Hello world ვეკოს ბლოგიდან. დღეს გადავწყვიტე ვეკოს ბლოგზე გადმოვპარულიყავი და პოსტი დამეწერა. მგონი გადმოძრომისას ცოტა ღობე დავაზიანე, მაგრამ ეშველება მაგ საქმეს

მოკლედ ვეკო ბოლო დროს ისეთ პოსტებს წერს ბლოგზე, რომ სუიციდისაკენ მიდრეკილი და სასოწარკვეთილი ახალგაზრდა გეგონებათ.
რაც ბლოგი შექმნა, მას შემდეგ შეუვსებელი აქვს გვერდი “ჩემ შესახებ” ცოცხალი თავით არაფერს წერს. არ ვიცი ეზარება თუ უბრალოდ არ უნდა რამის დაწერა. როგორც ვაკვირდები, ძირითადად მაშინ პოსტავს, როცა რამე აწუხებს და მიკვირს როდის ასწრებს უცებ ასეთ ნეგატიურ განწყობაზე გადასვლას, როცა წუთის წინ ფორუმზე მხიარული და აქტიური იყო.
ვეკო მართლაც მხიარული და საყვარელი ადამიანია, არ ვიცი ეს თვითონ რამდენად იცის, მაგრამ მე კი უკვე მშვენივრად მივხვდი თუ რას წარმოადგენს ქალბატონი Sun-waiting. იგი ჭკვიანი, ნიჭიერი, მიზანდასახული და საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა. უყურეთ და ისწავლეთ! მერე რა რომ ბავშვობიდან ცოტა სიფიცხე გადმოჰყვა და ბუზღუნებს ხოლმე, სამაგიეროდ თვალები სულ უბრწყინავს. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ მყავს ნანახი, მაგრამ როცა ვნახულობ, ყოველთვის კარგ ხასიათზეა და იღიმება. მერე საღამოს ძილი რომ მოერევა, ბლოგზე შემოდის და გულის ამაჩუყებელ პოსტებს წერს.
ახლა წუწუნებს იდეების გენერატორი გადამეწვაო, მაგრამ მე ხომ ვიცი სად მდებარეობს ვეკოს ფანტაზიების საზღვარი? ამიტომ იმედია მალე მოვა აზრზე და ახალი, საინტერესო და რაც მთავარია პოზიტიური განწყობით სავსე პოსტებს დაწერს.
Read the rest of this entry »
41.717838
44.721437