თურმე გავიზარდე, გავიზარდე და შევიცვალე. ამას ერთი მარტივი მაგალითის საფუძველზე მივხვდი.
მეგობარი მყავდა, სკოლის დამთავრების ასაკში მასზე ახლობელი ერთეულები თუ იყვნენ ჩემთან, ჩემ “მეორე მეს” ვეძახდი …
ჩემი იდეალი არასოდეს ყოფილა, არც რჩევას ვეკითხებოდი მას, მითუმეტეს, მაშინაც არ მოსწონდა ის ბევრს … მაგარამ მე მისი არაფერი მაღიზიანებდა …
მისი არანორმალური საქციელი არ ყვიროდა ჩემში… არ მიჩენდა პროტესტის გრძნობას …
გავიდა დრო… დავამთავრე სკოლა …
მე ჩავაბარე…
ის არც ეცადა … მერე საზღვარგარეთ წავიდა 2 წლით…
ერთმანეთი არ გვინახავს მთელი ეს დრო … ინეტში თუ დავეკონტაქტებოდით ერთმანეთს…
ისიც ძალიან იშვიათად…
ამ დროის განმავლობაში მე სრულიად გამოვიცვალე გარემო, ტყავიც კი თურმე … ბავშვობის მეორე მეგობარი თვლიდა, რომ მე უნივერსიტეტმა შემცვალა ( თვითონ ვერ ჩააბარა, თან მე სადაც მინდოდა იქ მოვხვდი პირველივეზე და თან 100%იანი გრანტით, ის კი ვერსად ) … შეიძლება შურის მომენტიც იყო … არ ვიცი … დროს იშვიათად ვნახულობდი მასთან ურთიერთობისათვის…
არადა ერთი იმასთანღა ვმეგობრობდი რასაც ქვია და მეორე იმასთან, ვინც უცხოეთში წავიდა 2 წლით…
გავიდა დრო… ერთი … ორი წელი …
თეო ჩამოვიდა , სრულიად მოულოდნელად …
ჩვენი შეხვედრაც მოულოდნელი იყო … ურთიერთობა კიდევ უფრო მოულოდნელად გაგრძელდა … მოულოდნელი იყო მისთვისაც ჩემი ცვლილებელი … თურმე სრულიად გამოვიცვალე… ამას მეც კარგად ვისიგრძეგaნებ …
ის წავიდა 2 წლით და შეიცვალა მისი ისედაც დამახინჯებული ფსიქიკა თავაშვებული ცხოვრებით, ღამის კლუბებით … შეიძინა ექსცეnტრიულობა, რომელიც საშინლად მაღიზიანებდა … ეს უკვე მერე თავიდან, ჩამოსვლის პირველ კვირებში მხოლოდ ვაკვირდებოდი …
ვაკვირდებოდი როგორ მეგობრობდა იმ ხალხთან, ვიზეც ადრე ჩემთან ჭორაობდა… როგორ წავიდა ზაფხულში ქობულეთში მასთან ერთად და ეს მეორე დაქალისგან გავიგე … ეტყობა, ისიც გრძნობდა ჩემ დამოკიდებულებას და ბევრ რამეს მიმალავდა …
რა ვქნა, ვერ დავიყენებდი სიფათს , რომ ყველაფერი რიგზე იყო, არ მსიამოვნებდა მისი ახალი მეგობრის კამპანიაში ყოფნა… რა გარანტია მქონდა, რომ ჩემზეც ისევე არ საუბრობდა მასთან, როგორც ჩემთან ჭორავდა თვითონ იმ საცოდავს, ამბობდა, რომ ქუჩაში მასთან ერთად გასვლის ცხვენოდა, რომ ყველაზე ამორალური გოგო იყო მთელ უბანში , რომ მეგობარი ბიჭები მასთან კონტაქტს უკრძალავდნენ … მერჩივნა ყველაფერ ამას გავრიდებოდი და შორიდან მეცქირა მათი სიამ-ტკბილობისათივს…
ამ წლების განმავლობაში ჩემი შეხედულების საზღვრებიც დაიხვეწა, აქამდე თუ ფართო იყო, მაგრამ რაღაც დოგმებით მაინც შემოსაზღვრული, ეხლა ეს დოგმებიც შემოიხსნა და დარჩა მარტო საღი აზრი… როცა თეო ამ საღ აზრს შეეჯახა, შეცბუნდა ძველებური პატარა გოგო რომ არ შერჩა ხელთ …
ასე ჩამოვშორდით ერთმანეთს რამოდენიმე თვით … იყო იშვიათი კონტაქტები …
მერე იმ ახალ გამომცხვარ დაქალსაც დაშორდა და ყველაზე მეტად რაც მეზიზღება ცხოვრებაში, ვიგრძენი როგორ უნდოდა ჩემთან დაბრუნება … მაგრამ მე ვინ ვარ ვინმე რომ განვიკიცხო, – ისე მივეცი ჩემგან წასვლის უფლება, არც არაფერი მიკითხავს და არც მითხოვია,უბრალოდ გადავუსვი ყველაფერს ხაზი , ვითომ არც არაფერი ყოფილა, შეიძლება ითქვას, დროებით მივაყარე სილა ყველაფერს … ჩემ “მეორე მეს” …
სამნი ვიყავით : მე, თეო და ლიკა (ვიზეც ზევით უკვე ვთქვი) . ლიკას დაბ დღეზე 2 თვის წინ ერთად წავედით … ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩემთან დაბრუნებას … უკვე ძველ მეგობრობას მახსენებდა : “ვერო, გახსოვს, ჩვენ ხომ მეორე მეები ვიყავით”
მაინც გავატარე ეს ლაპარაკი … ასეთი გავხდი, გისმენ მაგრამ არ ვიგებ რას ამბობ … გისმენ გულს გარეთ … მეგობრობა უნოდა? ჰოდა, მივეცი ნება თვითონვე მოეშორებინა სილა, რომელიც ადრე მივაყარე …
მას მერე დღეს ვნახე … ჩემთან იყვნენ ორივე. თითქოს, გამიხარდა ძველი მეგობრების სახლში სტუმრება, მეგონა ძველებურად დავსხდებოდით , ჭიქა ყავაზე წავიჭორავებდით .
როგორც იტყვიან ფატალური იყო შედეგი : შემოსვლიდან რამდენიმე ხანში ჩემ ოთახში გადმოვედით კომპიუტერთად და მას მერე მე დავიკარგე. ერთად იშვიათად ხვდებიან კომპთან და წავიდა ვიღაც ვიღაცების ჩვენება, მოსავლის აღება, თავის დაფასება უცნობი ბიჭის გაცნმობის სურვილებზე და მსგავსები :უჟაააას:
მე გამოვეცალე … ისევ შორიდან ვუყურებდი … მერე წამოვწექი ლოგინზე და ჩემთვის ვიპოზიორე , – ყველაზე ნაყოფიერი მგონი ის იყო, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემ გაკეთებულ დასკვნებს თუ არ ჩავთვლით.
თქვენც გააკეთეთ რამე დასკვნა? გამიზიარეთ … ძალიან მაინტერესებს.
დასასრულს კი, ამ გამძლეობისთვის ბონუსი ჩემი იმ დროს გადაღებული სურათები იქნება , რითიც ამ პოსტს ვაფორმებ კიდეც …
შეხვედრამდე .


ეს კი თეოა, რომელიც მე ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარს , მერე რა, თუ ისევ ძველებურად აღარ ვუყურებ მის ხასიათს , – გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია.
უბრალოდ მიყვარს და უბრალოდ …












