პირსინგის შემოტევები სკოლაში დამეწყო, თან სეზონურად – ერთ ზაფხულს გავიხვრიტე ყურები, II დღიდან უკვე ვიხსნიდი საყურეებს, ვიწმინდავდი და ისევ ვიკეთებდი.
მას მერე ჩაციკლული ვარ საყურეებზე და არასოდეს მყოფნის : D
მეორე ზაფხულს კიდევ ერთი ნახვრეტი დავამატე მარცხენა ყურზე.
კიდე შემდეგ ზაფხულს კიდე ერთი ნახვრეტი : ))
ასე დავდიოდი ცალ ყურზე 3 საყურით და მეორეზე- ერთით.
შემდეგ ზაფხულს ისევ ვაპირებდი ერთის დამატებას, ამჯერად უკვე ზევით, ხრტილზე, მაგრამ რატომღაც, გადავიფიქრე : D (მადლობა ღმერთს)
მქონდა ნაყიდი ფრჩხილის “საყურეები”. არ მახსოვს სად ვიყიდე, მაგრამ კაი რამე კი იყო :დ მთელი ზაფხული კარგად ვერთობოდი ხალხის გაკვირვებულ თვალებზე :დ მითუმეტეს სოფელში ბევრისთვის უცხო იყო გახვრეტილი ფრჩხილი , ზედ საყვარლად რომ კონწიალებდა პაწაწკინტელა რგოლზე ჩამოკიდებული თვალი <3
ისე, ბავშვს როცა უნდა, არ უნდა დაუშალოთ მშობლებმა ყურის გახვრეტა, რადგან ეხლა რომ დამაბან მე ყურის გამხვრეტი აღარ ვარ :დ
თავიდან (რაღაცნაირად) თანამედროვე და “ქაჯური” საყურეები მეკეთა, რაღაცნაირი მიქსი მქონდა პანკური და კლასიკური აქსესუარისა : (( ერთი დღე სერიოზული იმიჯით და II დღეს სანახევროდ ჩაშავებული თვალებით დავდიოდი : ((
აი ეს ორი სტილი დღემდე მერევა ერთმანეთში :დ
ბოლო იმ სამიდან 2 დავიკიდე და მხოლოდ თითო-თითო საყურე მიკეთია, მაგრამ გუშინ მომინდა და ისევ ავიხუნძლე ყურები <3
მომენატრა ბავშვობა
ჰოდა, 2 დღის წინ ისევ რომ “ჩავი-ყურე”, აღმოვაჩინე რომ მესამე ნახვრეტი შევიწროვებულია და სამომავლოდ შეიძლება შეხორცდეს : ((
ხოდა, მანდ გავიფიქრე, რა ბედნიერი იქნებოდა პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ყველა ნახვრეტი ასე მარტივად რომ ხორცდებოდეს-თქო : D
პ.ს. ცოტა ხანში მაინც ვგეგმავ ერთი პირსინგის და ტატუს დამტებას, სადღაც ზაფხულისკენ
![]()










ნეილ-არტი, ანუ ფრჩხილების დიზაინი, ჯერ კიდევ ფარაონების დროს არსებობდა. 
