Posts Tagged ‘მეგობარი’
ჯადოსნური ღამე
Posted by vekoo on May 13, 2011
Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: ანანო, აჩო, ვულკანიზაცია, თოვლი, მეგობარი, პიკნიკი, სოსისი, შამფური | 7 Comments »
დედაზე – GRACE
Posted by vekoo on January 29, 2011

ჩემს ცხოვრებაში ერთი ამერიკელი რეჟისორის პაულ სოლეტის როლზე მინდა დავწერო, ვინ ვინ და სწორედ მან დამაფიქრა დედის რაობაზე.
“გრეისს” ვუყურე, მოკლედ, ლაკონურად და ძალიან მარტივად დამანახა რას ნიშნავს იყო დედა და რას ნიშნავს თხემით ტერფამდე გრძნობდე თავს დედად – სოცოცხლის მშობლად.
“წლების მანძილზე უნდოდა მედელაინს ბავშვის გაჩენა და როგორც იქნა დაფეხმძიმდა… მაგრამ როდესაც შვიდნახევარი თვის იყო უბედური შემთხვევა მოხდა, რომელმაც მისი მეუღლე და მუცელში ბავშვი შეიწირა. მედელაინი მაინც გადაწყვიტავს გააჩინოს, თუნდაც მკვდარი ბავშვი! ორ კვირაში მშობიარობს, მაგრამ ბავშვი არც ისე მკვდარია… მედელაინს პატარა გრეისი სახლში მიყავს, ბავშვს კი მოულოდნელად თმა სცვივა და კანი ეჭმუჭნება. დედა ცდილობს ბავშვს ძუძუ მოაწოვოს, მაგრამ გრეისი რძეს არ წოვს… მას სისხლი სჭირდება…”
წავიკითხე ანოტაცია და რიგითი “საშინელებათა” ფილმი მეგონა, ამიტომაც გადმოვწერე. მაგრამ შევცდი.
პატარა აუზში მედლაინი ბავშვს გააჩენს, პატარა მკვდარია და არ სუნთქავს, ჯოჯოხეთური ტკივილების განცდის მიუხედავად დედას უნდა იყოს დედა . ბავშვს ექიმის უარის მიუხედავად მაინც აიყვანს ხელში, გულში ჩაიხუტებს და ის ამ დროს უბედნიერესია – არაფერი ყოფილა დედობაზე მშვენიერი.

მისი ცხოვრების გზა:
-
ცდილობს დაფეხმძიმდეს
-
საშინელი ავარია
-
და განაჩენი – The baby is dead
-
აუტანელი ტკივილები
-
მშობიარობა, მკვდარი ბავშვი ..
-
გრესი!
-
დედის სითბო თუ აუხსნელი ანომალია – გრეისი დედის ძუძუს
პირში იდებს და წოვს. -
სახლი
-
ბუზები, ბუზები, ბევრი ბუზები ბავშვის საწოლთან
-
She needs special food!
-
გამოწურული ხორცი, სისხლი საწოვარაში – დედას უკვე აღარ გამოდის ძუძუზე ნაკბენებისგან სისხლი.
სიყვარული უკვდავია , განსაკუთრებით კი დედობრივი გრძნობა.
მედლაინი ყველაფერზე თანახმაა – ოღონდ ბავშვს არ მოაკლოს არაფერი – ცოცხალი სისხლი. ის თავს სწირავს ბავშვს.
დედობრივი მზრუნველობის გამო კაცსაც კი კლავს, – მას ხომ გრეისის წაყვანა უნდოდა.
ერთი სიტყვით, როგორც ხედავთ, ძაან ჩამაფიქრა ამ ერთი შეხედვით უბრალო ფილმმა – როცა ხარ დედა და თავს გრძნობ მშობლად, არაფერია ამაზე ძლიერი.
იცვლი ცხოვრების წესს, აკეთებ გაუგონარ ამბებს, თავსაც კი სწირავ პატარას.
და ვინ იცის, დაუფასებს კი შვილი დედას ამაგს?
მე ხომ ასე არასოდეს მოვქცეულვარ.
ვინ იცის დედაჩემსაც რამდენი რამე გადაუტანია ჩემ გამო. ეხლაც რამდენ რამეზე ამბობს უარს ბავშვებისთვის.
მას ჩვენ ცხოვრებას ვურჩევნივართ. კი, ზოგჯერ ვჩხუბობთ, ყოველთვის ვაბრაზებ და ვეწინაღმდეგები, მაგრამ ის მაინც დედაა და ჩვენ მისი შვილები ვართ.
ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მეგობრები, ცხოვრების მეგზურები, მაგრამ მშობლებს ვერ ავირჩევთ.
ისინი არიან და ყოველთვის იასებებენ ჩვენთან ერთად, ჩვენში.
“ხელის გულზე კვერცხი ვის შეუწვავსო” – როგორი მართალი ყოფილა.
დედაჩემი ჩვენი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გააკეთებს და მე ამას ვერ ვ აფიქსირებ, მგონია, რომ ეს ისდაც ასე უნდაიყოს, რადგანაც ის მშობელია და პირდაპირი მოვალეობა აკისრია.
მაპატიე დედა, მაპატიე ყველაფერი, მაპატიე ასეთი პოსტები.
ისიც მაპატიე შენი ამაგის დასანახად, იმის დასანახად, თუ რა შეიძLება გააკეთოს დედამ შვილისთვის ეს ფილმი რომ დამჭირდა
UPDATE : გადმოსაწერი ლინკი
Posted in ფილმოგრაფია, ყველაფერი ჩემზე | Tagged: ამაგი, განხილვა, გრეისი, დედა, მაპატიე, მეგობარი, პოლ სოლეტ, რძე, სისხლი, ფილმი, ქალი, შვილი, ძუძუ | 7 Comments »
მჭირდება მეგობარი : D
Posted by vekoo on January 4, 2011

გაუქმებული ექაუნთი ფეისბუქზე აღვადგინე, რადგან ძაან მარტოდ ვგრძნობდი თავს და ცოტა გახალისება-გართობა მინდოდა.
11მდე არ ვაპირებდი facebook-ის აღდგენას, მაგრამ მომიწია. ძალიან მოვიწყინე აქაურობის გარეშე.
მეგონა ეს მაინც გამამხიარულებდა. ვერ ვიტან ამ განწყობას.
მას მერე 2 ფბ-ფრენდს ვესაუბრე , ოღონდ ისეთებს, რეალშიც რომ ვმეგობრობ [ძირითადად] ერთი სკოლის პირველი კლასის და მერე უნივერსიტეტის მეგობარია.
ორივემ შემეკითხეს რა გჭირსო – განწyობის პონტში და რომ ვუტხარი მარტო ვარ მეთქი, პირველივე კითხვა, იყო :
ააჩო ხო შენთანა?
აჩო სადაა?
მათ გარდა კიდე 2ს ველაპარაკე და ორივესგან დაახლოებით ესეთივე
კითხვები წამოვიდა. ანუ აინტერესებდათ ასეთი მელანქოლიის სათავე აჩო იყო თუ არა.
ხალხნო, მარტივია იმის გაგება, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის საყვარელი, გამგები საპირისპირო სქესი ჭირდება, მაგრამ ასეთივე მნიშვნელოვანია მეგობარიც და როცა მეკითხები : ” რატო ხარ ცუდად? რატო ხარ მოწყენილი? რატო არ ახსოვხარ არავის?”
ჯერ ის მაინც გაიხსენე თავად როდის გამიხსენე : D პირველი ახალი წელი იყო, როცა მობილური გვერდზე გადავდე და დაველოდე აქეთ ვინ მომწერდა პირველი. ნუ, ბოლო მაინც : D
შედეგებს არ დავწერ ბლოგზე კაიი?
ეს პოსტი ჯერ ეძღვნებათ მათ, ვინც უკვე მკითხა რატომ ვარ ასე და რატომ ვგრძნობ თავს მარტოსულად და ვინც ამ წუთიდან შემეკითხება , ე.ი. თქვენც შეგეხებათ.
ყველანი ძალიან, ძალიან მიყვარხართ და ასე რა.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: აჩო, ახალი წელი, მეგობარი, მობილური, მჭირდება | 11 Comments »
მტერგობარი – Frenemy
Posted by vekoo on October 1, 2010
არც ისე ცუდია, როცა შენი მეგობარი შენი მტერი აღმოჩნდება, ან სულაც მტერი მეგობრად მოგეპარება.
მეგობარი თუ მტერი ბედის ირონიით ორივე ჩემთან ახლოს მყავს,-
ასე მტერი ამჯერად ჩემი მეგობარია, მე მას ვუერთგულებ და მისი საყრდენი გავხდები ცხოვრებაში.
მე ის ახლოს მყავს და ყურადღებით ვუთვალთვალებ.
ხოლო როცა რამე შეეშლება, ამ საყრდენს გამოვაცლი.

სამოყვროდ მოსული მტერი ყველა მტერზე უარესია. ზუსტად დავინახე
“ღმერთო, დამიფარე ცუდი მეგობრებისგან, მტერს მე თავად გავუმკლავდები”
Posted in განწყობისათვის, სასურველია იცოდეთ | Tagged: მეგობარი, მტეგობარი, მტერი, სამოყვროდ მოსული მტერი | 10 Comments »
დამაკვირდი …
Posted by vekoo on January 15, 2010


ვითომ იდეები შემომაკლდა? …
ვითომ ფანტაზიამ მიმტყუვნა? …
იქნებ სულაც იღბალი დავკარგე? : ))
არადა აქამდე თითქმის არასოდეს მიგრძვნია უიღბლობა : ) …
სულ ვიცოდი, რომ მე ბედნიერი ვიყავი, რომ ბედნიერი ვიქნებოდი …
რომ ჩემ ოჯახში სრული იდილია სუფევდა, რომ მე ყველაზე კარგი ბავშვობა მქონდა …
რომ მე ყველაზე თბილი სახლი მქონდა …
ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა ….
იქნებ ვიტყუები?… იქნებ ჩემ თავს ვატყუებ? …
იქნებ სულაც შენ მოტყუებას ვცდილობ? ….
გიფიქრია ოდესმე ამაზე? : ))
დაკვირვებიხარ ოდესმე ჩემ სიტყვებს? …
დამაკვირდი და მიხვდები თუ რას გრძნობს ჩემი გული, რა მინდა მე .
არ დაუჯერო ჩემ მხიარულ თვალებს, მზიან გამოხედვას, ბაგეზე ღიმილს : ))
არ დაუჯერო !..
დამაკვირდი მე ! თვალი არ მომაცილო !
თუ გინდა მე გამიცნო ჩემ სიტყვები კი არა, ჩემი ქევა განსაზღვრე.
ჩემში ჩემივე ნათქვამით კი არა, ჩემი სულის საშუალებით შემოდი.
გახდი ჩემი სულიერი მეგობარი. – რა იცი როგორ მაკლია ის … : )))
მე გელი : )))

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: ბაგე., თვალი, მე, მეგობარი, ოჯახი, სული, ღიმილი | 7 Comments »










