ეხლა იმ იშვიათი შემთხვევათაგანია , როცა პოსტის წერას სათაურიდან ვიწყებ. არადა სათაურიც უკვე არასწორია : როცა ვხმარობ (სიტყვა) ბისექსუალს, უფრო მართებულია ჰომოსექსუალი მეხმარა, მაგრამ იყოს რაც არის.
ბოლო რამოდენიმე დღეა აღმოვაჩინე, გამიხარდა განსხვავებული თემატიკის ბლოგი რომ გამოჩნდა, თორე ტრაფარეტულად პირადი უკვე საკუთარი ბლოგი მომბეზრდა სხვებზე რომ აღარაფერი ვთვათ : D ერთი–ორი პოსტიც წავიკითხე და ისევ გამიცრუვდა იმედი, არაფერი განსაკუთრებული, რიგით ბლა ბლა ბლა უკვე ყელში ამოსული “დილით გავიღვიძე, ვჭამე, კუჭში გავედი” თემა შემრჩა ხელთ და გამოვრთე.
დღეს დილით აქ კომპთან ჩემი და იჯდა, ვიღაცის ბლოგს კითხულობდა . დავხედე და ის იყო .
სათურმა მიიქცია ჩემი ყურადღება და მივხვდი, ეს “ის” იყო, რაც მე მაინტერესებდა და მრავალფეროვნებისთვის მჭირდებოდა . “უშედეგო გეი პაემანი” ქვია პოსტს. წავიკითხე და სიცარიელის გრძობა არ დამიტოვა. 
“ბიჭთან სექსი ჩემი თვითმიზანი არ არის… ბიჭთან მხოლოდ სექსი რომ მინდოდეს ალბათ აქამდე უფრო გამიადვილდებოდა ურთიერთობის დამყარება. ერთი ორი იჟიმავებთ და ეგაა, თუმცა მე სხვას ველოდები… არ ვიცი ეს სიყვარულია თუ სხვა რამ, უბრალოდ უნდა გესმოდეს ერთმანეთის ბოლო ბოლო ფილმებს უყუროთ ერთად და მაინცდამინც ჟიმაობაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული.”
გამეღიმა . სულ მინდოდა გეი მყოლოდა სანაცნობოში და მისი განსხვავებული , არატრადიციული აზრებიც მომესმინა, რომელიც მის არეულ თავში დაიბადებოდა . ამ ციტატამ რაღაცნაირად უფრო შიგნით შემიყვანა მის ტვინში. უცებ დამეხატა გონებაში სურათი: ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც იზიდავს ბიჭები , (როგორც ვხვდები) არის რომანტიკოსი და ოცნებობს ნამდვილს სიყვარულზე თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცთან, რომელიც მოვა და მის გულსა და სხეულს ერთანად დაიპყრობს, სხვა მხრივ ხორციელი ტკბობა მისთვის ამორალურია და უბიწოებას იმ ერთადერთსთვის ინახავს. (ნუ, “ბიწიანობა” “უბიწოება” აქაც და ხშირად უბრალოდ სიტყვის მასალაა …)
არც ის ვიცი ეს ტიპი ნამდვილად არსებობს თუ უბრალოდ კარგად ერთობა, 5 პოსტი მაინც რომ წავიკითხო მისი, უფრო ჩამომიყალიბდება ვარაუდი, მაგრამ რეალურად ისეთა თუ არა ეს ბლოგრი, როგორადაც თავს აცხადებს, არა ქვს ახლა არსებით მნიშვნელობა. ის მაინც არ გავს სხვებს ჩემ გარშემო, რომლებზეც ზუსტად ვიცი რომ ბიჭებთან აქვთ სექსი და არც მალავს მათსავით. ვფიქრობ, ისევ ჯობია ასე თამამად აღიაროს იმ ყველამ თავისი ორიენტაცია, თორე ენას ძვალი არ აქვს და ჩემამდე თუ მოვიდა ამბები ძველ მეგობარზე გეიაო მისივე ყოფილი პარტნიორისგან, საბოლოოდ ყველაფერი “სკდება” .
რაშია პოსტის მთავარი აზრი:
აი ძალიან ხშირად ინეტიდან ვიგებ ჯერ სულ ქორფა ( : D )თინეიჯერების განცხადებებს : ” მე ლეზბიანკა ვარ” , ” მე გეი ვარ” და ა.შ. და ამ დროს ისინი ყვებიან, რომ ვნება მხოლოდ მისივე ორიენტაციის ადამიანებთან აქვთ და საპირისპირო სქესთან კონტაქტი საზიზღრობაა მათი აზრით. მე პატივს ვცემ ყველას აზრს, ვინც იცის თუ საიდან და რატო წარმოეშვა ეს აზრი და დარწმუნებულია საკუთარ თავში მრავალი გამოცდილების შედეგად.
აი, საიდან უნდა იცოდეს 13 წლის გოგომ თუ 15 წლის ბიჭმა, რომ ის ნამდვილად გეია ან ლესბო? ადამიანმა საერთოდ, ჯერ გემო უნდა გაუგო რამეს და მერე ამტკიცო უგემურიაო. ასეთ პატარა ასაკში “ნეტარების მწვერვალებს” ძნელად თუ ვინმე მიწვდება ბუჩქებში მალულად საპირისპირო სქესთან სექსით. ასეთ დროს ბიჭი მხოლოდ საკუთარზე ფიქრობს და სულ არ აინტერესებს ფეხებგადაშლილი გატიტვლებული ხორცის ნაჭერი, ჯერ მხოლოდ 1 ზომა რომ აქვს მკერდი რას გრძნობს და რას განიცდის და ამის მერე ძალიან ჩვეულებრივია ამ გოგომ არჩევანი გოგოებზე გააკეთოს, რომლებისგანაც ის ჩვეულებრივ უფრო მეტ სითბოს და ყურადღებას იღებს.
ეჭვი მაქვს არეულად ჩამოვაყალიბე ჩემი სათმელი, მაგრამ მთავარი აზრი მაინც დავწერე.
ბიჭების შემთხვევაში, ვგონებ უფრო რთულად იქნება საქმე და ასე ერთ ხელის მოსმით ვერ დავწერ რა უბიძგებთ , რომ ინტერესს მხოლოდ ბიჭებზე იჩენდენ. მაგრამ დამეთანხმეთ, ჩემი მხრიდან კრეტინობაა იქნება იმის მტიცება, რომ მე ნეკროფილი ვარ, იმიტომ რომ მე მიზიდავს ადგილები, სადაც ბევრი მკვდარია , – სასაფლაოები. ის, რომ მე მიზიდავს იქაურობა გამოწვეულია სიმშვიდით, რომელსაც მე იქ ვგრძნობ . ჯერ–ჯერობით მე არ მაქვს საშუალება ჩემი ცხოვრება ისე წარვმართო როგორც მინდა , ამიტომ რასაც ვახერხებ და სადაც ვახერხებ იქ მივდივარ. გავიზრდები, გაიზრდება ჩემი შესაძლებლობებიც და მერე უკვე სასაფლაოზე კი არა, ჰავაი ბიჩზე წავალ განსატვირთად : D
და ასევეა ბევრი არეული ტვინის ამბავიც რა: არ უნახავთ თუ არ უგრძვნიათ უკეთესი და ამ მომენტში რისი საშუალებაც აქვთ იმით ტკბებიან.