პოსტი შთაგონებულია პირად მოტივებზე კიარადა, პოსტს სარჩულად უდევს პირადი გამოცდილება.
მგონია, რომ ბიჭებმა სულ დაკარგეს ბიჭობა .
აღარაფერს ვამბობ კაცობაზე და უბრალო ადამიანობაზეც კი .
ესე იგი, რა ხდება:
ახლახანს შემემთხვა 2 ისტორია, თანაც ორივე სულ რამდენიმე საათის შუალედით და კიდევ უფრო გამიმყარდა ვარაუდი, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ყველას თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს.
ნაწილი I
დილა, 9 საათი და 25 წუთი, კოსტავას გამზირზე პეკინზე გადასასვლელთან მგზავრობის ლარიანს ვაწვდი მშობლიური რუსთავის სამარშუტო ტაქსის მძღოლს და თან ვფიქრობ ტაქსით ავიდე მაღლივში თუ კვლავაც მარშუტკით?
ჩამოვედი და პირველი თვალებში 2 ნომერი გამეჩხირა, – რადგანაც ვიცი, რომ ტაქსისთვის მიწისქვეშათი გზის მეორე მხარეს ტელევიზიასთან უნდა გადავიდე, მერე როდის დავიჭერ ცარიელ ტაქსს - ამ დილაადრიან ყველას ხო სამსახურში აგვიანდება და ამიტომ ეგრევე მარშუტკაში ავდივარ და მხოლოდ მერე ვამჩნევ, რომ ის თბილისის სტანდარტებს არ ჩამორჩება (:დ), სადაც მგზავრობისას მარშუტკაში ფეხზე დგომის კულტურა მყარად ფესვგადგმულია და მეც სხვა რაღა დამრჩენია, 13 სანტიმეტრიანი ჩექმებით ისედაც 175 სანტიმეტრიანი გოგო 4ად ვიკეცები და ვცდილობ, წონასწორობა შევინარჩუნო და არ წავიქცე.
რა მოძრაობაა ქალაქში ყველამ კარგად იცით, რამოდენიმეჯერ კინაღამ სერიოზულად წავყირავდი.
და ბიჭებს , რომ კითხო კაი ბიჭებს და რჩეულ ჯელტმენებს ერთი არ უფიქრიათ ადგილი დაეთმო, მითუმეტეს 2მა ეგევე ფული მოიმარჯვა- მალევე ჩადიოდა.
მხარზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ჩანთა ისევ ერთმა გოგონამ გამომართვა ღიმილით და დამიკავა.
ვაჟას დასაწყისში ერთი ადგილი განთავისუფლდა და დავჯექი და მეც დავისვენე, გოგონას ზრდილობიანად მადლობა მოვუხადე და საგამოცდო საკითხების კითხვა დავიწყე.
ესეც ქალური სოლიდარობა და მამაკაცური პატივისცემა.
ნაწილი II
ვინც არ იცის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოლოქვიუმებსა და გამოცდებს საგამოცდო ცენტრი ატარებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში, მკაცრი წესრიგია და ჩანთებსაც იქვე დერეფანში სპეციალურ საკიდზე ვაბარებთ პერსონალს და ვიღებთ ჩვენ კუთვნილ ჩანთის ნომრის ბარათს. გამოცდის დასასრულს იქ უშველებელი რიგებია- დაახლოებით 3 000 სტუდენტს თავისი ჩანთა უნდა და არის ჭყლეტვა-წეწვა.
პირველად მოხდა ამ 4 წლის მანძილზე, რომ გამოცდაზე რაც შემხვდა ყველა , 3-ივე საკითხი და ამოცანა ვიცოდი და რასაც ქვია დავქარგე ნაშრომი. ამიტომაც მალე გამოვედი.
ჩავდივარ ჩანთის ასაღებად და ველოდები ჩემ 3კაციან რიგს, ჩემ წინ გოგოებმა აიღეს ჩანთები და მე რომ უნდა მივაწოდო ჩემი ჩანთის ნომერი, ამ დროს ვიღაცა პრიშიკებიანი ქერა მუტრუკი ამეტუზა და უტიფრად მიაჩეჩა თავისი ნომერი.
ოოოოო
ვერ მოვითმინე და ეგრევე ვაჯახე, რომ თუ არ იცის, აქ რიგია და კეთილი ინებოს და დაელოდოს როდის ავიღებ ჩანთას. მითუმეტეს, ჭყლეტვა არაა და ჩემს მერე მხოლოდ ის დგას.
“- მეც ვიდექი რიგშიო”. – არადა, თავიდან სულ 3 კაცი ვიდექით, ბოლო მე ვიყავი და ის ჩემს მერე მოვიდა ბოლოს. იმდენი შეგნება და ზრდილობაც არ ქონდა, რომ არათუ დაეთმო გოგოსთვის – ამითი სულ 5 წამს დაკარგავდა, მეტს მართლა არა- დაჟე გადამახტა და ჩემ წინ წავიდა.
რა არის, 5 წამიანი ჩანთის აღების პროცედურაა და ამის გამო გოგონას შენზე წარმოდგენა არ უნდა დააკარგვინო.
სულ დაკარგეს ამ ბიჭებმა გალანტურობის განცდა. ასე მგონია, ყველამ დაიკიდა ზრდილობა და ის იმის შეგნება, რომ მათ კაცი ქვიათ და კაცს კაცური ქცევა მართებს, და არა ჩემი მეზობელი იზოლდა დეიდასნაირი.
ნუთუ მარტო მაშინ უნდა გამოიჩინო ბიჭმა ზრდილობა, როცა გოგოს კერავ? როცა მისგან რამეს მოელი და გჭირდება, რომ თავი მოაწონო?
დასკვნა:
კაი, არც მე მექნებოდა პრეტენზია თვითონ მამრებს რომ არ ქონდეთ პრეტენზია წინადადებაზე გენდერული თანასწორობის შესახებ. მაგრამ საქართველოში მაცხოვრებელი კაცების პროცენტულად უდიდესი ნაწილი თავს ქალზე სრულფასოვან პიროვნებად მიიჩნევს.
ხოდა, თუ ასეთი სრულფასოვნები არიან, ელემენტარული შეგნებაა ხო რომ ჯუნგლის კანონი არ იყოს შენი ცნობიერების წყარო და გოგონას პრიორიტეტი მიანიჭო რიგ შემთხვევებში.
პ.ს. აჩოსთან რომ დავიჩივლე ვიღაც ბიჭებმა ნერვები მომიშალეს მეთქი, ეგრევე “აიჯაგრა” და ვინები იყვნენ, რა უნდოდათო. – რა კარგია, რომ მე ვიპოვე მამაკაცი, რომელმაც იცის როგორ მოექცეს საპირისპირო სქესს, როგორ გაანებივროს და დაიცვას ქალი და მე მასთან ბედნიერი ვარ.
