
ისეთი, ისეთი დაღლილი და დაქანცული ვარ ამ ეკონომეტრიკის ამოცანის კეთებისგან, რომ აღარაფრის თავი აღარ მაქვს.
არადა ბლოგის ასე მიგდებაც არ მიყვარს : (((
შემიყვარდა ჩემი ბლოგი , გული დამწყდა ძველი რომ აღარ მაქვს … მაგრამ, შეიძლება ასეც იყო საჭირო ( მოდი, გული ამითი გავიხალისო ცოტა : D )
ახალ წელს ახალი ბლოგით მოვევლინე მსოფლიო ფართო ქსელს :sun:
ჰოდა, უკვე გამოცდებიც დამეწყება და მე ჯერ ჩაბარებული არ მაქვს “ნაშრომები” ლექტორებისთვის, ნერვები დამაწყვიტა ამ ამოცანამ, აი 2 კვირაა ვხსნი ( ნუ, იასნია დროში გაწელილად) , მარა ბოლომდე გასვლას ვინ “ჩივის”, მე2 საკითხს ძლივს გავცდი.
დებილი არ ვარ მათემატიკაში, ერთი შეხედვით ადვილია ესეც, მაგრამ იმდენი წვრილმანებია, იმდენი წვრილმანია დასათვლელი, რომ ხან რომელი ციფრი გამომრჩება კალკულატორზე ასაკრეფად და ხან – რომელი და ასე არ დაილია ეს უბედური რა : (

მერე excel-ში ვცადე ამოხსნა, მონაცემები შევიყვანე და იქ ვაჯამებდი და ვამრავლებდი რაღაცებს, ( მოკლედ რომ აგიხსნათ, 30 განსხვავებული მნიშნველოვნებისა და რაოდენობის რიცხვია, და ათასგვარი (( მართლა ათასგვარი )) კომბინაციები მაქვს მათზე გასაკეთებელი)
ხოდა, სკოლაშიც სულ ელემენტარულ მიმატება-გამოკლებაში ვუშვებდი შეცდომას და აქ როგორი შეცდომები მექნება ხო წარმოგიდგენიათ : D
დღეს იყო ჩაბარების ბოლო ვადა და ხვალამდე გადაწია, აი ეხლა კი მე მივედი დასკვნამდე, რომ 41 ქულას ისედაც ავდივარ ( ალბათ ) და აღარ მინდა დამატებითი ამ ამოცანის ქულა ( ვაშაააააააააააა !!!!! ) თეორიას მაინც ვეღარ მოვასწრებ სწავლას და აზრიც არ აქვს.
ასე რომ, მეც დავისვენე და ბლოგზეც შემოვიჭყიტე

პ.ს. ამ ახალ ბლოგზე “About Me” გვერდის გაკეთებაც მინდა, მარა როგორც ვხვდები, ჯერ კაი ხანი ვერ ვაღირსებ ჩემ მზრუნველ ხელს მას : D