
Posts Tagged ‘სკოლა.’
ძველი მეგობრები
Posted by vekoo on February 5, 2011
უკვე მივხვდი, რომ გვანცაში შევცდი. რაც იმ სკოლიდან გადმოვედი რაღაცებს დავუკვირდი და ისეთ რაღაცებს მივხვდი, გამაცია
Posted in მემორიზ | Tagged: გაბრიელ გარსია მარკესი, გამოქვაბულები, დორსი, ვარძია, ლექსი, ლექსო, მორისონი, რედიარდ კიპლინგი, რეზო, სკოლა., უნივერსიტეტი, ფლიაშა | 6 Comments »
ზღაპარი გრძელდება – სკოლა მთავრდება
Posted by vekoo on May 20, 2010
ორივე ფეხით ვართ გახვეულნი მახეში , თანაც ისე, რომ ჩემით ვერ ვხვდებოდი და მარის რომ არ დავეტაგე ვერც ვერასოდეს გავიგებდი ალბათ. როგორ არ ეცადა ჩემი მარადმწვანე მარიანა ჩემთვის თვალი აეხილა და დავთანხმებოდი ერთიან განმათავისუფლებელ მოძრაობაში თავმჯდომარის რბილ სკამს, მაგრამ სანამ უგემრიელეს შოკოლადის ჩხირებით არ მოვითაფლე.
ძალიან შემიწუხდა სახე : დ საქმეები გვეძლებოდა , მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით მაინც ყველაფერი გამოგვივიდა მე და მარის და გაქცევა შედგა : გაინტერესებს მეტი? დააჭრე აქ Read the rest of this entry »
Posted in და–ტაგ–ულ–ებ–ი, პირადი სურათები, სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: ბოლო ზარი, ერთიანი განმათავისუფლებელი მოძრაობა, მარი, ნათია, სკოლა. | 11 Comments »
როცა შვილზე მხოლოდ 15 წლით ხარ დიდი…
Posted by vekoo on March 31, 2010
“თქვენი ნომრიდან ზარია შემოსული და რომელი ხარ? “
აღარ მეგონა ასე თუ კიდე ვინმე ვინმეს იცნობდა : დ
წეღან ჩემ დას დაურეკეს ასეთი ტექსტით და უმტკიცებდა თქვენგან დამირეკესო. სალომ გავარკვევ კარგითო. ამას ეგრევე მესიჯიც მოყვა :
“ara, nu shewuxdebi genacvale ubralod damainteresa da shemidzlia gavigo tqven romeli xar tu tavxedobashi ar chamomartmev aa “
ნუ, მეტს არც მოველოდი, ზუსტად ძველი და მრავალნაცადი, კარგად გახუნებული სტილია გოგოს გაცნობისა, მითუმეტს, რომ ჩემი დის და იმ ვიღაცის ნომრებს შორის მხოლოდ ერთი ციფრია განსხვავება .
ამ ყველაფერმა ჩემი ყოფილი კლასელი გამახსენა : ძველ სკოლაში რომ დავდიოდი, მერვე კლასში სამგორიდან ერთი გოგო გადმოიყვანეს, როგორც თვითონ მოგვიყვა, ობოლი იყო და მეზობლები ზრდიდნენ სამადლოდ, შვილად აღიარეს და თავიანთ ბიჭებთან ერთად საკუთარ გოგონად მიიღეს.
ჰოდა, ეს გოგო ჯერ კიდევ მაშინ არ იყო მთლად დალაგებული , ორიოდე თვეში გადავიდა ჩვენგან და მას მერე თვალიც აღარ მოგვიკრავს.
მოგვიანებით ერთი გოგო გავიცანი, მისი სოფლელი იყო და იმან მოგვიყვა : თურმე, ტელეფონზე ასე 1 ციფრით განსხვავებულ ნომერზე ვიღაც ბიჭი გაუცნია, ( ნეტა, ზარებს თვითონ უშვებდა თუ იმ ბიჭმა იპოვა? : დ ) , ის ბიჭი პატიმარი ყოფილა, ეს დებილიც იქ აკითხავდა და დაორსულდა : დ ეს რომ გაიგეს, სახლიდან გამოუშვეს ამ დედობილ–მამობილმაც , ამ დროს 7–8 თვის ორსული იყო უკვე …
მერე სულ დაიკარგა და მისი აღარც კარგი და აღარც ცუდი აღარ გაგვიგია.
ნეტა, სად არის ეხლა, რას აკეთებს, წესით, უკვე 5–6 წლის შვილი უნდა ყავდეს , ნეტა როგორაა და რა ცხოვრებით ცხოვრობს, ან იმ ბავშვს როგორ ზრდის თუ საერთოდ არ გაუშვილებია.
წარმოვიდგინე ეხლა, რომ თავად მესამე კურსელს I-II კლასელი შვილი მყავს მოსავლელი და ოოოო … არ მინდა, გმადლობთ, თან რა სიტუაციაში .
რა სამწუხაროა, რომ ადამიანების ბედი ბოლოს ასე წარიმართება ხოლმე. არადა მშვენიერი გოგო იყო, მეგობრული და თბილი , ალბათ, ასაკის ბრალი იყო რომ თავში ტვინი ჯერ არ ქონდა და ასეთ კაცთან დაიჭირა საქმე …
პ.ს. აქ ბოლოს წესით, უნდა მიმეწერა : თუკი ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია და იცით ამ გოგონას შესახებ რამე, გამომეხმარურეთთქო : ))
Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: დედა, სკოლა., შვილი | 8 Comments »
კახელი იგლესიასი და პამელა ანდერსონის დაქალი კურნიკოვა …
Posted by vekoo on February 8, 2010

ანა კურნიკოვა და კლაუდია შიფერი გამოდიან კორტებიდან. ამ დროს, ენრიკე იგლესიასი გაიჩითა თავისი სასტავით. მისმა ერთ-ერთმა ამფსონმა სიმღერა დაიწყო
:
“- ცრემლიან თვალებს ნუ მალააავვვ”
ამას აშკარად ანას უმღეროდნენ. მას კი უკვე ყელში ქონდა ამოსული სტატუს Que. იგი ერთი 10 ნაბიჯით მიუახლოვდა ენრიკეს უცებ, არავინ რომ არ მოელოდა, შემოატრიალა თავის სექს-ბომბად აღოარებული სხეულის ნაკვთები და ენრიკეს აუღელვებლად, ნელა უთხრა:
“- ენრიკე, ერთი წუთი, მოდი აქ. “
იგი აბა რა ბიჭი იქნებოდა ერთ დაძახებულზე რომ გაქცეულიყო ანასთან და ცოტა ირონიულად კითხა ბიჭებს:
“- ბიჭებო, თქვენგან რომელია ენრიკე?”
ისინი კი, ანას საქციელით გაოცებულნი ერთ ადგილზე გახევებულიყვნენ გაშტერებულნი. ბოლოს, ენრიკე ანას წაყვა.
კლაუდია კი გზაში დატოვეს.
მიდიოდნენ. უფრო სწორად კი, მისეირნობდნენ და ორივეს მოსწონდა ეს სიახლოვე …
ბოლოს, კურნიკოვამ დაურღვია იგლესიასს მასთან ურთიერთობის იდილია:
“- იცი რაა, არ მინდა, რომ შენთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. მაგრამ, არც ცუდი მინდა, ასე რომ, ერთმანეთს დავანებოთ თავი. “
“- დავანებოთ რაა, შენ წერ მერხზე რაღაცებს, მე კი- არა.”
“- ეგღა მაკლია მერხზე რაღაცები ვჯღაპნო შენზე, მე არაფერი დამიწერია და არც არასდროს დავწერ.”
“- ან ის რა იყო ( ისევ უბერავს კახურად : D ) მეთ დეიმონს რომ დაურეკე და რაღაცები კახელოო… გვანცამ მითხრა, რომ შენ სამხრეთ აფრიკელებზე მაგარი სიმღერა მოგიგონია. “
“- მერე რა, ვისაც როგორ უსწორდებოდა ისე უბერავდა. შენ რაა, გინდა თქვა, რომ არაფერი ცუდი არ გითქვამს ჩემზე?!”

“- (ღიმილით) კი, მითქვამს.
“- (ანაც ღიმილით) ხოდა, ეგ იცოდე, რომ მეც ბევრი ცუდი მითქვამს შენ შენზე.
“- ხოდა ახლა მორჩა, ვსო”.
“- ვსო, ვსო. ”
და ასე დაშორდნენ ისინი , სკოლის ეზოს სხვადასხვა მხარეს გაუყვნენ.
უცებ, ბიჭი მოტრიალდა და ყველას გასაგონად დაიძახა:
“- შენ დაქალ პამელა ანდერსონს გადაეცი კიდე, რომ მაგარი სირია (გვანცას) ”
“- რაა? “
“- (უკვე ყვირის, ხმა რომ გააგონოს) პამელა მაგარი სირიაა … ”
2002 წელი
ღმერთო ჩემო, რა ფანტაზია მქონია მე-7 კლასში.
და “ვარსკვლავური” გემოვნება …
Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: ანა კურნიკოვა, გემოვნება, ენრიკე იგლესიასი, პამელა ანდერსონი, სკოლა. | 6 Comments »








