ვიდეოს ბოლოს ბონუსად მზის ჩასვლა მტკვარზე )) არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ გამოვიდოდა .
ხო, აქ კიდე ნახავთ როგორ შემიძლია 3 წამში ავაწყო გადამძვრალი “ცეპი” , შეაფასებთ ჩემს “შუმახერულ” სკილს ველოსიპედზე და ნახავთ ჩემს დაცვარულ მაისურს. ხო, კიდე რას … ნავებს და რუსთავის პარკს ))
ცხელა, საშინლად ცხელა, ამ ბოლო დროს ყველა ბლოგერი ამაზე წერს. დღეში 3–ჯერ გადავლებაც აღარაა უკვე საკმარისი და ვაი, როცა სახლში მხოლოდ დილა–საღამოს ვახერხებ შესვლას …
ხოდა, დღეს განვიტვირთე : დ უყურეთ ვიდეოს და შეაფასეთ ჩემი შუმახერობა, თავიდანვე ბიჭი გავიტანე : )))
სამწუხაროდ, ცუდ დროს გამოირთო, ამის მერე წავედით და კიდე 2 ბილეთი ვიყიდეთ და იმის მერეც კიდე გადავაბით “კატაობა ” ,. ძალიან გამიტკბა, მარა იმ საზიზღარმა კაცმა იმისაც გადაგვახდევინა :დ
რაც არ უნდა იყოს, იმას მაინც მივხვდი, რომ საჭის ტრიალი მართლა დამღლელი ყოფილა : )))
ამ ვიდეოში ჩემი პირველი მცდელობაა დიდი “ველო–მრბოლელობისკენ” : D მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძნელი იყო და ძალიან გამიჭირდა ამ ტრიუკის შესრულება, მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე და ამისთვის, მე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს დედას, მამას, დას და ძმას, მეგობარს, რომელიც ყოველ დილით მირეკავდა და მაღვიძებდა, რათა სავარჯიშოდ წავსულიყავი და მინდა მადლიერება გამოვხატო ღმერთისადმი.
მე თქვენ ყველანი მიყვარხართ, მე მინდა მსოფლიო მშვიდობა : D
ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მიიყვარს სეირნობა, ეს მდინარე მტკვარია ( სხვა რა უნდა იყოს , პრინციპში : დ ) მართალია ” ამ პარკში რომ გოგო ჩავა , რომ ამოვა მერე უკვე სახელი აქვს გატეხილი” , მაგრამ ჩემთვის და თან ველოსიპედით შეიძლება : ))