ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for the ‘’ Category

როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული?

Posted by vekoo on April 3, 2011

სოციალური მედია დღითი დღე იზრდება და ამდენ ახალგამოჩენიკლ ბლოგებში თავის დამკვიდრება ბევრს უჭირს. იმისათვის, რომ შემაციროთ ვიზიტორებისა და კომენტარების ნაკლებობის პრობლემა, ჩემი მხრივ, მოგცემთ რჩევებს:

  • გახდით უფრო აქტიური!

აქტიური, როგორც ბლოგერი და როგორც უბრალოდ აქიტური პერსონა.

აქტიური ბლოგერი ნიშნავს:

  1. წერო რეგულარულად.

  2. წერო მკაფიოდ, ნათლად და გარკვევით, ფაქტის შელამაზების გარეშე.

  3. წერო საინტერესო და პიკანტურ თემებზე.

  4. წერო “ზუსტ დროს და ზუსტ ადგილზე”.

  5. წერო და მიიღო მონაწილეობა სხვა და სხვა ბლოგერულ ექთივითებში. {დამატებით იხილეთ პუნქტი # }

აქტიური პერსონა ნიშნავს:

  1. გააფართოვე თქვენი სანაცნობო, – მოარიდო სახე ჩრდილს და გამოხვიდე პატარა ნაჭუჭიდან, ქვეყანა გაცილებით ვრცელია, ვიდრე მაგალითად თქვენი სამეგობრო თუ სამეზობლო.

  2. დააფიქსირე თქვენი აზრი ყველგან და ყოველთვის, მაშინაც კი თუკი ასე მხოლოდ თქვენ ფიქრობთ. სულაც არაა საჭირო შენი შეხედულება მასოვკის აზრს ემთხვეოდეს.

  3. არასოდეს შეგეშინდეს შენი სახის გამოვლენის და გაამყარე საკუთარი ავტორიტეტი. ამაში კი, პირველ რიგში, თვითრწმენის ამაღლება დაგეხმარება.

გახდით მეტად კომუნიკაბელური, social person!

  1. საუკუნის კითხვა: “ვინ არიან ბლოგის მკითხველები?” – ბლოგებს თვითონ ბლოგერებივე კითხულობენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაერთიანდეთ ბლოგერულ “გაერთიანებებში”.

  2. ამის უპირველესი წყარო https://www.facebook.com/ – ია. არავინ მეგულება, ვინც ამ სოციალურ ქსელს არ სტუმრობს, მაგრამ მაინც.

  3. ფბ–ზე ბლოგის ფან–პეიჯის შექმნა სასარგებლო იქნება, მაგრამ ჯერ–ჯერობით, ამაზე უკეთ თავად ბლოგერების დამატება ამართლებს. ამიტომ, დაიმეგობრეთ ცნობილი თუ უცნობი ბლოგერები. თუმცა, გაითვალისწინეთ: არ გახდეთ სპამერი!

  4. ამის შემდგომ, გაწევრიანდით სპეციალურ ჯგუფ “ბლოგერებში” და გაეცანით ყველა სიახლეს თუ წამოწყებას. ეს ჯგუფი ნაკლებად ატარებს შემეცნებით ხასიათს {:დ} , მაგრამ თავის დამკვიდრებისა და გაცნობისათვის შესაფერისია.

  5. დარეგისტრირდით http://twitter.com/– ზე, მართალია საქართველოში ფაქტიურად მკვდარია ეს მომსახურება, უმრავლესობას მხოლოდ სახელისთვის აქვს შექმნილი ექაუნთი, მაგრამ მაინც.  მსოფლიო დონეზე მნიშვნელოვანი ამბები ყველაზე სწრაფად სწორედ აქ ვრცელდება.

  6. ამის შემდეგ, თუ დაიმსახურებთ უკვე სხვა კულუარულ ბლოგერულ ჯგუფებსაც შეუერთდებით… ^_^

  7. აქვე გაითვალისწინეთ: მეტისმეტი არ მოგივიდეთ: არიან ისეთები, რომლებსაც არასოდეს წავიკითხავ თუნდაც მათდამი ჩემი ინდიფერენტულობის ან მათი ტვინისმზილავობის გამო.

გადავიდეთ წმინდა ტექნიკურ მხარეზე:

  • ნუ გექნებათ “ზანგი ბლოგი” – არ წეროთ შავზე თეთრით : |

  • აუცილებლად იქონიეთ საიდბარში ეთ ლისთ სერჩის ფუნქცია, უკანასკნელი პოსტების, კომენტარების ვიჯეტები, არქივი და სხვა საიტების ბეჯები.

  • ვრცელი და სურათებით დახუნძლული პოსტები “გაწყვიტეთ”  read more ღილაკით.

  • შეარჩიეთ შესაფერისი დიზაინი, რომელიც ჩემი რჩევა იქნება, თუ მაქსიმალურად აითვისებს ეკრანის რეზოლუციას.

დასაწყისისთვის ძირითადი სულ ესაა.

იყავით ინდივიდუალურები, არ დაკარგოთ თქვენი ხელწერა. რა არის ეს ბლოგზე? თუნდაც თქვენთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნულა, მაგ [ ] ; { } ; დაბოლდილი საკვანძო სიტყვები … და ა.შ.

დააყენეთ კალენდარი, ჩემთვის ეს ერთგვარი ალერმ ქლოქივითაა, სულ ტონუსში მამყოფებს როცა პოსტები მიობდება ხოლმე :დ

შესთავაზეთ მკითხველებს რაიმე სიახლე, ახალი თამაში, ერთად ჩაებით რაიმე ახალ წამოწყებაში.

ჰო, კიდევ. დაწერეთ რომელმე ბლოგერზე და გალინკეთ მისი ბლოგი/პოსტი. ეს მის მკითხველსაც დააინტერესბს და თქვენი ყოველდღიუერი ჰიტებიც გაიზრდება.

აგრძნობინეთ მკითხველს, რომ ის არსებობს, კითხეთ ხოლმე რჩევები, მე მაგალითად, მარკეტინგის გამო არა, მართლა ვეკითხები ხოლმე რაღაც–რაღაცებს და ბევრის აზრსაც ვითვალისწინებ. ეხლა რატომღაც ჰაუსის ერთი ცნობილი სერია გამახსენდა – ბლოგერ ქალზე… ჰო, ჩაურთეთ გამოკითხვები.

და რაც ძალიან მიყვარს: მოაწყვეთ ფართი მკითხველისათვის. სიახლოვის შეგრნება მე მაგალითად მაკავშირებს ბლოგის ავტორთან. თუკი ერთად იზეიმებთ მაგალითად, ბლოგის იუბილეს, არაჩვეულებრივი იქნება.

ხო, ფართიზე არ დაგავიწყდეთ საუკეთესო კომენტატორების გამოვლენა/დაჯილდოება. პრინციპში, ეს არც ფართს გარეშეა ურიგო. “მრგვალი თარიღები” ყოველთვის აღნიშნეთ ხოლმე. მაგ. მე–1000 კომენტარის ავტორი დაასაჩუქრეთ და ა.შ.

და ბოლო რჩევა ამ ეტაპზე: აირჩიეთ რამე ბრენდირებული ფრაზა და გახადეთ ის თქვენი სლოგანი. ჩემთვის ასეთია “მიყურე და ისწავლე” .

იმედი მაქვს, ჩემთან ბევრი კარგი რამის დანახვა და სწავლა შეიძლება.

მე ვიქნები თქვენი შუქურა უმთვარო ღამეში ^_^

პ.ს. პოსტი წერა განაპირობა დამწყები ბლოგერის თხოვნამ, დავხმარებოდი ბლოგის გაპიარებაში. მეც, ჩემი მხრივ პატარა ტუტორიალი დავუწერე. იმედია, გამოადგება ვინმეს.

საინტერესო იქნება ჩემთვის თქვენი მოსაზრებებიც ამ საკითხზე.

UPDATE: აზრთა სხვა და სხვაობა რომ არ წარმოიშვას, რეაქციის გამოვლენამდე წაიკითხეთ ჯერ ეს მინი პოსტი:

ბლოგის ყველა მკითხველს!

Posted in ეს უნდა იცოდე, კითხვა–პასუხი | Tagged: , , , | 13 Comments »

როგორ გადავიდეთ სურათიდან სასურველ ლინკზე

Posted by vekoo on May 20, 2010

ასეთი წერილი მივიღე  იმეილზე. ადრეც უკითხავთ რაღაცები , ამიტომ, გადავწყვიტე ბლოგზე კითხვა–პასუხის რუბრიკა გავაკეთო და ვისაც რამე დაგჭირდებათ დაუზარლად დაგეხმარებით.

ახლა კი, კითხვაზე პასუხი :

Dashboard => Widgets და აქ ნახავ Image–ს , ჩასვი Sidebar–ში.

1. Widget title: რაიმე სათაური , რაც გინდა რომ ერქვას ვიჯეტს.

2. Image URL: ჩასვავ იმ სურათის ურლ–ს რომელიც გინდა რომ გამოჩნდეს “ავატარად” .

3. Alternate text: ( ? )

Image title: ( ? )

Caption: – ესენი არაა აუცილებელი , რომ შეავსო .

4. Image Alignment: სურვილისამებრ უთითებ “დაცენტრებას” , როგორც მე ვეძახი.

5. Width: Height: ამას ხელი არ მოკიდო, დასეივების შემდეგ თვითონ ჩასვავს რიცხვებს და თუკი სურათის ზომა დიდი იქნება, მაშინ სურვილისამებრ დააპატარავებ სიგრძე–სიგანეში.

6. Link URL (when the image is clicked): და ბოლოს ჩაწერ იმ საიტის მისამართს, რომელზეც გინდა რომ გადავიდეს სურათზე დაწკაპუნებით.

ძალიან მარტივია და ეჭვიც არ მეპარება ყველაფერს გააკეთებთ : )))

Posted in კითხვა–პასუხი | Tagged: , , , , | 6 Comments »

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.