ნიშნობა
Posted by vekoo on June 2, 2011
უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.
2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა : ))
ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.
ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .
ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.

ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))
ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:
–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.
მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:
–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!
ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.
შაბათის საღამოზე მოვყვები:
დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.
რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.
რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი, რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.
მინდოდა სურათები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე …
მკითხველებო, საღამოს კაბები გაამზადეთ : ))
დაინტერესდი? გაუზიარე სხვასაც :
Like this:
10 bloggers like this post.
This entry was posted on June 2, 2011 at 11:11 pm and is filed under ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური.
Tagged: აჩო, ახალი ოჯახი, ნიშნობა, ოჯახი, საქმრო, საცოლე, ქორწილი. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed.
You can leave a response, or trackback from your own site.
natia121 said
gilocv, martla lamazi wyvili xart <3 bednierebas gisurveb da sxva bevr karg rames kido
vekoo said
მადლობაააა :დ
LiLaC said
უჰ, რა წინათგრძნობა მაქვს, რააა ^_^_^_^_^
გილოცავთ, აი, მართლა ძალიან გამიხარდა <3
ბედნიერები იყავით :*:*:*:*
vekoo said
ხო, გოგო შენ ჯერ კიდევ საიდან დაწვი … :დ
მადლობა :*
LiLaC said
სურათები ფბ-ზე მაინც დადე :>
თიკა said
:X:X Vaime rogor amifanckalda guli..
vekoo said
შენი წარმოიდგინე? <3
Mari said
ვეკოოო, გილოცავ :* :* :* მიყვარხართ <3
სოფო said
გილოცავ
მე და შენ დაახლოებით ერთი ტემპით მივდივართ
:დ
vekoo said
ჰო, მარა შენ 1 თვით გამასწარი :დ
Jessie said
ვაააააააახ
რა მაგარია… გილოცავთ გილოცავთ :0 სულ ბედნიერებას და მასეთ ტკბილ ცხოვრებას გისურვებთ
))))))
ჯუნა said
გილოცავ ვეკო
სულ ბედნიერი იყავი :*
Dissolved Girl said
awww <3 გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ :* ისე, ნიშნობა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული რიტუალი მგონია, არა? ნიშნობის გარეშე მინდა გათხოვება
)
vekoo said
ნუ, ადრე მეც ყველაფერი უხერხული მეგონა , რაც ამ “კუთხეს” უკავშირდება :დ
მაგრამ ბოლოს უკვე ისეთი “ქვა და რკინა” გავხდი, ვაფშემ არ მინერვიულია :დ :*
შენ ანუ “გაიპარები”? :დ არაა, მაგას ტრადიციულად მირჩევნია :დ
cinikosi said
veko gaxsovs rom gkitxe rodis sheertdebittqo?
da ai es dgec dadga:))
mixaria dzalian, tqveni bedniereba:)
gilocav chemo kargo da ravi gisurvebt yovelive sauketesos <3 <3
ჯი-ნია-ნი said
ვეკო გილოცავ,იმსახურებთ ორივე ბედნიერებას..
გიყვარდეთ ერთმანეთი აწ და მარადის
vekoo said
გოგოებო, დიდი მადლობა ყველას ჩემი ბედნიერების გაზიარებისათვის :*
თქვენით ცოცხლობს ჩემი ბლოგი და ამიტომაც ყველა ძალიან მიყვარხართ ♥ ♥ ♥ ♥
“წინასაქორწილოდ” რა თემაზე გაინტერესებთ წერა მითხარით და გამოვაცხობ ცხელ–ცხელ პოსტებს :დ
Taa said
Honeyyyyyyyyyyyyyy
გილოცაააააააააავ
უტკბილეს და უსაყვარლეს თანაცხოვრებას გისურვებთ
vekoo said
მადლობაააა <3 ვეცდები ყველანაირად :დ
alluballi said
nu i nuuuuu
)) gilocav sayvareloooo.did bednierebas gisurveb da ufali faravdes tqven siyvaruls…gkooocniiiiiiiii
MrsMarch said
<3 <3 <3
თათაკო said
ბედნიერები იყავით
კარგები ხართ ..