ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ჩემი სულის ნავსაყუდელი

Posted by vekoo on January 6, 2010

სოფელი- ჩემთვის 2 დღიანი სულის დასასვენებელია ეს ადგილი

თუ ბავშვობაში კვირაობით შემეძლო იქ ყოფნა, დღეს უკვე 2-3 დღეში სახლში მინდა დაბრუნება.ის ორი დღეც “გამოყრუებული ვზივარ, შენ გგონია ეს გამოყრუება არ მომწონს?საჭიროც კია გადატვირთული დღეების მერე სხეულის მოდუნება, ბუნების სიმშვენიერით დატკბობა , ყველაფერს გარიდება, ასფალტისა და გამონაბოლქვიდან, ინტერნეტიდან დასვენება.მე ძალიან დავიღალე უკვე, გამოვიფიტე რასაც ქვია, ამიტომ, ამ შაბათ-კვირას სოფელში წავედი. ზუსტად ვიცოდი იქ აღვიდგენდი დაცლილ ენერგიას .ვერ მოგატყუებ მსოფლიოში ულამაზესი ადგილიათქო , იმიტომ რომ მასზე თვალწარმტაც ადგილებშიც ხშირად ვყოფილვარ მაგრამ რაც არის არს , თავის ხიბლს ვერ დავუკარგავ დუშეთის რაიონს.იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად? უსაქმურობა.ჩემთვის მარტო წავალ ხოლმე სადმე შორიახლოს ( ან თუნდაც შორს) შემაღლებულ მდელოზე, იქიდან რომ ხელის გულივით გადაშლილი მოჩანდეს გარემო და ასე ბუნების სიმშვენიერით ვტკბები.არ მჭირდება ამ დროს არანაირი მუსიკა თუ რამე გასართობი დანადგარი.უბრალოდ ვუყურებ სივრცეს და ვარ ასე ჩემთვის.მართლა საათობით შემიძლია ასე ჯდომა.(რატომღაც, ის მიტყდება ხოლმე გვიან საღამოს იქიდან რომ ვბრუნდები და ხალხი მხვდება, ხო ვიცი არაა, ჭორიკნებითაა სოფლები (( და არამრტო)) სავსე – “ამხელა გოგოს მარტოს იქ რა უნდოდა ამ შუაღამესო ” იტყვიან, მაგრამ იმდენად დიდია ჩემში ლამაზი ხედების , გაშლილი სივრცის სიყვარული, რომ მაპატიე და მაგარი მკიდია უკვე ვინ რას იტყვის.ზოგჯერ, წავსულვარ და რვეული წამიღია და ფანქარი ან შავი კალამი, – მიყვარს შავი კალმით წერა.ჩემ აზრებს ვწერ ხოლმე, მერე ძირითადად მარტო ერთხელ ვკითხულობ და ასე, რჩება ისტორიას გახუნებულ ფურცლებზე დაწერილი ჩემი სიტყვები.მრისხანების დაძლევაშიც მეხმარება ჩემი საყვარელი ადგილი. იქ მივდივარ და ყველაფერი ცუდი მავიწყდება. სამწუხაროდ – კარგიც. როცა იქ ვარ ყველაფერი ამქვეყნიური უკვე ამაო მეჩვენება.ქვეყნიერებაზე მარტო მე და ის მთები ვართ ჩემ წინ რომ გადაშლილან.

ციოდა ახლა სოფელში როცა ვიყავი, თან ტალახი იყო და იქ ვერ ავედი.

სამაგიეროდ, ეკლესიაში ვიყავი. ესეც ეზო :

დაუმუშავებელი სურათია და მაინც რა სიმშვიდეა მასზე აღბეჭდილი.

სულ საფლავებითაა ეზოც და ეკლესიაც შიგნით სავსე.      ტაძარში ეხლა ზევიდან ხალიჩებია გადაფარებული და  მლოცველები ზევიდან დგანან. როგორი შეგრძნებაა შენ  ქვეშ რომ ძვლებია ხომ გამოგიცდიათ? : )))

ეს ყველაზე კარგად შემონახული საფლავი იყო და  ამიტომაც, მეც ის გადავიღე

დიმიტრი ნიკოლოზის ძე ფარნიშვილი – რა იცოდა ამ საცოდავმა თუ ბედნიერმა, რომ მისი სამარხი ინტერნეტშიც მოხვდებოდა.

ასეა, დროც იცვლება და რაც ერთ დროს შეუძლებლად მიაჩნდათ, ეხლა პატრა ბავშვსაც კი ეჯერება.

ესეც ჩვენი ეკლესიის სამრეკლო :

ჯერ ისევ რეკონსტრუქციის პროცესშია, ულამაზეს ჩუქურთმებს აკეთებენ ზედ.

ჰო, ყველაზე მთავარი დამავიწყდა:

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მიმდებარე სურათებია ეს ყველა.

ბოლოს, სიცივისაგან გათოშილს რა ჯობია სოფლის სახლში დაბრუნებას, სადაც ყველაფერს სიძველის სუნი ასდის.

უკვე საღამოც მოსულა…

მივუჯექი “ფეჩს” და სითბოთი გართული ყველაფრის ავ-კარგიანობაზე ვფიქრობდი.

ესეც ჩემი თბილი ბუხარი:

მის გვერდით ისე უცებ ჩამეძინა , რომ ვერაფერი გავიგე, რომ გამომეღვიძა 8 საათი ხდებოდა და მე კი ღამის 1 მეგონა. ისევ მეძინებოდა.

გამიშალეს სითბოში ლოგინი და ტკბილად დამეძინა კვლავაც.

5 Responses to “ჩემი სულის ნავსაყუდელი”

  1. archily said

    ჭუკლიიიიიი მეც მინდა მაგ გარემოში შენთან ჭუკჭუკი😀 31 დეკემბრის ღამე ეგეთი მქონდა დაახლოვებით😀

  2. taknatuna said

    ე.ი მეც შენსავით ვარ, ადრე ლამის თვეობით შემეძლო ყოფნა მაგრამ ეხლა 2 დღე სრულიად საკმარისია ჩემთვის რომ დავისვენო და განვიტვირთო
    უი მეც დავწერე აამს წინათ ჩემს სოფელზე, და თიანეთის ხინკალზე😀

  3. განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
    დაღლილი როცა ხარ აუცილებლად უნდა დაანებო ყველაფერს თავი და ორი დღით დაისვენო.
    რაღაც სხვა ენერგიით და შემართებით ბრუნდები.
    კარგია სოფელი :))

  4. mrsmarch said

    ზოგჯერ მართლა რა კარგია ესე დასვენება… მომინდა… : )

  5. mmm :((( ra cudia sopeli rom ar maqvs :(((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: