დაკვირვებული თვალი, ან უბრალოდ ამ ბლოგის ნებისმიერი მკითხველი აცილებლად შეამჩნევდა ქალბატონი ვეკოს, იგივე ვერიკოს, იგივე sunwaiting-ის საოცარ გაზარმაცებას. მარტო ამას ვინ დაეძებს. მან უკვე საკუთარ ბლოგსაც ააღო ხელი და კაცმა არ იცის რას უპირებს ამ მრავალტანჯულ საიტს.
ისევ მე! აბა ვინ, თუ არა მე, თვითნებურად, უნებართვოდ და თავხედურად, უკვე მეორედ ვარღვევ ამ ბლოგის მკაცრად შემოღობილ საზრვრებს და ვეკოს ბლოგზე პოსტს ვიწერები. (ვეკო, არც გაბედო ჩასწორება)
ქალბატონი sunwaiting-ის შესახებ ინფორმაციულ ვაკუუმში რომ არ მოექცეთ, რითაც შემეძლება დაგეხმარებით და შეგატყობინებთ მის ასავალ-დასავალს. (ვეკო, დროა შენი პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა შემომთავაზო)
დღეს ვეკო დაფიქსირებულ იქნა უნივერსიტეტის ბაღში, მოკანკალე და ქვაზე მჯდომი. სამწუხაროდ ვერ შევძელი მისი ფოტოზე აღბეჭდვა. თურმე ნუ იტყვით და ჩვენი ვეკო კოლოკვიუმის შედეგის გასასაჩივრებლად ყოფილა იქ მიბრძანებული და მეც ამ დროს დავადექი თავზე. პრინციპში მეც იმავე მიზეზით ვიყავი იქ.
მერე ჩემი და ვეკოს სახით, ყველა დაბლიველმა ნახა ორი ცოცხალი მაღლიველი, ამის მერე ეჭვი აღარ შეეპარებათ ჩვენს რეალურ არსებობაში და დარწმუნდებიან რომ არც ისეთი საშიშები ვართ, როგორც მითებიდან გაუგონიათ.
ამასობაში დიანიკოს კუთვნილი ადგილიც თავხედირად დავიკავეთ
და ბოლოს ისევ მშობლიურ, მაღალ, გამხდარ და ტანწერწეტა მაღლივში დავბრუნდით.











ორივე ფეხით ვართ გახვეულნი მახეში , თანაც ისე, რომ ჩემით ვერ ვხვდებოდი და 