იოჩემი ბლოგი, როგორ მომნატრებია.
ეხლა ჩემს ოთახში ვზივარ, ჩემს კომპიუტერთან და ჩემს დასვრილ კლავიატურაზე ვბლოგავ. ჩემი, ჩემი ყველაფერი ჩემია.
ასე მგონია კარგა ხანი გავიდა აქ ბოლო პოსტის დაწერიდან. მას მერე? მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.
ბევრი ჩემს ახალ ჩანაწერებს ელოდებოდა, ვიცი .
დავწერ, მართლა დავწერ და ყველაფერს ასე თუ ისე დეტალურად გავიხსენებ. ეხლა? ეხლა სავსე ვარ, ყველა ასპექტში…
ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.
ბლოგის ფერი აღარ მომწონს, სავარაუდოდ შევცვლი.
სხვა სიახლეები? ყველაფერი ახალია, განსაკუთრებული- სიახლეებს მარტივად ვეგუები …
როგორია 3 თვის მერე ჩემი ცხოვრება ამაზე ოდესმე აუცილებლად დავწერ პოსტს, იქამდე კი მინდა ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე, სანამ სრულად დამავიწყდება კლავიატურაზე დაუხედავად ელმავალივით სწრაფი წერა.
ბოლო პერიოდი ყველაფერი მეზარებოდა ნეტს რაც ეხებოდა, სურვილიც არ მქონდა ფბ-ზე შესვლის, აქ პოსტის წერის, ვინმეს კითხვის.
მერე ნელ-ნელა საყვარელი ბლოგების კითხვას მოვუხშირე : ასეთებისთვის ხელის თითებიც ზედმეტია ჩამოსათვლელად, ფაქტიურად რამოდენიმესაც კი არ ვკითხულობ.
მერე ნელ-ნელა ბლოგლავინსაც შევეპარე და ყველა ძველი ნაწერები გადავიკითხე, კიდევ და კიდევ ვკითხულობდი ახლებს, ფბ-სთანაც აღვადგინე კონტაქტი : D აქ რთი პოსტიც გამოვაცხვე, მაგრამ ვანილი მაქვს მოსაყრელი, ამიტომაც ჯერ არ ვდებ და საბოლოოდ რეაბილიტაციის კურსიც მგონი, რომ დამთავრებულია.
დღეს დილით ერთი სასაცილო ვიდეო ვიპოვე, უყურეთ და დილას ხალისიანად დაიწყებთ.
პ.ს. აუცილებლად დავწერ გაგრძელებას. ვგრძნობ, რომ ჩემ ცხოვრებაზე წერა მომენატრა. ასე რომ შემდეგი პოსტი უკვე საინტერესო და დატვირთული იქნება. და რაც მთავარია, აუცილებლად იქნება.
“ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.”-ამაზე გამეღიმა…ჩემი ქალიშვილიც ასე ინახავდა თავის ნაწერებს…რათა თავის ცნობისმოყვარე დედას არ წაეკითხა…
დიდება შენს გამოჩენას! იმედია მალე აღდგება აქაურობა ხომ იცი, როგორ ველოდები
უი, მეც მოვუწვავ ხოლმე ზოფჯერ ფურცლებს კუთხეებს უფრო სწორად, ადრე ვუწვავდი, როცა ფურცლებზე ვწერდი.
“ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.”-ამაზე გამეღიმა…ჩემი ქალიშვილიც ასე ინახავდა თავის ნაწერებს…რათა თავის ცნობისმოყვარე დედას არ წაეკითხა…
+1
netochka3 said

vekoo said
და ცნობისმოყვარე დედა მაინც კითხულობდა ხო? : )) ნეტა ჩემ შემთხვევაში როგორ იყო? : D
Mari said
დიდება შენს გამოჩენას! იმედია მალე აღდგება აქაურობა
ხომ იცი, როგორ ველოდები 
უფრო სწორად, ადრე ვუწვავდი, როცა ფურცლებზე ვწერდი.
უი, მეც მოვუწვავ ხოლმე ზოფჯერ ფურცლებს კუთხეებს
vekoo said
+1, გვერდებმომწვარ ფურცლებს განსაკუთრებულ შარმი ქონდა : D
ფენიქსივით განახლდება, იმედი მაქვს : D
MrsMarch said
არ მჯერა შენს პოსტს რომ ვხედავ!! Welcome Back babe <3 მიხარია რომ დაბრუნდი! იმედია არ დაიკარგები!
tatusi said
aqa მშვიდობა,, ახალ ამპლუით დაბრუნებას გილოცავ
siyvarulovna said
ყვითელი ფერი რაღაც არ მომწონს :შ
თვალს ჭრის ძააან :/
ჰოდა ისა, ეხლა ისევ 3 თვით უნდა დაიაკრგო?
MrsMarch said
მეც ეს ყვითელი ფერი მაღიზიანებს;( ვეკო ნუ გაგვაქცევ ბლოგიდან რა, მაინც არ წავალთ :დ
თოვლი said
გულის ფანცქალით გელოდი მე, პირადად
Vanessa said
“ჩემს თაროს და უჯრებს ჯერ კიდევ ჩემი ნივთების სუნი ასდის, – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც : D ზოგჯერ რაღაცებს ვტრუსავდი ან გვერდებს ვუწვავდი და ისე ვინახავდი, რაც საბოლოოდ სპეციპიკურ სურნელს აყენებდა ჩაკეტილ უჯრაში.”-ამაზე გამეღიმა…ჩემი ქალიშვილიც ასე ინახავდა თავის ნაწერებს…რათა თავის ცნობისმოყვარე დედას არ წაეკითხა…
+1
2011 წლის შემაჯამებელი პოსტი « ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი said
[...] Reborn [...]