ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მონადირე ქალი თუ კაცი? და მხეცი? = D

Posted by vekoo on January 8, 2010

თვრამეტი წლის ქალიშვილმა უნდა იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება – მამაკაცები უნდა დასდევდნენ ქალს და არა  – პირიქით.

არც ერთი ჭეშმარიტად თავმოყვარე ქალი უფლებას არ მისცემს საკუთარ თავს, უკან აედევნოს მამაკაცს და საშუალება მისცეს მმისი გრძნობებით ითამაშოს. მაგრამ, ჭეშმარიტმა ქალმა ისიც იცის, რომ ამის გაკეთება აშკარად არ შეიძლება, თუკი ქალი ოსტატურად შენიღბავს ზრახვებს და საწადელს ისე მიაღწევს, მამაკაცი დარწმუნებული იქნება, რომ მან მოინადირა ქალი და არა პირიქით.

პრინციპი  ”მამაკაცი მონადირეა, ქალი კი მისი ნადავლი”, არ უნდა დაირღვეს. მამაკაცს მოსწონს როცა ნადირობს, მიეცით მას ამის საშუალება. მოიქეცით ისე, როგორც იქცევა ველური მხეცი, რომელსაც კვალში მონადირე ჩასდგომია. დაიმალეთ, გაიქეცით, იეშმაკეთ, მაგრამ ძალიანაც ნუ მოინდომებთ, ისე არ დაიმალოთ, რომ მან ვეღარ გიპოვოთ.

ახლა ფილოსოფიურ ჭრილში გადავიტან მსჯელობას:

ამბობენ კაცი მონადირეოა, თუ ასეა მაშინ ნადირობის ობიექტი ძირიტადად ქალი უნდა იყოს, და თუ ასეა თვალების ცეცება თუ თვალფთურის skill- ორივეს თანაბრად უნდა ჰქონდეს განვითარებული, მონადირეს იმისთვის რომ სასურველი მოინადიროს, მოსანადირებელს იმისთვის რომ მონადირე შეარჩიოს და ვიღაც დაუბანელმა არ ამოიდოს იღლიაში (არ ვიტყვი როგორში).

ქალი თითქოს იპარავს როცა ასე იყურება, რადგან სხვისი თვალიერება მაინც არაა მისი ბუნებრივი პოზა, უფრო საკუტარი თავის სარკის წინ თვალიერებისთვის შეუქმნა შემქნელს. კაცი კი იტაცებს და არ იპარავს ასეთი მზერის დროს (თუ არ ჩავთვლით მორცხვ კაცებს, რომელიც ცივილიზაციის ნაყოფია, კაცის პირველსაწყისთან მორცხვობას ცოტა აქვს საერთო).

ალბათ, საინტერესო იქნება თუ გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ძველი ბერძნებიდან მოდის მამაკაცის, როგორც ნადავლის სახე. თურმე, მაშინაც ყოფილან ფრიად ემანსიპირებული მანდილოსნები. საინტერესოა “ნადირობის სცენები” და მისი ახსნა – მონადირე მისდევს კურდღელს, სადაც კურდღელი ახალგაზრდა ჭაბუკის სიმბოლოა, რომელსაც არა აქვს “უფლება” დაუმორჩილებლობის – აი, თურმე საიდან “გამოიქცა “ფლეი ბოის” კურდღელი. ქალებიც ყოფილან მონადირეები😀

ფილოსოფიური ტრაქტატივია რა…

ერთგვარი სტერეოტიპიცაა, რომ კაცი უნდა იცავდეს ქალს. მრავალი სტერეოტიპი აადვილებს ცხოვრებას, მაგრამ დროდადრო ვხვდები ( ჩემს გარშემომყოფთა მაგალითებიდან), რომ ეს სტერეოტიპები იმსხვრევა.

ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ფილმი “გაიქეცი ლოლა გაიქეცი”. ფილმში კაი ტიპი ებმება შარში, სრულიად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება და მისი შეყვარებული ძვალმსხვილი ლოლა შუასაუკუნეების რაინდივით შეუპოვრად იღწვის მის დასახსნელად პრობლემებიდან.თუმცა ტენდენცია სრულიად ასეთიც არაა.

აშკარაა რომ მოდაში სულ უფრო და უფრო შემოდის ქალები ვიწრო თეძოებით და მოკრძალებული მკერდით: კიარა ნაითლი, ნიკოლ კიდმანი, ჰილარი სვონკი, ქეით ბლანშეტი. ეს ალბატ ცხოვრების ტემპის დაჩქარებით არის გამოწვეული და ნათელია, რომ ქალმა როგორც იქნა გააღწია სამზარეულოდან და საქარგსაქსოვ საკერავიც გააგდო ხელიდან. მაგრამ ამასთან სულ უფრო აშკარად გამორჩეული ადგილი რჩებათ ქალებს ქალური გარეგნობით: სკარლეტ იოჰანსონი, ქეით ვინსლეტი.

ყველა თეორია და რჩევა გასათვალისწინებელი და მისაღებია, სანამ ნამდვილად არ შეგიყვარდებათ. როცა სიყვარული მოდის, გონება გულის ტყვეობაში ექცევა და ძნელია სიტუაცია შენს სასარგებლოდ მართო. არავინ გეუბნებათ, რომ საერთოდ არ უნდა შეიყვაროთ, მაგრამ ეცადეთ ამ სიყვარულში თავით არ გადაეშვათ, თორემ შესაძლოა კისერიც მოიტეხოთ.

ურთიერთობის დაწყებისას ყველა მამაკაცი თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულია, მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ მირაჟია, რომელიც მალევე  ქრება. იმედგაცრუებიდან სასოწარკვეთამდე კი ნახევარი ნაბიჯია. შეიყვარეთ _ ამას ვერავინ აგიკრძალავთ, მაგრამ მოახერხეთ ისე, რომ ბედნიერებისაკენ სავალი გზა ეკლებით მოფენილი არ იყოს. რათქმა უნდა მამაკაცმა თქვენგან სითბოც უნდა იგრძნოს, მაგრამ თქვენი დაკარგვის შიშიც უნდა ქონდეს. ცოტას თუ აეჭვიანებთ, ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება.

და ბოლო, რამაც ამ პოსტის წერა გადამაწყვეტინა: რაც არ უნდა იყოს, რამდენიც არ უნდა იწუწუნოთ კაცებმა თქვენზე დაკისრებული მოვალეობების გამო, სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერასოდეს გაიგებთ იმ ტკივილს, რასაც სერიოზულ შეხვედრაზე მიმავალს “კოლგოტზე” თვალის წასვლა ქვია (😉 )

ჰო, პ.პ.ს. სულ ცხელ-ცხელი ინFო მაქვს გოგოებისთვის, გავიგე დახეული კალგოტკები შემოდის გაზაფხულიდან მოდაში, ასე რომ, არ ჩაყაროთ მათში ხახვი, ნიორი კაკალი, თხილი da ნუ გადაყრით მათ😀

და ბოლოს, მცირე გადახვევა მათთვის, ვისაც შეუძლებლად მიაჩნია მონადირის ამპლუის მორგება:

შეუძლებელია – ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვაა, რომლის უკანაც იმალებიან ”პატარა” ადამიანები. მათთვის უფრო ადვილია იცხოვრონ და შეეგუონ, ვიდრე მოძებნონ საკუთარ თავში ძალა, რომ რაიმე შეცვალონ.

შეუძლებლობა – ეს არ არის ფაქტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებაა.

შეუძლებლობა – ეს არ არის განაჩენი. ეს გამოწვევაა.

შეუძლებლობა – ეს არის შანსი გამოავლინოთ საკუთარი თავი.

შეუძლებლობა – ეს არ არის მარადიული.

შეუძლებელი – შესაძლებელია!

მოინადირე, რათა დატკბე მიღწეულით😉



5 Responses to “მონადირე ქალი თუ კაცი? და მხეცი? = D”

  1. nastasia said

    მონადირებული ქალები მსხვერპლად იქცევიან ხოლმე და მოდის გარეშეც დახეული კოლგოტებით დადიან😛

  2. sunwaited said

    nastasia

    მერე რა, მსხვერპლ ქალებს აუცილებლად დახეული კოლგოტები უნდა ეცვათ?😀

  3. Dodka said

    ყველა კაცი თავად მოვინადირე და რავიცი, უკმაყოფილო არ ვარ :დ

    ასე ჩემი გემოვნებით ვირჩევ, უკეთესია😀

  4. mrsmarch said

    wow! )

  5. sunwaited said

    Dodka

    ყველა კაცი მე მოვინადირეო მომეწონა😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: