პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol2
Posted by vekoo on June 28, 2011

ცეცხლი დანთებულია და რბოლის სიჩქარე მის გარშემო უფრო და უფრო მატულობს
წინა პოსტში რესტორანზე ვწუწუნებდი და ეხლა ერთი ნაბიჯით წინ ვართ: ეს საკითხი გადაჭრილია : ))
მშობლიური პალემების ჩრდილში, წყლის შხეფების ფონზე და ბრიზის თანხლებით გაიმართება ჩვენი ქორწილი : ))
ეხლა ეს ყველაფერი ისე აღვწერე, დიდი იმედი მაქვს რამე ნიუანსი არ გამოგვრჩა და ყველაფერი მართლა ასე კარგად ჩაივლის.
დარბაზის დიზაინიც შერჩეულია, მაგრამ მემგონი მე მომიწევს მისვლა და საბოლოო დირექტივების შეტანა.
ეხლა რაც შეეხება კაბას, რასაც წინა პოსტში დაგპირდით.
2 დღე დავუთმე მარჯანიშვილზე სრულიად მაღაზიების შემოვლას და რაც მომეწონა ყველა კაბა მოვისინჯე, უამრავი სილუეტი დავტესტე და რაც ამ ეტაპზე ბაზარზეა ყველანაირი კაბა ვნახე ჩემ ტანზე.
პირველ დღეს აჩი და ნინი მყავდა წაყვანილი , თამთაც იქვე MacDonalds-თან შეგვხვდა სრულიად შემთხვევით და ყველანი ერთად ერთობლივი ძალებით შევუდექით დალაშქვრის ოპერაციას : D
იმ დღეს სულ 3 მაღაზიაში ვიყავი, იმიტომ რომ უკვე გვიანი იყო, კვირა დღის საღამოს 8 საათი და უმრავლესობა უკვე დაკეტილი დაგვხვდა. ამ დღეს მოვიზომე სულ 4 კაბა, და იქიდან სულ სულ პირველად მოზომებული ყველაზე მეტად მომეწონა.
დიზაინერის შერჩევაში ანანო დამეხმარა და დამაკავშირა აკა ნანიტაშვილთან, მას თავის სადიზაინერო სალონში (თუ როგორც ქვია) ვესტუმრეთ, ვესაუბრე რა მინდოდა და როგორ, იქამდე facebook-ზე დავუკავშირდი და ვანახე სურათები თუ როგორი მინდოდა და მაღაზიებში გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა ტიპის და სირთულის კაბა მომწონდა. ამიტომ აკამ შემომთავაზა, რომ კიდევ ერთხელ გამევლო და ამომერჩია რა მინდოდა, შემდეგ კი ისეთს შემიკერავდა.
შემდეგ წასვლაზე უკვე დედა წავიყვანე, – სამოსის არჩევისას არასოდეს ვითვალისწინებ მის აზრს რომელი ვიყიდო, მაგრამ ამ საქმე ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ეხება და მომინდა მისი აზრიც მომეწმინა. მე, აჩო და დედა წავედით და ამჯერად უკვე ყველა მაღაზია შემოვიარეთ, იმ დღეს მართლა უამრავი კაბა ვნახე და საბოლოო ვარიანტზეც ჩამოვყალიბდი.
სხვათა შორის, საბოლოო ვარიანტი ისეთ მაღაზიაში ვიპოვე, ძალიან რომ ვერ წარმოვიდგენდი
მეორე დღეს შევხვდი და ვანახე ამორჩეული 2 ვარიანტი, საიდანაც ერთის გულ-მკერდის ფორმა ავარჩიე და მეორის- წელს ქვემოთ გაშლილობა და დიზაინი.
გუშინ უკვე ვიყავი და ზომებიც ამიღეს, ამ დღეებში ნაჭრის ამოსარჩევადაც ერთად წავალთ და უკვე დაიწყებენ კერვას.
ძაან კი ვნერვიულობდი, მაგრამ კაბაც ფაქტიურად მაქვს უკვე. ძალიან საყვარელი გოგოა აკა, აფსოლიტურად ვენდობი და ვაიმე, დიდი იმედიც მაქვს, რომ ეს ნდობა ცუდად არ შემომიტრიალდება : D
ერთი ისაა, რომ გამყიდველებისთვის ძალიან პრობლემატური მყიდველი ვარ და ეჭვი მაქვს ასევე ვიქნები შეკერვის პროცესშიც და თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ და არ მინდა ამ მხრივ რამე ნიტო იყოს
ამ ეტაპზე აფსოლიტურად ყველაფრით საჭიროზე მეტად კმაყოფილიც კი ვარ კაბის თემას რაც შეეხება და მინდა ბოლომდე ასე გაგრძელდეს : ))










vekoo said
ეს პოსტიც წინას მსგავსად ტოპეულში მოხვდა და რამეს რატო არავინ წერთ?
natia121 said
gilocav problemebis mogvarebas, ra kargia<3 <3 dzalian momewona restornis idea:) velodebi kabas:) da rodis apireb? (gamomrcha sadme magis wakitxva?:)
LiLaC said
სადაა ანუ რესტორანი?
კაბა როგორია, დაახლოებით მაინც აღწერე, რაა.
ქორწილი როდისააა.
თამადა ვინაა?
:დ
უი ძაან შევიჭერი როლებში
vekoo said
ჰა ჰაააჰ
თამადას რომ გავიცნობ გაგაცნობ მერე აუცილებლად
ნუ ხარ სულსწრაფი, თამთა
ეტაპობრივად ყველაფერს დავწერ
Dissolved Girl said
tamada =))
Jessie said
გილოცაააააააავ ..ძალიან მიხარია.. რა თრიღია აქვთა რჩეული?
siyvarulovna said
1. აკა ბიჭი მეგონა სახელიდან გამომდინარე :ო
2. აჩო როგორ დაგყავს კაბის ასარცევად? :ს არ გინდა რომ ქორწილის დღეს გნახოს პირველად კაბაში? :/
vekoo said
1) არა, გოგოა
თან რა გოგო 
ტაკ შტო არ ექნება ნანახი
2) მინდა ისეთი შევიკერო,როგორიც აჩოს უნდა. რატომღაც დაემთხვა ჩვენი მოსაზრებები და მე და აჩოს ერთი მოგვეწონა და თამთას და ნინოს – მეორე,
აჩო რომ არ ყოფილიყო შეიძლებოდა გოგოებს რაც მოეწონათ ისეთისკენ გადავხრილიყავი, რაც აჩოს უკვე ვიცი, რომ არ მოსწონს.
ჩემ ტანზე შეკერილი სულ სხვანაირი იქნება, ამიტომ მოსაზომად როცა წავალ გარეთ დამელოდება ხოლმე
cinikosi said
tarigi tqvii ra vekooo mainteresebs
))
ჯი-ნია-ნი said
მომანდომა შენმა პოსტმა გათხოვება : ))
S.O.S. პრობლემა მაქვს « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol… [...]
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] პალმების ჩრდილი და საქორწილო კაბა vol… [...]