ჩემი ოცნების სახლი
Posted by vekoo on June 6, 2011
ჩემი ოცნების სახლი დიდი და ფართოა!
ფართო თუ ფართე? არ ვიცი.
ყველა თვალშისაცემ ადგილზე უზარმაზარი სარკეებით, ზოგგანაც პატარ–პატარა საყვარელი ორნამენტული სარკეთი. ვგიჟდები ისე მიყვარს ადამიანის ეს ქმნილება, მის გარეშე უბრალოდ დღე საგიჟეთია.
არის მომენტები, როცა ჩემი თავი ძალიან ლამაზი მეჩვენება, ამ დროს თმა აუცილებლად საკაიფოდ მაქვს დალაგებული, სახეც ასე თუ ისე წესრიგში, თვალები შეღებილი და ტუჩებზე გემრიელი პომადა. ზოგჯერ კი მათხოჯს ვგავარ : (( ამ დროს ვერ ვიტან ხოლმე ჩემ თავს :დ

ამიტომ, ბევრი სარკე გამიადვილებს სიცოცხლეს:
-
ყველა ჩახედვისას ჩემი ლამაზი ორეული თუ შემომეფეთა , გამიღიმა და დღე მშვიდობისა მისურვა, მერე სიცოცხლეც უფრო ხალისიანი გამოვა.
-
ხოლო თუ კრუელამ შემომცინა ანარეკლიდან დაგრუზვის მაგივრად სასწრაფოდ აბაზანაში გავქანდები და კარგად და დიდხანს ვიბანავებ. ასე მგონია, რომ წყალი უარყოფით ენერგიას ჩამომრეცხავს და შედეგად მეც გავლამაზდები :დ იდიოტური აზრებია, მაგრამ ჩემზე მოქმედებს.
-
ნუ, ეს პუნქტი ჩემთვის დიდად პრობლემატური არ არის, მაგრამ პრევენციისათვის გამომადგება: ნებისმიერ მომენტში ჩემი ანარეკლის ნახვა რომ შემეძლოს ავტომატურად გავაკონტროლებდი წონას ^_^ უფრო და უფრო შემიყვარდებოდა ჩემი თავი და უფრო მეტად ვეცდებოდი სხეულის სრულყოფას .









ჯუნა said
მეც მაქვს ოცნების სახლზე თუ რაღაც ამდაგვარზე პოსტი… გეტყობა რომ თხოვდები
vekoo said
მახსოვს შენი ეგ პოსტი, დასურათებული იყო და სამზარეულოზე ცალკე იყო აქცენტი გაკეთებული თუ სწორად მახსოვს, ხო? : ))
ჰო, მეტყობა :დ
ჯუნა said
კი ეგ იყო
LiLaC said
მეც მაქვს ოცნების სახლი წარმოდგენილი, თუმცა პოსტი, მგონი, არ დამიწერია
) ჯერჯერობით ნაქირავებ ბინაზე ვიქაჩები მხოლოდ :დ
vekoo said
TamTAaaa, tu ocnebaa barem ocneba iyos
ra naqiravebi
alluballi said
momwooons …. mec unda davweroooo…. imedia ar gewyinebaa
)) vici rom ar :*
vekoo said
ვაიმე, რა უნდა მეწყინოს , გოგო :* დაწერე, საინტერესო იქნება და ჩემი სახელობის ტეგ–თამაშად ვაქციოთ :დ
Mari said
მე ხის სახლი მინდა. მწვანე ფარდებით და რაღაცნაირი.. მყუდრო და თბილი..
უი, ახალი კომენტარების სისტემა? წავედი, ვნახო ჩემთანაც
vekoo said
მწვანე სახლში დიდი ხანი ვერ ვიცხოვრებ : ))
ძალიან მიმზიდველი, – კომპაქტური და მოსახერხებელი სისტემა დაყენდა.
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] ჩემი ოცნების სახლი [...]