



ალუბალმა დამთაგა .
ძალიან მიყვარს ეს გოგო. ვინც არ იცით, გაიცანით : alluballi.wordpress.com - 19 წლის უკვე დაქალებული გოგოშკას ბლოგია, რომელსაც უსაყვარლესი პატარა სანდრო და ასევე ახალგაზრდა მეუღლე ყავს ))
ჰო, ალუბალმა დამთაგა – ახალი წლის ისტორიები და შეგრნებები უნდა გავიხსენო.
არც მე მქონია არასოდეს ისეთი ახალი წელი, როგორზეც ვოცნებობდი. ამ დღეებში ყოველთვის მაკლდა ის სითბო, რომელიც მჭირდებოდა.
ყველაზე შორეული ახალი წელი 2000წ. მახსოვს - მაშინ 10 წლის ვიყავი და ეხლაც არ მავიწყდება, როგორი შიშით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ახალ წლამდე წუთებით, წამებით ადრე კედელზე დიდ საათს, – მოსალოდნელი კატაკლიზმების და სამყაროს აღსასრულის მეშინოდა :დ [ პატარა და შტერი ბავშვი ვიყავი :დ ]
2007-ისთვის უკვე გავიზარდე, და აღარ ვნერვიულობდი რომ ის ბოლო წელი იქნებოდა ჩვენი პლანეტისთვის :დდდდდ
ერთი სევდიანი ახალი წელი მახსოვს კიდე (რატომღაც, ცუდი უფრო კარგად და დიდხანს მამახსოვრდება, ვიდრე კარგი (( ) : ზუსტად ვერ ვიხსენებ რისთვის, მაგრამ რაღაცაზე გამაბრაზეს და ახალ წლამდე წუთები სამზარეულოში კარადასთან იატაკზე ჩაცუცქულმა, მოკუნტულმა ტირილში გავატარე )) მაშინ არ მახარებდა არაფერი და ყველა და ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ ამხედრებული მეგონა…
ვიჯექი და ვტიროდი და ისიც ვიცოდი, რომ არავინ მოვიდოდა და “ვეკო, რა გატირებს, ადექი, წამო სუფრასთან” – ამის თქმის ნაცვლად არავინ ჩამიხუტებდა გულში … ნუ, ძაან სენტიმენტალური ბავშვი ვიყავი და გარდატეხის პერიოდმა ხო ვაფშე დაღი დამადო :დ
კიდე რა მახსოვს იცი? გვერდიგვერდ ბინებში 2 სახლი გვაქვს, ჩემი მშობლები რომ დაქორწინდნენ მამა გვერდით ბინაში გადმოვიდა. ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებოდით ტრადიციულად, მაგრამ ბაბუა მაინც პირველ სახლში რჩებოდა ხოლმე და მერე ამოდიოდა ჩვენთან – გარდაცვლილი მეუღლის სურათთან სანთელი უნდა დაენთო ))) 70 წლის ასაკშიც არ კარგავდა რომანტიკას, ვინ იცის რაზე ესაუბრებოდა იმ დროს საყვარელ მეუღლეს )) ძალიან, ძალიან მიყვარდა ბაბუა…
ამის შემდეგ ერთი წელი ჩვენთან ამოვიდა და შეხვდა ღამის 12-ს. ის ბოლო წელი იყო და იმის მერე 3 თვეში თვითონაც გარდაიცვალა.
არადა, საახალწლო მხიარული განწყობის შემოტანას ვაპირებდით თქვენში, მაგრამ რაებს ვყვები, მაგრამ რა ვქნა, თუკი ჩემთვის ახალი წელი სევდიან მოგონებებთან და მანდარინთან ასოცირდება? :დ
ბოლო ახალ წელზე მოვყვები,ყველაზე სასაცილო თუ სატირელი მაინც ისაა : 2010 რომ ხდებოდა, უკვე 9 თვის შეყვარებულები ვიყავით მე და აჩო, მაგრამ ჩემებს მაინც არ ვეუბნებოდი, მხოლოდ რაღაც ლაითად იცოდნენ. ხოდა, ახალ წელს ტვალეტში ჩავიკეტე და იქ აჩოსთან ლაპარაკში უნიტაზზე მჯდომი შევხვდი :დ
იდეაში კრეტინიზმია, მაგრამ მაშინ ორივე სიცილით ვკვდებოდით და რაღაცნაირი იყო… თან საიდუმლოებით მოცული :დ [რა ტანჯული ბავშვობა მქონდა, ეხლა ხო გესმით ჩემი :დ ]
მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგი მაინც წინ მაქვს და ამ წელს არ გამოვა, მაგრამ იქით ახალ წელს უკვე ისეთი დღეებს მოვიწყობ, როგორზეც ყველა, ყველა, არ შემეწინააღმდეგოთ და მართლა ყველა გოგო ისურვებს :დ
მთაში თოვლში განმარტოებით მდგარი ერთსართულიანი სახლი, ცხელი ბუხარი, რბილი ჭრელი ხალიჩები, წითელი ღვინო, ცხელი ჯაკუზი, ცხელი საღამოები …. :დ
ერთხელაც, მეც ვიქცევი ზამთრის სნეგურაჩკად :დდ
====================================================
ზამთრის, ახალი წლის საღამოების გასახსენებლად ვთაგავ თაას-ს , სალოლას, კევანას და ლიტერატორს ))