“შენ რა ბლოგი ბლოგი დაიკიდე და facebook-ს მიაწექი ხო” (ც)დაქალი.
წესით, მათ უნდა უხაროდეთ, რადგანაც შანსი, რომ მათი ცხოვრება ჩემი ბლოგის პოსტების შთაგონება გახდება (1;-∞) დაიწია.
ამის პროპორციულად [ თუ ზეპროპორციულად არა] დაიწია ბლოგზე ვიზიტორების რაოდენობამაც ,- კატასტროფული რაოდენობაა – ადრე თუკი არაფერს ვწერდი ახალს 1 კვირა და ინტერნეტში გზააბნეული მნახველები მაინც შემოდიოდნენ, ეხლა როცა ვწერ, ლამის იმაზე ნაკლები ხალხი შემოდის.
ნუ, i don’t care სხვა საფიქრალიც თავზე საყრელი მაქვს. [ჯერ-ჯერობით მაინც]
=====================================
ჯავახიშვილის სწავლამოწყურებულ სტუდენტებს შუალედური გამოცდების ხანა დაუდგათ. დღეს უკვე მეორე გამოცდა ჩავაწიკწიკე ))
პირველი გუშინ მქონდა, მეორე დღეს და მესამეც ხვალ მაქვს :დ
გუშინ სასწავლად 1ს ნახევარზე დავჯექი :O 2ზე დავიძინე. ხვალისთვისაც ჯერ არაფერი მაქვს ნასწავლი. [ ნასწავლი და არა გადამეორებული! : დ ]
მაგრამ მე ხომ დედას/მამას ნიჭიერა ვარ და ყველა თემას დავწერ :ყეს:
ბლოგი? ბლოგი აქაა, დამელოდება, ისევე როგორც თქვენი რსს, გულის ფანცქალით რომ ელიან ჩემ ახალ პოსტებს :დ
ერთი ბედის ქვეშ ვართ? მაშინ ყოველდღიური რუტინისგან განსატვირთად სხვა შანსი თუ არ გაქვთ, წამოკოტრიალდით მშობლიურ საწოლზე და პაროვ სტელარს მოუსმინეთ ))









