ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ჯადოსნური რიცხვები / ეკონომეტრიკა

Posted by vekoo on January 5, 2010

ისეთი, ისეთი დაღლილი და დაქანცული ვარ ამ ეკონომეტრიკის ამოცანის კეთებისგან, რომ აღარაფრის თავი აღარ მაქვს.

არადა ბლოგის ასე მიგდებაც არ მიყვარს : (((

შემიყვარდა ჩემი ბლოგი , გული დამწყდა ძველი რომ აღარ მაქვს … მაგრამ, შეიძლება ასეც იყო საჭირო ( მოდი, გული ამითი გავიხალისო ცოტა : D )

ახალ წელს ახალი ბლოგით მოვევლინე მსოფლიო ფართო ქსელს :sun:

ჰოდა, უკვე გამოცდებიც დამეწყება და მე ჯერ ჩაბარებული არ მაქვს “ნაშრომები” ლექტორებისთვის, ნერვები დამაწყვიტა ამ ამოცანამ, აი 2 კვირაა ვხსნი ( ნუ, იასნია დროში გაწელილად) , მარა ბოლომდე გასვლას ვინ “ჩივის”, მე2 საკითხს ძლივს გავცდი.

დებილი არ ვარ მათემატიკაში, ერთი შეხედვით ადვილია ესეც, მაგრამ იმდენი წვრილმანებია, იმდენი წვრილმანია დასათვლელი, რომ ხან რომელი ციფრი გამომრჩება კალკულატორზე ასაკრეფად და ხან – რომელი და ასე არ დაილია ეს უბედური რა : (

მერე excel-ში ვცადე ამოხსნა, მონაცემები შევიყვანე და იქ ვაჯამებდი და ვამრავლებდი რაღაცებს, ( მოკლედ რომ აგიხსნათ, 30 განსხვავებული მნიშნველოვნებისა და რაოდენობის რიცხვია, და ათასგვარი (( მართლა ათასგვარი )) კომბინაციები მაქვს მათზე გასაკეთებელი)

ხოდა, სკოლაშიც სულ ელემენტარულ მიმატება-გამოკლებაში ვუშვებდი შეცდომას და აქ როგორი შეცდომები მექნება ხო წარმოგიდგენიათ : D

დღეს იყო ჩაბარების ბოლო ვადა და ხვალამდე გადაწია, აი ეხლა კი მე მივედი დასკვნამდე, რომ 41 ქულას ისედაც ავდივარ ( ალბათ ) და აღარ მინდა დამატებითი ამ ამოცანის ქულა ( ვაშაააააააააააა !!!!! ) თეორიას მაინც ვეღარ მოვასწრებ სწავლას და აზრიც არ აქვს.

ასე რომ, მეც დავისვენე და ბლოგზეც შემოვიჭყიტე🙂

პ.ს. ამ ახალ ბლოგზე “About Me” გვერდის გაკეთებაც მინდა, მარა როგორც ვხვდები, ჯერ კაი ხანი ვერ ვაღირსებ ჩემ მზრუნველ ხელს მას : D

4 Responses to “ჯადოსნური რიცხვები / ეკონომეტრიკა”

  1. archily said

    ჩემი ტანჯულა ჭუკლიიიი :* :* :* ყველაფერი კარგად იქნება ვეკო🙂

  2. sunwaited said

    ტანჯულა ვინაა ეტყობა პოსტებზე😛 1) უბედურებას+უბედურება http://archily.wordpress.com/2010/01/05/უბედურებასუბედურება/

    2) ინვალიდობის 1 წელი http://archily.wordpress.com/2010/01/04/ინვალიდობის-1-წელი/
    😛

  3. უიჰ… მათემატიკის ხსენებაზე მაჟრიალებს =)))))) ვერ ვიტან ინსტიტუტში ვსწავლობდი უმაღლეს მათემატიკას და კვანტურ ფიზიკას =))))))) ძველი ბლოგი რატომ წაშალე არ გვეტყვი? =))))))))))))

  4. komisia said

    არ გამახსენო ეკონომეტრიკა😐 დღეს მქონდა ბოლო ლექცია და არც მივსულვარ, ლექტორისთვის თვალებში ჩახედვის მრცხვენია😐
    მათემატიკა არც მე მიჭირს (ლექტორმაც იცის ეს), და თან მაგრად ვევასები – რო დავიწყეთ სწავლა ლოგიკურ ამოცანებს მაზლევდახოლმე მარტო მე და ეგრევე ვუხსნიდი, ხოდა ერთი თემაც არ მაქვს ჩაბარებული ისე დამიწერა 27 ქულა😦
    თვის ბოლოსკენ მაქვს გამოცდა და მანამდე კი მოვასწრებ სწავლას (იმედი მაქვს😀 )

    შენც ჩემს ბედში ყოფილხარ და წარმატებას გისურვებ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: