
უნივერსიტეტის რესურს-ცენტრიტან ვბლოგავ.
ეხლა მოვდივარ “მმართველობითი აღრიცხვიდან”. უმაგრესი ლექტორი მასწავლის – ელგუჯა აკობია. მემგონი არ უნდა დამეწერა, სერჩ თერმები გამეზრდება დღეიდან, მაგრამ ღირს მისთვის ))
უჯიგრესი ლექტორია, თავიდანვე ეტყობა, მაგრად დავევასე და ყოველთვის გამორჩეულად მექცევა. ფაქტია, რომ გენიალური კაცია, უმაგრესი ეკონომისტი და ბუღალტერი, იმიტომ რომ დაინახა ჩემში ასე დასაფასებელი ფარული რეზერვები და მას მერე ყოველთვის ვგრძნობ მის კეთილგანწყობას.
ეხლაც მაქსიმალური შეფასება დამიწერა სემინარებში, დასწრებასა და აქტიურობაში, არადა 9საათზე მაქვს და ვიგვიანებდი I-ზე სულ და ბოლოს 11საათიან ჯგუფში მივდიოდი და იქაც II სემინარზე მივასწრებდი ხოლმე. ანუ მაქსიმალურად ვახალტურებდი : (((
მაგრამ რა ვქნა, ჩემი ბრალი არაა, ვერ ვასწრებ უბრალოდ დილით მაღლივში დროზე ამოსვლას. ყოველთვის მაგვიანდება. ხოდა, რა ჯობია ჯიგარ ლექტორებს.
+ჩაბარებებიც რაღაც არ მახსენდება, თავიდან ერთი-ორჯერ გამომკითხა და ვსო. ნუ, მე კი ვიცოდი ხოლმე თითქმის ყოველთვის 98%-ში, მაგრამ მაინც. მაქსიმალური მაინც არ მეკუთვნოდა, მაგრამ დამიწერა ))
++ კიდე ჩემი კოლოქვიუმის ქულა არ იყო შეტანილი ბაზაში : ( 0ქულა მეწერა. არადა, კოლოქვიუმზე 22 ავიღე და 25ად გადამიკეთა. მაგრამ ეგეც არ შეუტანიათ და საერთოდ არ მეწერა არაფერი.
ხოდა, დღეს იმდენი ირბინა ჩემი ქულის გამო სართულიდან სართულზე, რომ მეთქი, ვაიმე, გმადლობთ და ბოდიშით, ასე რომ შეგაწუხეთთქო, – მასაც შეეხო ეს წყეული ბიუროკრატია : |
ეხლა ველოდები 1 როდის გახდება, რომ “ეკონომიკურ ანალიზზე” ავიდეთ მე და ნელიკო.
ნელიკო, ნუ იჭყიტები ჩემ ფანჯარაში :დ
ზის ეხლა აკაკი წერეთელივით ხელშემოდებული და მე მიყურებს რას ვწერ :დ
აი, ასეთი თაფლი უსვია ჩემ ბლოგს ))
მიყვარს სასიამოვნოდ რომ იწყება დღე. თან ვიცი, რომ გაგრძელებაც კარგი იქნება – 1 საათში აჩო გამომივლის და გავსქურავთ. ჯერ არ ვიცი სად, მაგრამ როგორც ყოველთვის, სასიამოვნო იქნება ვიცი :დ
მიყვარხართ ერთგულო მკითხველებო