ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

პირადი ხარჯები და ონლაინ სესხები

Posted by vekoo on September 30, 2016

რჩევები თანხის დასაზოგად:

შეეცადეთ მუდმივად ჩაინიშნოთ რაში და რამდენს ხარჯავთ.

გაიხსენეთ საკუთარი ჰობი და გასართობი, ჩვევები ან პრობლემები, რომელბიც ეხება ჯანმრთლობას ან სხვა პირობებს. გამოყავით ამ საკითხებისთვის ცალკე თანwad-of-100sხები.

როგორია პირადი და ოჯახური ბიუჯეტის შექმნის მიზანი? უმთავრესად, გასაგები უნდა იყოს საიდან მოდის და რაც მთავარია, სად მიდის ფული!

ამის უკეთ გასაგებად შეადგინეთ ჩამონათვალი, რაშიც ძირითადად გეხარჯებათ ფული. ეს შეიძლება სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდეს:

  •    კვება

  •    ტრანსპორტი

  •    ტანსაცმელი

  •    ბავშვები

  •    სწავლა

  •    გართობა

  •    მოგზაურობა

  •    კომუნიკაციის ხარჯები

  •    ქირა/იპოთეკა

  •     სხვა კრედიტი

ყოველ პუნქტში გამოყავით აუცილებელი და ნაკლებად აუცილებელი ხარჯი. მაგალითად „კვება“-როცა მაღაზიაში მიდიხართ, უმჯობესია წინასწარ შედგენილი სია იქონიოთ, რათა არ მოხდეს ფულის გადახარჯვა გაუთვალისწინებელ პროდუქტში და არ განახორციელოთ იმპულსური შენაძენი.

იგივე პრინციპით შეგიძლიათ მიუდგეთ პუნქტს „ტანსაცმელი“.

ასეთი დაყოფის პრინციპი დაგეხმარებათ, როცა საჭირო იქნება ფულის რეზერვის მოძიება სხვა მიზნებისთვის. თუ თქვენ იცით, რომ ნაკლებად აუცილებელი ხარჯი გაქვთ, მათი შემცირება ყოველთვის უფრო მარტივია. თუმცა ასეთი ხარჯების სრულად გამორიცხვა რაკომენდირებული არ არის.

მაგალითად პუნქტი „გართობა“ აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენს ბიუჯეტში, რადგან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და ყველანაირი სიამოვნების მოკლება ნამდვილად დაუშვებელია!

გარდა ამისა, დასვენებისა და გართობის გამორიცხვა ცუდად აისახება განწყობაზე და ამ ბიუჯეტის წარმოებასაც აზრი დაეკარგება. პირიქით, შეგიძლიათ დაგეგმოთ რაიმე საინტერესო მოგზაურობა. თუ მისთვის ფული არ გყოფნით, ოჯახური ბიუჯეტი დაგეხმარებათ რესურსი მოძებნოთ სხვა არააუცილებელი ხარჯებიდან. ასევე ეცადეთ დროულად დაფაროტ ონლაინ სესხები.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | Leave a Comment »

დუმილს ვარღვევ

Posted by vekoo on August 23, 2016

წერა ხშირად მომდომებია, მაგრამ ქრონოლოგიის დარღვევის გარეშე წერა არ მიყვარს, ცუდ ამბებზე წერა კი კიდევ უფრო შემზიზღდა.

ასე და ამგვარად, არც ცუდზე ვყვები და ბლოგიც დარჩა მიტოვებული. 

თუმცა, ახლა ვეცდები ლაითად ვთქვა და  გადავლახო ეს ეტაპიც, მითუმეტეს, რომ უკვე 1 წელი გადის 1 კვირაში . 

გახსოვთ ალბთ, ვმუშაობდი, გულს ვერ ვუდებდი, ფეხებზე მეკიდა, სამსახურში გარემო გულს მირევდა, ადამიანი არ მყავდა გვერდით დამლაპარაკებელი, გულს მირევდა ორპირობაც, ტყუილიც. მითუმეტეს, გულის ამრევია ეს ტყუილი მაშინ, როცა სიმართლე წინასწარ იცი და მაინც იძულებული ხარ გაიღიმო და ამ ტყუილს მოუსმინო. 

დილით ვიგვიანებდი, წამოსვლისას ადრე მოვდიოდი, იქ ყოფნისას უჩვეულოდ ბევრ მზესუმზირას ვჭამდი, სხვა ჩემი საქმე მე იქ არ მქონდა და სხვისი გაფუჭებულის გაკეთების სურვილი კი არ მქონდა. 

მაღიზიანებდა დამოკიდებულება ზემდგომისადმი – ჩემიც და მისიც – რა ვქნა, არ ვარ მიჩვეული არც ფამილიარობას და არც უზრდელობას. 

მოკლედ, ზუსტად ის დრო იყო, როცა უარი უნდა მეთქვა იქ მუშაობაზე კიდევ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ,  ჯიუტად ვდუმდი, – ჩემს  ხელფასს ჩემს გარდა კიდევ ერთი ადამიანი ელოდა, ვისაც მე თავად ვუხდიდი თანხას ჩემი ხელფასიდან, ჩემს გარეშე ის უსამსახუროდ დარჩებოდა და ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო დააკლდებოდა . 

ამიტომაც ვიკიდებდი ყველაფერს და მაინც ჯიუტად დავდიოდი იქ, სადაც არც არავინ მელოდა და მეც ერთი სული მქონდა დროზე მოსულიყო 4 სთ, რომ სახლში წამოვსულიყავი. 

ხოდა, ღვთის ნებით, როგორც იქნა ჩამომშორდა ეს ტვირთი აგვისტოს ბოლოს და ჩემს ადგილას მეპატრონის დაქალი მოიყვანეს – ჩემი გამოშვების მიზეზი ისეთი უსუსური იყო, მხოლოდ ირონია მომგვარა მოსმენისას, მაგრამ რას დავეძებდი – მთვარია, განვთავისუფლდი. 

აღარ მომიწევდა ყოველ დღე მჟავე ჰაერის სუნთქვა…

და მე თავისუფალი ვარ, განვთავისუფლდი. 

მას მერე 1 წელი ხდება და  გამიზნულად არ დავიწყე სხვაგან მუშაობა, მთელი ეს დრო ჩემს თავს მოვახმარე, ნერვები დავიმშვიდე… 

მარტო ამ 1 ზაფხულისთვის ღირდა ეს 1 წელი უსამსახუროდ ყოფნა. 

ამ ზაფხულს მოვიარე მთა და ბარი, ზღვა და  თავი სრულფასოვან ადამიანად ვიგრძენი. ეს 1 ზაფხული ღირდა ყველაფრად და ნამდვილად სწორად მოვიქეცი  ახალ სამსახურში რომ არ გავედი – არავინ მომცემდა მთელი 3 თვე შვებულებას. 

და მე დღეს ბედნიერი ვარ, ვწევარ ჰამაკში და თავისუფლებით ვტკბები. 

Posted in ყველაფერი ჩემზე | Leave a Comment »

ერთი ჩვეულებრივი დღე

Posted by vekoo on April 17, 2015

ჩემი ერთი სტანდარტული დღის გრაფიკი

სადღაც 9 საათისკენ ან ცოტა უფრო ადრე იღვიძებს მარიამი, ლოგინშივე მიირმევს ბუნებრივ რძეს.

მე მინდა ავდგე , თავს მივხედო, მოვწესრიგდე და ა.შ. მაგრამ როგორც წესი, არ მიშვებს და უნდა, რომ სულ მასთან ვიყო და ვეთამაშო ხოლმე.

ვცდილობ აჩო გავაღვიძო და მარიამი მას დავუტოვო, მაგრამ ძირითადად  მაინც ჩემთან უნდა და არაფერი გამოდის.

მე წუთებს ვითვლი 10-ს ნახევრამდე, რომ ძიძა მოვიდეს.

10-ს ნახევარზე მოდის ძიძა, ამ დროისთვის მე ვიცმევ, ოთახს ვაწესრიგებ და ელენიკოს ვაღვიძებ და 11-ს წუთებზე გავდივართ სახლიდან ან

1) მე , აჩო და ელენიკო და ერთად  მივდივართ ბაღში

ან

2) აჩო და ელენიკო და მე ცალკე

ან

3) მე და ელენიკო ბაღში და აჩო – ცალკე.

თუ სამივე ერთად გავდივართ, ელენიკოს მერე აჩის მივყავარ სამსახურში უკვე 12-ს ნახევრისკენ  და თვითონ გაუყვება გზას დედამისის სახლისაკენ, რათა დაისვენოს ძალიან დაღლილმა (ჩვენი ტარებით) და წესიერად ისაუზმოს  2 საათამდე – მერე კლინიკაში მიდის.

4-მდე მე სამსახურში ვარ, და ძირითადად უფრო ადრე გამოვდივარ ხოლმე და მივქრივარ ჩემი გოგოშკასაკენ – ხან ერთისკენ ბაღში და ხან მეორესკენ – სახლში.

და აი აქაა მთავარი მსოფლიოს მეცხრე საოცრება და შავი ხვრელი – სად მიდის ჩემი დრო სახლში, თუკი ის არ იხარჯება არც ოჯახისთვის საჭმლის კეთებაში და არც სახლის საფუძვლიანად დალაგებაში (?!).

აი, ამ კითხვაზე პასუხი მე უბრალოდ არ მაქვს.

მერე საღამოს ან ვსეირნობთ, ან იქვე მოლში გავდივართ. უფრო მოგვიანებით,  როცა აჩოც და ელეც ბრუნდებიან შინ, ისინიც შემოგვიერთდებიან ხოლმე და მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით.

ძილის წინ ვინაწილებთ ბავშვებს – მე მარიამს ვაძინებ და აჩო ელენეს უტარებს ძილისწინა პროცედურებს – ხელ-პირის დაბანა, კბილების გამოხეხვა, პიჟამოების ჩაცმა, მერე ჩაეხუტება და მამა-შვილი ერთად იძინებს : ))

მორჩა, ესაა ჩემი ტიპიური ორშაბათი-სამშაბათი-ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი დღე.

ა, ხო, დამავიწყდა, როცა ღამე ყველას ძინავს, მე რატომღაც მაინც მეღვიძება და აუცილებლად აჩოსაც ვაღვიძებ, რათა დერეფანში შუქი გამორთოს ხოლმე😀

შაბათ-კვირას რა ხდება თუკი დაგაინტერესებთ, მერე იმაზეც დავწერ პოსტს.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 1 Comment »

2014 წლის შემაჯამებელი პოსტი

Posted by vekoo on February 9, 2015

იანვარი – სულ რომ არაფერი გამოვიდეს, ვაპირებ ეს პოსტი მაინც გამოვაქვეყნო.
ჩვენ 2013 წლის პირველ წუთებში

და ესეც იგივე დროს 2014ში.

 

ამ დროს 7-8 თვის ორსული ვიყავი მარიამზე. ღამე ელენიკო ბებიას დავუტოვეთ და მე და აჩო მეგობრებთან გავერთეთ, სანამ პატარა მარიამი დაიბადებოდა თავისუფლების ბოლო დღეებს ვითვლიდით : ))

თებერვალი –

მარტი –  38+ კვირის ორსული 

10 მარტი – მე და ელენიკო მარიამის დაბადებამდე 1 კვირით ადრე:

და ესეც 2014 წლის 17 მარტი, დილით გაგუაში წასვლამდე

17 მარტს დაიბადა პატარა მარიამ ჩხიკვაძეისევ ისე ემოციურად განვიცადე ყველაფერი, როგორც ელენიკოს დაბადებისას, უფრო მეტადაც კი ვინერვიულე ოპერაციის დაწყების წინ. 

ექიმთან შეთანხმებული მქონდა, რომ აჩოს ისევ დაასწრებდა ოპერაციაზე, როგორც ელენიკოს დროს, მაგრამ “კარანტინი” დაემთხვა და მომიწია მარტო შევსულიყავი. წვეთოვანი რომ დამიდგეს სანამ შემიყვანდნენ, ისე ვნერვიულობდი ამაზე, როცა გამომიძახეს “ადექი, წამოდი საოპერაციოშიო”, ისეთი კანკალი ამიტყდა, შეეშინდათ ექიმებს და თვითონ გამოიძახეს აჩო ჩემს დასამშვიდებლად.

ჰოდა, ეხლაც ისევ ისე, როგორც 2012 წლის 21 ივნისს, ისევ თავთან მედგა, ჩემი ხელი ეჭირა და მამშვიდებდა. 

ხოდა, მერე მითხრა, გახსნილ მუცელშიც ჩავიხედეო. ასე რომ, ჩემი გულ-ღვიძლიც და ორგანოებიც ნანახი აქვს ამ ვაჟბატონს : ))

ესეც მარიამი სამშობიაროდან გამოყვანის დღეს 4 დღის.

 

ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს, ვერ წარმომიდგენია – 2 დაიკო ერთადაა და ერთმანეთს როგორი სიყვარულით ექცევიან❤


აპრილი – და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ამ 2 ქალბატონის გარშემო ტრიალებს : ))


15 აპრილი

და ჩვენ ოთხნი : ))
ელენიკოსთან ვცდილობ ძველებურად გავატარო დრო, თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად გამომდის, ამიტომაც ნელ-ნელა მამიკოს გოგო გახდა, რაც ძალიან მახარებს❤

მაისი – ჩემი თვალებციმციმა გოგონა❤


6 მაისს მარიამი გაქრისტიანდა – თამთამ და გიორგიმ მონათლეს







და ჩვენი ცხოვრება გრძელდება ასე 2 გოგონას თანხლებით:


პირველი ზიარება 11 მაისი:


და პირველი ბირჟაობაც😀


21 მაისი – ელენეობა – გილოცავთ ყველა ელენიკოს

ივნისი –
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის დღე მზიურში
ელენიკოს დაბადების დღე მოვიდა – 21 ივნისს, დავპატიჟე პატარა ბავშვები და ვეცადე ჩემი შვილისთვის ეს დღე დღესასწაულს დამსგავსებოდა, გამოცდილება ნამდვილად მივიღე და მომავალ წელს უფრო დავხვეწ : D



ელენიკო და მისი მეგობრები – ბარბარე და ალექსანდრა : ))

ამასობაში მარიამჩიკიც გაიზარდა



არ მკითხოთ როგორ დავაძინე

 

ივლისი –

4 თვის ხდება ქალბატონი




ზაფხული განსაკუთრებულად ასეთი სიამეების გამო გვიყვარს, ზუსტად ვიცი 2015 წელს ბევრად უფრო კარგად შევიგრძნობ ამას :D 

აგვისტო –

ვიყავით ბორჯომში და მოვინახულეთ რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი, სერაფიმ საროველის სახელობის მონასტერი



5 თვის მარიამჩიკი და ბაბუა

სექტემბერი-

8 სექტემბერი – ელენიკოს პირველი დღე ბაღში



და სექტემბრის ბოლოს მეც გავედი სამსახურში

ოქტომბერი- 

ნოემბერი-
ჩემი თოვლის პრინცესა

დეკემბერი- ელენიკოს პირველი ზეიმი ბაღში

ჩემი პირადი სნეგურაჩკა❤

გაიზარდნენ გოგოები, უკვე შეიძლება მათი სადმე წაყვანა 29 დეკემბერი 2014

და 2014 წელს ასე ბედნიერად დავასრულებ, მშვენიერი გამოდგა ჩვენთვის : ))

Posted in მემორიზ, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , , , , | Leave a Comment »

პრობლემა მაქვს.

Posted by vekoo on September 4, 2014

ვიცი, რომ ვინ ვინ და მე არ უნდა ვიწყებდა პოსტს სიტყვებით “სხვათა შორის”, მაგრამ 

სხვათა შორის, როგორც მივხვდი, ძლიერი, მძაფრი ემოციები მჭირდება თურმე, რომ ახალი პოსტი დავწერო.

თან განვლილი პერიოდის შეჯამება მინდა, თან ჩემს სულიერ მდგომარეობაზეც მინდა დაწერა, მაგრამ კარგად ვიცი, რომ “როცა ვულკანი ფეთქავს, მის შორიახლოს არ უნდა გაიარო”,  ამიტომაც “რასა ვიქმ” თემატიკას თავს ავარიდებ.

არადა, ასეთ ხასიათზე მყოფს არც ჩემი მდგომარეობის აღწერა მეხერხება ადეკვატურად.

საერთოდაც, ისიც არ ვიცი რატომ ვწერ ამ სისულელეს, იმიტომ რომ სათქმელს ყველანაირად თავს ვარიდებ.

მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი მაინც გამოქვეყნდება, მერე რა თუკი ყველას უშინაარსოდ მოეჩვენება, მახატია.

აი, უხეშობამ იჩინა თავი და მესიამოვნა, საერთოდაც ეხლა ვაზებისა და ყველანაირი მსხვრევადი ჭურჭლის გროვა რომ დამილაგოს კაცმა, სათითაოდ და საოცარი გულმოდგინებით, ნელა-ნელა შევუდგებოდი და ისე შევალეწავდი ყველას კედელზე.

ვერ გაიგებთ თქვენ მე რა მჭირს, ცუდ განწყობაზე ვარ.

14 წლის ემო გოგოს პოსტს გავს ეს ჩემი ნაბოდვარი, მაგრამ მასაც აქვს არსებობის უფლება, ძალიან მომბეზრდა ეს დაკერილი სიფათები და ყურებამდე გახეული პირი .

მინდა ვიყვირო – ცუდ ხასიათზე ვარ! 

პრობლემა მაქვს. 

Posted in ყოველდღიური | Tagged: , , , | Leave a Comment »

გამარჯობა ვეკო!

Posted by March on August 20, 2014

არასოდეს დამიწერია გესთპოსტი, ნუ ეხლა რომ დავფიქრდი შეიძლება დამიწერია კიდეც, მაგრამ ვერ ვიხსენებ.

herewego

წეღან ჩემს მივიწყებულ ბლოგზე შევიხედე და უცებ აღმოვაჩინე, რომ თურმე ჯერ კიდევ მაქვს შენს ბლოგთან ადმინისტრატორის სტატუსით წვდომა და გადავწყვიტე შემოვპარულიყავი და პოსტი დამეწერა.

დიდი ხანია პოსტიც არ დამიწერია, არც ადრინდელივით გამიტარებია დრო შენთან ერთად მთელი დღე ლაპარაკში და სიარულში, ჰოდა გადავწყვიტე რამე ნოსტალგიური ინტრიგა შემომეგდო ბლოგზე.

 

მაინტერესებს, სად არის ის გოგო, უაზრო პოსტებს რომ ისეთ თეგებს უკეთებდა, რომ ყველა შემოდიოდა წასაკითხად? სად არის ის ინტრიგანი გოგო, რომელიც მეუბნებოდა, რომ ბლოგერმა უნდა წეროს ყველა ლოკაციიდან?

არადა, რატომღაც მგონია, რომ მშვენივრად მოახერხებდი  Xiaxue-ს ქართული ანალოგი შეგექმნა. არ მითხრა რომ დრო არ გაქვს, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი პოსტებს ძალიან სწრაფად წერ და ღრმადფილოსოფიურ სიბრძნეებსაც არავინ ითხოვს შენგან.

 

მახსოვს ერთხელ მითხარი, არ მინდა “სტანდარტული დედა/დიასახლისი” გავხდეო, ჰოდა მე გითხარი ვერ გახდებითქო, ეხლა კი მინდა გითხრა, რომ არ გახდე!

ზუსტად ვიცი, საქმე არც სტანდარტულ დედობაშია და არც ერთფეროვნებაში, ისიც ვიცი, რომ დღის მანძილზე ბევრი რამის კეთებას ასწრებ და სულაც არ გაქვს მოსაწყენი ყოველდღიურობა (ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ გექნება) უბრალოდ გეზარება და მუღამი გჭირდება, რომელსაც ზემოთ რომ დაგილინკე იმ ბლოგერთან იპოვი ^___^

ჰოდა, მგონია, რომ რამენაირად უნდა დაბრუნდე (ფოტოებით, ისტორიებით და რჩევებით)

 

Kind Regards,
March
08/2014

Posted in ამოხეთქა | 5 Comments »

2013-ს რივიუ

Posted by vekoo on January 15, 2014

ცოტა კი დამიგვიანდა, მაგრამ 2013 წელს შევაჯამებ.

ზამთარი 2013 წელი.

დავდექი თხილამურებზე, თან ისე, რომ სეზონის ბოლოს უკვე საკმაოდ კარგად ვსრიალებდი.  2013 წლის ზამთარში ულამაზესი დღეები მაქვს გატარებული გუდაურში, – თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ელენიკოს დედაჩემს ვუტოვებდი და ჩვენ მივდიოდით თოვლიანი მწვერვალების “დასალაშქრად”.

გაზაფხული 2013 წელი.

ამ დროს უკვე მეტისმეტად შემაწუხა ორსულობიდან შემორჩენილმა ზედმეტმა 18მა კილომ და სინდისმა და დავიწყე კალორიების თვლა, დღეში საშუალოდ 1000-1200 კალორიის მიღების შემდეგ ყოველ კვირა უპრობლემოდ ვიკლებდი 1 კგ-ს. ამ შემართებამ 2 თვე გასტანა  და ამ 2 თვეში 10 კილომდე დავიკელი წონაში.  მერე უკვე ისე მომეწონა -10კილოიანი მე და პლიუს ამას, ახალი ჰობი გამომიჩნდა, რომ მოვდუნდი, თუმცა კი ორგანიზმი მაინც განაგრძობდა კლებას ზომიერად კვების ხარჯზე.

1 წელში “შემოლაგებულ ცხიმებს” რომ მოვერიე, გადავწყვიტე 4 წლის განმავლობაში განუხორციელებელი მიზანი ამესრულებინა და ისევ მივადექი მართვის მოწმობის ტესტებს. დაახლოებით 2-3 კვირაში ყველა ტესტი ჩავიკითხე ბოლომდე , 4 გაკვეთილი პრაქტიკაზეც გავიარე და 6ივე ელემენტი შევისწავლე, მე-5 “კანტროლკაც” დავარტყი გაკვეთილად და საბოლოოდ მაისის ბოლოს სანატრელი მართვის მოწმობაც ჩემი გახდა.

გამოდის, გაზაფხული ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.

ზაფხული 2013 წელი.

აგვისტოში მე, აჩო, ელენიკო და სანდრო წავედით ზღვაზე თამთასთან. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მეგობარს თავის სახლში დაპატიჟებისთვის, რომ არა თამთა და მისი ნათესავებ-მეზობლები, ალბათ უფრო კოშმარული “დასვენება” გამოგვივიდოდა.  ჩემი რჩევა იქნება: არასოდეს წახვიდეთ 1 წლის ბავშვთან ერთად დასასვენებლად, თუკი დამხმარე არ გყავთ თან. მე გამიმართლა, რომ თამთასთან ვიყავი და ეზოში ყველა ელენიკოს ეფერებოდა და იტოვებდა და უვლიდა, ამ დროს კი მე დღეში 3 განსხვავებული სახეობის საჭმელს ვუკეთებდი . დასვენება არ გამომივიდა, მაგრამ მაინც კარგი დრო ვატარეთ ერთად.

უფრო დავუახლოვდი თამთას და მოგონებად უუუუამრავი სასიამოვნო ფოტო-მოგონება შემომრჩა.

ა, ხო, ივნისში დავიწყე სამსახური ერთ-ერთ ორგანიზაციაში ბუღალტრად. ამ დროიდან უკვე 2 შპს-ს მთავარი ბუღალტერი ვარ ^_^

შემოდგომა 2013 წელი

შემოქმედებითი ღწვის პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის, შევისწავლე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საბუღალტრო პროგრამა და ჩემს თავში დავიჭირე, რომ ოპა, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და გონებრივ-გამოცდილებითი რესურსებიც უკვე საკმაოდ დამიგროვებია.

ზამთარი 2013 წელი.

პრინციპში, უკვე იწურება ეს დრო და 2014-ია და მე 2 თვეში ახალ ბაიას ველოდები.

ელენიკოს მალე დაიკო ეყოლება❤

Posted in მემორიზ, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | Leave a Comment »

შეგრძნება შიგნიდან

Posted by vekoo on November 30, 2013

გრძნობა, როდესაც ზიხარ შენთვის , სვავ ჩაის-ყავას ან სულაც მუხლებზე ლეპტოპი გაქვს შემოსკუპებული და საყვარელ გვერდებს ათვალიერებ. ამ დროს მხედველობა ქვევით გაქვს მიმართული. ქვევით, თუმცა არც იმდენად, რომ რაღაც დაინახო, რაღაც განსაკუთრებული.

მუცელი უცნაურად ირწევა, შიგნიდან რაღაც გაწვება და შენს კანზე სრიალებს, ოღონდ შიგნიდან. შემდეგ ისევ და ისევ.

ძალიან უცნაური და სასიამოვნო გრძნობაა.

ეს მოძრაობები არა “რაღაც” ზებუნებრივი ძალით, არამედ “ვიღაცის” ნება-სურვილით ხდება. შენ გრძნობ ხელის შეხებასავით სხეულზე, როგორ აატარ-ჩამოატარებს სხეულს შენში და გამოზნიქავს კანს შიგნიდან. საუცხოო შეგრძნებაა, თან როცა იცი ამას ვინ ჩადის.

ამ შეგრძნებების ავტორი – ელენე ეხლა ჩემს წინ დაბანცალებს, რომ ვუყურებ ძნელი დასაჯერებელია, ოდესღაც იმხელა იყო, რომ ჩემს მუცელში ეტეოდა.

საოცარი შეგრძნებაა.

ვცდილობ გამოვცნო ხელია, ფეხი, თავი, მუხლი თუ იდაყვის თავი : ))

Posted in პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 3 Comments »

გათხოვება როგორც ასეთი

Posted by vekoo on November 17, 2013

შემოვედი და ისე არ გავალ, რომ რამე არ დავწერო.

ხშირად, ძალიან ხშირად გამიგია, რომ 25 წლამდე ნებისმიერ ასაკში (და ზოგჯერ 25ს მერეც) ოჯახის შექმნა არის ძალიან დიდი სისულელე ადამიანის მხრიდან, რომ ესაა საუკეთესო პერიოდი, რომელშიც ადამიანმა ყველაფერი (?) უნდა მოასწროს , რომ ამითი ცხოვრებას იმახინჯებენ დაქორწინებულები და მერე ყველაფრის გამოსწორება ურთულესი ხდება.

ვათა ფაქ.

ასე ფიქრი მაშინ ემართებათ ადამიანებს, როცა საკუთარი ცხვირის იქით ვეღარაფერს ხედავენ, როცა ყველაფერს საკუთარი გადმოსახედიდან აფასებენ, როცა ლოგიკური განსჯის უნარი შეზღუდულია და შენი წრის/თვალსაწიერის იქით არაფრის შეფასება შეუძლიათ, როდესაც სხვისი ღირებულებების აღიარება წარმოუდგენელი ხდება.

ასევე, როცა გათხოვებისთვის ორად ორი მიზეზი არსებობს – 1) შეიცნო შენი პარტნიორი, უფრო სწორად იმ დროისთვის შეყვარებული, მეგობარი, ლოვე (ფუ), თუ რასაც ეძახით უფრო ინტიმურად და 2) როცა გათხოვებასა და სხვის სახლში ცხოვრებში ხედავ საკუთარი სახლიდან გაქცევის ერთად-ერთ შანსს.

მე ვინ ვარ სხვებს რომ ასე “ვამკობ”? მე შემიძლია ორივე მხარეს გავუგო და არც ერთზე ვიფიქრო “სად ტაკოში არიანთქო”.

21 წლის გავთხოვდი, იქამდე 2 წელზე მეტი ვიცნობდი და ფაქტობრივად ის 2+ წელი ერთობლივად გამო-ვიცხოვრეთ-გამოვიწრთეთ მე და ჩემმა საყვარელმა მეუღლემ (ერთ დროს ეს სიტყვაც მეუხერხულებოდა, მაგრამ ეხლა მომწონს, რატო). აფსოლიტურად გავიცანი და ეს 2+ წელი საკმაო დროა იმისთვის, რომ განსაზღვროს ადამიანმა რა გინდა და რას ელი, ნუ კაკ მინიმუმ ის მაინც იცოდეს უახლოესი ვთქვათ 5 წელი ამ თავისი არჩევნით ბედნიერი იქნება თუ უკმაყოფილო.

მეე? მე ვთვლი, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე და ყველაზე შესაფერის მომენტში – არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიან.

შედეგი? შედეგად მყავს შვილი – ელენე, რომელიც ცხოვრებას მირჩევნია.

ფრაზა “მერე იქნება შვილი და მერე იქნება ტრადიციული დედობა/დიასახლისობა/ჩაკეტილობა”

მეცოდება ის, ვინც დედობის სიტკბოს ვერ აფასებს, მართალია, არის ასაკები, როცა თავი უნდა შეიკავო ამხელა პასუხისმგებლობის აღებისგან, მაგრამ მე ზუსტად ვიცი , რომ ყველაზე დიდი განძი, რაც ამ ქვეყნად გამაჩნია, ყველაზე დიდი და ერთადერთი არის ელენე.

მე ეხლა ეს სიტკბოება ვიგემე და ის, ვისაც ეს არ გამოუცდია ვერასოდეს გაიგებს როგორი ჩათრევა იცის ამ ყველაფერმა.

მე შემიძლია ყველას გავუგო, ვინც საკუთარი შეხედულებებით ცხოვრობს და საკუთარ ლაიფსთაილს “აწვება”, მაგრამ არასოდეს მესმოდა და მეღიმებოდა მათზე, ვინც გარეშე პირების ამ ლაიფსთაილის ჭრილში განიხილავდა.

ყველანი ხომ განსხვავებულები ვართ, ღმერთმა ყველას მოგვცა არჩევანის თავისუფლება და ისიც გითხრა: “არ განიკითხო და არ განიკითხებიო”. ტაკ შტო არც ჩემი საქმეა ვინმეს ცხოვრება და ნურც სხვა შეწუხდება და ნუ ეცდება შეაფასოს ჩემი ცხოვრება და თავისი ბეჭედი დაასვავს მას.

Posted in ყოველდღიური, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , | 1 Comment »

how i am

Posted by vekoo on October 5, 2013

საქმე ძალიან კარგადაა, მადლობა ღმერთს, მაქვს ფანტასტიური სამსახური – 4საათიანი სამუშაო დღით, შაბათ კვირას ვისვენებ, ანაზღაურება 4 საათისთვის ზენორმატიული, არაჩვეულებრივი უფროსი და მისი საყვარელი მეუღლე – აწ უკვე ჩემი უფროსი მეგობარი.

მადლობა ღმერთს, მყავს ერთი პატარა [და ზრდადი : )) ] ოჯახი, ჯანმრთელი ელენიკო და აჩო – ჩემი ცხოვრების 2 სუნთქვა.

მყავს დედა, მამა, და-ძმა, ნათესავები, რომელთან ურთიერთობაც სიამოვნებას მანიჭებს, ერთგული მეგობრები და მათთან განუსაზღვრელი გონებრივი შესაძლებლობები.

მე დღეს ისიც მაბედნიერებს, ჩემი დის დაბადების დღე რომ არის, ონლაინ რომ ვიშოპოპინგე და თუნდაც, ხვალ თბილისობაზე მწვადს რომ დავაგემოვნებ, ცხვირში ბოლის სუნი რომ შემიღიტინებს, ისიც, წეღან აჩოს ჩემთვის ბიბლუსში წიგნები რომ ვაყიდინე…

არ ვიცი ამ პოსტით რისი თქმა მინდოდა, უბრალოდ გადავწყვიტე 1-2 სიტყვა დამეწერა როგორ ვარ მე ეხლა,

ნეგატიური არაფერი მახსენდება, ეხლა მე ძალიან კარგად ვარ, მინდა სულ ასე ვიყო.

Posted in ყველაფერი ჩემზე | 2 Comments »

5 დეკემბერი 2012 წელი, დრაფტი.

Posted by vekoo on August 25, 2013

მაშ ასე, ვიწყებ დრაფტების გამოქვეყნებას, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი და როგორი პატარა/დიდიც არ უნდა იყოს.

5 დეკემბერი 2012წელი.

ელენიკოს ჩვევები:

ეფერება სარკეში საკუთარ გამოსახულებას, ხელს კიდებს ზედაპირს და უხარია როცა ეხება.

იცის თავისი სახელი და ტრიალდება ელენეს გაგონებაზე. 

ამ დროს ელენიკო 5 თვის და 1-2 კვირისაა. ესეც ამ დროის სურათი : )

Posted in ყველაფერი ჩემზე | Leave a Comment »

მე და ელენე

Posted by vekoo on October 23, 2012

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ამბის მოლოდინში წელი ისე მიიწურა, მე ნიუსები არ დამიდია. როცა მნიშვნელოვანი რამე ხდება კი საწერად ვეღარ ვიცლი. ამიტომ გადავწყვიტე, უბრალოდ ავდგე და დავპოსტო რა ხდება ახლა.

ახლა ელენეს ძინავს, ჭუპი-ჭუპი ვქენით, იქამდე კი არომატული ზეთებით დავუმასაჟე ფუმფულა ფექუცები, მერე ცხელ წყალში ჩავსვი და ვაბანავე. მარტო წევს ხოლმე თავის აბაზანაში – ჩემი ხელის მოკიდების გარეშე და ამ დროს ფანტასტიურად ერთობა : ხან ხელ-ფეხს ადგაფუნებს წყალში და პირი ყურებამდე აქვს გახეული, ხანაც გაიტვრინება და ნაზად ლივლივებს წყალზე.

ფანტასტიური ბავშვია, მარტო ვზრდი და დედა-შვილი მთელ დროს ერთად ვატარებთ. ეხლა ნაბანავებს უცებ ჩაეძინა და გვერდზე მიწევს ქალბატონი.

ძალიან მომეჩვია ელენე, ჩემ გარეშე მგონი ვეღარ ძლებს, მაგრამ 1 არც თუ ისე სასიამოვნო რაღაც ისწავლა: ბოლო 2 ღამეა ჩემ გარეშე აღარ იძინებს, ჩემთან იწვა და ხელის მოკიდების და ჩახუტების გარეშე ეგრევე ფუთფუთს იწყებდა და წრიალებდა საწოლში. მთელი ღამე იძულებული ვიყავი ამასთან ჩახუტებულს დამეძინა , არადა რა სანუკვარი იყო ამ დროს მეორე გვერდზე გადმოტრიალება : D

გუშინ წინ 4 თვის გახდა გოგო. ხვალ-ზეგ განმეორებით აცრაზეც წავიყვან, წინა აცრა ფანტასტიურად გადაიტანა, ველოდებოდი სიცხის მატებას, ჭუჭყუნს და ა.შ. მაგრამ საერთოდ არ ქონდა რეაქცია, ალბათ ფასის დამსახურებაა 150გელა გადავიხადეთ : D

გიჟი მშობლები ვართ მე და აჩო, ძალიან გვიყვარს ჩვენი გოგო, არაფერი ჯობია ელენეს გვერდზე წამოგორებას და ამასთან თამაშს.

ასე თამაშ-თამაშში მინი გადაკოტრიალებაც ისწავლა :დ

ისე საყვარლად ღუღუნებს ხოლმე, ესეც ბონუსად ვიდეო 3 დღის წინ ღამე ძილის წინ გადაღებული .

Posted in ახალი ოჯახი, პირადი სურათები, ყოველდღიური | Tagged: , , , , , | 4 Comments »

ჩემი გოგო, ჩემი ელენე ♥

Posted by vekoo on September 8, 2012

ელენე ჩხიკვაძე

ნამდვილი უჭუკლესი ჭუკლი – ელენე  დაიბადა.

2012წლის 21 ივნისს ზუსტად 3-ს 15წუთზე ვეკო დედიკომ და აჩო მამიკომ ერთად მოავლინეს ქვეყანას პატარა ანგელოზი.

მას მერე ვეხუტებით, ვეფერებით და ვკოცნით.

მას მერე ვუღებთ და ვინახავთ თითოეულ მნიშვნელოვან წამს დაბადებიდან და ჭიპლარის მოჭრიდან დაწყებული [😀 ] და დამთავრების გარეშე დღევანდლამდე გაგრძელებული.

ჩემი ერთ-ერთი ფობია იყო, რომ შვილი არ მეყოლებოდა, მაგრამ აჩიკომ ამაშიც საპირისპიროში დამაჯერა და ყველაზე ტკბილი, სანუკვარი სიზმარი ამიხდინა – ჩემი გოგო ჩემთანაა.

2თვე ნახევრისაა უკვე.

ხო ყველზე ძალიან მიყვარს ამ ქვეყანაზე ჩემი პატარა ანგელოზი, მაგრამ მასზე აქ საუბარს რაღაც ვერ ვახერხებ , გადავეჩვიე ბლოგვას და მგონია სიტყვების კორიანტელი ყალბი გამოჩნდება.

ყველაზე ტკბილია, ყველაზე სასურველი ჩემი გოგო ჩემთვის.

ჩემი თვალებბრიალა გოგონაა ♥ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე საყვარელი.

ესეც ჩვენი ოჯახი

(¯`·´¯).·´
`·.,(¯`·´¯) 
(¯`·´¯).·´
` ·.,.·´:

პ.ს. ზევით ვთქვი, გადავეჩვიე მეთქი ბლოგვას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელი თვეში 1 პოსტს თუ ვწერდი და ბოლოს 29 მაისს მაქვს დაწერილი პოსტი , მაინც მყავს გუგლის გამოგზავნილის გარდა ნამდვილი ვიზიტორების ოდენობა ბლოგზე და სულ ახალი და ახალი უცნობი ხალხი იწონებს ბლოგის ფეიჯს ფეისბუქზე. ასე რომ მე უბრალოდ უფლება აღარ მქონდა მინიმუმ მოხსენებითი ბარათი მაინც არ დამეტოვებინა ერთ დროს ჩემს ძალიან საყვარელ საიტზე ♥

ალბათ, თუკი კვლავაც დავინახავ, რომ ვიღაცას აიტერესებს რას ვწერ, კიდე გავგრძელდებით…

ესეც ბონუსი ფოტო ჩვენგან:

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 3 Comments »

ველოდები

Posted by vekoo on May 29, 2012

დღეს ვნახე ჩემი პატარა.

ზუსტად ისეთია, როგორიც წინა ვიზიტებზე იყო, იგივე ტუჩები, თვალის ჭრილი, გაბუსკული ლოყები.

ძალიან ლამაზი შვილი მყავს. სუფთა მამაა- აჩოს გავს დაბერილი ტუჩებით, თვალის ფორმით – მამიკოს ბარტყი იქნება🙂

სახეზე უკვე კარგად დავიმახსოვრე, ეხლა ერთი სული მაქვს გულში როდის ჩავიხუტებ.

რა უცებ გადის დრო, თითქოს 9 თვე 9 დღეა.  ბოლო დღეები გაიწელებააო, ვნახოთ… 

გელოდებით მე და მამიკო

ძალიან მიყვარხარ .

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 4 Comments »

დილა მშვიდობისა : )

Posted by vekoo on April 16, 2012

ეხლა ჩემ სახლში ვარ და ”შემოქმედებით სიცოცხლეს” ვგრძნობ. იქ როცა ვარ არც სტატუსის წერა მახსენდება და არც რამე აქტიურობა.
ეხლა კი აქ ჩემს სკამზე, ჩემს მაგიდასთან, ჩემს კომპზე რომ ვზივარ და ჩემ დინამიკებში საყვარელ სიმღერებს ვუსმენ, რომლებიც მხოლოდ ჩემს აქ არსებულ ფოლდერებშია, სიცოცხლის ხასისათზე ვდგები.

არა, სენტიმენტალური ხასიათის პოსტს არ ვწერ ეხლა, პირიქით, ძალიან ძალიან პოზიტიურ ხასიათზე ვარ და თან ვმღერი :))))  შეჩვევა მცოდნია კატასტროფულად და ისე მესიყვარულება სიმღერის ტექსტებიც კი ჩემ ეკრანზე :დ

რა ხდება ჩემ თავს?

მშვენივრად ვარ, მშვე-ნივ-რად!

დათბობასთან ერთად სისხლმაც გაიღვიძა ჩემ სხეულში და ენერგიის არაჩვეულებრივ შემოტევას ვგრძნობ.  ეხლა არაჩვეულებრივი პერიოდია ჩემ ცხოვრებაში, ჩემ სხეულში მეორე სიცოცხლე იფურჩქნება : ))

 3 წელია საყვარელ ადამიანთან ერთად ვარ, 3 წელი  და  2 დღე :)) მე კი ყოველ დღე უფრო მეტად  მიყვარს ვიდრე ოდესმე მყვარებია. 

პ.ს. ეტყობა ეს ბლოგიც მიყვარს თავისებურად, თორე არც ამ პოსტით გავიხსენებდი😉

Posted in ვეკო და აჩო, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 1 Comment »

My first car

Posted by vekoo on March 3, 2012

ეს ის მომენტია, როცა სიტყვები ზედმეტია და ფაქტები, ამ შემთხვევაში – სურათები ყველაფერს მკაფიოდ აღწერს : ))

 

ინიციალები და 7-იანები ჩემს ახალ ოჯახში სიმბოლურია – უკვე მე5 777 გვყავს : ))

 

პ.ს. ჰო, კიდევ ერთი სიმბოლური დამთხვევაც:
ნულის, ერთისა და ორის კომბინაცია : 2011.10.01. მანქანა აწყობილია ამ თარიღში :ჯამფ:

ყველაზე სასიამოვნო მომენტი, განვლილი კილომეტრების ადგილას მხოლოდ 18კმ. და ფოტო-კადრი რამოდენიმე წუთის შემდეგ.

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური, შოპინგი | Tagged: , , , , | 5 Comments »

თავადის ასული

Posted by vekoo on February 26, 2012

შინაგანად კუდაბზიკობა მაინც ზის ჩემში, ჩემშიც და თქვენშიც დარწმუნებული ვარ : D

ნუ, ჩემ შემთხვევაში სხვანაირად ვერ იქნება მაშინ, როცა ამ “გაგანია” XXI საუკუნეში ჯერ კიდევ სიამაყით ვიღვსები ჩემი ბაბუის თავადობის ამბების გახსენებისას.

ბავშვობაშიც ზოგი თუ საყვარელ სათამაშოზე ან “ჟივაჩკებზე” ოცნებობდა, მე იმ ,დროზე ვოცნებობდი, როცა ოდესღაც ჩემი წინაპარი თავადი იყო:

წარმოვიდგენდი რომ არა ილია ჭავჭავაძე, ეხლა როგორ სიამოვნებით ვივლიდი საგვარეულო სასახლის გრძელ დერეფნებში, როგორ მედიდურად გადმოვდგებოდი აივანზე, მედიდურადვე გავცემდი ბრძანებებს და ათასი ასეთი კვერცხობა : D

თავის დროზე სინდისიც კი მქენჯნიდა წმინდანი ილია ჭავჭავაძის აუგად მოხსენიების გამო და ამაზე მოძღვარსაც ვესაუბრე- აი, ამ დონეზე გამიტაცა საკითხმა : D

ეხლა ეს ყველაფერი რატო გამახსენდა უკვე ტემიდან გადახვევა გამოვა, მაგრამ იყოს მაინც ჩემი ფიქრები აქ.

მერე ის გლეხებიც მეზიზღებოდა ვინც ბაბუაჩემის მამას სასახლე დაუწვეს. ეხლა ვხვდები რომ ის ისეთი  ვერ იქნებოდა მულწიკებში რომ ვხედავდი ხოლმე, მაგრამ იმ დროისათვის ჩემი საგვარეულო სასახლე უზარმაზარი იყო და თითოეული თავადის ასულისათვის ცამდე აზიდული ბროლის კოშკებით იყო შემკული : ))

ამიტომ ყოველთვის ვამაყობდი ჩემი გვარით და ისიც მეამაყებოდა, რომ აჯანყებისას ცეცხლწაკიდებული “ჩემი სასახლიდან” საბოლოოდ ჩემ დიდ ბაბუას და მის 3 ძმას სათითაოდ სახლები აუშენებიათ – აი, ნახე რამხელა იყო, რომ გადამწვარიდანაც კი 3 ჩვეულებრივი სახლი გამოვიდათქო : D

აი, ასეთი მეოცნებე და ნოსტალგიით გაჯერებული ბავშვობა მქონდა და ცოდვა გამხელილი ჯობია დღემდე მომყვება საკუთარი გვარის სიამაყე : ))

ეხლა კი წავედი, სანამ სიამაყისგან გაფხორილ ინდაურს თუ ფარშევანგს დავმსგავსებივარ : D

Posted in მემორიზ, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური, ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , , , | 9 Comments »

მომავალი

Posted by vekoo on February 17, 2012

ადამიანის ცხოვრება მთელი თავისი არსით სისულელეა თუ სადღაც, გულის ყველაზე ბნელ ან ტვინის ყველაზე ღრმა კუნჭულში მაინც არ არის ჩამალული მისი ცხოვრების კრედო და ის მიზანი რისკენაც ცნობით თუ გაუაზრებლად მიიწევს.

ამ ქვეყნად ყველაზე პოხუისტი ადამიანიც კი მარტო დარჩენისას ისვენებს, იძინებს ან საყვარელ მუსიკას უსმენს – ამ შინაარსის იქნება სრული უმრავლესობის პასუხი კითხვაზე “თუ რას აკეთებს მარტო დარჩენისას ან თავისუფალ დროს?”

ბევრი თავს დღევანდელი დღით მეცხოვრედაც ასაღებს და მისთვის სულ ერთია რა იქნება ხვალ და მითუმეტეს თუ რა შედეგი მოყვება მათ დღევანდელობას.

ასეა ეს მართლა?

ვერ დავიჯერებ, რომ გრძელი, ყველაზე გრძელი და შორს მიმავალი ფიქრის ძაფი ყველა ადამიანის ეგოში არ არსებობდეს.

ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა იქნებოდა ხვალ,

ერთ დროს ჩემთვისაც “სულ ერთი” იყო რა შედეგი მოყვებოდა ჩემს დღევანდელ საქციელს.

ერთ დროს ჩემთვისაც სულ ერთი იყო მომავალი, იმიტომ რომ მე თავი დავაჯერე აწმყოს სრულყოფილებაში.

მაგრამ ახლა, როცა მთლიანად გავიაზრე თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის მომავალი და რა მიმზიდველია ის დრო, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მე მინდა ნებით თუ უნებურად ხელი არ შემეშალოს დროის დინებისათვის და კლდიდან უცაბედად დაგორებული ლოდივით, რომელმაც ნაკადულს გზა გადაუკეტა და სხვა კალაპოტში გადააგდო, არ შევცვალო ის.

მე კონფორმისტი არ ვარ, არც წარსულს ვაიდეალებ და არც ვარდისფერი სათვალე მიკეთია და არც მომავალი მესახება ერთადერთ ბედნიერებად, რომელზე ფიქრის გარეშეც დღევანდელობა არარაობაა.

მე უბრალოდ ვიგრძენი რომ თითოეული ადამიანის შიგნით მისსივე მომავალი ცხოვრობს, მომავალი, რომლის გარეშეც ეს ადამიანი სულ სხვა იქნება.

ამიტომ, მე მინდა ჩემში გაგრძელებულ მომავალს შლამისგან გაწმენდილი კალაპოტი დავახვედრო გზად და იმ მძიმე ლოდებისგანაც დავიცვა, რომელსაც ცხოვრება ყველას გვიმზადებს.

Posted in ჩემი დიაზეპამი | Tagged: | 8 Comments »

აჩოს სიურპრიზი თოვლში : ))

Posted by vekoo on January 27, 2012

ხო თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან ეფექტური იყო.

აქამდე მეგონა, რომ გვერდით ნაკლებად რომანტი(კ)ული და ასეთ უწიპუწიებს გარიდებული კაცი მყავდა, მაგრამ სასიამოვნოდ შევცდი :დ

ჩემთვის ვიჯექი ლეპტოპს ვეწეპებოდი და “ბრაახ”, “ბრაააახ” – ხმაური ფანჯრის მინაზე.

გავიხედე და აჩო მესროდა – გამოუხედეო.

აი, რა დამახვედრა, საყვარელი :დ :*

 

Posted in ახალი ოჯახი, ვეკო და აჩო, ივენთ-განხილვა, პირადი სურათები | Tagged: , , , , | 5 Comments »

საშობაო საჩუქრები

Posted by vekoo on January 22, 2012

საახალწლო ეიფორია უკვე გავიდა და მეც ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. სამწუხაროა, რომ ისეთი შეგრძნება  ამ თარიღთან როგორც ბავშვობაში მქონდა აღარასოდეს განმეორებულა ჩემთვის. სასაცილოა, მაგრამ რომ არ ეთქვათ ისე ვერც შევამჩნევდი სიახლეს სასტუმრო ოთახში – ნათლისღებისთვის  აღებული ნაძვის ხე.

სამაგიეროდ პოზიტივები  მაინც უხვად ხდება საახალწლოდ , – მინდა ეს პოსტიც ღირსეული გამოსათხოვარი იყოს ამ წელიწადში.

მინდა საახალწლო საჩუქრებზე მოგიყვეთ – დაგვიანება კიარადა გამეორება ცოდნის დედააო გამიგია : ))

წელსაც ”მესტუმრა” ჩემი საჩოკლაუსი ,  მახსოვს შარშანაც გამანებივრა საჩუქრით ^_^

წელს ზუსტად იცოდა რაც მინდოდა და  მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მაინც მაგარი სიურპრიზი გამოუვიდა – უახლესი მოდელი.

Braun 7681 Silk-Epil 7 Xpressive Pro Epilator

ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო ვიცი, მაგრამ  ნეტში ოფიციალურ ვებ–გვერდზე გადავამოწმე და აფსოლიტურად ყველა ნაწილი/ნივთი/წარწერა/”კნოპკა” ადგილზეა :დ – ორიგინალი რომ არ აღმოჩენილიყო მეწყინებოდა :დ  საერთო ბიუჯეტზე ვზრუნავ :დ

მართალია ყველა “თავს”  არ ვიყენებ და მარტო ერთი მჭირდება  “დიდი მადლობა მედი”–ს გამო :დ მაგრამ  მაინც უზომოდ მაბედნიერებს თუნდაც ის მბრჭყვინავი რაღაცეები ზედ რომ აქვს ^_^

მე ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, საბოლოოდ რაზეც ვყალიბდებოდი და ვეკითხებოდი აჩოს არაფერი არ უნდოდა და ყველაფერი სულ ერთი იყო, ამიტომ საბოლოოდ აი ეს შევურჩიე მუზეუმის კოლექციიდან:

Leonardo Da Vinch

ზომებში 67,7/47,7 სმ–ია და მთელი ცერა თითის სისქის. მართალი გითხრათ, აჩოს დანიშნულებისამებრ ჯერ არ გამოუყენებია, მაგრამ დიიიდი იმედი მაქვს ოდესმე ეს დროც მოვა :დ

და ვინჩის ყიდვისას წიგნებს გულგრილად ვერ ჩავუარე და ჩემთვისაც 3 მათგანი შემომეყიდა:

  1. სიდნეი შელდონი.

  2. რაიმონდ ჩანდლერი.

  3. ჰაინერ რანკი.

ყიდვის დროს არ დავკვირვებივარ, მაგრამ სიმბოლური რიცხვები ამირჩევია : საქმე #3, საქმე #13 და საქმე #23.  ძილის წინ ვერთობი ხოლმე , ისე სულ გადავეჩვიე ამ ჟანრის ლიტერატურის კითხვას , 1-2 თავის მერე ეგრევე მეძინება. ან უბრალოდ ბავშვობისგან განსხვავებით ვეღარ მაინტერესებს …

შემდეგი საჩუქარი taa.ge-ს ბლოგიდანაა, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში მოვიგე giveaway-ს საშუალებით, მაგრამ აქამდე ვერ გამოვიტანე და ეხლაც ჩემი და წავიდა სიამოვნებით და ჩამომკიდა ჩემი პირველი მოგებული ნივთი ინტერნეტ–სამყაროში.

და საბოლოოდ ყველაზე ტკბილი ლუკმა შემოვინახე:  მამამთილის საჩუქარი.

თუ გავითვალისწინებ, რომ წინა ტელეფონი დეკემბრის შუა რიცხვებში მაჩუქა ყველაზე დიდი სიურპრიზი ეს იყო.

SAMSUNG B7722

ბრენდი: SAMSUNG

მოდელი: B7722 Duos
გამოშვების წელი: 2010
კორპუსის ტიპი: კლასიკური
კორპუსის ფერი: შავი

ეკრანის ტიპი: TFT- სენსორული
ეკრანის გაფართოება: 240 x 400 პიქსელი 3,2 დიუმი
ფერთა რაოდენობა: 256 ათასი ფერი
სიხშირის დიაპაზონი: Dual SIM GSM 850 / 900 / 1800 / 1900 – SIM 1; GSM 850 / 900 / 1800 / 1900 – SIM 2 ; HSDPA 2100 – მხოლოდ SIM 1- ზე
ზომა: 113.5 x 55.5 x 14.3 მმ
წონა: 112 გრ
საუბრის ხანგრძლივობა: 13 სთ
ლოდინის ხანგრძლივობა: 420 სთ
ელემენტის სტანდარტი: Li-Ion 1200 mAh
შიდა მეხსიერება: 30 მბ მეხსიერების გაზრდა შესაძლებელი დამატებითი მეხსიერების ბარათის microSD საშუალებით
მოდელი აღჭურვილი 5.2 მეგაპიქსელიანი ფოტო კამერით
გამოძახების სიგნალი :
პოლიფონიური ზარები
MP-3 მელოდიების მხარდაჭერა
ვიბრო – ზარი
მობილური ინტერნეტი და კომუნიკაცია
ინტერფეისი : USB v2.0, Bluetooth 2.1 A2DP პროფილის მხარდაჭერით, ინტერნეტთან კავშირი WAP 2.0/xHTML, HTML; HSDPA 3.6 მბ/წმ; EDGE – Class 12, GPRS – Class 12; Wi-Fi 802.11 b/g
პერსონალურ კომპიუტერტან სინქრონიზაცია
შეტყობინება

SMS
MMS
Email – კლიენტი
ეკრანი
ეკრანის ტიპი: TFT – 256 ათასი ფერი (სენსორული)
გამოსახულება: 240 x 400 პიქსელი 3,2 დიუმი
მულტიმედიაფოტო კამერა: 5.2 მპ (2560х1920 პიქსელი)
ვიდეო რგოლის გადაღების საშუალება QVGA@30 კადრი წამში
მეორე კამერა ვიდეო ზარებისთვის
აუდიო
სტანდარტული მუსიკალური პლეერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP3/WAV/WMA/eAAC+ ფორმატები
მეხსიერება
შიდა მეხსიერება: 30 მგ
დამატებითი მეხსიერების ბარათი microSD
კვების წყარო
კვების წყარო (ელემენტი):
მოცულობა : Li-Ion 1200 mAh
საუბრის რეჟიმი : 13 სთ
ლოდინის რეჟიმი : 420 სთ
 ორგანაიზერი
კალენდარი
კალკულატორი
დიქტოფონი
დამგეგმავი
მაღვიძარა
P.S. კვების წყაროს (ელემენტი) მუშაობის ხანგძლივობა დამოკიდებული შემდეგ გარემოებებზე :
1. GSM ქსელის კონფიგურაციაზე
2. მანძილზე საბაზო სადგურიდან მობილურ ტელეფონამდე
3. SIM-ბარათის ტიპზე
ადგილმდებარეობის რელიეფზე

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ვეკო და აჩო, მემორიზ, პიკანტური რეალობა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 16 Comments »