუზით უნდა იყოს!
ასე რომ პოსტი გამოწვეულია არა პირადი დისკომფორტით, არამედ მაღელვებს ყველა თანაკურსელის ბედი.
იმედია, თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოეპასუხებიან მიმართვას და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ მიმდინარე საკითხზე, იქამდე კი მე იმედს ვიტოვებ, რომ თუკი ელემენტარული ქუჩის კალათბურთის დღეების ჩასატარებლად თვითმმართველობას შეუძლია გამოყოს 5000 ლარამდე, არც ბაკალავრებთან შეირცხვენს პირს.
მე კი მოგმართავთ თითოეულ მკითხველს:
თუკი ვინმეს გაქვთ ინფორმაცია სად შეიძლება ჯავახიშვილის თვითმმართველობის ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის გაცნობა, მომაწოდეთ ეს ინფორმაცია.
ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით უკეთესი პოსტის გამოცხობა შეიძლება.
დაინტერესდი? გაუზიარე სხვასაც :
Like this:
One blogger likes this post.
This entry was posted on May 23, 2011 at 11:18 pm and is filed under ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, უნივერსიტეტი {მაღლივი}, ყველაფერი ჩემზე.
Tagged: ბაკალავრიატი, თვითმმართველობა, თსუ, ფინანსები, წვეულება, ჯავახიშვილი. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed.
You can leave a response, or trackback from your own site.
Mari said
აი, თურმე რისთვის დავუშლივართ

არა, მართლა ძაან ცუდია… სულ აიშვეს თავი.