წესით ეხლა ყველაზე მეტს უნდა ვბლოგავდე, ისეთ პერიოდი მაქვს ცხელ–ცხელი და მნიშვნელოვანი ნიუსები ხდება ჩემთან.
ჩემ მომავალს ფრთები შეესხა^_^ როგორ ვთქვა არ ვიცი, არც ის მინდა ასე სახალხოდ გამოჭენებით და განხილვით ჩემი რაცაა სხვასაც გავუყო ^_^ მაგრამ სანთელს ხომ ბრწყინვალება ამით არ დააკლდება ?..
ბედნიერი დღეები მაქვს, ბოლო პერიოდისრულყოფილიცხოვრებით ვცხოვრობ : )) ყველაფერი საჭიროზე კარგადაც მაქვს პირადშიც და საქმეშიც .
გუშინ (12 ივნისს) მთელი ოჯახით აჩოსთან ვიყავით სახლში, _ კიდევ ერთი თბილი ოჯახური საღამო გვქონდა : )) სმა–ჭამა დიდად შესარგი და გულახდილი საუბრები ამ საღამოს ძალიან მოუხდა.
ჩემ სახლში მისი ოჯახის ყოფნა რას ნიშნავდა ხო განვიცადე დაორმაგად მაგარიგრძნობა ყოფილა მასთან რომ ჩემი ოჯახით ვიყავი :დ თავი საკუთარ სახლში მეგონა ყველა საყვარელი და უახლოესი ადამიანით გარშემორტყმული : ))
აჩოს ფანტასტიურ ჯდომას არ მივაქცევთ ყურადღებას :დ და მე ჭის წყალი ძალიან მეგემრიელა, ყინულივით ცივი იყო ^_^ პროსტა, მაინც თბილისია და "ისეთი" ვერ იყო.
კონკრეტიკას მოითხოვთ ვიცი, ამიტომაც მეც შეძლებისდაგვარად ვეცდები. მხოლოდ 3 ყველაზე მემორეიბლ ფაქტს გამოვარჩევ:
ნუ, მართალია ეს ბოლოს იყო, მაგრამ პირველი და აუცილებლად აღსანიშნავია, რომ როგორც იქნა 2 წლიანი “მოყოლის” მერე ვიგემე როგორია აჩოს ხელით შემწვარი უგემრიელესი მწვადის გემო. ბავშვობაში პაპაჩემს წყალს რომ მივუტანდი დასალევად მეტყოდა ხოლმე : შენი მოტანილი რა გემრიელიაო. დაახლოებით ასე იყო ამ შემთხვევაში :დ აჩოს შემწვარი რომ იყო იმიტომაც მეგემრიელა ასე :დ
კიდე ძაან ბევრი ვიცინე ქუთაისური სთორი თბილისშიც რომ განმეორდა – სალომე, სანდრო და აჩიკო ცარიელ ბასეინში თავით გადახტნენ და ცურაობდნენ :დ ვიდეოც გადავუღე , მაგრამ მათი თხოვნით არ დავდებ :დ შეჯიბრი მოაწყვეს ვინ უფრო მაგრად და სწრაფად გაცურავდა და სტარტთან დაბრუნდებოდა. ძაან სახალისო იყო და სანამ ცეცხლისგან ნაკვერჩხალი გაჩნდებოდა დრო მხიარულად გავიყვანეთ.
ხო, კიდე აჩომ გამომაშტერა ისეთ ტრიუკებს აკეთებდა ველოთი: მეგონა მარტო წვრილი და მოცუცქნული ტიპი ახერხებდნენ ველოსიპედის ცალ ბორბალზე ტრიალს, მაგრამ ლამის ყბა ჩამომივარდა რომ ვუყურებდი აჩოს ჯერ როგორ იდგა გაჩერებულ ველიკზე და მერე როგორ დადიოდა ხან მარტო წინა და ხან მარტო უკანა ბორბლით, კიდე რაღაცნაირად უცნაურად დახტუნაობდა . ბოლოს ისეთი აკრიფა და ჩემკენ გამოქანდა მეთქი, ან მე შემასკდება ან კედელსთქო და სულ ბოლო წუთს მანქანა რომ სრიალდება ისე მოასრიალა უკანა ბორბლით და ჩემ წინ ზუსტად ნახევარ ნაბიჯში გვერდულად დააყენა. აჩო, გაღიარებ : დ
და მესამე ფაქტი ეხლა ვფიქრობ რა გამოვყო, იმიტომ რომ აღსანიშნავი მართლა ძალიან ბევრი რაღაც იყო. თან ისეთი უნდა ვთქვა ბლოგის თემატიკიდანაც რომ არ ამოვარდეს. ამიტომ უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანს ამოვარჩევ და მოკლედ ვიტყვი :
დავნიშნეთ ქორწილის თარიღი.
ეხლა უკვე კონკრეტული ამოცანებია ჩემს წინაშე, რაც დარჩენილ დროში აუცილებლად უნდა მოვაგვარო, თუ მინდა, რომ ეს დღე ყველაზე ლამაზი გამოვიდეს. სერიოზულად ვაპირებ წინა–საცერემონიო ორომტრიალში თავით გადაშვებას და მთავარი დიზაინერ–დამგეგმავიც მე ვიქნები.
წარმატებები მისურვეთ და სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებს რესტორნის, კაბის, ვარცხნილობის თუ სხვა ნიუანსის საკითხში.
მე კი ჩემთვის უკვე შერჩეული მაქვს თითოეული მათგანი და დროგამოშვებით ბლოგზეც შემოგთავაზებთ ^_^
სასწრაფოდ მჭირდება ლეპტოპი. უკვე სუნთქვაც მიჭირს მის გარეშე.
ამიტომ მზად ვარ თავაუღებლივ დავიწყო მუშაობა მის მოსაპოვებლად.
წარმოვიდგენ ხოლმე რა სიამოვნებით ჩავიგორებ ლოგინში და იქიდან ვესტუმრები საყვარელ საიტებს:
სიამოვნებით მოვივლი ონლაინ–შოპებს.
უაზროდ ბევრს დავწერ ბლოგზე თითოეულ შეგრძნებებსა და ფაქტებზე.
დაღლილი და დაქანცული წამოვგორდები და ვუყურებ ფილმს.
წავაკუსკუსებ სადაც წავალ და “ფანჯრებში” შევძვები ხოლმე შიგნით ^_^
ქალაქგარეთ გასვლისას მოწყენის საშუალება აღარ მექნება.
სურათებს რასაც გადავიღებ უცებ შევყრი და იქვე ვნახავ.
ლეპტოპის გარეშე უკვე ძალიან მიჭირს.
ნუ, მართალია ყველა მნიშვნელოვან ადგილას აჩო იჩენს გულისხმიერებას და თავისი მიგვაქვს ხოლმე, მაგრამ მე ჩემი მჭირდება, თანაც სასწრაფოდ.
აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ქონდეს ძალიან, ძალიან დიდი მეხსიერება : ))
ხო, და თუ ოდესმე მართლა საკუთარი გამომუშავებით მოვახერხე და ყიდვა დავაპირე, საქართველოში არ ვიყიდი : ))
აუცილებლად ჩამოვატანინებ უცხოეთიდან _ ამას აქვს თავისი უზარმაზარი პლიუსი:
საქართველოში ე.წ. “ჩაწოლილი” საქონელის ყიდვას მირჩევნია უახლესი შესაძლებობით აღჭურვილი შევისყიდო, თანაც ბევრად მისაღებ ფასად. ამის რამოდენიმე პრეცენდენტი ჩემ თვალწინაც მომხდარა, ტაკ შტო, ვენდობი : ))
ყველა თვალშისაცემ ადგილზე უზარმაზარი სარკეებით, ზოგგანაც პატარ–პატარა საყვარელი ორნამენტული სარკეთი. ვგიჟდები ისე მიყვარს ადამიანის ეს ქმნილება, მის გარეშე უბრალოდ დღე საგიჟეთია.
არის მომენტები, როცა ჩემი თავი ძალიან ლამაზი მეჩვენება, ამ დროს თმა აუცილებლად საკაიფოდ მაქვს დალაგებული, სახეც ასე თუ ისე წესრიგში, თვალები შეღებილი და ტუჩებზე გემრიელი პომადა. ზოგჯერ კი მათხოჯს ვგავარ : (( ამ დროს ვერ ვიტან ხოლმე ჩემ თავს :დ
ამიტომ, ბევრი სარკე გამიადვილებს სიცოცხლეს:
ყველა ჩახედვისას ჩემი ლამაზი ორეული თუ შემომეფეთა , გამიღიმა და დღე მშვიდობისა მისურვა, მერე სიცოცხლეც უფრო ხალისიანი გამოვა.
ხოლო თუ კრუელამ შემომცინა ანარეკლიდან დაგრუზვის მაგივრად სასწრაფოდ აბაზანაში გავქანდები და კარგად და დიდხანს ვიბანავებ. ასე მგონია, რომ წყალი უარყოფით ენერგიას ჩამომრეცხავს და შედეგად მეც გავლამაზდები :დ იდიოტური აზრებია, მაგრამ ჩემზე მოქმედებს.
ნუ, ეს პუნქტი ჩემთვის დიდად პრობლემატური არ არის, მაგრამ პრევენციისათვის გამომადგება: ნებისმიერ მომენტში ჩემი ანარეკლის ნახვა რომ შემეძლოს ავტომატურად გავაკონტროლებდი წონას ^_^ უფრო და უფრო შემიყვარდებოდა ჩემი თავი და უფრო მეტად ვეცდებოდი სხეულის სრულყოფას .
ნუ, ეს რაც შეეხება აუცილებელ ატრიბუტს სარკეებს. ყველა დანარჩენი, რაზეც შეიძლება იზრუნო ადამიანმა, მოგვარებულია და ამ პუნქტის გამოსწორებაზე აუცილებლად ვიზრუნებ :დ
უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.
2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა : ))
ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.
ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .
ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.
ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))
ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:
–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.
მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:
–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!
ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.
შაბათის საღამოზე მოვყვები:
დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.
რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.
რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი, რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.
ვინ გამოვდივარ მე, თუკი კარის მეზობლისგან გამოსულ “ვაიმე, მიშველეთ, მოკვდა”–ს განწირულ კივილზე ერთდერთი, რაც იმ წუთას მაფიქრდება არის:
– რა მეშველება, ეხალა როგორღა ჩავრთავ ხმამაღლა მუსიკას.
ადრეც მითხრეს: – სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიგაქვს, როგორ შეგიძლია იმხიარულო როცა “ვიღაცას” უჭირსო/მოკვდაო : |
ნუ, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ არავინ არ მომკვდარა და უბრალოდ, მთვრალი ქმარი ცოლს ახრჩობდა : |
მგონი ისევ ის ჯობდა ვინმე მომკვდარიყო ხო?
ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან არის მთვრალი კაცი – საუბარი მაქვს უაზროდ და გონების დაკარგვამდე მთვრალზე, რომელმაც არ იცის რას აკეთებს, შარზეა და მოკლედ რომ ვთქვა გამოლაყებულია : | ასეთი სიტუაციის ატანა არ მაქვს .
თავიდან ისიც მოსიყვარულე შეყვარებული/საქმრო იქნებოდა, პრინციპში, ქმარიც ესეთვე გარდა იმ შემთხვევებისა, როცა უზომოდ გალეშილი ასეთ კონცერტს მართავს.
და ამ ყველაფრის მერე ცოლს ის ისევ ისე უაზროდ და უანგარიშოდ უყვარს ♥
ეხლა ვფიქრობ: იქნებ ესაა ნამდვილი სიყვარული ყველა მინუსის და “გრეხის” მიუხედავად მაინც მასზე რომ ამოგდის მზე და მთვარე, მაინც მის გამართლებას და გამხნევებას რომ ცდილობ, მაინც რომ გინდა გააბათილო მისი დანაშაული, იპოვო მიზეზი და სხვის თვალში გამოიყვანო : ))
ნუ, ეხლა აქ ბევრი იტყვის: ეგ სიყვარული კი არა მონური ბრმა მორჩილებააო, მასეთს პირველივე შემთხვევაზე უნდა დაახვევინოვო და ა.შ…
მაგრამ რა არის იცი? სიყვარული ესე ერთი ხელის მოსმით არ ქრება.
ვიღაცისთვის წლებია საჭირო მის დასავიწყებლად, ვიღაცას კი 1 წუთშიც გამოსდის – ნუ, რამდენად გამოსდის სინამდვილეში ესეც ცალკე საკითხია : ))
მთავარი კი ისაა, რომ შენ ცდილობ საყვარელი ადამიანი ჭობიდან ამოთრევას და ფეხზე წამოყენებას, შენი სიყვარულის და ბედნიერების დაცვას, რომ გაქვს იმედი , რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ისევ ძველებურად გინდა მის ყელზე ჩამოკიდებულმა ღამეები გაათიო.
რამდენი ხანი გაძლებს ასეთ სიყვარული? ასეთი ერთად ყოფნა?
ყველაფერი ხო ინდივიდუალურია და საკითხი აქაც ინდივიდუალურად წყდება: გააჩნია ვის რამდენი ხანი გაუქაჩავს მოთმინება : (( მთვარი ისაა, რომ “მერე” გული მაინც არ დაგწყდება, რომ რაღაც შეგეძლო და შენ ყველაფერი არ ცადე შენი ბედნიერებისათვის.
პოსტი აგებულია უნივერსიტეტის თვითთმმართველობის წევრთან პირად საუბარაზე, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა!
ერთადერთი ნათელი წერტილი მე–4 კურსელი სტუდენტებისთვის წლის ბოლოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი წვეულებაა, სადაც ძირითადად რედისონში იკრიბებიან სტუდენტები და ერთად ზეიმობენ ბაკალავრიატის დახურვას.
2011 წელს კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს დიდი შანსია, რომ ამის საშუალება აღარ მიეცეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ
ფაკულტეტის თვითმმართველობას ბანკეტისათვის სახსრები არ აქვს/ არ ემეტება.
ბანკეტზე დასადები 100 ლარი ყველას არ აქვს , ამიტომ ყველა არ წამოვა.
ნუ, ჯერ კიდევ გასარკვევია ამ ე.წ. “100 ლარის” ამბავი, რადგანაც პოსტის წერის მომენტში მე არ ვფლობ უტყუარ ინფორმაციას რეალურად ნამდვილად იკრიბება თუ არა სტუდენტებისგან ფულადი სახსრები და კონკრეტულად რამდენი, და სამწუხაროდ, არც სტატისტიკური მონაცემები დადებულა სადმე თუ რამდენი კურსდამთავრებული ესწრებოდა გასული წლების დამამთავრებელ წვეულებებს.
ფაქტი კი ფაქტად რჩება და მწარე რეალობაა, რომ დიდი შანსია 2011 წლის ჯავახიშვილის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავერებულებზე უნივერსიტეტმა არ იზრუნოს.
ბუნებრივია, 750 კაცი წვეულებაზე ვერ/არ წამოვიდოდა, მაგრამ ის კონტიგენტი, რომელიც ელოდებოდა ამ დღეს, მოწოდებული ინფორმაციით გაოგნებულია.
შემეხო თუ არა ეს პრობლემა მე?
ჯავახიშვილის მმართველმა წრეებმა ერთი ვითომ “კეთილი” საქმე გაუკეთეს სტუდენტებს: ჯგუფები დაშალეს და ყოველ სემესტრში მინიმუმ 180 (6*30) ახალ ჯგუფელთან აქვთ სტუდენტებს შეხება, რაც “ძველებურად” დაახლოების შანსს კატასტროფულად ამცირებს. მაგრამ მე მაინც მოვახერხე და შევინარჩუნე ძველი ჯგუფელები და ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ ვიქირაოთ კერძო ბინა თბილისის შორიახლოს და აუცილებელი მოთხოვნაც გვაქვს: ის აუცილებლად აუზით უნდა იყოს!
ასე რომ პოსტი გამოწვეულია არა პირადი დისკომფორტით, არამედ მაღელვებს ყველა თანაკურსელის ბედი.
იმედია, თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოეპასუხებიან მიმართვას და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ მიმდინარე საკითხზე, იქამდე კი მე იმედს ვიტოვებ, რომ თუკი ელემენტარული ქუჩის კალათბურთის დღეების ჩასატარებლად თვითმმართველობას შეუძლია გამოყოს 5000 ლარამდე, არც ბაკალავრებთან შეირცხვენს პირს.
მე კი მოგმართავთ თითოეულ მკითხველს:
თუკი ვინმეს გაქვთ ინფორმაცია სად შეიძლება ჯავახიშვილის თვითმმართველობის ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის გაცნობა, მომაწოდეთ ეს ინფორმაცია.
ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით უკეთესი პოსტის გამოცხობა შეიძლება.
უკვე 3 დღეა მინდა დავწერო ძალიან, ძალიან ბევრი ბლოგზე, მაგრამ ვიზღუდები, რადგან ჩემმა მეზობლებმა უკვე იმაზე მეტი იციან ჩემზე, ვიდრე თვითონ მე ვიცი :დ
ამიტომაც ვამკაცრებ ცენზურას და ზოგადი დეტალებით შემოვიფარგლები.
15 მაისი ჩემი უსაყვარლესი დღეა, – დაბადების დღე მაქვს, და წელს ის იმაზე მაგარი გამოვიდა, ვიდრე ველოდი.
მყავდნენ უახლოესი მეგობრები, ოჯახის წევრები, 1–2 ნათესავი და აჩო.
ნუ, მთავარი რაზეც ყურადღების გამახვილებას ვაპირებ არის ის, რომ არ დავნიშნულვარ. :დ
ტაკ შტო, სიცრუეა მოარული ხმები :დ
უბრალოდ, ლამაზი საღამო მქონდა, სადაც ჩემი რამოდენიმე საყვარელი ადამიანი ერთად შევკრიბე და ამ დღით სიამოვნება მივიღე. ვისიამოვნე თვითონ იმ ურთიერთობებით, ჩემ ოჯახსა და სტუმრებს შორის იყო…
საჩუქრები ბევრს აინტერესებს წინა წლის პოსტების გამოცდილებიდან ვიცი :დ მაგრამ არ ვიცი რამდენად ეთიკურია ამაზე საუბარი, ამიტომ პირადად ვანახებ ვინც მკითხავს :დ უბრალოდ, აჩომ ამ დღეს ჩემი განცვიფრება შეძლო :დ გაოგნება და სულში ჩაძრომა :დ თან არა ერთმაგად და ორმაგად,დაჟე ხუთმაგად :დ რომ გავყიდო ყველაფერი კუკუშკა მანქანა მომივა :დ ჩემთვის უკვე რელიქვიად იქცა ყველაფერი ! აქედანაც მადლობა შენ და შენ ოჯახს : ))
დანარჩენი, ძალიან გამაბედნიერა ძველი მეგობრების ერთად დანახვამ, იმ სითმობ, რაც მათგან მოდიოდა და გამიღვივდა რწმენა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და მე ყველაფრის გამოსწორებას შევძლებ!
რამოდენიმე სურათი ფბ–ზე ალბომში მიდევს და შეგიძლიათ იხილოთ.
დღის ბოლოზეც მინდა დავწერო, მაგრამ ისევ და ისევ თავში ნათქვამი მიზეზის გამო მომიწევს თავი შევიკავო , მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერმა ზეფანტასტიურად ჩაიარა და ასევე ფანტასტიური იყო 14 მაისიც.
14–ში ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღე მქონდა, რაც გარკვეულწილად განაპირობებდა 15–ში როგორ იქნებოდა ყველაფერი იმას…
ნუ, პოპულარული ბლოგი არც ისე კარგი ყოფილა, რადგან ერთგულ მკითხველებს ინფორმაციულ ვაკუუმში ვსვავ, მაგრამ არ გამინაწყენდეთ, მთავარია, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ბედნიერება მე სიცოცხლის ხალისს მაძლევს!
ჭეშმარიტ ბლოგერს ევერესტის მწვერვალზეც, მთაში თოვლიან ნამქერში ჩარჩენილსაც უნდა ქონდეს ნოუთებში პოსტი დაწერილი და ვულკანიზაციაშიც, როცა მანქანა ამწეზე შვეულ მდგომარეობაში დგას და შენ წინა სავარძელზე მოკალათებული აღწერ, თუ როგორია დახრილ მდგომარეობაში წერა, როცა პერიოდულად მანქანაც ირყევა – ბორბალს უცვლიან.
2 საათი და 51 წუთი, სადღაც თბილისის გასასვლელში ვართ, უკანა სავარძელი ტიპიურ ამერიკულ ვიდზეა – ყველაფერი არეული და ერთმანეთზე დაყრილი – შოთის პურები, სოსისები, კეჩუპი, კოკა–კოლები, წყაროს წყალი, არაყი (გემოვნებით), მიწის თხილი, შემწვარი ქათამი და სულ სულ ძირში კარგად შეფუთლი ნაყინი, საბარგულში კი – 2 ცალი შამფური.
ვაგრძელებთ გზას, პოსტის გაგრძელებაც შემდეგ გაჩერებაზე დაიწერება.
================================================
აქ დამთავრდა ეს ნოუთიც, რომელსაც სამწუხაროდ, გაგრძელება აღარ ეღირსა დღეს .
თავიდანვე რაღაცნაირი ძალიან პოზიტიური დღე იყო, ჩვენს საყვარელ ადგილას მივედით, გზაში შებრაწულ ქათამს ბარკლებიც დავატეხეთ :დ ძალიან, ძალიან ცისფერი ცის ცქერით დავითხარე თვალები და სავსე ვიყავი ემოციებისაგან.
ის–ის იყო ცეცხლი უნდა აგვენთო შესაწვავად, რომ აჩოს დაურეკეს და უთხრეს – მეგობარი დაეღუპა : (( ავტოავარიაში : (( გაანათლოს ღმერთმა მისი სული : ((
უცებ გაგვიფუჭდა ორივეს განწყობა.
ეგრევე ჩავაბარგეთ ყველაფერი და გასამხნევებლად და დასაზუსტებლად საერთო მეგობართან წავედით, იმიტომ რომ არცერთს გვჯეროდა, რომ ეს მართალი იყო …
მერე ბიჭები პანაშვიდზე ავიდნენ და იქიდან ცაწყლები, როგორ შემეცოდა სამივე : ( განადგურებულები ჩამოვიდნენ : (( მივხვდი, რომ მარტო ყოფნა ერჩიათ და აჩოს შევთავაზე, მე ანანოსთან წავალთქო, მიმაცილა სახლამდე და იქიდან დაიწყო ჩემი დიდი მოგზაურობა.
ვგიჟდები ამ გოგოზე, ჩემი უკვე რაღა ახალი, მაგრამ მაინც სიახლის სურნელდაკრული მეგობარია, ადამიანი, რომელსაც უსიტყოდ ვენდობი და რომელშიც ძლიერ დასაყრდენს ვხედავ. ბოლო პერიოდები უკვე ძალიან მაკლდა მეგობრული სითბო და მე ამას Mrs.Mmarch-სგან ვგრძნობ : )) ასე მგონია ანანო ისაა, ვინც ყოველთვის მაკლდა არსებობისთვის.
ის ეხლა უკვე დედამიწაზე იმ 3 ადამიანში შედის, ვისაც საერთოდ არაფერს ვუმალავ და თუ რამეა და უეცრად დაიბრიდა, იცოდეთ, რომ ჩემი ხელი ურევია :დ
მოგვიანებით აჩოც შემოგვიერთდა და თავი რასაც ქვია, ჩემ სახლში ვიგრძენი :დ სამწუხაროდ, ხვალისთვის საქმეები მაქვს და ვერ დავრჩი, თორე ეხლა პოსტის წერის მაგივრად ძალიან ბევრს ვიჭორავებდით, პოკერს ვითამაშებდით, დავლევდით, მოვწევდით, ბავშვის ტირილით ყურებს ავიტკივებდით :დ თვალები ბოლით ამეწვებოდა და პირი გამოჯმიშრებოდა :დ ძალიან, ძალიან დამეძინებოდა, მაგრამ ამ ძვირფას დროს ძილისთვის დასახარჯად ვერ გავიმეტებდი.
ღამე? ჯადოსნურ ღამეს ხომ სანუკვარი სურვილებიც რეალობად იქცევა.
თავისუფლებას მაშინ აქვს მუღამი, როცა მისი გემო გესმის.
ყველაფერი ხომ აღქმაზე და გემოზეა დამკიდებული – ძალიან, ძალიან მაგარია მხარ–თეძოზე წამოწოლა და spare time–ით ტკბობა ნებისმიერ შემთხვევაშიც კი, როცა არც არასდროს გიგრძვნია დაძაბული რეჟიმით დაღლა.
მაგრამ, ვერაფერი შეედრება იმას, სახლში მოსული ტანსაცმელს ერთიანად რომ მოისვრი, ნება–ნება მასაჟორ წყალს შეეყუდები, მინიმალური სამოსით კომპთან ფეხებს მოიკეცავ და საყვარელ საიტზე შეხვალ.
როცა დაღლილ ტერფებს მაგიდაზე შემოწყობილი ასვენებ, თმებს ბოლომდე გაიშლი და თავის ნებაზე მიუშვებ– ან ბოლომდე აიკეცავ და სახეს გაინთავისუფლებ.
და ამ დროს იცი, რომ 1 საათში შესვენება არ მთავრდება და შენ შეგიძლია ნეტში გულს რომ იჯერებ, საღამოს საყვარელი სამოსი ჩაიცვა და გარეთ გასართობად გახვიდე.
მითუმეტეს, თუ გარეთ საყვარელი ადამიანი გელოდება, თუ ერთად ლამაზი გეგმა გაქვთ საღამოს გატარებისა, თუ სახლში არც არავინ გელოდება…
თქვენი არ ვიცი და ამ ყველაფრის წარმოდგენისას უკვე კბილები ამიკაწკაწდა ^_^
როცა ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ და უკვე ისტერიკის შემოტევები მაქვს
1– ვურეკავ აჩოს და მოვთქვავ
2– შევდივარ ფბ–ზე და სურვილი მაქვს ისეთი სტატუსი გამოვაცხო, რომელიც უხვად იქნება გაჯერებული “:@” ამ სიმბოლოთ, სალანძღავი სიტყვებით და ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანის გამოძახილებით .
წეღანაც რაღაც ასეთი დამემართა და მომენტალურად დავაპირე აჩოს დავურეკავ და გავუპროტესტებ ამდენი ხანია რატო არ გავახსენდი, რატო არ დამირეკათქო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სულ 40წუთის წინ ველაპარაკე, გამიტყდა :დ თან კიდეც კაი მოვტვინე, რომ ერთადერთ დადებითად განწყობილი ადამიანიც არ უნდა ჩამოვიშორო, რომელიც მუდამ ყველა სიტუაციაში ჩემ გვერდითაა.
ამიტომ ეგრევე ფბ ჩავრთე და ასაფეთქებლად მოვემზადე.
ნუ, მომენტარლურად თვალი გადავავლე ონლაინ–ფრენდებს და იქ ბანკის თანამშრომელი შემეფეთა, აქ მოდური დივა, იქ აჩოს ნათესავი, აქ ბლოგერების მთელი ” ხროვა” და გამიტყდა : ))
ერთი მხრივ იმის, რომ ასე ავღელდი და გრძნობების სააშკარაოზე ამ ფორმით გამოხატვა დიდი გოიმობაა და
მეორე მხრივ, არ მინდა ვინმემ ასეთ მდგომარეობაში მნახოს/წამიკითხოს.
ახალ გადაწყვეტილებაში გასამტკიცებლად უცებ შევედი ამ “მოდური დივის” პროფაილზე, მის ფეშენ სურათებს გადავხედე, მერე უცებ თავი ხელში ავიყვანე და ვსო, მე უკვე თავისუფალი ვარ მოწოლილი უარყოფითი ემოციისაგან.
მართლა განვთავისუფლდი, არადა 5 წუთის წინ სულ ცოფებს ვყრიდი ისე ვიყავი.
"გადმოყუდება" ყველგან მეტ–ნაკლებად გამომდის. მე–11 სართული.
აღარ გამომდის პოსტების წერა :@ რა ვქნა აღარ ვიცი, მომიწევს ბლოგი დროებით დავხურო. და ეს მაშინ, როცა ჩემ ცხოვრებაში სვით ნიუსების ტალღებია.
იმდენი სიახლეა , იმდენი სასიხარულო ამბავი, ისეთი წინსვლები და მე ამ დროს უბრალოდ ვერ ვწერ.
თუ–დუ–ლისტების წერა ჩემზე კარგად აისახება ხოლმე, ცხოვრებაშიც რაც ჩავიფიქრე აფსოლიტურად ყველაფერს მივაღწიე, ყველაფერს!
ფბ–ზე მეგობრული ჯგუფი გვაქვს “ყავა გინდა” 2 აპრილს ჩემი გეგმები ჩამოვწერე და ეხლა რომ ვუყურებ რისი დროც დადგა ყველაფერი ვადაზე ადრე მაქვს შესრულებული კომუნისტურად :დ
1 კვირაში “ბიგ–ბენის” გამოცდას დავწერ ზეპიზდეცუალურად. აი, დავწერ! მექნება ახალი სერთიფიკატი ^_^
მაისის დასაწყისში ბუღლტრულ კურსებსაც მოვრჩები და ტესტირებაზე ავიღებ ძალიან, ძალიან მაღალ შედეგს. 95%–ზე ნაკლები არ მექნება! იშო აძინ სერთიფიკატ :დ
ეს ტანჯული ჯავახიშვილი უნდა დავამთავრო. 7–ივე საგანს ჩავაბარებ, 40–ივე კრედიტს დედას მოვუდგნავ :დ მაღლივო, მშვიდობით :დ ამ დროისთვის უკვე მექნება ჯავახიშვილის ბაკალავრიატის დიპლომი ^_^
აგვისტოში ავიღებ მართვის მოწმობას. ამისთვის ივლისიდან უნდა დავიწყო ტესტების გადახედვა.
აქ ერთი პუნქტი ცარიელი დარჩება :დ
ჩავაბარებ უმაღლესი დონის, უუუსაჭიროეს “ACCA-ში” , ანუ ეს გულიხმობს, რომ ვიშოვი სპონსორს, რომ დამაფინანსოს :დ არადა, არც ისე ბევრი უნდა.
1– მართლა ჩავაბარე A-ზე.
2– ამ შაბათს მქონდა ბოლო სემინარი და სამშაბათს მივდივარ ფორმალური მხარის მოსაგვარებლად და საბუთის ასაღებად.
3– ნუ, გამომდინარე იქიდან, რომ სწავლა ივლისში მთავრდება, ამ პუნქტის შესრულება ჯერ ადრეა. სამაგიეროდ, შუალედურ გამოცდებზე შემეძლო max შედეგების აღება, მაგრამ რაღატომღაც კითხვა მეზარება ხოლმე :დ ამიტომ ჩემი მოფიქრებული და ამ 4 წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნით დავწერე ეს კოლოქვიუმები. და როგორც გავიგე, არც ისე ურიგოდ – 80%–ს ყველაში ავცდი.
4– ნუ, არც აგვისტო მოსულა ჯერ, მაგრამ ეხლა ვაპირებ ცოტა ხანი, 1–2 კვირა მაინც დავისვენო და მერე მივხედავ ამ ამბავსაც.
5– ყველაზე მნიშვენლოვანი პუნქტია ამ ლისტში და 15 მაისს ჩემ დაბადების დღეს ამ პუნქტსაც შეესხმება ხორცი ….
6– აუცილებლად ჩავაბარებ და ავიღებ იმ წიგნებსაც : )) რაღაცნაირად ჩემ თავს ვუყურებ და საბუთებზე დახამებული სვავივით ვარ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არც საჭირო ნაცნობობას ვფლობ და არც ჩემიანებს შეუძლიათ კარიერაში დამეხმარონ, ერთადერთ გამოსავლად გაბერილ სივის და შესაბამისად ცოდნას ვხედავ.
ამიტომ თავს არ ვზოგავ და ყველგან ვძვრები, რაც მორალის ფარგლებშია და ვიცი, რომ ცხოვრებაში წამადგება!
ამ სიაში ცვლილებებიცაა, ანუ დაემატა პუნქტები ( საფინანსოში სტაჟირება და ბანკში სამსახური), რასაც უბრალოდ ვერ მოვიფიქრებდი შექმნის პროცესში: ერთგულმა მკითხველებმა იციან ამის შესახებ და აღარ მინდა დავწვრილმანება …
პოსტის წერისგან ამდენი ხანი იმიტომაც ვიკავებდი თავს, რომ ძალიან, ძალიან პრაგმატული გავხდი. კარიერის მეტს ვერაფერს ვხედავ ასე მგონია, რაც ძალიან მაღიზიანებს და ვიცი, რომ მოსაბეზრებელია გარე თვალისათვის საყურებლად. ამიტომ აღარაფერს ვწერდი მიმდინარე მოვლენებზე.
ეს პოსტი კი არ მინდოდა, მაგრამ მაინც გამეპარა. პერსონალურ გრძნობებზე წერა აღარ გამომდის, რაც პირადში ხდება, იმაზე “ძალიან ჩემი” პოსტებიც ბევრი დამიწერია აქ, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად ვიზღუდები ისევ და ისევ ჩემი თავის გამო.
15 მაისს ჩემი დაბადების დღეა და წინასწარ შინაგანად ვემზადები უკვე.
ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.
ერთობლივი აჯაფსანდალის სურნელდაკრული პოსტი მექნება ^_^
გუშინ კრეტინული ღამე მქონდა, 7 საათამდე მეღვიძა – awww უთენია ადგომასაც ქონია თავისი მუღამი, ისე ჭიკჭიკებდნენ გარეთ ჩიტები.
რაღაცა პოხუისტურ ხასიათზე ვიდექი ღამიდან მოყოლებული. 12–ის ნახევარზე გამეღვიძა, ვიბანავე და დიდგორის ომში საომრად წავედი <3
ყველაფერი ასოციაციურად მახსოვს ეხლა მეხსიერებაში, პუნქტების მიხედვით:
რა განვიცადე:
გზა
უკვე ტრადიციად ქცეული 2 შაურმა, – არ მაქვს სანერვიულო წონა.
წვიმა
და
ჰამერი <3 თან რამხელა. დღეს 3–ჯერ ჩავუარე გვერდზე, შუადღის 3 საათიდან 8 საათამდე სულ იქ იდგა . მინდა, მინდა, მინდა ასეთი.
დღეს დღე მქონდა რაღაცა ფანტასტიური, აი, ისეთი, მერე მთელი ცხოვრება სიამოვნების ჟრუანტელით რომ გავიხსენებ.
და განწყობისთვის, დღის ბოლოს სახლში ასვლისას გადაღებული ფოტო სახელად : “გვებრძვიან” :s არადა,ისეთ ადგილასაც არსად გავჩერებულვართ, რომ ესეთები აგვყოლოდა (( :
ვეღარ ვიტან, ვეღარ ვუძლებ, რომ მე სულ მიწევს ვითამაშო.
ვეღარ ვუძლებ, რომ მიწევს ვიყო რობოტი.
ვეღარ ვუძლებ, რომ სულ ვიცინოდე, როცა შიგნით სრული ბულშითი მაქვს.
მომბეზრდა მოჩვენებითობა, თამაში, სიყალბე.
მომბეზრდა ვიყო ვეკო, როცა ვარ ვერიკო .
მომბეზრდა ერთი და იგივეს ლაპარაკი, ერთი და იგივეს მტკიცება, სულ რაღაცის მტკიცება, ვიღაცისთვის მტკიცება …
და–ვი–ღა–ლე!
ვეღარ ვიქნები ფაიფურის სკულპტურა, დაყენებული მანერებით და მიხატული სიფათით, თან უმაღლესი ხარისხის საღებავებით, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი არასდროს კარგავენ ფერების სიხასხასეს.
ბლოგზე სულ ვწუწუნებ პოსტები მომაკლდა მეთქი, ძირითადად სულ მიმდინარე მოვლენებზე ვწერ, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამე იცვლება, რაც გრძნობების კუთხესთან არაა დაკავშირებული.
უკვე 2 დღეა გავედი ბანკში სტაჟირებაზე, ხელმძღვანელში გამიმართლა და ძალიან გამოცდილი კადრი შემხვდა– ლაშა. ეს 2 დღე გუშინ და დღეს მთელი ის პერიოდი, რაც იქ ვარ მასწავლის და მიხსნის თითოეულ დეტალს რასაც აკეთებ. შედეგად უკვე გუშინვე შემეძლო რაღაც საკითხებში კლიენტების დამოუკიდებლად მიღება.
უჰუუ , რა კარგი შეგრძნებაა, როცა შემიძლია მოქალაქეების მატერიალურ დახმარებას ^_^ შეხება მაქვს ყველანაირ ოპერაციასთან, რაც ბანკში ტარდება.
და მე ყველაზე მეტად სესხების გაცემის პროცესი მომწონს :დ ნუ, ყველას ხო აქვს თავისი კრიტერიუმი :დ
ძირითადად კლიენტებს მეც თანამშრომელი ვგონივარ, ალბათ იმიტომ, რომ წესდებიდან გამომდინარე საერთოდ შევიცვალე ჩაცმულობის სტილი – ოფიციალური, შავ–თეთრი მკაცრი სამოსი პლიუს სათვალეები რაღაცნაირად უკვე შემიყვარდა :დ
დილის 10–ს ნახევარზე ბანკის გახსნისას მივდივარ, ვესწრები ინკასაციას, მერე ვაკვირდები ყველაფერს, რაც უკვე ვიცი უშუალოდ ვმონაწილეობ იმ ოპერაციებში, რაც არ ვიცი იმას ვსწავლობ და დღის მეორე ნახევარში კი 4 საათისთვის ჭავჭავაძეზე სათაო ოფისში ტრეინინგებზე მივდივარ.
ხვალ საღამოს დამატებით დამიბარეს სალაროს ინსტრუქციებზე, ზოგადად ვიცი რაზეც ისაუბრებენ – კუპიურებზე და მათ დამცავ, საიდენტიფიკაციო ნიშნებზე. ამასთან დაკავშირებით ელ–ვერსია მაქვს და თუ ვინმეს აინტერესებს, შემიძლია გაგიზიაროთ : )) – ეს ინფორმაცია კონფიდენციალური არ არის ; )
დღეს პირველი ტესტირების შედეგები იყო და მე ჩემი თავით ზედმეტად აღფრთოვანებული დავრჩი: 1 საათიან გამოყოფილ დროში ნახევარი საათი რა თქმა უნდა, დავიგვიანე :დ და რადგანაც მეჩქარებოდა სწრაფად–სწრაფად დავწერე ყველაფერი და 15 წუთი კიდე დრო დამრჩა ნაშრომის ჩაბარების მერე. ამიტომ მეგონა, რომ სიჩქარის გამო მაინც ვიწვნევდი დაგვიანების შედეგს. მაგრამ არაა :დ
ჯგუფში საუკეთესო შედეგი იყო 1 შეცდომა, შემდეგ მოდიოდნენ 3 შეცდომიანი ბავშვები და მეც მათ შორის ვიყავი :დ აი, გმადლობ, დედა, მამა, ასეთი რა ნიჭი დამანათლეთ:დ სამივე იდენტური შეცდომები იყო, 1 ტიპის ქეისზე, კერძოდ კონვერტირებაზე – მე დავწერე უკვე მიღებული შედეგი და უნდა დამეწერა მთლიანი ოპერაცია როგორ მივიღე : ((
როგორც პერიოდი, რთული დრო მაქვს ეხლა ეს 1–2 კვირა: მაღლივშიც 5 გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და 6 ტესტირება კიდე იქ. და დღეები სულ ერთმანეთს ემთხვევა : (( ხვალაც 2–ივეს წერა მიწევს და ჯერ არაფერი წამიკითხავს . ჭეშმარიტი ბლოგერი ვარ :დ ისე მიყვარს ჩემი ბლოგი მნიშვნელოვან დროსაც კი მას ვახარჯავ :დ
ეს ყველაფერი ჩემი მომავლისათვის კარგია, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც:
აჩო და კიდე აჩო. იმიტომ რომ დრო ფაქტიურად აღარ მრჩება .
“კვალიფიციურ ბუღალტერთა კურსებს” ვეღარ ვესწრები : ( 1 მაისს უნდა მოვრჩენილიყავი, მაგრამ 1 კვირა გადაიწევაო და მე დასწრებას სავარაუდოდ, ძალიან იშვიათად მოვახერხებ. კიდეც კაი, საფინანსო განყოფილებაში მაინც მოვრჩი სტაჟირებას).
ჰო, ნუ დღეისათვის სიახლეები მარტო ისაა [ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შენობაში დავიკარგე :დ რომელიმე პოსტში ამაზეც მოვყვები, მარა ჩემი ბრალი არ ყოფილა, ლიფტია დამნაშავე :დ ]
ხვალ კი, ეჭვიც არ მეპარება, ორივე გამოცდას ფანტასტიურად დავწერ !
ჩემ თავს ასე რომ ვამხნევებ ხოლმე, ყოველთვის გამომდის და ვაღწევ მიზანს.
დღის ბოლოს კი როგორი გვიანიც არ უნდა იყოს, მაინც მაქვს გამოყოფილი დრო განტვირთვისათვის.
წელს არც მიმარხულია და ეკლესიაშიც არ მივლია , არც ლიტანიობას დავესწარი და საერთოდაც, ყველანაირად ავიშვი, მაგრამ ეს პოსტი ამაზე არაა.
ორშაბათი მიცვალებულთა დღეა, მეც ძალიან მიყვარდა ჩემი ბაბუა <3, ბებია ჩემ დაბადებამდე 8 წლით ადრე გარდაიცვალა და მისი სახელი მქვია, ამიტომაც ყოველ წელს დავდივარ მათ საფლავზე.
ეხლაც იქიდან დავბრუნდი ფრიად ეგზალტიებული, მაგრამ ყველაფერს თავიდან დავიწყებ:
2009 წელი, რუსთავი, ხედი ბაბუას სასაფლაოსთან.
მივედით, წვიმისგან დასველებული მაგიდა–სკამები გადავასუფთვეთ, გადავაფარეთ და როგორც წესი და რიგია სასუსნავები დავალაგეთ.
რაღაცნაირად ყოველთვის მიყვარს ეს გარემო, გარშემო 20–30 წლის წინანდელი საფლავებია, უმეტესობა მივიწყებული დაბალახმოდებული, რამოდენიმეს უკვე ღობეებიც მოცლილი აქვს… გვერდით მდინარე მტკვარი ჩამოედინება და იქით ლამაზი ხედია, ლამაზი გადასახტომი …
ბევრი, ბევრი მაღალი ნაძვი თუ ფიჭვი, რაც ქვია. წითელი ღვინო, პასკა და წითელი კვერცხები. და საფლავზე დანთებული 3 სანთელი .
საიდანღაც დამკვრელების ხმა ისმის, მაგრამ მას არ ვაქცევ ყურადღებას და სახეს შემხვედრ ნიავს ვახვედრებ.
2009 წელი, მდინარე მტკვარი. ხედი ბაბუას სასაფლაოდან.
უცებ საიდანღაც 3 ბინძური თათარ–ქურთი ქალი მოდის, ერთს უზარმაზარი ჩანთა კიდია ზურგზე, მერე დავაკვირდი ბავშვი ყოფილა … და ძალიან მიამიტი და საწყალი თვალებით საჭმელს გვთხოვენ.
ისეთი მოკრძალებულები და თავშეკავებულები არიან, სულ ზრდილობად იღვრებიან, ისეთი თვალებით გიყურებენ და ხმით გელაპარაკებიან, რომ გეგონება ძალიან უჭირთ და შენ მათი ერთადერთი იმედი ხარ.
დედას უცებ სიკეთის სხივები ენთება თვალებში და მიეცი ესენიო – მეუბნება, მე კიდე ფეხზე ვდგავარ, მადიანად ვღეჭავ უგემრიელეს შემწვარ ბარკალს, თვალებში ვუყურებ და არ ვინძრევი.
ვიცი, ამ დროს დედაჩემი ფიქრობს, რომ მე უტიფარი ვარ :დ
მაგრამ პროსტა, არ შემიძლია ასეთებს დავეხმარო.
ერთიანად მახსენდაება თუკი ოდესმე მათზე რამე ცუდი გამიგია.
ვისაც გაუხარდება, შეუძლია რასისტად ჩამთვალოს, მაგრამ უჯიშო ხალხს ვერ ვიტან :დ
ხოდა, მადიანად ვილუკმები, ვუყურებ როგორ გვთხოვენ საწყალი თვალებით დახმარებას და თან ერთად მახსენდება ამათი შვილები როგორ აფურთხებენ რუსთაველზე გამვლელებს 1 ნაყინის ან კოკა–კოლასათვის, როგორ ამაგლიჯა თმიდან თმისამაგრი 3–მა რეგვენმა ქურთის ბავშვმა, როგორ ცემეს ქუჩაში ერთი გოგო მარტო იმიტომ ასეთმა ქალებმა, რომ რაღაცის ფასი კითხა და მერე აღარ იყიდა.
რამოდენიმე წლის წინ, როცა აღდგომა დღეს ისევ სასაფლაოზე ვიყავით, გზის პარას მამა ერთ ნაცნობთან გადავიდა და სანამ მოვიდოდა მქონად დრო დავკირვებოდი რას აკეთებდა ხალხი.
ჰოდა, გამოიარა მინი–ვენმა. საჭესთან ოქროსკბილიანი, ოქროსსამაჯურიანი და ოქროს უზარმაზარ ბეჭდიანი ტიპი იჯდა, გვერდითაც ასეთივე ღიპიანი ბიძა ეჯდა, ორივენი არაქართველები იყვნენ, თათრები, აზრბაიჯანელები ან ქურთები. გააჩერეს და უკნიდან 5–მდე თავწაკრული ქალი გადმოვიდა და სასაფლაოებს შეესივნენ.
ამასობაში მამაც მოვიდა და მითხრა: მაგათმა ესე იციან, ქალებს გაუშვებენ საშოვნელად, თვითონ კიდე ზიან და ქეიფობენო.
ვინმეს სადმე უნახავს ქურთი მათხოვარი კაცი? რატომღაც სულ ქალები და ბავშვები დადიან.
ერთობლივად ბევრ პრობლემას შევეხე ამ ერთ პოსტში, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის: კაცი რომ მამობის პასუხისმგებლობას აიღებ თავზე, მერე შვილები ქუჩაში დასაყრელად აღარ უნდა გაიმეტო..
ერთი სიტყვით, აღმოვაჩინე, რომ საშინელი ქსენოფობი გამოვდივარ. (( :
UPDATE: ზურგზე მოკიდებულ ბავშვებს რატომღაც სულ ძინავთ, დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა შეხვდეთ სულ ჩუმად არიან თოთო ბავშვებიც კი. არასოდეს დავფიქრებულვარ, რომ ეს არაბუნებრივია. მერე გავიგე, რაღც წამლებს ასმევენ, რომ მოითენთოს ბავშვი და არ იხმაუროს ადებილებენ თაობებს.
ვერაფრით ვიხსენებ რა შეიძლება იყოს ასეთი? უკვე რამდენისგან მომისმენია ორი სრულიად საპიროსპირო აზრი:
“ვაიმე, როგორ წერ ამდენს და ასე პირადულს საკუთარ თავზე, მე მასე ვერასოდეს დავწერ.”
“შენ თავზე რატო არაფერს ყვები? დავიჯერო არაფერი გაქვს მოსაყოლი? ასეთი ერთფეროვანი და უინტერესო ცხოვრება გაქვს?”
ორივე ფრაზებს განსხვავებული სოციალური წრის ადამიანები ისვრიან. მაგალითად, პირველს ამბობს ჩემი ბლოგის რეგიონელი მკითხველი, ჩემი ბლოგის უბრალოდ თავშეკავებული მკითხველი.
მეორეს? მეორე ვისგანაც მომისმენია უკვე დავწერე პოსტი – “გოგოშკური”.
ანუ რა ხდება: ერთი და იგივე ფაქტი კონკრეტული პიროვნებებისთვის განსხვავებულად აღიქმება:
ის, რაც ერთის აზრით თეთრია, მეორე თვლის, რომ შავია.
მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ მე ვიცი, რომ ის წითელი ან სულაც, ჩემი ბლოგის ფერია.
უცვლელი აქსიომები ბუნებაშიც აღარ არსებობს, ის კი რა არ გცოდნიათ არასოდეს ჩემზე, ვინმესთვის უკვე ყელში ამოსული ამბავი აღმოჩნდება, ვინმესთვის კი – ბომბა სენსაცია.
ამიტომ, მე თქვენ გულებს გავუფრთხილდები და რაც იცით იმაზე მეტს არაფერს გაგაგებინებთ :დ
სამაგიეროდ, ყველანაირი საბუთი კვლავაც შიგნით მქონდა : (( და ეხლა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ საბუთები ძალიან მჭირდება : (( ბანკშის შენობაშიც კი პირადობის გარეშე არ მიშვებენ. როგორ მხდის სულს ის ფაქტი, რომ იმ ჩალუქულ ლიფტში ყოველ დღე მე–11 სართულზე უნდა ვიარო.
ჰოდა, გავაყოლე ჩემი უსაყვარლესი საფულე ქარს : (( აჩოს ნაჩუქარი რომ იყო ყველაზე მეტად იმიტომ დამწყდა გული. თან +ამას მერამდენედ უნდა ვიგრძნო თავი უკანასკნელი იდიოტივით : (
“ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვერაფრით მივხვდი რა მოხდა ისე სულელურად შემომეკარგა . არ მიყვარს თავს იდიოტად რომ ვგრძნობ ხოლმე : | თან უკაპიკო იდიოტად : | ” – ნაწყვეტი 1 ივნისსს დაწერილი პოსტიდან. პროსტა, ის განსხვავება იყო, რომ ეხლა ვიცოდი სადაც დამრჩა : ((
აი, ასე მოშხამულ ხასიათზე წავედი ლიბერთის ტრეინინგზე.
და ყველაზე კარგი ამბავი ხომ ისაა, რაც კარგად სრულდება: შუა ტრეინინგზე დამირეკა ბატონმა დავითმა მერიის ადმინისტრაციიდან, ლამის ფეხზე წამომდგარმა ვუპასუხე, სულ ზრდილობებად ვიღვრებოდი . და რაში ყოფილა საქმე: ვერიკო, შენ წეღან იმგზავრე n ნომერ მარშუტკაში, სადაც დაგრჩა საფულეო და უცებ ვერ მოვწვი რატო იცოდა :დ სტაჟირებას რომ ვიწყებდი გასაუბრებაზე შემიყვანა თავისთან და თავისი ნომერიც მომცა, რომელიც ჩაკეცილი საფულეში ჩავდე. ჰოდა, ვიღაცას უპოვია ჩემი საფულე და იმ ნომერზე დარეკა :დ სულ მადლობები ვუხადე, ჩავიწერე მპოვნელი მძღოლის ნომერი და გავსქურე უკანა გზაზე დასახვედრად : )) ნუ, მართალია სიჩქარეში ტაქსისტმა ლარიანი მომატყუა, მაგრამ მთავარია, მივუსწარი დროზე და ჩემი საფულე დავიბრუნე : ))
ნეტა, 10 ლარის მაგივრად 100 ლარი რომ მდებოდა მაინც დამიბრუნებდა მპოვნელი? : ))
ეხლა გადავიდეთ
პლიუსებზე:
დღეს აჩომ რუსთავში ჩამომაცილა და “აი, ეს მაღაზია ბავშვობიდან მომწონდა, სულ ძაან მაგარი სამკაულები იყიდება, სკოლიდან რომ მოვდიოდი სულ ვათვალირებდი–მეთქი”. ხოდა, შევედით და ჩემთვის სამაჯური ამარჩევინა : )) ლამაზი და დახვეწილი, ოღონდ ძალიან ისეთია, გამოსასვლელ სამოსზე გასაკეთებელი, ზე თესლ :დ მყარი ლითონის, ნაწილი შავად კრიალებს და ერთ მონაკვეთზე რელიეფური ორნამენტები აქვს თეთრი თვლებით გაფორმებული.
ისე გამიხარდა, ვერ აღვწერ, არცერთი სამაჯური არ მაქვს, არადა ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ზაფხულში: სქელები და შავ–თეთრები ან ფერადები. მაგრამ მე რაც ვნახე არცერთში მაჯა არ მეტეოდა ხოლმე : (( :დ
სამაგიეროდ, ეხლა ისეთებზე ბეეეეევრად უკეთესი მაქვს, პერსონალურად ჩემთვისაა დამზადებული მჯერა ^_^
სურნელოვანი ჩხირები
მერე იქვე მაღაზიაში სურნელოვანი ჩხირები ვიყიდეთ, გადავუქოთეთ ქალს კალათა :დ ყველა კოლოფი სათითაოდ დავსუნეთ და ისე ვარჩევდით, მე სურნელს ბოლოს უკვე ვეღარ გვრძნობდი და აჩო არჩევდა. ერთი ყუთი სულ აიღო და დანარჩენებიდან 10–10 ცალი ამოვიღეთ. ბოლოს ძალიან ბევრი დაგვიგროვდა :დ
“ერთმანეთს რომ ვეფლირტავებოდით იმ დროს მახსენებს, შენ რომ გელაპარაკებოდი ხოლმე სულ მენთო ოთახში ეს ჩხირებიო” – საყვარელი.
ესეც ჩემი დღის “პლიუსი” და “მინუსი”, რამაც საბოლოო ჯამში სასიამოვნო “ნიუსი” გამომაცხობინა.
ტაქს, ეხლა რა ხდება, დროა დღევანდელი პოსტი დავწერო.
როგორც გუშინ ვწერდი {ერთგულ კითხველებს ეს ეცოდინებათ} , ჩემს ცხოვრებაში სიახლეებია, – ცოტა პირადში და ბეეევრი კარიერაში.
მაქვს 3 წინ გადადგმული ნაბიჯი:
დღეს დილის 11 საათზე მქონდა გამოცდა და ჩავაბარე <3 როგორ და რანაირად – არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ჩავაბარე” – ვწერდი 16–ში, ჰოდა, დღეს შემოვედი ფბ–ზე და Big Ben School-ის ვოლზე დამხვდა ჩაბარებული ბავშვების სია თავისი ქულებით და მე ყველაზე მაღალი შეფასება მქონდა. ვერ აღვწერ ისე გამიხარდა, მითუმეტეს, რომ დილით დამეძინა და გამოცდაზე ნახევარი საათით გვიან მივედი :დ მაინც შევძელი! ოთხშაბათს კიდევ ერთი გამოცდა მელის წინ და საბოლოდ მოვრჩები. – შედეგად გეგმის ნაწილსაც შევასრულებ და ამის სერთიფიკატსაც ავიღებ ^_^ [ უკვე ქვემიზანი ჩამომიყალიბდა – A დონე დამაკმაყოფილებს მხოლოდ, რაც უკვე მაქვს (მგონი) თუ ამ მეორე გამოცდაზე არ გავაკეთებ რამე სისულელეს.]ლონდონი ჩემი საოცნებო ქალაქია და მე ამ ზაფხულს მაქვს შანსი, რომ ვიხილო იგი Summer School– გაგვიჩალიჩა ეკამ, თან ძვირი სულაც არ ჯდება და აი, მართლა ღირს წასვლა, ყველანაირად კარგია , ყველანაირად და ყველაფრისთვის. პროსტა, ერთი პრობლემაა: მე ზაფხულში ერთი დიდი გეგმა მაქვს და რამდენად მოხერხდება ორივე არ ვიცი.
II წინ გადადგმული ნაბიჯი: ხო, 1 თვეზე მეტია სტაჟირება დავიწყე მერიის საფინანსო სამსახურში, უკვე მოვიარე სამივე განყოფილება: ბიუჯეტიც, ხაზინაც და ბუღალტერიაც ^_^ რომლის მუშაობა მომეწონა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ბუღალტერიის : )) ვგიჟდები ციფრებზე, გატარებებზე და ყველანაირ ბუღალტრულ/ეკონომიკურ პროცესზე :დ იქაურ სიტუაციას უცებ მოვერგე, გავშინაურდი და არც თანამშრომლებთან ერთად მოლხენაზე ვამბობდი უარს :დ უკვე ვფიქრობდი სტაჟირების გაგრძელებაზე და საერთოდაც, დავიწყე ფიქრი ხო არ დავსულიყავი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, მაგრამ საბოლოოდ აზრი შევიცვალე და 18 აპრილს შევწყვიტე სტაჟირება. თუ რატომ იხილეთ მე–3 ნაწილში .
სრულიად მოულოდნელად დამირეკეს Liberty Bank–დან და გასაუბრებაზე დამიბარეს ^_^ პასუხი 20–მდე უნდა გამეგო, ხოდა, ძაან გავბლატავდი და იქაც გავედი :დ ზუსტად სიყვარულის დღეს დამირეკეს და წარმატებით გაიარეთ გასაუბრება და მობრძანდით სათაო ოფისშიო : )) დღეს პირველი ტრეინინგი უკვე მქონდა. მართალია ეს ის პოზიცია არაა რაც მე მინდა ცხოვრებაში რომ გავაგრძელო, მაგრამ დასაწყისისთვის და სამსახურის დაწყებისთვის მისაღებია. 5 მაისს რჩება ტრეინინგები და მერე უკვე ბანკის სრულუფლებიანი თანამშრომელი გავხდები ^_^
დღეს დილის 11 საათზე მქონდა გამოცდა და ჩავაბარე <3 როგორ და რანაირად – არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ჩავაბარე { :დ }
ჩემი დიადი გეგმის ფაქტიურად 1/6 უკვე შესრულებული მაქვს, წინ მივიწევ და ამ გეგმაში გაუთვალისწინებელი წარმატებებიც უკვე მაქვს, მაგრამ ამაზე შემდეგ პოსტში …
ყოველთვის, როცა რაღაც საქმეს ვასრულებ, ჩვემ თავს ვეკითხები: რა მივიღე მისგან? – მიყვარს ამ კუთხით ჩაღრმავება და საერთოდაც, საკუთარ თავზე უკეთესს ვის დაველაპრაკები ? :დ
ურთიერთობები
ეს არის ის, რასაც ცხოვრების ბოლომდე პატივს ვცემ. ნებისმიერი კავშირი საინტერესო ადამიანებთან მზრდის და თვითრწმენას მიმაღლებს ^_^
ეკა – ჩემი ლექტორი, რომელზეც უამრავ კარგ რამეს ვიტყოდი ეხლა, მაგრამ დღეს გავიგე, რომ თურმე, ჩემ ბლოგს კითხულობს, ამიტომ აქ დავსტოპდები, – არ მინდა იფიქროს, რომ ამ ყველაფერს სპეციალურად ვწერ :დ
ამიტომ, უბრალოდ საუკეთესო (ჯერ) ადამიანია და (შემდეგ) საუკეთესო ლექტორი <3
გამოცდილება
მთელი ცხოვრება ხო სხვა არაფერია თუ არა გამოცდილების დაგროვება, ჰოდა, მეც ვემზადები ამისათვის. ყველაფერს არ ვაკეთებ იმისათვის, რომ საუკეთესო გამოცდილებები დავაგროვო, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ესეც დასაფასებელია ^_^
გამოცდიდან სასწრაფოდ პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციაში გავვარდი { ამ ტერმინის დასახელებაზე ვგიჟდები :დ } იქიდან გამოსვლისას ახალ სალონს ვესტუმრე, რომელიც სულ შემთხვევით შევნიშნე მგზავრობისას და ექსტერიერმა მიმიზიდა.
ჰოდა, მივედი და მოლოდინი არ გაუცრუებია ^_^ ეხლა უკვე ლამაზი წარბები მაქვს – ისე, კოსმეტოლოგი ისეთი კარგი გოგო იყო, ისე მადიანად მეხუტებოდა კეთების პროცესში, ისეთი საყვარელი დეკოლტე ეცვა, რომ …
იქიდან გამოსვლისას აჩო დამხვდა და შემიფასა შედეგი : ))
ისე, ისე მშიოდა უკვე იმ დროისთვის, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდაც ძალიან ნოყიერი რამე მეჭამა, ამიტომაც უცებ გლდანში გავსქურეთ და უგემრიელესი შაურმები ვჭამე :დ ჰო, შაურმები, იმიტომ რომ 2 ცალი მარტო ჩემთვის შეუკვეთა აჩომ :დ არ მეგონა თუ გავქაჩავდი, მაგრამ ორივე ბოლომდე ავითვისე და ცოცხალ–მკვდარი მივეგდე სავარძელზე :დ
ნაყოფიერი და ბედნიერი დღე მქონდა, ამაზე ნაკლები არცერთი არ უნდა იყოს მომავალში : ))