ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

სახლი ჩემში…

Posted by vekoo on January 10, 2010

ძალიან დაღილი დავბრუნდი, დაღლილი და დაქანცული, როგორც კაი 2 ღამე ნათევი მეწისქვილე, საფქვავს რომ ელოდება და დრო თვლემაში რომ გაჰყავს.

ჩემ სახლში ძილი მომენატრა, ჩემი საყვარელი საწოლი.

ადამიანური მომენატრა ყველაფერი.

პირველი, რაც სახლში მოსვლისას გავაკეთე, სააბაზანო დავიკავე და ლამის 2 საათი ვცდილობდი ადამიანური იერ-სახის დაბრუნებას.

რა კარგია კომფორტი, რა კარგია სისუფთავე, სითბო და რბილი საწოლი, თუნდაც სკამი, ცხელი საჭმელი.

სახის მოწესრიგება, თმის დავარცხნაც მომნატრებია, სუფთა კოლგოტი და თბილი ნასკები, სუფთა ჯინსები, რბილი წითელი ფუმფულა ჩუსტები, საყვარელი ჟაკეტი.

რა კარგია სახლი, რა კარგი !

ახლა უფრო ვაფასებ მას.

ჰო, წინა ღამეს “ჩაკრულო”-თი დავაგვირგვინეთ, 12-ზე დავიშალეთ “სახლებში”, თუმცა, მე მაინც არ მეღირსა ეგ ბედნიერება …უნდა ვაღიარო, რომ ის, რაც ბედნიერება არ ყოფილა, არც უბედურება იყო ( : D )

დავიკიდე უნივერსიტეტი: ხვალ მთელ დღეს სახლში გავატარებ, ჩემ ოთახს დავალაგებ, მოაკლდა რაღაც ჩემი ხელი ვატყობ.ყველაფერს ჩემ გემოზე გავაკეთებ, ჩემ ხასიათზე მოვიყვან.

ოთახში სიმყუდროვე უნდა იგრძნობოდეს, თავს მთლიანად უნდა ვგრძნობდე.

ეხლა Mashina Vremeni-ს Mesto Gde Svet-ს ვუსმენ.  გადმოსაწერი ლინკი

რაღაცნაირი თბილი სიმღერაა

ჰო, რა ცუდია, რომელი ფორუმიც კი “ჩემად” ვიგულე, ყველას პრობლემები შეექმნა : (


1) ევას ფორუმზე შინაშლილობა ყინულივით წყლით ჩავახშეთ, გავყარეთ ხალხი და ეხლა რაღაც მოწყენილობასავითაა ტვინისმბურღველი, თუმცა მაინც ოპონენტების გარეშე.


არადა ყველაზე მეტად აქ ვარ კარგად.


სანამ სპამები არ შეჭამენ ან სერვერი არ დაიშლება, იქამდე ვიქნები აქ…

თქვენ მაინც შემოდით, გაგვამხიარულეთ ცოტათი მივიწყებული გვერდები


2) პსაის ფორუმი კი 2 დღის წინ დახაკეს, ეცადა გამოსწორებას 2kija, მარა როგორც მივხვდი, ვერაფერსაც ვერ გახდა,

The requested URL /install/index.php was not found on this server.

აი, ესღა დარჩა ფორუმის თავფურცელისგან.


ისე, პსაის ხალხი უნდა “გადმოვრეკო” ევაზე😉


სხვაგან , რაღაც გულიც აღარ მიმდის დასაპოსტად. ეს ბლოგიღა შემომრჩა ლხინთა გასართველად.


იმედია wordpress-ს მაინც არაფერი მოუვა … : )))

8 Responses to “სახლი ჩემში…”

  1. Marr said

    home sweet home😀😀 აუ სახლში რა კაია… ჩემი წითელი სპორტულებით, ყავის ჭიქით ხელში ბოდიალი. აუ არ მინდა ხვალ უნიშიიიიი😦

    • sunwaited said

      sunwaited
      Marr
      უნიში რაღა გინდა, არ დაგითხოვეს? :O თუ მე მეშლება რამე : D : D : D

      ჰო, სახლს და სითბოს ეხლა ვაფასებ გუშინ ღამის 5 საათზე ფეხების წაყინვამ რომ გამომაღვიძა და კაი ხანი მოყინული რომ მეგონა თითები : DDDDD

      • Marr said

        კი დამითხოვეს, მარა საქმეს რა გამოლევს იქ ;))))

        უი ეგ რა მოგსვლია.

      • sunwaited said

        ხო, გოგო, ძლივს გადავრჩი იქ საძულვე სიკვდილს, გაყინვას და უბედურებას😀

        მაღლივი ჩვენი ტკივილია ხო? :DDDDDD

      • Marr said

        ტკივილია აბა რა არის.

        წავედი მე მაღლივში. თუ 5 საათამდე არ დავბრუნდი, გამიხსენეთ ხოლმე.

  2. archily said

    ეჰ რა მიქნია😀 როგორ მოგანატრე სახლი თურმე😀

    • sunwaited said

      სახლის მონატრება შენგან ჯერ შორსაა😛 ისე კი, ხო ხედავ როგორი დათრგუნული დავბრუნდი😀

      • archily said

        ჭუკლი ხარ,თან ნამეტანი და იმიტომაც დაბრუნდი დათრგუნული😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: