Posts Tagged ‘ახალი ოჯახი’
Reborn
Posted by vekoo on October 30, 2011
იოჩემი ბლოგი, როგორ მომნატრებია.
ბევრი ჩემს ახალ ჩანაწერებს ელოდებოდა, ვიცი .
Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: ახალი ოჯახი, სახლი, ჩემი ოთახი, ძველი სახლი | 11 Comments »
ნიშნობა
Posted by vekoo on June 2, 2011
უკვე ვხედავ, რომ ჩემი ბლოგი პირადულის გარდა ყველანაირ ბლოგს ემსგავსება, ამიტომ ვხსნი ფანჯარას და ვიწყებ წერას.
2 დღის წინ, 28 მაისს ნიშნობა მქონდა : ))
ამიერიდან ოფიციალური საქმრო მყავს :დ და მეც საცოლედ ვითვლები, – რაღაცა სტრანნი გრძნობაა.
ჩემ ცხოვრებაში ახალი “ერა” იწყება. თავს უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობდი ამ დღეს, ზედმეტი ემოციების გარეშე, – თითქოს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო .
ჯერ–ჯერობით ეხლაც ვერ განვიცდი და ალბათ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს სხვა სახლში გადასვლა, სხვა ხალხთან ცხოვრება, მათთან ოჯახის დაკავშირება. ნუ, ეს ვხვდები იმიტომაცაა, რომ ჩემთვის აჩოს ოჯახის წევრები უკვე დიდი ხანია ახლობელი ადამიანები არიან, მათთან თავს აქამდეც შინაურულად და კარგად ვგრძნობდი და მორცხვობის და მორიდების მომენტი არ ყოფილა.

ერთადერთი, ჩემ საკუთარ სახლში ვერ წარმომედგინა ერთად აჩოს მშობლები და ბებია განსაკუთრებით , მაგრამ ესეც წარმომადგენინეს და გამასიგრძეგანებინეს : ))
ისე, თავიდანვე, როცა ურთიერთობას ვიწყებდით მე და აჩო, იმ პერიოდში ყოველ დღე მარტო თბილისში ვნახულობდი ხოლმე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვეუბნებოდი:
–შენ რუსთავში ვერ წარმომიდგენიხართქო.
მაგრამ მერე მალევე ჩამოვიდა და მაშინ პირველად მითხრა:
–აი, ხო წარმოგადგენინეო და კიდე ბევრ რამეს აგიხდენ და წარმოგადგენინებო!
ნუ, სიტყვა რომ შეასრულა ფაქტია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად აი თავდაყირა დააყენა, ოღონდ პოზიტიური გაგებით, მთლიანად სხვა რელსებზე გადამიყვანა.
შაბათის საღამოზე მოვყვები:
დილიდანვე კარგად გამოვიძინე და ნელ–ნელა დავიწყე თავის მოწესრიგება – იმ დღეს საოჯახო საქმეს მე რატომღაც, არავინ მავალებდა.
რაღაცნაირი ტკბილი დღე მქონდა: ჩემ სახლში ველოდებოდი უსაყვარლეს ადამიანს და ამჯერად მარტოს არა, – ნუ, ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ გადასარევი ოჯახი ყავს აჩოს. ბანალური იმ კუთხით, რომ მსგავს სიტუაციებში გოგონები ხშირად ასე საუბრობენ საქმროს ოჯახებზე, მაგრამ მე ისინი გუშინ და დღეს არ გამიცნია , უკვე 2 წელია ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, – მართლა კარგი ხალხია, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. გონიერებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანში და რაც მთვარია, ეს მათ არ აკლიათ.
რაღაცნაირი გრძნობაა, ძალიან მსიამოვნებს აჩოს ჩემს საქმროს რომ ვეძახი, რაღაც პონტში მიტყდება კიდეც ეს ე.წ. “ძველმოდური” სიტყვები, მაგრამ ურთიერთობას ალამაზებს – სხვა ფაზაში შევედით.
მინდოდა სურათები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე …
მკითხველებო, საღამოს კაბები გაამზადეთ : ))
Posted in ახალი ოჯახი, განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ქორწილი, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: აჩო, ახალი ოჯახი, ნიშნობა, ოჯახი, საქმრო, საცოლე, ქორწილი | 22 Comments »
Beloved Granny ;)
Posted by vekoo on March 20, 2010
![]()
არადა, თითქოს, არაფერი იყო ჩემთვის : არც ნათესავი, მეზობელი, ოჯახის მეგობარი …
უბრალოდ ნაცნობიც კი არაა …
არ ქონდა არანაირი მიზეზი, რომ მოვწონებოდი, არ ქონდა არანაირი მიზეზი დადებითი დამოკიდებულებისა … ეს იმიტომ, რომ თვალიც კი არ მქონდა მოკრული .
ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, რომ არა “რაღაც და რაღაც” არც არასდროს თუ ვერასდროს შევხვდებოდით ერთმანეთს და ისე მიებარებოდა გამჩენს, თვალსაც ვერ მოვკრავდით.
მაგრამ, ქვეყანაზე ის “რაღაც” , უფრო სწორად კი “ვიღაც” არსებობს და ორი სრულიად უცხო ადამიანიც დაკავშირდა ერთმანეთთან.
ბევრს გაგიცრუებთ იმედებს და ვიტყვი, რომ ეს პოსტი ბიჭს არ ეძღვნება, აქ უბრალოდ ლაპარაკია ერთ ~75 წლის ქალბატონზე, რომლის ზოგად კრიტერიუმებს სრულებითაც არ ვაკმაყოფილებ: არ ვარ ცისფერთვალება, ქერა და არ ვარ მეგრელი. და მთავარი: არ ვარ პროფესიით მომავალი ექიმი მასავით და მთელი მისი გრძელი სანათესაოსავით.
ოოოო, ეს ბოლო აღარ იყო საჭირო ხო? მაგრამ, 75 წლის ქალბატონისთვის სასურველი სარძლო ასეთ “პარამეტრებში ჯდებოდა” , მაგრამ მოვევლინე მე ქვეყანას , შევიჭერი მის წიაღში და მისი პარამეტრული გარსიც ჩემი მწიფე მაყვალივით გიშრისფერი შავი აშოლტილი წამწამებით დავჩხვლიტე . ( : დდდდდდდდდ )
![]()
შევუცვალე წარმოდგენები და ყველა დილა ეხლა ჩვენზე, ჩვენ დაქორწინებაზე ოცნებით იწყება …
მისი აქტიურობა, მე ცოტა არ იყოს და მაბნევს, მისი მიპატიჟებები მაწითლებს, მისი ყურადღება მსიამოვნებს და პოზიტიურად განმაწყობს.
არ ეტყობა ასაკი, არის ჩემზე ძლიერიც კი და ჩემზე მოვლილი o_0
დღესაც სასიამოვნოდ გამაოცა : ულამაზესი კოლიე მაჩუქა , ძალიან ლამაზი და დახვეწილი .
ისეთი, მისგან რომ შემეფერებოდა და თანამედროვეც რომაა.
დღესვე გავიკეთე და ისე მომწონდა მთელი დღე მგონი ხელი სულ ზედ მეკიდა და ვეფერებოდი. მსიამოვნებს ხელით რომ შევიგრძნობ.
მშვენიერი ჟესტია შვილიშვილის გულის სწორის – ახალგაზრდა გოგოს გულის მოსანადირებლად . აი, ხო ვიცოდი რომ არაფერი “ბუა” არ იყო, მაგრამ მაინც რაღაცა თავდაჭერილი, ფრთხილი თუ თავშეკავებული, ერთი სიტყვით, რესერვედ გირლ ვიყავი მასთან, მაგრამ ეხლა უფრო მოვეშვი და იმედია, შემდეგში რომ ვესტუმრები რამე უბედურება არ დამემართება და წყლის დალევის დროს არ დავიხრჩობი : D
Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: აჩო, ახალი ოჯახი, ბებია, კოლიე, საჩუქარი | 5 Comments »








