
აღარც ვიცი რა დავწერო, ან ღირს თუ არა კიდე ჩემთვის აქ წერა, რადგან უკვე ვატკინე რამოდენიმე ადამიანს გული ჩემი პოსტებით.
მე ვიმოქმედე პრინციპით : “მივედი, ვნახე, გავიმარჯვე” . ჩემ შემთხვევაში : ”მოვნახე იდეა, დავწერე პოსტი, პოსტი გახდა წაკითხვადი, ე.ი. მე გავიმარჯვე” .
ყველა ბლოგერისთვის პირდაპირ ვთქვათ და საოცნებოა, წეროს ისეთი თემები, რომელიც გამოიწვევს დიდ რეზონანსს მკითხველში, გააკეთებენ ბევრ კომენტარს, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ შენ შენი შესასრულებელი შეასრულე. ამ ყველაფრის გაკეთება კი მხოლოდ რამე ისეთით, არაცხოვრებისეულის დაწერით, ისეთით, რაც ჩვენ გარშემო ხშირად ხდება, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს მაგრამ რომ დაიწეროს, ნამდვილ “პატარა რევოლუციას” მოახდენს მავანთა ტვინებსა და გაგებებში , აი ესაა.
ჩემი დანაშაული მარტო ისაა, რომ მე მეცნიერის თვისებები შევითავსე : დ მოვინდომე, რომ თავად შთამებერა სული ახალი სიცოცხლისათვის, – ვნახე ჩემი მეგობრის (როგორც თავად ეხლა ამბობს ყოფილი “მეგობრის” ) ერთი პატარა წინადადება ” სიყვარული არ არსებობს, მე ასე ვთვლი” და შემდეგ ამ წინადადებაზე ავაგე მთელი ისტორია.
მოდით, ყველაფერი გახსნილად ვთქვათ, იმის დაწერას, რომ ჩემი აზრით ზევით მოყვანილი რამოდენიმე სიტყვა მართლა ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგი იყო , მართლა ვაპირებდი.
სწორედ ამ სიუჟეტზე მქონდა გონებაში აგებული პოსტი, რომ ცხოვრებისეული სირთულეები ადამიანს ხშირად ისეთ აბსურდულ დასკვნებამდეც კი მიიყვანს, როგორსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ იტყოდა.
შემდეგ წამოვიდა და წამოვიდა აზრები და ამ დროს მე უკვე ჩემ სტიქიაში ვიყავი … თვითონ პოსტში მე დავწერე არც ისე ბევრი რამ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მე უკვე არა იმ წინადადების ავტორი, არამედ ზოგადად ადამიანი-X დავხატე, დავახასიათე, როგორც მარტივად რომ ვთქვათ, უძღები გოგო , რომელიც იყენებს კაცებს, რადგან თვითონ დაკარგული აქვს ყველაფრის რწმენა და ა.შ.
მერე კომენტარებიც მოყვა ამ პოსტს, ზოგი განიკითხავდა ამ გოგოს, ზოგიც, თანაუგრძნობდა , უმეტესმა კი განიკითხა … მე მათ ვეთანხმებოდი და ჩემ სინანულს ვაჩვენე ამ ადამიანი-X–ს დეგრადაციაზე.
შემდეგ ვნახე ის ჩემი მეგობარი და ვუთხარი, რომ მქონდა ბლოგი, სადაც მასზე დავწერე პოსტი და შემოსულიყო და ენახა. იმენი კი ვერ მოვიფიქრე, რომ იქ მასზე დაწერილი მარტო ის წინადადება იყო და დანარჩენი სრულიად ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.
ჰოდა, შემოვიდა, წაიკითხა, ყველაფერი თავისად მიიღო , გაუტყდა აქ რატომ წერ ამ ყველაფერს და პირში არაფერს მეუბნებიო.
მე მასზე ათმაგად გამიტყდა, მართლა ცუდად გამომივიდა,– ადამიანი მასზე პოსტს ელოდებოდა და ხელთ რა შერჩა. რაც წაიკითხა თავის თავზე მიიღო და მომიძულა მლიქვნელობისა და ორპირობის გამო…
ეხლა კი , არც კი ვიცი რა ვაკეთო, ახალი პოსტიც კარგა ხანია აღარ დამიდია აქ, რაღა აზრი აქვს საერთოდ რამის წერას, თუკი ბლოგის პოპულარობის და მკითხველების დაინტერესების გამო, უახლოეს ადამიანებს ვაყენებთ სულიერ ზიანს, ვაკარგვინებთ ჩვენდამი ნდობას და ვკარგავთ მათ?!
ნუთუ, ჩემი გამართლება საერთოდ არ შეიძლება? “ბლოგისთვის დავწერე ეს ყველაფერი და ყველაფერს შენ თავზე ნუ მიიღებ, შენ მხოლოდ მუზა იყავი , ბიძგი მომეცი იმ სტატიის დასაწერად მეთქი ” და “შენც კაი ჟურნალისტი არ მყავდე, რა სტატიებს წერ ჩემზეო” : | არც ვამტყუვნებ, გასაგებია, რომ არ იცის რა არის ბლოგინგი, არც ის იცის რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის. ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, მერე კი ეკონომიურზე ჩავაბარე რიგი მიზეზების გამო და დღემდე მივტირი იმ დროს, რეპორტაჟებს რომ ვაკეთებდი და “დებატ–კლუბში” ვმონაწილეობდი . ის იყო ჩემი ცხოვრება, რომელიც მე ძალიან მომწონდა და ოცნებად მქონდა ”გავმხდარიყავი ეკა ბერიძესნაირი ჟურნალისტი” . ეკა ბერიძე ცხრაას ხუთში იყო პოპულარული და ჯერ კიდევ იქიდან მოვდივარ მე ჟურნალისტობაზე ოცნებით. ბერიძე შემდეგ ინგა გრიგოლიამ შეცვალა, ოღონდ იმ დროისთვის მეც და ჩემი მიზნებიც უფრო დაიხვეწნენ და შემდეგ უკვე “გრიგოლიაზე მაგარი ჟურნალისტი უნდა გავხდე” ამას ვფიქრობდი : დ
მთავარი კი ის იყო, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი სიმართლის დაცვა მიწევდა და მინდოდა, ეს საკუთარ ცხოვრების საქმედაც გამეხადა. ჰოდა, ჩემ თავს ამ ბლოგზე მივეცი გარკვეულწილად ბავშვური ოცნებების ახდენის საშუალება და გამიტყდა, როცა დაქალი შენც ჟურნალისტი არ მყავდეო აგდებულად ამბობს, გასაგებია, რომ გაბრაზებულია, რომ უტდება რაც გამომივიდა, რომ გავუკეთე.
მაგრამ, დავიჯერო, მართლა არ შეიძლება ჩემი გაგება?
მართლა არ შემიძლია მეგობრობა?
თქვენ როგორ ფიქრობთ ჩემო მკითხველებო?
