
Posts Tagged ‘ლექსი’
ძველი მეგობრები
Posted by vekoo on February 5, 2011
უკვე მივხვდი, რომ გვანცაში შევცდი. რაც იმ სკოლიდან გადმოვედი რაღაცებს დავუკვირდი და ისეთ რაღაცებს მივხვდი, გამაცია
Posted in მემორიზ | Tagged: გაბრიელ გარსია მარკესი, გამოქვაბულები, დორსი, ვარძია, ლექსი, ლექსო, მორისონი, რედიარდ კიპლინგი, რეზო, სკოლა., უნივერსიტეტი, ფლიაშა | 6 Comments »
მეუსაქმურე
Posted by vekoo on July 17, 2010
Alanis%20Morisette%20-%20One.mp3
კიდე რისი დროა? მმმ , ნეტა, რას იტყოდნენ ამ დროს უსაქმური კაცები …
კაცები : ) ფართო მცნებაა : D
დიდი ხანია კაცები ორად გავყავი : შენ და ისინი ; ) გირჩევ შენ და ვუარყოფ მათ. [ მე კი ვისაც ვუარყოფ არასოდეს, არასოდეს ვუბრუნდები ]
შეგეშინდა? მოიცა, დავფიქრდები … მეც მეშინია .
დავფიქრდი . ა, თურმე ფიქრისც შემძლებია , - მიკბენს შურიანი ))
ფიქრი კი, სხვა რამე- არა . რა სხვა რამე? ყველაფერი, რაც უნდა შემეძლოს.
ხოდა, მე ჟანეტი მიყვარს, ჩემი ჟანეტი, ჩემი ფრანგი გოგო ♥
კიდე რა მიყვარს? კიდე ცაში ღრუბლებზე სირბილი და ტბაში ბანაობა მიყვარს. : ))
გაგიკვირდა? მეც მიკვირს ამას რომ ვწერ .
ჩემი დილის მეგზური კბილის ჯაგრისი და ეპილატორია . და მერე მთელი დღე რა კარგია ოთახებში ფეხშიშველა ტანტალი … ♥
მიყვარს ფეხშიშველა, შენ მიყვარხარ .
თუმცა, ეხლა სიყვარულის დრო არაა. უსაქმურობის დროა !
პირადი ბლოგები, ბლა ბლა ბლა, არადა სხვა რამეზე წერაც არ შეიძლება …
- “და მე სიყვარულს დავეძებ ყველგან,
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე,
როს აფეთქდება მთრთოლვარე ყლორტი
და სუსხავ ძალას დაკარგავს მთვარე!”
ვწერდი 15 წლისა. ხოდა, ვიპოვე ეს სიყვარული და ერთი თხოვნა მაქვს :
მეუსაქმურე , აჩო …
Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: აჩო, კაცი, ლექსი, მეუსაქმურე, სიყვარული, ტბა, ფეხშიშველა ტანტალი | 2 Comments »
რთულია სექსი ძაღლებთან … ანუ ჩემი დიაზეპამი .
Posted by vekoo on April 8, 2010

ყველანი ვართ რაღაც დოზით ფსიქოდელიურები … ყველას გვყავს გულში პატარა ეშმაკები –ზოგს დიდი, ზოგსაც პატარა … ყველა ვართ მეამბოხენი, ყველას გვიხარია სიცოცხლე, მაგრამ ყველა არის დრო, ყველა ვნატრობთ სიკვდილს.
ხშირად გვინდა ის, რაც არ გვაქვს და უფრო ხშირად დაუფიქრებლად უარს ვამბობთ იმაზე, რაც ჩვენია.
ანამ…
(ფსიქოლოგიური პოეზია)
————————————————
ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ დახურა კარი…
ანამ გადადო ყურმილი..
აიღო კალმისტარი..
ანამ დაწერა წერილი..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი…
ტვინში დაიწყო შემოსევა..
ტანკებმა ლულები მიმართეს მისკენ..
ტაქტიკური გათვლებით ტვინი ორ დღეში ჩაბარდება..
გალავანი მორყეულია
საკვები გამოილია
წყალი დაბინძურდა..
მეციხოვნეები წუხანდელი ბობოქარი ღამის შემდეგ თვლემენ..
რთულია სექსი ძაღლებთან..
ქალები სასოწარკვეთას მიეცნენ და მკერდი დაიხოკეს..
რთულია სექსი ცხენებთან..
თუმცაღა ალყაშემორტყმულ ტვინში ჯერ კიდევ შერჩათ ღირსება
და ნამუსი,
და პატივისცემა,
რომ ერთმანეთთან არ იჟიმაონ…
ანამ გახედა სივრცეებს..
ანამ დალია წამალი..
ანამ იპოვა სიგიჟე..
ვიღაცის გადანამალი..
ანამ დაკარგა სურვილი..
ანამ დაკარგა ოცნება..
ანამ იცის რომ ეს ხალხიც
ამ ღამით დაიხოცება…
მეორე იერიში გალავნის დანგრევით დასრულდა..
ტანკებმა აიღეს ტვინი..
იგი იმდენად პრიალა აღმოჩნდა შიგნიდან,
რომ ტანკებსაც კი გაუჭირდათ შეღწევა..
ორდღიანი ალყის შემდეგ ტვინში დახვდათ:
ორი შიშველი მეციხოვნე..
მათთან ახლოს ორი მკვდარი ძაღლი..
და სამი ნახმარი პრეზერვატივი…
სამი თეთრი ცხენი…
მათთან ახლოს სამი მკვდარი ქალი..
და რეზინის ორი გაუხსნელი პაკეტი…
კიდევ ტვინში დახვდათ
ძველებურ სკივრში კარგად შეფუთული
და კარგად შემონახული
ბიბლია….
და ტანკებს გაახსენდათ ბიბლია…
და ბიბლიას გაახსენდა ტანკები…
ანამ დახურა ფანჯრები..
ანამ ჩაიცვა შავი..
მერე გატენა ნაგანი..
ანამ მოიკლა თავი…
======================
მიყვარს ეს ლექსი …
Posted in ამოხეთქა, ჩემი დიაზეპამი | Tagged: ლექსი, ოცნება, პოეზია, პრეზერვატივი, სექსი, სურვილი, ფსიქოლოგია, ციხე–გალავანი, ძაღლი | 13 Comments »







