თარიღი – და როგორ მოვედით ქორწილამდე ☀
Posted by vekoo on June 30, 2011
უჭუკლესი ჭუკლი ბლოგინგის აქტიურ რეჟიმში გადავიდა. ყველაფერი კი ერთმა საინტერესო და მნიშნველოვანმა დღემ გამოაცოცხლა.
ყველა მკითხველს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: როდისაა ქორწილის თარიღი.
მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ:
ყველაფერი 2 წლის, 2 თვისა და 2 დღის წინ დაიწყო – ასე ამბობს ჩემი სტიკერი .
ზუსტად მახსოვს სამშაბათი იყო , ისე რა შუაშია, მაგრამ 1990 წლის 15 მაისს მეც სამშაბათ დღეს დავიბადე :დ
2009 წლის 14 აპრილს კი მე და აჩო პირველად შევხვდით ერთმანეთს. როგორც უბრალოდ ნაცნობები ისე არა, უკვე ორივეს მოგვწონად ერთმანეთი , მაგრამ ლაივში არცერთს არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი :დ ტიპიური XXI საუკუნე 
აუ, ეხლაც ძალიან მაგრად მახსოვს ყველაფერი იმ დღეს. ლექციაზე ვიყავი და რომ დამიმთავრდა მაღლივში უნდა დამხვედროდა. მე-6 სართულზე დავიბარე :დ ნუ, მოგვიანებით უკვე თვითონაც მიხვდა რატო მეექვსეზე :დ – იმ პერიოდში მთელ მაღლივში მხოლოდ მეექვსეზე იყო დიდი სარკე, მეც გულმოდგინებით ვიპრანჭებოდი და ვტკბებოდი სარკეში ჩემი თავით :დ სადაც დამპატიჟა არსად არ გავყევი, – რაღაცნაირი კომპლექსები : D
ის ადგილი დღეს რელიქვიაა :დ კიბეებთან მოაჯირზე მელოდებოდა, მეც გამოვკუსკუსდი და კაი ნაცნობივით გადავკოცნე-მოვიკითხე.
მერე დაბლა ჩამოვედით და იქვე შემოგარენში ჩემთვის ე.წ. ‘სადრაკონეთში’ წავედით და იქ ვმასლაათობდით…. ნუ, ძირითადად მე ვაქტიურობდი, ამიტომ იმ დღეს რაღაცნაირი თავშეკავებული მეჩვენა აჩო ქცევებში :დ მეგონა მორიდების მომენტი იყო და სახლამდე რომ მივდიოდით ვუთხარი:
-’შებოჭილი ნუ ხარ, გაიხსენი-მეთქი’
-’შებოჭილი არ ვარ, მაგრამ კაი, განახებ გახსნასო’ :დ
და როგორც კი გადმოვედით ტაქსიდან იქვე მებრდღვნა და ჩამეხუტა :დ მეც ნაგლად ვუპასუხე ‘გახსნაში ეგ კი არ მიგულისხმიათქო’ და უცებ
გამიშვა ხელი :დ
აუ,ეხლა ძაან მაგრად ვკაიფობ რომ მახსენდება ყველაფერი :დ
მერე იქვე ნინი დამხვდა, მანქანით იყო და ერთგან მივდიოდით ჯგუფელები.
-’ხვალაც ხო გნახავო?’ – დამშვიდობებისას ისე ეშმაკურად მკითხა აჩომ მეთქი ეეეეეეეეეეე :დ საყვარლობა იყო.
იქიდან მე და ნინიმ სხვებსაც გავუარეთ _ მაშინ ნინო თავისი მერსედესით იყო :დ ჯერ კიდევ დაუმტვრეველით :დ და ყველანი მელიქიშვილზე ზვიკისთან წავედით .
ბლა ბლა ბლა გვიან საღამომდე იქ ვიყავით, ნინო ადრე წავიდა და წამოსვლისას ფეხით უნდა ჩამოგვესეირნა გმირთა მოედნამდე.
პირველი კორპუსთან ვარაზისხევზე გადმოსასვლელთან შუქნიშანზე რომ გადავდიოდით თაცამ დაიძახა ე, აჩოვო :დ პირველი კორპუსის ეზოში სალოთაოდ იყო დარჩენილი ჩელესთან :დ
მერე მეც უცებ დავინახე აჩოც შუქნიშანზე ჩვენ მხარეს გადმოდიოდა . ხოდა, მაშინ წარმოიშვა პირველად ის ლეგენდარული ტერმინი ‘საყვარლად დაკრუგა’.
როგორც კი შეგვამჩნია აჩომ ‘რეზკად დაკრუგა’ და მაშინ კიდევ ერთხელ ვნახე, უკვე ისე ახლობელი და თბილი იყო ჩემთვის, გაშვება აღარ მინდოდა. მაგრამ ამდენი ხანიც ვეღარ ვიდგებოდით იქ ისე, თან ბავშვები მელოდებოდნენ, ამიტომ აჩო რუსთაველისკენ გაუყვა გზას და მე ბავშვებს გავყევი ….
მაშინ პოლ ენდ შარკის ლურჯი ფერის კურტკა ეცვა, ძალიან მიმზიდველი მომეჩვენა :დ ამიტომაც ის კურტკა 2 წლის მერე დღემდე მიყვარს და მახსოვს.
აი, ასეთი წვრილმანი დეტალები ახსოვს ჩემ მეხსიერებას.
აქედან დაიწყო ჩვენი გზა და მოვედით დღემდე.
ჩვენი ქორწილი 31 ივლისაა დანიშნული, წლის ყველაზე ცხელ და მხურვალე დღეს :დ
დღეს იქამდე ზუსტად 1 თვე და 1 დღეღა დარჩა. ☀
ახლა აჩო ჩემი ნაწილია და თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ყველაფრით ჩემია.











ნელიკო ჩიხრაძე said
“ახლა აჩო ჩემი ნაწილია და თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ყველაფრით ჩემია.” vaimee ra kargeebiii xart…. <3 <3 <3 <3
Mari said
აუუუ, გული ამიჩუყდა

მეექვსე სართულზე სულ შენ მახსენდები. მანდ გაგიცანი და იმიტომ ალბათ
ჰო, ის სარკე აღარ არის იქ
აუ, ბოლოზე დამბურძგლა. მშვენიერი თარიღია <3 <3 მიყვარს ივლისი.
ჯი-ნია-ნი said
როგორ მიყვარს ასეთი ისტორიების კითხვა..აი ყოველი დღე რომ დაწერო ხოლმე რა როგორ გრძელდებოდა როგორ გამახარებ
)
კიდევ ერთხელ გილოცავთო
vekoo said
მეც კიდევ ერთხელ გმადლობ
ვაპირებ მუდმივად ვწერ ბლოგზე სიახლეები , მაგრამ არც ის მინდა ძალიან გადავამლაშო
ამიტომ ზომიერად დავწერ ხოლმე რაც გამახსენდება მნიშვნელოვან მომენტებს ^_^
ხვალ კიდე აქვე სოფელში მივდივართ ერთად ნათესავების გასაცნობად და იმაზე გამოვაცხობ პოსტს რომ ჩამოვალ.
Chiamaria said
სტიკერი მოვიპარე <3
ძალიან მომეწონა
vekoo said
მართლა?
არაუშავს, გამილინკე აბა სად ჩასვი?
salomeaa said
გილოცავთ:) უჭუკლესო ჭუკლებო თუ როგორც ეძახით ერთმანეთს: ))) ზაფხულივით მწველი სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] [...]