“თქვენი ნომრიდან ზარია შემოსული და რომელი ხარ? “
აღარ მეგონა ასე თუ კიდე ვინმე ვინმეს იცნობდა : დ
წეღან ჩემ დას დაურეკეს ასეთი ტექსტით და უმტკიცებდა თქვენგან დამირეკესო. სალომ გავარკვევ კარგითო. ამას ეგრევე მესიჯიც მოყვა :
“ara, nu shewuxdebi genacvale ubralod damainteresa da shemidzlia gavigo tqven romeli xar tu tavxedobashi ar chamomartmev aa “
ნუ, მეტს არც მოველოდი, ზუსტად ძველი და მრავალნაცადი, კარგად გახუნებული სტილია გოგოს გაცნობისა, მითუმეტს, რომ ჩემი დის და იმ ვიღაცის ნომრებს შორის მხოლოდ ერთი ციფრია განსხვავება .
ამ ყველაფერმა ჩემი ყოფილი კლასელი გამახსენა : ძველ სკოლაში რომ დავდიოდი, მერვე კლასში სამგორიდან ერთი გოგო გადმოიყვანეს, როგორც თვითონ მოგვიყვა, ობოლი იყო და მეზობლები ზრდიდნენ სამადლოდ, შვილად აღიარეს და თავიანთ ბიჭებთან ერთად საკუთარ გოგონად მიიღეს.
ჰოდა, ეს გოგო ჯერ კიდევ მაშინ არ იყო მთლად დალაგებული , ორიოდე თვეში გადავიდა ჩვენგან და მას მერე თვალიც აღარ მოგვიკრავს.
მოგვიანებით ერთი გოგო გავიცანი, მისი სოფლელი იყო და იმან მოგვიყვა : თურმე, ტელეფონზე ასე 1 ციფრით განსხვავებულ ნომერზე ვიღაც ბიჭი გაუცნია, ( ნეტა, ზარებს თვითონ უშვებდა თუ იმ ბიჭმა იპოვა? : დ ) , ის ბიჭი პატიმარი ყოფილა, ეს დებილიც იქ აკითხავდა და დაორსულდა : დ ეს რომ გაიგეს, სახლიდან გამოუშვეს ამ დედობილ–მამობილმაც , ამ დროს 7–8 თვის ორსული იყო უკვე …
მერე სულ დაიკარგა და მისი აღარც კარგი და აღარც ცუდი აღარ გაგვიგია.
ნეტა, სად არის ეხლა, რას აკეთებს, წესით, უკვე 5–6 წლის შვილი უნდა ყავდეს , ნეტა როგორაა და რა ცხოვრებით ცხოვრობს, ან იმ ბავშვს როგორ ზრდის თუ საერთოდ არ გაუშვილებია.
წარმოვიდგინე ეხლა, რომ თავად მესამე კურსელს I-II კლასელი შვილი მყავს მოსავლელი და ოოოო … არ მინდა, გმადლობთ, თან რა სიტუაციაში .
რა სამწუხაროა, რომ ადამიანების ბედი ბოლოს ასე წარიმართება ხოლმე. არადა მშვენიერი გოგო იყო, მეგობრული და თბილი , ალბათ, ასაკის ბრალი იყო რომ თავში ტვინი ჯერ არ ქონდა და ასეთ კაცთან დაიჭირა საქმე …
პ.ს. აქ ბოლოს წესით, უნდა მიმეწერა : თუკი ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია და იცით ამ გოგონას შესახებ რამე, გამომეხმარურეთთქო : ))