ანულიას შევპირდი და მეც მოვყვები ჩემზე.
ყველაზე მეტად რაც მაკლდა ბოლო პერიოდში მიზანდასახულობა და საქმის კეთების სურვილი იყო, მომავლის მოწყობაზე მხოლოდ ვოცნებობდი და არ ვფიქრობდი.
საბედნიეროდ, ჩემს რეალობაში არის 2 ქალბატონი, რომლის ცხოვრების წესიც (ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვხედავ და რასაც ისინი გვანახებენ) მისაბაძია ჩემთვისაც:
თაა და ანანო, მანცვიფრებს თქვენი მიზანდასახულობა!

თაა From www.taa.ge
თაამ უკვე აიწყო კარიერა, მაგრამ კვლავაც არ ჩერდება და სულ მეტს და მეტს ითხოვს ცხოვრებისგან, მემგონი ამიტომაცაა მისი პოსტები ჩემთვის საინტერესო – ვიგებ უამრავ სახალისო ქალურ ამბებს, ვხედავ საქმიანი ქალის ცხოვრებას, რომელსაც ყავს საყვარელი ოჯახი და აქვს საყვარელი საქმე. +ამ ყველაფერს მიაღწია საკუთარი მონდომებით.
მიყვარს თაა შენი სთაილიშ ბლოგი ♥

ანანო From www.mrsMarch.wordpress.com
ანანო, – იგივე ანულია, იგივე Coffee, იგივე სანუკვარი will be მეზობელი
- ყავს ოჯახი და she’s her own boss :ბოლი: ამ გოგოში ყველაზე მეტად რაც იწვევს ჩემს აღფრთოვანებას, არის მისი ულევი ენერგია. ნუ, რაც მართალია მართალია , მე მისი შემართების შედეგზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ აქვს ზღვა ფანტაზია. საერთოდაც, რისკიანი ლეიდია და ენთუზიაზმით სავსე. როცა თავის საქმეზე ყვება ვუყურებ და მიკვირს: ნუთუ 21 წლის გოგოს ველაპარაკები?!
დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს, მიყვარს და ძალიან მინდა ხშირად ვნახო ხოლმე, მაგრამ ვერ ვახერხებ : ((
თავის შესახებ ის უკეთ საუბრობს “ჩემი პრობლემა ისაა, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად მოთმინება არ მყოფნის, დაწყება კი ძალიან მიყვარს. რომელიმე კაპიტალისტურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, გავხსნიდი კომპანიას, რომელიც მზა ბიზნესებს ჩააბარებდა კლიენტს : )”
რაც არ უნდა იყოს, ანანო, მე შენი მიზადასახულობით აღფრთოვანებული ვარ და ასე გააგრძელე
ანანოსაც და თასაც ყავთ საყვარელი შვილიკოები ♥ , საყვარელი საქმე და გვერდით მზრუნველი მეუღლე, – ერთი შეხედვით ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ქალს ჭირდება ბედნიერებისათვის.
მე გისურვებთ, ეს ბედნიერება საუკუნოდ გაგრძელდეს, გისურვებთ თქვენი თავი არ დაგეკარგოთ ცხოვრებაში და ყველაფერი უკვე კარგად იქნება ♥ ♥ ♥
პ.ს. რაც შეეხება ჩემს გეგმებს და მიღწეულ შედეგებს, შემდეგ პოსტში …