Posts Tagged ‘პარკი’
მარტის კატები
Posted by vekoo on March 29, 2011
Posted in ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პიკანტური რეალობა, წარსულის ქრონიკები | Tagged: ალუბალი, ატამი, ბუნება, გაზაფხული, გარგარი, ვაკის პარკი, ველოსიპედი, ზასაობა, მარტის კეტები, მეტეხი, ნარიყალა, პარკი, სკვერი, წყვილები | 15 Comments »
მწვანე პოსტი პარკზე, ჰორიზონტალური წყვილები და ჩემი ველოსიპედი + ვიდეო/სურათები
Posted by vekoo on May 13, 2010
მწვანე, მწვანე პოსტი იქნება . ბევრი ბალახით და კალიით. არა, კალია არაფერ შუაშია , უბრალოდ წინადადებას მოუხდა : D ადრე ბლოგზე ვწერდი ჩემ ჰობიზე – ძალიან მიყვარს ველოსიპედით სიარული შორს და შორს დიადი მიზნებისაკენ : D ჰოდა, ბევრი დააინტერესმა ამ პოსტმა ჰორიზონტალურ და ჩახლართულ განზომილებაში მყოფ წყვილებზე და მეც გადავწყვიტე ისევ წავსულიყავი პარკში : ))
ამ ვიდეოში ჩემი პირველი მცდელობაა დიდი “ველო–მრბოლელობისკენ” : D მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძნელი იყო და ძალიან გამიჭირდა ამ ტრიუკის შესრულება, მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე და ამისთვის, მე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს დედას, მამას, დას და ძმას, მეგობარს, რომელიც ყოველ დილით მირეკავდა და მაღვიძებდა, რათა სავარჯიშოდ წავსულიყავი და მინდა მადლიერება გამოვხატო ღმერთისადმი.
მე თქვენ ყველანი მიყვარხართ, მე მინდა მსოფლიო მშვიდობა : D
ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მიიყვარს სეირნობა, ეს მდინარე მტკვარია ( სხვა რა უნდა იყოს , პრინციპში : დ ) მართალია ” ამ პარკში რომ გოგო ჩავა , რომ ამოვა მერე უკვე სახელი აქვს გატეხილი” , მაგრამ ჩემთვის და თან ველოსიპედით შეიძლება : ))
Posted in პირადი სურათები, სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: ველოსიპედი, ვიდეო, მტკვარი, მწვანე, პარკი, სურათები, ხე | 16 Comments »
პარკი და ველოსიპედი
Posted by vekoo on April 18, 2010
თბილი მინდა დავწერო რამე, ჩემ ველოსიპედზე მინდა დავწერო, ჩვენ პარკზეც მინდა წერა, რომელშიც “გოგო რომ ჩავა და რომ ამოვა უკვე სახელი აქვს გატეხილი” თურმე , ჩვენ მტკვარზე მინდა დავწერო, ჩვენ ხრეშიან ბილიკებზე პარკში …
ამისთვის კი სურათები მჭირდება, სურათები, რომლებიც ვერ გადავიღე– ციფრული უფლისციხეშია და უკვე გორს გამოსცდა და მოდის … ამიტომ მობილურით ვიღებდი…
პარკის შუაში მტკვარი ჩამოდის, შორიდან შეხედავ და ბანაობა მოგინდება, მაგრამ ახლოს არ უნდა მიხვიდე …
მაგრამ მე მაინც მომწონს , მაინც მიყვარს მტკვარიც და პარკიც .
დღეს ქარი ქროდა, დღეს მტკვარზე ტალღები დათარეშობდნენ, დღეს პარკში ქარმა თმები ამიწეწა, დღეს პარკში შეყვარებულ წყვილებს ქარისგან შესცივდათ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ …
პარკი სიყვარულის ქალაქი მგონია … “ოცნების ქალაქის” პრემიერაზე ვერ წავედი და სიყვარულის ქალაქში მაინც გამესეირნა : ))
ვისეირნე ველოსიპედით, ბევრი ვიარე, ვიარე ასფალტზე, ვიარე მიწაზე, ვიარე ბალახზე და წითელ ხრეშზეც, ისეთ ადგილებში ვიარე, შეყვარებული წყვილებიც დავაფრთხე …
ვიარე მუსიკის თანხლებით, ბევრს მოვუსმინე, ბევრიც ვისმინე, ადრეც ვუსმენდი და ეხლაც მიყვარს ქარის ხმა ყურში რომ ჩამწუის … გზის პირას ულამაზესი ხედებია , ცალი ხელი გაშვებული მაქვს და ჩემთვის მივქრი …
არა, რაღაცა უმარილო გამოდის ეს პოსტი სურათების გარეშე …
მომავალ კვირას ისევ წავალ … კვირას ან ხუთშაბათს … ციფრულს წავიღებ და დავაფიქსირებ მზეზე შეყვარებულ ახალ აფეთქებულ კვირტებს და ჩახუტებულ წყვილებს , ნიავისგან აღელვებულ ბალახს და ქარისგან წარმოქმნილ ტალღებს …
მე ვნახე და თქვენც უნდა განახოთ : ))
Posted in განწყობისათვის, ყველაფერი ჩემზე | Tagged: ველოსიპედი, ნიავი, პარკი, ქარი, შეყვარებული, ჩახუტებულები | 14 Comments »








მწვანე ამენთო თვალებში, ჩემი ოთახის ფანჯრიდან აყვავებული ატმის და გარგრის ხე მიცინის, ვარდისფერი ტოტები ლამის ოთახში შემომივარდნენ, ხელებგაწვდენილნი მოიწევენ ჩემკენ და არ შემიძლია გულგრილად ვუყურო.