ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

წარმატების რეცეპტები

მე ვეკო ვარ,  ეს ისედაც კარგად იცით.

წარმატების მიღწევა ეს ისეთი რამაა, რაზეც ხშირად ოცნებობს ადამიანთა 4/5.   დანარჩენ 1/5–ს კი, ვინც არ ოცნებობს, გონია, რომ ის თავად მოვა.  ანუ ყველა მისკენ მიილტვის .

მე წარმატების რეცეპტს ვფლობ და თქვენც დაგეხმარებით მის მიღწევაში.

გულახდილად მომწერე შენი გასაჭირი, ნებისმიერი რამ, რაც  გაწუხებს  და სულს გიფორიაქებს, ნებისმიერი : კოლგოტიდან თვლის წასვლაზეც და გლობალურ კატაკლიზმებზეც.

მე გასწავლი როგორ დაუძვრე სიტუაციას ისე, რომ არაფერი დაკარგო და პირიქით, ცოდნა შეიძინო გამოცდილების ხარჯზე : ))

ნუ მოგერიდება : დ

წარმატების რეცეპტები .

 

25 Responses to “წარმატების რეცეპტები”

  1. Marr said

    ვეკო, შენ თუ მასწავლი როგორ არ ამეზაროს უნივერსიტეტში სიარული და ლექციების გაცდენას თავს დამანებებინებ, შენზე მაგარი არავინ იქნება მსოფლიოში

    • საკითხი #1 – როგორ არ უნდა დაგეზაროს ლექციებზე სიარული.
      გაიჩინე სტიმული ლექციებზე სიარულისთვის , ეს შეიძლება იყოს ვინმე ბიჭი, ვისთვისაც თავი რომ მოაწონო ყოველ დღე ივლი მაღლივში , თან სულ ფორმაში იქნები და სემინარებზეც მოყვები ხოლმე, აბა ტეხავს , მის თვალშ ი მაგარი გოგო ხო უნდა გამოჩნდე :დ რომ მერე მოვიდეს და დახმარება გთხოვოს :დ

      • Marr said

        5 ჯგუფში ვარ და რამდენი ერთი სტიმული გავიჩინო განა?😀😀

  2. tatukaa said

    ეგეთი რეცეპტი მეც მჭირდება🙂 ოღონდ მართლა და რავიცი შენ თუ მართლა დამეხმარები შენ იქნები ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი :)))

  3. Duci said

    mailze rom gkitxot sheidzleba?😛

    • sunwaited said

      კი, სადაც გენებოთ, როცა გენებოთ : ))) ჯერ კიდევ არ მოგიწერია? რატო აყოვნებ, მე გელოდები უკვე ♥ ♥ ♥ : D

  4. NoNaMe said

    ოზონის ხვრელის გაფართოებას და გობალურ დათბობას რა მოვუხერხოთ?🙂

  5. ana said

    warmatebis receptebze gelaparakeba adamiani da shen kide ozonis xvrels ra movuxerxoto😛

  6. alluballi said

    ვეკოო ძალიან მაინტერესებს შენი აზრიიი : მყავს საყვარელი ადამიანი და არსად არ მინდა გავუშვა…:( ამ ბოლო დროს იმდენი ცუდი რა ხდება რომ მეშინია არ დავკარგოოო,თანაც ძალიან კომფლიქტურია და ამიტომაც…😦 რა ვქნა? იმედია რამეს მირჩევ….. გელოდებიი😦

    • sunwaited said

      რას ქვია არსად არ გინდა გაშვება? შენ მისი დედა ან აღმზრდელი ხომ არ ხარ , ჩემო კარგო? : ) კონფლიქტურიაო ამბობ და ამიტომ არ გინდა გაშვება თუ იმიტომ, რომ საყვარელი ადამიანის სხვასთან წარმოდგენა გაგიჟებს?

      მისი დაკარგვის თუ მაინც ასე გეშინია, მაშინ მასთან ერთად წადი, – საერთო ინტერესები ხო წყვილს უფრო აახლოებს და “აწებებს” ერთმანეთს.

      მეც ასე ვარ, – არ შეიძლება ყოველთვის გეხალისებოდეს ღამის ფართებზე სიარული, მაგრამ რადგან მას უნდა, პატივს ვცემ მის სურვილს და მიყვარს, როცა ბედნიერია. ამით მეც გახარებული ვარ.

  7. alluballi said

    ხო მართლა თუ სხვებიც მომწერთ საკუთარ აზრს ძალიან გამახარებთ🙂

    • Mari said

      გააღიზიანებ მასეთი დამოკიდებულებით. და შეიძლება აიძულო რომ ტყუილი გითხრას როცა სადმე ისეთ ადგილას მოუნდება წასვლა, სადაც შენ არ გინდა მისი გაშვება. თუ წაგიყვანს, შენც გაყევი, თუ არადა ნუ შეუხუთავ სულს.

      • sunwaited said

        შეიძლება აიძულო რომ ტყუილი გითხრას როცა სადმე ისეთ ადგილას მოუნდება წასვლა, სადაც შენ არ გინდა მისი გაშვება. – 100%

  8. alluballi said

    ვიცი რომ ეგოისტურად გამომდის მარა მართლა არაა ესე და არც იმიტომ არ მინდა გაშვება რომ ვეჭვიანობ,ვიცი არ მიღალატებს…უბრალოოდ რამოდენიმე ჩემი ნაცნობი დაიღუპა ისეთი სიცოცხლით სავსე ადამიანებიიი,ისე უცებ რომ ვერც წარმოვიდგენდი თუ რამე მოუვიდოდა…😦 ამ ბოლო დროს იმდენი ცუდი რამ ხდება…და ყველგან ვერ წავყვები…იცი ვეკო?რამდენჯერაც ჩემს გარეშე სადმე წავიდა იმდენჯერ შარში გაეხვა😦 ერთხელ დანა ჩამოუსვეს მუცელზე…სასწაულად გადარჩა…თან არ მინდა ცუდათ გამომივიდეს😦 არვიცი რა…😦

    • sunwaited said

      უკაცრავად, მაგრამ რამდენი წლისაა? სურთებზე არც ისე დიდი ჩანდა. იქნებ, აუხსნა, რომ მისი სიცოცხლე უკვე მხოლოდ მას არ ეკუთვნის და უპირველეს ყოვლისა შენზე და ბავშვზე უნდა იფიქროს, ხშირად ესაუბრე იმაზე, თუ როგორ გჭირდებათ შენ და პატარას, რა მოხდება ის რომ არ გყავდეთ გვერდით ფიზიკურად, რა ცუდად ხარ როცა თქვენთან არაა.

      უნდა აიძულო, რომ თავს გაუფრთხილდეს და ეს “კაი ბიჭური ზამაშკები” დაივიწყოს – დანის ტრიალი და შარში გახვევა.

      ფრთხილად შეაგუე იმ აზრს, რომ გავიდა ის დრო უბანში გვერდზე უბნელებთან ჩხუბი რომ შვენოდა.

      და საერთოდაც, ეს კითხვა რატო გაგიჩნდა? უშენოდ დადის სადმე? არ დაყავხარ თან?

  9. alluballi said

    19 წლისაა მე 18ის! თან არ დავყავარ მეთქი მაგას ვერ ვიტყვი,მაგრამ ეხლა ბავშვი მყავს და ბავშვთან ერთად ვერ ვივლი ბევრ ადგილას…ასე რომ იძულებული ვარ სახლში ვიყო😦 სულ მაგას ვცდილოობ😦 როგორმე ავუხსნა😦 აი ეს არის მისი ერთადერთი ნაკლი…სხვამხრივ იდიალურია :*

    • sunwaited said

      თუკი სხვა მხრივ იდეალური ურთიერთობა გაქვთ, მაშინ “წვნიანში ბუზს ნუ ეძებ” : D თორე აუცილებლად იპოვი : D

      წარმატებები :*

  10. alluballi said

    🙂 :* საინტერესო რჩევები მომეცი…;)წარმატებები ასევე

  11. lorelei said

    veko, me iseti problema makvs amas mxolod erti adamiani ver moagvarebs🙂 tan es marto me kia ar mteli tsu-s problemaaa. ianvridan moyolebuli dadzabuli var: jer gamocdebi, shemdeg qulebis mtanjveli lodini, nutu normaluria, roca 20 dgis shemdeg igeb gamocdis pasuxs? shemdeg registarcia. 14 tebervals pirveli me mivedi bankshi rom tanxa tavis droze charicxuliyo da baza gaxsniliyo. 16 tebervlis shemdeg ki 3 dge komptan vijeki mxolod imis gamo, rom sasurveli lektori da sagani amerchia, 2 jer viyavi unioversitetshi da sabolood avirchie is, ram mindoda. tumca amit yvelaferi ar damtavrebula: axla cxrilebi ar aris da imis meshinia rame sagani ar damemtxvas an 5 saatiani shualedi ar gamomivides! amis garda bazashi problemebia lektori dfa jgufis nomeri ertmanets ar emtxveva! xval kide unda mivide universitetshi, fsiqologiis sagnebis qula me-3 korpusshi unda vnaxo, jurnalistikis me-6-shi, mere kilometrian rigshi unda chavgde, rom gulgrili pasuxi mivigo: es me ar mexeba, ik mibrzandio. imdenad amovida yelshi, rom ukve swavlis survilic mekargeba!

  12. mari said

    გამარჯობა ვეკო… როგორ ხარ? წავიკითხე შენი ცხოვრების შესახებ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება გამიცჩნდა შენს შესახებ, გამიჩნდა იმის სურვილიც რომ ჩემი მეგობარი იყვე,, მაგრამ ეხლა მინდა ერტი აზრი გკიტხო სადაც შეიდლებ შენი რჩევაც გამომადგეს… მყავს შეყვარებული და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი შეიძლება ითქვას ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ აქვს ჩემს შეყვარებულს ერთი მინუსი, არ უყვარს როდესაც კაფეში რესტორანში და ან ესეთი თავშეყრის აგილებში ვარ მეგობრებთან ერტად..ბევრჯელ მოგვივიდა ამ საკითხზე კამათი, რა ვქნა მირჩიე რომ ამ პრობლემას თავი დავაღწიო და სადაც საჭირო იქნება იქ წავიდეე დაა მას პრობლემა არ ქონდეს და არ იბუსხებოდესს????

    • vekoo said

      გამარჯობა, მარი. მიხარია, თუ მოგეწონა ჩემი ბლოგი და მეც

      ბლოგის მკითხველები ჩემი ვირტუალური მეგობრები არიან, რომელთა სტუმრობაც მე ყოველთვის მიხარია ^_^

      რაც შეეხება შენ სიტუაციას: ძაან მაგარია თუ სიყვარული გეწვია და ასეთი მძაფრია ეს გრძნობა. ამბობ: ‘ლამის ერთმანეთისთვის ვართ შექმნილებიო’, – საკუთარი მეორე ნახევრის პოვნა ყველაზე მაგარი მომენტია ცხოვრებაში, მე ასე მგონია, მაგრამ ეს ‘ლამის’ უნდა მოაშორო. აბსოლუტურად უნდა ენდობოდე ცხოვრებაში შენ მეორე ნახევარს და ამის მერე უნდა გაარკვიო გიღირს თუ არა რაღაცები უხსნა და და შეაგნებინო.

      მე შენი შეყვარებულისაც მესმის, იასნია განიცდის, როცა მისი საყვარელი ისეთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილასაა,სადაც უამრავი მთვრალი და გართობის მსურველი ტიპი ირევა. წარმოიდგინე ეხლა: გვერდზე სუფრაზე ბიჭების სასტავი ქეიფობს, თვრებიან, ყველას მაშინ ახსენდება თავისი კაცობა (ვაი კაცობა :D) და შეიძლება ისეთი რაღაცებიც გააკეთონ, რასაც ფხიზლები არ იზავდნენ. ანუ ასეთ სიტუაციებში მესმის შენი შეყვარებულის , რომ არ სიამოვნებს , მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამის გამო შენ სახლში უნდა იჯდე😀

      ბევრ აზრების ფრქვევას არ დავიწყებ, უბრალოდ ჩემი ცხოვრებიდან გეტყვი: მე და აჩოს გათვიცნობიერებული გვაქვს, რომ ორივე თანაბარუფლებიანი ინდივიდები ვართ. შენ შეყვარებულსაც ყველაზე მაგრად უნდა უხაროდეს თუკი შენ ბედნიერი ხარ და მეგობრებთან დროს კარგად ატარებ.

      ძირითადად კაცები ასეთ დროს იმიტომ ‘ჭედავენ’, რომ გინდა არ გინდა, მაინც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. ჩაეხუტე და თბილად აუხსენი, დაარწმუნე შენს შეყვარებულს, რომ ცხოვრებას გირჩევნია და რა თქმა უნდა, ყველანაირად აიცილებ თავს ნებიმიერ უცენზურო შემოტევებს, რომ შენ პირადად ანკესს არასოდეს გადაუგდებ სხვა ტიპს, რომ პირველივე ‘ნიტო’ სიტუაციისას დაურეკავ და აუხსნი მდგომარეობას, რომ თუ საჭირო გახდა, წამოხვალ კიდეც იქიდან, რომ მთავარი თქვენი ერთად ყოფნაა და საერთოდ არ გინდა, რომ ინერვიულოს მან, მაგრამ მეგობრების გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. მარტოდ მყოფი უინტერესო თოჯინას დაემსგავსები და ბოლოს აღარც მასთან ყოფნა გაგამხიარულებს.

      რავი, მგონი ამდენმა საუბარმა და დაპირებებმა უნდა გაჭრას : )))

      წარმატებები და როგორ მოაგვარებ სიტუაციას და თუ დაგეხმარება , გამაგებინე ^_^

  13. gio said

    ici raa maswavlee es saiti mec rogor gavaketo da mecrogor davwero chemi cxovrebis shesaxeb???

    • vekoo said

      მარი, პირველი ნაბიჯი იქნება http://wordpress.com/ -ზე დარეგისტრირება: საიტზე რომ შეხვალ მარჯვენა ზედა კუთხეში ნახავ დასარეგისტრირებელ ბმულს, შეავსებ ყველა მოთხოვნილ ველს, დაადასტურებ მეილზე, რომ ნამდვილად შენი ელექტრონული მისამართია და უკვე საკუთარი ვებ-გვერდი გაქვს ინტერნეტში ^_^

      მერე უკვე შეგიძლია შენი სურვილისამებრ ააწყო საიტის დიზაინი და ა.შ…

      მარტივია

  14. mari said

    zalian ketili da chkviani xar veko..mixaria rom arseboben shennairi adamianebi.

  15. nika said

    gamarjoba.
    shemtxvevit vnaxe sheni saiti, bednierebis recepti rac shen ggonoia aris fulshi, aba carmoidgibne rom shen ojaxs uchirs, arc manqana da arc araferi. bavshvis pampersis fuls dfaezebde. merec iqnebodi aseti bednieri rogorc exla? am saitisatvis gaxsbis ganckobolebac ki ar geqneboda. ise ki mixaria aset bedniers rom gxedavt, carmatebebs gisurvebt…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: